ბრმა ნაწლავის ტკივილი
ბრმა ნაწლავის ტკივილი ძირითადად ასოცირდება აპენდიქსის ანთებით გამოწვეულ ტკივილთან და მასთან მჭიდრო ანატომიური კავშირის გამო, სწორედ ასეთი სახელწოდება შეიძინა. აპენდიქსი, იგივე ჭიაყელა დანამატი წარმოადგენს ბრმა ნაწლავის ბოლოში განლაგებულ თითსებურ, ბრმად დაბოლოებულ სტრუქტურას (ნაწლავს) და მისი ანთება უმეტეს შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას წარმოადგენს.
აპენდიციტზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ჩარევა, რაშიც REDMED-ის პლატფორმა და შესაბამის სპეციალისტთან აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია გვეხმარება.
რა იწვევს ბრმა ნაწლავის ტკივილს?
აპენდიციტი ყველაზე ხშირ ზოგად-ქირურგიულ პათოლოგიას წარმოადგენს, რომელიც ხშირად უხეში საკვაბი ან განავლოვანი მასებისგან და იშვიათად ჭიების ან უცხო სხეულისგან სანათურის დახშობით არის გამოწვეული. ამ დროს დახშულ სივრცეში იზრდება წნევა, მცირდება სისხლის ნაკადი და ბაქტერიების გამრავლება იწყება. ამ პროცესებს ორგანიზმი ანთებით პასუხობს, რაც ხდება ბრმა ნაწლავის არეში ტკივილის აღმოცენების მიზეზი.
ტკივილის გარდა სხვა რა სიმპტომები შესაძლოა შეგვხვდეს?
რადგან აპენდიციტი ანთებითი პროცესია, მას თან ახლავს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, როგორიცაა: მაღალი ტემპერატურა, გულისრევა/ღებინება, ტაქიკარდია და პირის სიმშრალე.
როდის არის საგანგაშო ბრმა ნაწლავის ტკივილი?
აპენდიციტის დროს ტკივილს სპეციფიკური მიმდინარეობა ახასიათებს. ტკივილის დაწყება ხდება ჭიპის ირგვლივ ან ქვეშ არსებული მიდამოდან, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მარჯვენა მხარეს, ბრმა ნაწლავის არეში გადაინაცვლებს. ბრმა ნაწლავის ტკივილის დროს აუცილებელია უმოკლეს დროში მივმართოთ ექიმს, რათა თავიდან ავირიდოთ შესაძლო გართულებები.
სწორი დიაგნოზი და დროული მკურნალობა მნიშვნელოვანია
გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ბმა ნაწლავის ტკივილი ძალიან ჰგავს მეტეორიზმის დროს არსებულ მუცლის ტკივილს, პაციენტები დროულად არ მიმართავენ სპეციალისტს. აპენდიციტი გავრცელებული პათოლოგიაა და მოსახლეობის 34-40% ემართება, აქედან უმეტესობა ახალგაზრდებზე მოდის. არსებული სიხშირიდან და გართულებებისას მაღალი საფრთხის არსებობიდან გამომდინარე, ამ ორ პროცესს და სხვა პათოლოგიებს შორის დროული დიფერენცირება და სპეციალისტის კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია.
აპენდიციტის დიადნოზი ძირითადად ეფუძვნება ექიმის მიერ პაციენტის გამოკითხვას და სიმპტომების შეჯამებას, თუმცა გარდა ამისა, ექიმები გამოიყენებენ როგორც პალპატორულ და პერკუტორულ მეთოდებს (ხელით გასინჯვას), ასევე რადიოგრაფიულ და ლაბორატორიულ კვლევებს. ინსტრუმენტული კვლევებიდან ძირითადად ორი მეთოდი გამოიყენება, ესენია ულტრაბგერა და კომპიუტერული ტომოგრაფია. შესაბამისად არსებული გამოკვლევების შეჯამების საფუძველზე ხდება მკურნალობის ტაქტიკის და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მთავარ გართულებას, რომელიც დაგვიანებულ ჩარევას შესაძლოა მოყვეს წარმოადგენს აპენდიქსის გასკდომა, სისხლდენა და შესაბამისად ანთებითი მასების მუცლის ღრუში გავრცელება. იმ შემთხვევაში თუ ჭიაყელა ნაწლავი არ არის გამსკდარი ანტიბიოტიკოთერაპია იშვიათად, მაგრამ რიგ შემთხვევაში ეფექტურია, თუმცა მეორეს მხრივ უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით, აპენდიციტით გამოწვეული სიკვდილიანობა 0,2-0,8%-მდე ვარირებს.
იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ არსებული გართულებები, REDMED-ის პლატფორმა დაგვეხმარება, რომ მოვახდინოთ ექიმთან დროული მიმართვა, როგორც ონლაინ კონსულტაციით, ასევე მისი სახლში გამოძახებით.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას