- Redmed

პლათფორმის გამოყენების წესები და პირობები

შპს „რედმედი“ (შემდგომში კომპანია/რედმედი/ჩვენ) არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული იურიდიული პირი.

საიდენთიფიკაციო ნომერი: 405341465

იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, N 25, ბინა N41 

 

 აღნიშნული წესები და პირობები ეხებათ იმ ექიმებს, რომლებიც რეგისტრირდებიან პორტალზე, როგორც დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის მწარმოებელი ფიზიკური პირები (კერძო პრაქტიკა), ასევე, არასამედიცინო საქმიანობის მწარმოებელი ფიზიკური პირები, როგორიცაა ფსიქოლოგიური სერვისები და რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისები(თუ თქვენსა და რედმედს შორის არ არის გაფორმებული დამატებითი/სხვაგვარი შეთანხმება). თუ თქვენ რეგისტრირდებით, როგორც „რედმედის“ ან სხვა სამედიციონო დაწესებულება წარმომადგენელი ექიმი ან სხვა პროფესიონალი, თქვენი ხელშეკრულების პირობებს მოგაწვდით დამქირავებელი სამედიცინო დაწესებულება

ამ წესებზე და პირობებზე დათანხმებით თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ პორტალზე, როგორც კერძო პრაქტიკის მწარმოებელი ექიმი (სხვა სპეციალისტი), მიუხედავად თქვენი კუთვნილებისა რომელიმე კლინიკისადმი.

 

ზოგადი ნაწილი და გამოყენებული ტერმინოლოგია

შპს „რედმედი“ (შემდგომში რედმედი ან ჩვენ) წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას/აპლიკაციას, რომელიც აკავშირებს მომხმარებელსა და რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებელს (შემდგომში თქვენ) და აძლევს საშუალებას მომხმარებელს მიიღოს რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის სერვისები.

 

მიმართვა „თქვენ“ ამ დოკუმენტში ეხება ექიმს, ექთანს,  ფსიქოლოგს ან აბილიტაცია/რეაბილიტაციის სპეციალისტს, რომელიც რეგისტრირებულია რედმედის პლატფორმაზე და ახორციელებს სერვისების მიწოდებას რედმედის მომხმარებლისთვის.

თქვენ მიერ პლატფორმაზე რეგისტრაცია და პლატფორმის გამოყენება ნებისმიერი გზით - იქნება ეს ბინაზე ვიზიტი, სატელეფონო, ვიდეო კონსულტაციის ჩატარება  რედმედის მომხმარებლისთვის თუ სხვა,  ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებს სრულად ან ნაწილობრივად, გთხოვთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.

რედმედი იტოვებს უფლებას, შეცვალოს  ეს პირობები ნებისმიერ დროს. თუ თქვენ განაგრძობთ პლატფორმის გამოყენებას ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, ავტომატურად იგულისხმება, რომ ეთანხმებით შეტანილ ცვლილებას.

ჩვენი პორტალის საშუალებით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება ან გაწევა არ არის შესაძლებელი.

 

ტერმინოლოგია

ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინოლოგიას აქვს შემდეგი განმარტება:

ლატფორმა - ელექტრონული აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ხდება თქვენი და რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის დაკავშირება.

რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებილი (თქვენ- ექიმი, ფსიქოლოგი, ექთანი ან რეაბილიტაცია/აბილიტაციის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, ატვირთა მოთხოვნილი დოკუმენტები, გაუაქტიურდა პროფილი და გამოხატა სურვილი საკუთარი სერვისის რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით.

მოქმედი კანონმდებლობაკანონები, ბრძანებები, ბრძანებულებები, რეგულაციები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს სამედიცინო საქმიანობას, პერსონალური მონაცემების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირის ფინანსურ ანგარიშგებას და ნებისმიერი სსვა, რაც შეიძლება ეხებოდეს პროცესებს პლატფორმაზე მუშაობისას.

ავტორიზებული პირი - პირი, რომელსაც რედმედი აძლევს უფლებას, აწარმოოს მოლაპარაკება ნებისმიერ საკითხზე ან გააფორმოს ნებისმიერი სახის კონტრაქტი   რედმედის  სახელით

სამუშაო საათებირედმედის პლათფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებილს შეუძლია თავის სერვისზე განსხვავებული ფასის განსაზღვრა არასამუშაო საათებში და უქმე დღეებში. სამუშო საათებად ამ განსხვავებისათვის დადგენილია:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-19:00, შაბათს - 09:00-18:00

კვირა დღე და ოფიციალური უქმეები განიხილება არასამუშაო საათებად.

ჩართულობა - განიმარტება, როგორც რედმედის პლათფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებილის მიერ პლატფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის ნებისმიერი ტიპის მომსახურების გაწევა.

მომსახურების საფასური  - რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებილის მიერ გასაწევი სერვისისათვის დადგენილი ფასი.

წერილობითი ხელშეკრულება, ნებართვა, შეთანხმებამოიაზრება როგორც ქაღალდმატარებელი, ასევე, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიღებული დადასტურება (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ელექტრონული ფოსტა, პლატფორმაზე  დოკუმენტის მონიშვნა).

პერსონალური მონაცემებინებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მუხლი 2).

განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები„მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებასთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობასთან ....“  (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მუხლი 2).

პლატფორმის გამოყენება

ამ პირობებზე დათანხმების შედეგად თქვენ იღებთ უფლებას/წვდომას, ისარგებლოთ პლატფორმით. რედმედის მიერ თქვენთვის გადმოცემული წვდომა პლატფორმაზე არის ლიმიტირებული, არაექსკლუზიური,  სხვაზე გადაცემის უფლების გარეშე. რედმედს აქვს თქვენი პლატფორმაზე წვდომის გაუქმების უფლება კონკრეტული მიზეზით ან მიზეზის გარეშე.

პლატფორმის გამოსაყენებლად თქვენ უნდა შექმნათ თქვენი პროფილი/ანგარიში. პროფილის მონაცემების შევსებისას თქვენ გარანტიას იძლევით, რომ:

ყველა ინფორმაცია, რაც თქვენ შეიტანეთ პროფილში, არის ზუსტი, განახლებული, სანდო და სრული.

თქვენი საქმიანობა პლატფორმაზე არის  არსებული კანონმდებლობის ფარგლებში 

პლატფორმაზე თქვენი სამუშო გრაფიკის შექმნაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ და თქვენ თავისუფალი ხართ გრაფიკის არჩევაში.

რედმედი იტოვებს უფლებას, საკუთარი გადაწყვეტილებით, წინასწარი შეტყობინების გარეშე:

შეაჩეროს ან დაბლოკოს თქვენი პირადი ანგარიში/პროფილი  და/ან წვდომა პლატფორმაზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ: თუ არის ეჭვი თქვენს მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაზე), წინასწარი გაფრთხილების გარეშე,

შეცვალოს, გადააკეთოს, შეაჩეროს, გააუქმოს დროებით ან მუდმივად პლატფორმის ნაწილი ან მთელი პლატფორმა  ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მიზეზით წინასწარი შეტყობინების გარეშე.

თქვენ  აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თუ რედმედი გააუქმებს თქვენს ანგარიშს/პროფილს, აღარ გექნებათ წვდომა თქვენს პროფილზე არსებულ ინფორმაციასთან. ყველა უფლება, რაც გადმოგეცათ ამ შეთანხმებით, დაუყოვნებლივ გაუქმდება.

თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ,  რომ:

რედმედის პლატფორმა არის მხოლოდ კავშირის საშუალება თქვენსა და რედმედის მომხარებელს შორის,

რედმედი  არ არის ჩართული თქვენს მიერ მომხმარებლისთვის თქვენი სერვისის გაწევის პროცესში,  ან თქვენი და მომხმარებლის ურთიერთობის პროცესში (კონტრაქტის ან რაიმე სხვა სახით),

თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ რედმედი არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი:

მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის სისწორეზე,

ნებისმიერი მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ ინფორმაციაში მის მიერვე შეტანილი ცვლილებების მართებულობაზე,

თქვენს ნებისმიერ ქმედებაზე  ან დაუდევრობაზე თქვენი ჩართულობის პერიოდში.

თქვენ იღებთ ვალდებულებას,  აანაზღაუროთ თქვენ მიერ რედმედის მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების საჭირო ხარჯები (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ტრანსპორტირების ხარჯები მომხმარებლის ბინაზე მისასვლელად, კონსულტაციის/კვლევის/მანიპულაციისათვის საჭირო აღჭურვილობა, საკანცელარიო მასალა და ა.შ.).

თქვენ იღებთ ვალდებულებას, დაჯავშნილი ვიზიტის შემთხვევაში განახორციელოთ ვიზიტი დათქმულ დროს.  თუ ეს არ არის შესაძლებლი, უნდა შეატყობინოთ რედმედს  ეს  ინფორმაციას პლატფორმის „მხარდაჭერის ან დახმარების” ღილაკის დახმარებით, ან კომუნიკაციის სხვა არხით, რაც პლატფორმას წინასწარ აქვს მოწოდებული,

თუ თქვენ რეგისტრირდებით პლატფორმაზე და თანხმდებით, რომ გამოიყენებთ პლატფორმის ნებისმიერ შესაძლებლობას, თქვენ  აცხადებთ,  ადასტურებთ, და იღებთ ვალდებულებას, რომ:

თქვენ ხართ სერტიფიცირებული ექიმი ან სხვა ზემოთ აღნიშნული დარგის სპეციალისტი მოქმედი სერტიფიკატით და დარეგისტრირების დროს გაქვთ საექიმო საქმიანობის (ან ფსიქოლოგიური, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სხვადასხვა სპეციალობის) წარმოების უფლება საქართველოში მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად.

თუ თქვენ რაიმე მიზეზით შეგიჩერდათ ან გაგიუქმდათ საქმიანობის წარმოების უფლება (სერტიფიკატი), დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ რედმედს.

თქვენ ნებისმიერ რედმედის მომხმარებელს გაუწევთ მაღალი ხარისხის სერვისს,

თუ თქვენ ხართ სერტიფიცირებული ექიმი და რედმედის პლათფორმის საშუალებით აწვდით თქვენს სამედიცინო სერვისებს მომხმარებელს, თქვენ ვალდებული ხართ აწარმოოთ სამედიცინო დოკუმენტაცია დადგენილი წესით ყველა ბინაზე კონსულტაციის ან ვიდეო-კონსულტაციის შემთხვევასი. (ეს ჩანაწერები მოიცავს მომხმარებლის სამედიცინო ისტორიას ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის შესაბამისად,   მაგრამ არ შემოიფარგლება ამით). ჩანაწერებში ასახულია დეტალური ინფორმაცია თქვენს ჩართულობა/ქმედებებზე.  

ამბულატორიული სამედიცინო დოკუმენტაციის და სტატისტიკური ფორმების წარმოებაზე პასუხისმგებელი ხართ თავად.

თქვენ უნდა აუხსნათ რედმედის მომხმარებელს, რომ არ ხართ აფილირებული რედმედთან, არ ხართ რედმედის მიერ ავტორიზებული პირი და არ გაქვთ უფლება და შესაძლებლობა, რომ აწარმოოთ მოლაპარაკება ან დადოთ კონტრაქტი რედმედის სახელით,

თქვენ არ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ დამატებითი გადასახადი რედმედის მომხმარებლისგან მასთან კონტაქტის შემდეგ გარდა რედმედისათვის გადასახდელი თანხისა,

რედმედის მომხმარებელთან მიმართებაში თქვენი ქმედება უნდა იყოს კეთილგანწყობილი და კეთილსინდისიერი,

თქვენ მკაცრად უნდა დაიცვათ ყველა მოქმედი  კანონი და რეგულაცია,

თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ:

თქვენ არ ხართ რედმედის მიერ ავტორიზებული პირი, არ მოაჩვენებთ თავს და არ აძლევთ უფლებას სხვა ნებისმიერ პირს, რომ მოაჩვენოს თავი რედმედის ავტორიზებულ პირად და არ მოიქცევით ისე, რომ ვინმემ ლოგიკურად დაასკვნას, რომ თქვენ რედმედის ავტორიზეული პირი ხართ.

თქვენ არ უნდა დადოთ კონტრაქტი/შეთანხმება ან მონაწილეობა მიიღოთ რაიმე კონტრაქტში რედმედის სახელით.

მომსახურების ღირებულება

თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ,  რომ რედმედის საშუალებით გაწეული ნებისმიერი მომსახურების გადახდა რედმედის მომხმარებლის მიერ შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ რედმედის პლატფორმაზე ონლაინ გადახდის მეთოდის გამოყენებით.

თქვენი სერვისების ფასს, რასაც აწარმოებთ რედმედის მეშვეობით, განსაზღვრავთ თავად, რედმედი გაძლევთ სარეკომენაციო ფასს არსებული საბაზრო ფასის გათვალისწინებით.

ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ რედმედი არ არის თქვენს და რედმედის მომხმარებლს შორის ურთიერთობის ნაწილი და არ არის პასუხისმგებელი თქვენს ქმედებაზე ან  გადაცდომაზე.

თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ რედმედს აქვს უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ მოახდინოს მის მიერ მისაღები საკომისიოს ფარგლებში შესაბამისი ფასდაკლებების გაკეთება მომხმარებლისთვის

 

თქვენი ანაზღაურება

თქვენი ანაზღაურება რედმედის საშუალებით გაწეულ სერვისებზე იწარმოებს საბანკო გადარიცხვების გზით.

თქვენი ანაზღაურების დარიცხვა თქვენს საბანკო ანგარიშზე მოხდება სერვისის გაწევიდან მაქსიმუმ 72 საათის განმავლობაში.

თქვენ ინფორმირებული ხართ, ეთანხმებით და აღიარებთ, რომ თქვენს ანგარიშზე რედმედის პლატფორმის საშუალებით გაწეული მომსახურებისათვის ჩარიცხული თანხა მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და მათ გადახდაზე თავად ხართ პასუხისმგებელი.

თქვენ გაქვთ უფლება, თავად დააწესოთ თქვენს მიერ პლატფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის გასაწევი მომსახურების ღირებულება.

თქვენ გაქვთ უფლება, თქვენი სერვისის ღირებულება განსხვავებულად განსაზღვროთ არასამუშაო საათებში, ან თქვენს მიერ მითითებული ბინაზე ვიზიტების  ლოკაციის ფარგლებს გარეთ.

რედმედი აწარმოებს და ინახავს ყველა ანგარიშს ადეკვატური დეტალებით, რაც დაკავშირებულია თქვენს მიერ რედმედის საშუალებით შესრულებულ სამუშაოსთან ან რაიმე სხვა ტიპის ჩართულობასთან.  თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ,  რომ ნებისმიერი ჩანაწერი/ანგარიში, რაც რედმედის მიერ არის ნაწარმოები და კავშირშია თქვენს ჩართულობასთან პლატფორმის აქტივობაში, შეიძლება თქვენს მიერ გამოყენებული იქნას ნებისმიერი მიზნისათვის და წარმოადგენს ამ პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის სანდო მტკიცებულებას. თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ აღნიშნული ჩანაწერები/ანგარიშები არის სანდო და შეიძლება გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად და თქვენ არ უნდა იდავოთ ამ ჩანაწერებზე/ანგარიშებზე ან მათ სიზუსტეზე, ნამდვილობაზე, სანდოობაზე ან მისაღებობაზე.   

თქვენ ეთანხმებით რომ, თქვენ მიერ რედმედის პლათფორმის საშუალებით მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება მოიცავს თქვენ მიერ რედმედისთვის გადასახდელ საკომისიოს   #1 ცხრილის შესაბამისად:

სერვისის კატეგორია 

ბინაზე გამოძახება 

სატელეფონო კონსულლტაცია

ვიდეო შეკითხვა 

კონსულტაცია

35%

35%

35%

ინსტრუმენტული კვლევა

30%

N/A

N/A

კომბინირებული სერვისები(კონსულტაცია,ინსტრუმენტული)

30%

N/A

N/A

 

 

 

შესაბამისობა მოქმედ კანონმდენლობასთან

ყველა მხარე თავისი ხარჯით იცავს ყველა შესაბამის მოქმედ  ნორმატიულ აქტს, რომელიც ეხება მის საქმიანობას ამ პირობების ფარგლებში, ითვალისწინებს, რომ  პერიოდულად ისინი შეიძლება შეიცვალოს, და ასევე, თავისი ხარჯით უზრუნველყოფს ყველა საქმიანობისათვის საჭირო ლიცენზიის, რეგისტრაციის თუ ნებართვის მიღებას.

 

ინტელექტუალური საკუთრება

თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმა და მისი ყველა საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო საიდუმლოებები და რედმედთან დაკავშირებულ სხვა ინტელექტულურ საკუთრებებზე უფლებები  არის და იქნება რედმედის საკუთრება. ასევე, თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმის საწყისი კოდი ფორმატი, კატალოგები, ალგორითმები, მოთხოვნები, სტრუქტურა და ორგანიზება არის რედმედის  ინტელექტუალური საკუთრება და კონფიდენციალური ინფორმაცია. თქვენ არ გადმოგეცემათ უფლება პლატფორმის ინტელექტუალურ საკუთრებაზე, თუ ამ  უფლების გადმოცემა პირდაპირ არ არის გაწერილი პირობებში.

პლატფორმამ შეიძლება გამოიყენოს ან ჩართოს მესამე  მხარის სოფთვეარი. აპლიკაციაში შესაძლებელი იქნება მესამე მხარის სოფთვეარის პირობების და წესების ნახვა. ამ ხელშეკრულებაზე დათანხმებით თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ გაეცნობით მესამე მხარის სოფთვეარის გამოყენების წესებსა და პირობებს და დაეთანხმოთ  მას. წინააღმდეგ შემთხვევაში გთხოვთ, შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.

თქვენ არ ხართ ავტორიზებული რედმედის მიერ გამოიყენოთ რედმედის ინტელექტუალური საკუთრება (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სავაჭრო ნიშნის გამოყენებას ნებისმიერ რეკლამაში, განცხადებაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში) რედმედის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს რაიმე  მიზეზით ან უმიზეზოდ.

 

 

პერსონალურ მონაცმეთა დაცვა

ყველა მხარე თანხმდება, რომ პლატფორმის გამოყენებით მიღებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების) დამუშავება და შენახვა  ამ პირობების თანახმად, უნდა:

წარმოებდეს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,

პერსონალური მონაცემები  დამუშავდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ამ პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებებით

არ გაუმხილოს, ან მისცეს წვდომა პერსონალურ მონაცემებზე სხვას, გარდა თავისი თანამშრომლებისა, ან მესამე პირისა, რომელიც ჩართულია ამ პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში და დარწმუნდეს, რომ იმ პირს, ვისაც გადაეცემა პერსონალური მონაცემები, წერილობით გაუფორმდა ხელშეკრულება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულების შესახებ.

გამოიყენოს ყველა შესაძლო გონივრული გზა, რათა ხელი შეუწყოს სხვა მხარეებს, დაიცვას პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ნებისმიერი მესამე პირის პერსონალურ მონაცემები, რომელსაც თქვენ გაუმხელთ, გადასცემთ, გაუხსნით წვდომას, ან ნებისმიერი სახით მიაწოდებთ რედმედს, თქვენ აცნობიერებთ და გარანტირებულად აცხადებთ, რომ ხართ ზემოთხსენებული მესამე პირის აგენტი ან ოფიციალური წარმომადგენელი და თქვენ მიღებული გაქვთ ყველა აუცილებელი ნებართვა მესამე პირისგან, რათა მათი პერსონალური მონაცემები გადასცეს რედმედს შეგროვების, გამოყენების ან სხვაგვარად დამუშავების მიზნით.

თქვენ ვალდებული ხართ აუნაზღაუროთ რედმედს ნებისმიერი დანახარჯი, რისი მიზეზიც გახდა თქვენს მიერ პერსონალური მონაცემების ამ პირობების დაცვის გარეშე გამოყენება.

წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით თქვენ აცხადებთ თანხმობას და უფლებას აძლევთ რედმედს რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის საბანკო რეკვიზიტები გადასცეს გადაეცეს მესამე პირს თქვენთან ანგარისშსწორების მიზნით.

წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით თქვენ აცხადებთ, რომ გაცნობილი ხართ რედმედის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ეთანხმებით მას.

 

ზარალის ანაზღაურება

თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ თქვენი ერთადერთი სამართლებრივი დაცვის მექანიზმი  პლატფორმასთან მიმართებაში  არის პლატფორმაზე რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის უფლება.

რედმედს შეუძლია მოითხოვოს თქვენგან ნებისმიერი ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიაყენეთ მას თქვენი მოქმედებით ან გადაცდომით, ნებით ან უნებლიეთ (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: მოგების დაკარგვა, მონაცემების დაკარგვა, ბიზნესის დაკარგვა).

თქვენ უნდა აუნაზღაუროთ რედმედს ნებისმიერი ზარალი, რომელიც მას მიადგება თქვენი პლატფორმაზე ქმედების ან  უმოქმედობის გამო, ეს ზარალი მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ზარალი, რომელიც წარმოიქმნება პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელთან ურთიერთობისას, ზარალი, რომლიც წარმოიქმნება თქვენს მიერ მესამე პირთან (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: რედმედის მომხმარებელს) პლატფორმის გამოყენებით ურთიერთობისას, ამ პირობების და წესების დარღვევით მიყენებული ზარალი, მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრების დარღვევით გამოწვეული ზარალი, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გამოწვეული ზარალი.

 

შიდა შეფასების სისტემა

შეფასების სისტემა

პლატფორმაზე თქვენი აქტივობის შეფასება დამოკიდებულია მომხმარებლის შეფასებაზე, რაც შესაძლოა განსაზღვრადესს თქვენი პროფილის რიგითობას 

რიგითობის განსაზღვრა სპონსორის დაფინანსებით არ ხდება.

 

 

პლატფორმის შესაძლებლობები

 თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ,  რომ პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ მისი მომსახურებით პრინციპით „როგორც შესაძლებელია“ და „როგორც არის“.  თქვენს მიერ პლატფორმის ნებისმიერი ფუნქციის გამოყენება და ნებისმიერი სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობით.

რედმედი არ აცხადებს და არ იძლევა გარანტიას, რომ:

პლატფორმა იმუშავებს დროულად, უსაფრთხოდ, შეუფერხებლად,  შეცდომების გარეშე, იქნება შესაბამისი სხვა მონაცემთა ბაზებთან, პროგრამებთან ან მოწყობილებებთან.

პლატფორმა უპასუხებს თქვენს მოთხოვნებს და მოთხოვნილებებს.

პლატფორმის შეცდომები და ნაკლები იქნება გამოსწორებული.

არ შეიცავს ვირუსებს ან სხვა დამაზიანებელ კომპონენტებს

თავსებადობა

რედმედი არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა თავსებადი იქნება თქვენს მოწყობილობასთან ან სხვა რომელიმე მოწყობილობასთან, რომელიც მიერთებულია თქვენს მოწყობილობაზე. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი, გქონდეთ შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც თავსებადია პლატფორმასთან და გქონდეთ ეს მოწყობილობა მუდმივად გამართული.

ცვლილებები

რედმედი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ან მოდიფიცირება მოახდინოს ეს პირობები. თქვენ თანხმობა იქნება ნაგულისხმები, თუ თქვენ გააგრძელებთ რედმედის პლატფორმის გამოყენებას შესწორებული ცვლილებების რედმედის პალტროფმაზე გამოყენების შემდეგ.

გადაბარება

თქვენ არ უნდა გადააბაროთ რედმედის მიერ თქვენზე დაკისრებული უფლებები და მოვალეობები მესამე პირს რედმედის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ამის გარეშე ნებისმირი დელეგირება/გადაცემა/გადაბარება არ ითვლება მოქმედად.

საბოლოო შეთანხმება

ეს პირობები წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას მხარეთა შორის და აბათილებს აქამდე არსებულ ყველა შეთანხმებას, ხელშეკრულებას,  პირობას,  დაპირებას თუ გარანტიას, იქნება ის წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი.

თუ ამ ხელშეკრულების რაიმე ნაწილი გახდა კანონთან შეუსაბამო ან არავალიდური, ის ავტომატურად ითვლება გაუქმებულად და ამ ნაწილის გაუქმება არ ახდენს გავლენას ხელშეკრულების ძალაზე და არ ხდის ხელშეკრულებას არავალიდურად.

პროფილის გაუქმება

რედმედი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გააუქმოს სერვისის მიმწოდებლის აქტიური პროფილი რაიმე მიზეზით, ან მიზეზის გარეშე.

მიზეზები, რის გამოც შეიძლება მოხდეს პროფილის დროებითი დაბლოკვა ან გაუქმება, არის, მაგრამ არ შემოფარგლება:

სამედიცინო ან სხვა, პლატფორმაზე მომსახურების გასაწევად საჭირო  სპეციალობის სერტიფიკატის შეჩერება ან გაუქმება ავტორიტეტული ორგანოს მიერ;

ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ  მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდების დროს დადასტურებული ფაქტი

გრაფიკის  გაუქმება, როდესაც მომხმარებელს უკვე გაკეთებული აქვს ჯავშანი, ერთი თვის განმავლობაში ორი შემთხვევა და მეტი მიზეზის გარეშე;

მუდმივი უარყოფითი შეფასებების შემოსვლის შემთხვევაში, როდესაც რეიტინგი ნაკლებია 3 ვარსკვლავზე ზედიზედ 3 თვე;

 დავა

ნებისმიერი სამართლებრივი დავა რედმედსა და თქვენს შორის იწარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ელექტრონული კონტრაქტი

ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას და თანხმობის ელექტრონული მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით აქ მოყვანილ წესებს და პირობებს, ასევე, დამატებით პირობებს.