ბლოგი

20% ფასდაკლება თიბისი დაზღვევის მომხმარებლებისთვის REDMED-ის სამედიცინო სერვისებზე

პირველი ქართული ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED-ისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი აქციის ფარგლებში, მომხმარებლები შეძლებენ მიიღონ 20% ფასდაკლება REDMED-ის ნებისმიერ სერვისზე შეუზღუდავი რაოდენობით მთელი წლის განმავლობაში.

როგორ მივიღო ფასდაკლება
აქციაში ჩასართავად, დარეგისტრირდი და გააქტიურე პრომო კოდი, რომელსაც SMS შეტყობინების სახით მიიღებ. პრომო კოდის გასააქტიურებლად: REDMED-ის პლატფორმაზე, შენს პროფილში, პრომო კოდების გვერდზე შეიყვანე მიღებული კოდი. სერვისის ჯავშნის ბოლოს კი პრომო კოდის ველში აირჩიე მიმდინარე ფასდაკლება.

კოდის აქტივაციის შემდეგ შენ და შენი ოჯახის წევრები მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებთ  20%-იანი ფასდაკლებით სასურველ სამედიცინო სერვისებზე. 

REDMED-ი პირველი ქართული ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმაა, რომელიც ამჟამად სამი ტიპის სერვისს გთავაზობთ:

  1. ექიმი სახლში - სპეციალისტის სახლში გამოძახების სერვისი. სახლში ვიზიტის დროს ექიმი უკეთ ახერხებს პაციენტის გასინჯვას, რადგან ამავდროულად ეცნობა მის საცხოვრებელ გარემო-პირობებს. ვიზიტის შემდეგ ექიმი პაციენტს გადასცემს დანიშნულებასა და ბეჭდით დამოწმებულ საკონსულტაციო ბარათს.
  2. ვიდეო კონსულტაცია  - ექიმის კონსულტაცია ვიდეო ზარის საშუალებით. ხშირ შემთხვევაში ვიდეო კონსულტაცია სრულად ანაცვლებს კლინიკაში მისვლის საჭიროებას, რადგან პაციენტი ახერხებს, ექიმს მოუყვეს ჩივილების შესახებ და ასევე აჩვენოს ვიზუალურად გამოხატული სიმპტომები. 
  3. აუდიო კონსულტაცია - პაციენტი ექიმს უკავშირდება აუდიო ზარის საშუალებით და იღებს კომპეტენტურ რჩევებს. განსაკუთრებით ეფექტურია ექიმთან კონსულტაციის შემდგომ პერიოდში, მკურნალობის პროცესის სამართავად. 

REDMED- ის სერვისის დასრულებიდან მომავალი 48 საათის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია სრულიად უფასოდ დაუკავშირდეს ექიმს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.

ფასდაკლების კოდის აქტივაცია შესაძლებელია მხოლოდ აქციის პერიოდში, აქცია სრულდება 27 ივნისს.

25% ფასდაკლება სილქნეტის მომხმარებელს

პირველი ქართული ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED-ის და სილქნეტის ერთობლივი აქციის ფარგლებში, სილქნეტის მობილურის აბონენტები მიიღებენ 25% ფასდაკლებას მთელი ოჯახისთვის REDMED-ის ვიდეო და აუდიო კონსულტაციაზე.

 

როგორ მივიღო ფასდაკლება

ფასდაკლებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია იყო სილქნეტის მობილურის აბონენტი და სარგებლობდე „მეტის“ ულიმიტო: 10, 25, 35 ლარიანი პაკეტებით.

პაკეტის შეძენის შემდეგ მიიღებ სმს შეტყობინებას. ფასდაკლების გასააქტიურებლად:

  • აკრიფე *025# , მიყევი ინსტრუქციას
  • REDMED-ის პლატფორმაზე პრომო კოდი ავტომატურად გაგიაქტიურდება
  • კონსულტაციის დაჯავშნის ბოლო ეტაპზე პრომო კოდის ველში მონიშნე SILKNET -25%.

 

გაითვალისწინე

  • ფასდაკლება ვრცელდება ვიდეო და აუდიო კონსულტაციებზე.
  • ფასდაკლება მოქმედებს 30 დღე.

 

REDMED-ი პირველი ქართული ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმაა, რომელიც ამჟამად სამი ტიპის სერვისს გთავაზობთ:

  1. ექიმი სახლში - სპეციალისტის სახლში გამოძახების სერვისი. სახლში ვიზიტის დროს ექიმი უკეთ ახერხებს პაციენტის გასინჯვას, რადგან ამავდროულად ეცნობა მის საცხოვრებელ გარემო-პირობებს. ვიზიტის შემდეგ ექიმი პაციენტს გადასცემს დანიშნულებასა და ბეჭდით დამოწმებულ საკონსულტაციო ბარათს.
  2. ვიდეო კონსულტაცია  - ექიმის კონსულტაცია ვიდეო ზარის საშუალებით. ხშირ შემთხვევაში ვიდეო კონსულტაცია სრულად ანაცვლებს კლინიკაში მისვლის საჭიროებას, რადგან პაციენტი ახერხებს, ექიმს მოუყვეს ჩივილების შესახებ და ასევე აჩვენოს ვიზუალურად გამოხატული სიმპტომები. 
  3. აუდიო კონსულტაცია - პაციენტი ექიმს უკავშირდება აუდიო ზარის საშუალებით და იღებს კომპეტენტურ რჩევებს. განსაკუთრებით ეფექტურია ექიმთან კონსულტაციის შემდგომ პერიოდში, მკურნალობის პროცესის სამართავად. 

 

REDMED- ის სერვისის დასრულებიდან მომავალი 48 საათის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია სრულიად უფასოდ დაუკავშირდეს ექიმს ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში.

ნაწილი II - ინტევიუ დერმატოლოგ მაია დათუშვილთან

როდის არის ხალი საშიში და რა შემთხვევაშია საჭირო ექიმთან მისვლა? 

ხალების განვითარება და ჩამოყალიბება მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. 40 წლის ასაკამდე მათი ცვალებადობა შეიძლება ჩაითვალოს ნორმის ფარგლებში, მაგრამ 40 წლის შემდეგ განსაკუთრებით საყურადღებო ხდება ნებისმიერი ცვლილება, რაც შეიძლება განვითარდეს უკვე არსებულ ხალებზე. არსებობს ე.წ. ABCDE წესი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება იხელმძღვანელოს და გააკონტროლოს მის სხეულზე განლაგებული ხალები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

A - ასიმეტრიულია თუ არა წარმონაქმნი, ხალი?

B - აქვს თუ არა მას არათანაბარი კიდეები?

C - აქვს თუ არა  სხვადასხვა ფერი?

D - არის თუ არა მისი დიამეტრი 6 მმ-ზე მეტი?

E - აღინიშნება თუ არა ცვლილება წამონაქმნზე, ხალზე?

ამდენად უსაფრთხოა რუჯის პერმანენტულად მიღება?

რასაკვირველია საფრთხის შემცველია -კერძოდ ხელს უწყობს კანის კიბოსა და მელანომის განვითარებას, განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც:

  • ღია ფერის კანით ან ისინი, ვინც ადვილად იწვებიან მზეზე;
  • ბავშვობაში მიღებული აქვთ მზით დამწვრობა;
  • დიდ დროს ატარებენ მზეზე (მაგ.: გარე სამუშაოს ან ჰობის გამო);
  • დროდადრო იმყოფებიან მზის ინტენსიური გამოსხივების ქვეშ, (მაგ.: შვებულების პერიოდში ზღვაზე, მთაში);
  • ხშირად დადიან სოლარიუმში;

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პერმანენტული ინსოლაცია იწვევს კანის ნაადრევ დაბებრებას -  ფოტოდაბერებას.

კანის კიბოსა და მელანომის განვითარების სხვა სარისკო ნიშნებია:

  • მრავლობითი ხალი (50-ზე მეტი);
  • კანის კიბოს ოჯახური შემთხვევა;
  • ასაკი აღემატება 50 წელს;
  • გადანერგილი  ორგანო.

რა არის რეკომენდირებული თმის ცვენის დროს?

რეკომენდაციები თმის ცვენასთან დაკავშირებით გაიცემა იმისდა მიხედვით, თუ რა ჩაითვლება თმის ცვენის მიზეზად.

  • არის შემთხვევები, როდესაც ცვენა დაკავშირებულია შამპუნის ან თმის მოვლის საშუალებების გამოცვლასთან;
  • თმის მოვლის წესების შეცვლასთან ან თმაზე რაიმე პროცედურების ჩატარებასთან, როგორიცაა ქიმიური დახვევა, შეღებვა, მელირება და ა.შ;
  • სხვადასხვა სახის შინაგანი დაავადებები;
  • სხვადასხვა სახის კანის დაავადებები;
  • ფსიქოემოციური სტრესი და სხვ.
ინტერვიუ დერმატოლოგ მაია დათუაშვილთან (ნაწილი 2)

როდის არის ხალი საშიში და რა შემთხვევაშია საჭირო ექიმთან მისვლა? 

ხალების განვითარება და ჩამოყალიბება მიმდინარეობს მთელი ცხოვრების განმავლობაში. 40 წლის ასაკამდე მათი ცვალებადობა შეიძლება ჩაითვალოს ნორმის ფარგლებში, მაგრამ 40 წლის შემდეგ განსაკუთრებით საყურადღებო ხდება ნებისმიერი ცვლილება, რაც შეიძლება განვითარდეს უკვე არსებულ ხალებზე. არსებობს ე.წ. ABCDE წესი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება იხელმძღვანელოს და გააკონტროლოს მის სხეულზე განლაგებული ხალები. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

A - ასიმეტრიულია თუ არა წარმონაქმნი, ხალი?

B - აქვს თუ არა მას არათანაბარი კიდეები?

C - აქვს თუ არა  სხვადასხვა ფერი?

D - არის თუ არა მისი დიამეტრი 6 მმ-ზე მეტი?

E - აღინიშნება თუ არა ცვლილება წამონაქმნზე, ხალზე?

ამდენად უსაფრთხოა რუჯის პერმანენტულად მიღება?

რასაკვირველია საფრთხის შემცველია -კერძოდ ხელს უწყობს კანის კიბოსა და მელანომის განვითარებას, განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც:

  • ღია ფერის კანით ან ისინი, ვინც ადვილად იწვებიან მზეზე;
  • ბავშვობაში მიღებული აქვთ მზით დამწვრობა;
  • დიდ დროს ატარებენ მზეზე (მაგ.: გარე სამუშაოს ან ჰობის გამო);
  • დროდადრო იმყოფებიან მზის ინტენსიური გამოსხივების ქვეშ, (მაგ.: შვებულების პერიოდში ზღვაზე, მთაში);
  • ხშირად დადიან სოლარიუმში;

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პერმანენტული ინსოლაცია იწვევს კანის ნაადრევ დაბებრებას -  ფოტოდაბერებას.

კანის კიბოსა და მელანომის განვითარების სხვა სარისკო ნიშნებია:

  • მრავლობითი ხალი (50-ზე მეტი);
  • კანის კიბოს ოჯახური შემთხვევა;
  • ასაკი აღემატება 50 წელს;
  • გადანერგილი  ორგანო.

რა არის რეკომენდირებული თმის ცვენის დროს?

რეკომენდაციები თმის ცვენასთან დაკავშირებით გაიცემა იმისდა მიხედვით, თუ რა ჩაითვლება თმის ცვენის მიზეზად.

  • არის შემთხვევები, როდესაც ცვენა დაკავშირებულია შამპუნის ან თმის მოვლის საშუალებების გამოცვლასთან;
  • თმის მოვლის წესების შეცვლასთან ან თმაზე რაიმე პროცედურების ჩატარებასთან, როგორიცაა ქიმიური დახვევა, შეღებვა, მელირება და ა.შ;
  • სხვადასხვა სახის შინაგანი დაავადებები;
  • სხვადასხვა სახის კანის დაავადებები;
  • ფსიქოემოციური სტრესი და სხვ.
ინტერვიუ დერმატოლოგ მაია დათუაშვილთან

როგორ ვუმკურნალო აკნეს?

აკნე, ანუ ჩვეულებრივი ფერიმჭამელა - კანის ქრონიკული დავადებაა. ის არ განეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, მაგრამ მისი უპირატესი ლოკალიზება სახეზე და ქრონიკული მიმდინარეობა პაცინეტთა უმრავლესობაში დაბალი თვითშეფასების განვითარებას  და არცთუ იშვიათად გუნება-განწყობის დაქვეითებას იწვევს. პაციენტთა უმეტესობაში ის იწყება გარდატეხის ასაკში  -  მოზარდთა დაახლოებით 80%-ს ხანმოკლე დროით მაინც უვითარდება აკნესათვის დამახასიათებელი გამონაყარი, მაგრამ 20-25 წლისთვის უმეტეს შემთხვევაში ის უკუგანვითარდება.

არსებობს მოზრდილობაში განვითარებული აკნე, რომლითაც ავადდებიან უპირატესად შუა ხნის ქალბატონები, ეს არცთუ იშვიათად ასოცირებული არის მენოპაუზასთან ან გინეკოლოგიური პროფილის პრობლემებთან.

აკნე გარდატეხის ასაკშიც ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს ჯანმრთლეობის პრობლემებთან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია ჰორმონულ დისბალანსთან, რომელიც ფიზიოლოგიურად დგება 13-19 წლის ასაკობრივ შუალედში.

აკნეს განვითარებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რგოლია, შესაბამისად, მკურნალობა ისე უნდა ჩატარდეს, რომ დანიშნული მედიკამენტები და კანის მოვლის სპეციალური საშუალებები მიმართული იყონ აკნეს ძირითადი მექანიზმების საწინააღმდეგოდ.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ:

  • აკნე არ არის მხოლოდ ცხიმიანი კანის პრობლემა
  • აკნე არ არის კანის ინფქციური დაავადება
  • აკნე ნაკლებადაა ასოცირებული კვებასთან
  • აკნე არ არის მხოლოდ კანის ანთებითი დაავადება

შესაბამისად, დაავადების სამკურნალოდ აუცილებელია კომპლექსური და არცთუ ისე ხანმოკლე მკურნალობის ჩატარება.

როგორ ავიცილო თავიდან ნაოჭები?

ასაკის მატებასთან ერთად კანზე ნაოჭების გაჩენა გარდაუვალია, მაგრამ არსებობს მასთან ბრძოლის და მისი პრევენციის სხვადასხვა მეთოდი.

პირველი რიგში, აუცილებელია ზრუნვის დაწყება ახალგაზრდობაში, ეს სულაც არ ნიშნავს ნაოჭსაწინააღმდეგო კრემების გამოყენებას და მითუმეტეს, შემავსებლების ე.წ. ფილერებისა და ბოტოქსის ინექციებსის კურსებს.

არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ:

  • მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ინტენსიურ ულტრაიისფერ გამოსხივებას - რუჯის მიღების მოყვარულებს ნაოჭები უფრო ადრე და ადვილად უვითარდებათ
  • აღსანიშნავია რომ კანის დაბარებაში გამოყოფენ 2 ძირითად ტერმინს: 1. კანის ასაკობრივ, ანუ ქრონოდაბერებას და 2. ფოტოდაბერებას, ანუ გამოწვეულს ულტრაიისფერი სხივებით
  • უნდა შევეცადოთ, რომ კანი მუდმივად იყოს სუფთა მდგომარეობაში
  • ასაკისა, სეზონისა და კანის ტიპის შესაბამისად გამოყენებული იყოს კანის მკვებავი კრემები და კანის მოვლის სხვა საშუალებები
  • კანზე განვითარებული ნებისმიერი პრობლემა მალევე უნდა აღმოიფხვრას
  • სრულფასოვანი კვება
  • სითხის დიდი რაოდენობით მიღება
რა არის პაპილომა ვირუსი და რა უნდა ჩვენგან?

კორონავირუსის ციებ-ცხელება ნელ-ნელა კი გადადის მგონი, მაგრამ სანამ სიტყვა ვირუსი ჯერ კიდევ ცხელია, სხვა მნიშვნელოვან ვირუსებზეც მოვასწროთ საუბარი. ამჯერად - პაპილომავირუსზე. კორონასი არც გარე ბიძაშვილია და არც შორეული ახლობელი, მაგრამ მნიშვნელოვანია.

რა არის პაპილომა ვირუსი და რა უნდა ჩვენგან?

ადამიანის პაპილომავირუსი (ინგლისურად Human Papillomavirus– HPV) არის ვირუსი რომელიც გადადის კონტაქტის გზით, მათ შორის ინტიმური კონტაქტით ანუ სქესობრივად. ორი რამის გამოწვევა შეუძლია: მეჭეჭების და კიბოსი (ისე, ცოტა ახლოახლო რომ იყოს, დიდად დავალებული დავრჩებოდით). როგორც ბევრ ვირუსს, მასაც საკმაოდ ბევრი ტიპი აქვს (150-ზე მეტი სახის პაპილომავირუსი არსებობს, შესაბამისად დანომრილი). აქედან ზოგი ჩვეულებრივ, კანის მეჭეჭებს იწვევს, ზოგი ამობურცულს, ზოგი ბრტყელს, ზოგი ანოგენიტალურს (ანუ ანუსის და გენიტალიების, სასქესო ორგანოების მიდამოში), ზოგი კი - ქსოვილების სიმსივნურ გადაგვარებას.

ყველა ერთდროულად ყველაფერს არ იწვევს, ვირუსის ტიპს გააჩნია, რამდენად დიდი ზიანის მოყენება შეუძლია. ადამიანების დიდ ნაწილს პაპილომავირუსი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვდება. არაა აუცილებელი რამე სიმპტომი გამოვლინდეს გადადებისას, არც სიცხე ახასიათებს და არც ტკივილი და სხვა რამე „ვირუსული”. გამოვლენა იმაზეა დამოკიდებული, იმუნიტეტს აჯობებს თუ არა. თუ მოახერხა და აჯობა - გაჩნდება მეჭეჭი კანზე ან ლორწოვანზე, ან დაზიანება შინაგან ორგანოზე. რადგანაც გადადება კონტაქტის მეშვეობით ხდება, ლოგიკურია, რომ სქესობრივი გზით გადადებისას მეჭეჭები/დაზიანება ჩნდება სასქესო ორგანოებზე, საშვილოსნოს ყელზე, სწორ ნაწლავსა და პირში.  თუ იმუნიტეტს ვერაფერი გაუბედა - გაიტრუნება უჯრედებში და როცა მოახერხებს მაშინ გამოყოფს თავს, თუნდაც ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. შესაბამისად, ზუსტად როდის გადაედო ადამიანს ან ვისგან - მაგის თქმა ძნელი შეიძლება იყოს. შემთხვევათა უმრავლესობაში, ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსს იმუნიტეტი ჩაავლებს კბილს და რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ გარეთ გაისვრის კინწისკვრით. ეს განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე ადამიანებში. შემთხვევათა ნაწილში, ერთხელ მოხვედრილი ვირუსი რჩება, უჯრედებში ცხოვრობს და მიძინებულია, იმუნიტეტის დასუსტებას ელის, რომ თავი გამოყოს.

როგორც ვთქვით, ძალიან ბევრი ტიპი არსებობს პაპილომავირუსის. მაგალითად, ტიპები 1 და 2 იწვევენ ჩეულებრივ მეჭეჭებს კანზე - რომელთა მკურნალობაც იმის მიხედვით ხდება, თუ რამდენად არ ელამაზება პაციენტს. ანუ საშიში არაფერია და მარტივი პროცედურით მოიშორებთ, თუ არ მოგწონთ. სალაპარაკოც არაფერია მათზე. ყველაზე საყურადღებოა ე.წ. მაღალი რისკის ტიპები, რომლებიც კიბოს იწვევენ. ესენია მაგალითად 16, 18, 31, 33, 35, 45. ყველანაირ კიბოს, რა თქმა უნდა, არ იწვევენ. მაწანწალა ვირუსი არაა პაპილომა, სადაც გადაედება ადამიანს კონტაქტით, იქვე რჩება, იქ ცხოვრობს და  აფუჭებს საქმეს. შესაბამისად, ღვიძლის სიმსივნეს ვერასდროს გამოიწვევს, იმიტომ, რომ იქ პაპილომავირუსს რა უნდა. სამაგიეროდ, შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის, ანუსის, ვულვის, საშოს, პენისის და ყელის კიბო. ზოგადად, საშვილოსნოს ყელისა და ანუსის კიბოს შემთხვევათა 90% პაპილომავირუსის ბრალია. კონკრეტულად ტიპები 16 და 18 კიბოს შემთხვევების 70%-ს იწვევს, დანარჩენს - სხვები. კიდევ მეტი სტატისტიკა და რიცხვები რომ შევყაროთ, ასეთი ამბავია: მაღალი რისკის ვირუსით ინფიცირებულ ქალთა 10%-ში საშვილოსნოს ყელზე ვითარდება ქრონიკული პაპილომავირუსული ინფექცია, რაც წლების შემდეგ გადაგვარებითა და კიბოს განვითარებით შეიძლება დასრულდეს. ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბო მესამე ყველაზე ხშირი სიმსივნეა ქალებში.

 პაპილომავირუსი, როგორც ვთქვით, ფიზიკური კონტაქტის, მათ შორის სქესობრივი კონტაქტის გზით გადადის. ჰოდა რადგანაც კანის კონტაქტიც საკმარისია გადასადებად, სამწუხაროდ, კონდომის ანუ პრეზერვატივის გამოყენებით თავს ბოლომდე ვერ დაიცავთ. მართალია პრეზერვატივი უამრავი სხვა ინფექციისა და პრობლემისგან გიცავთ, მაგრამ მიმდებარე კანს ბოლომდე ვერ ფარავს, შესაბამისად, პაპილომავირუსის გადადების რისკი მაინც რჩება დაცული სექსის დროსაც კი, მათ შორის ორალური და ანალური სექსისას. აბა მაშინ საშველი აღარ ყოფილა? რამე გზა ჰო უნდა არსებობდეს რო ამდენი ტიპისგან დავიცვათ თავი და კიბომდე არ მივიდეს საქმე? თუ სექსი უნდა აიკრძალოს? არა, ეგ ვერ მოხერხდება, შესაბამისად მეცნიერებმა ძალიან მოინდომეს და გამოსავალიც მოიფიქრეს: პაპილომავირუსის არასაშიში ტიპების თუ არც გვეშინია, ხოლო საშიში ტიპები საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევენ ყველაზე ხშირად, ჩვენც ავდგეთ და ზუსტად მანდ ჩავუსაფრდეთ, ასე ავიცილოთ თავიდანო.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და პაპ-ტესტი

ბევრ სიმსივნეზე წარმოდგენაც არ გვაქვს, რა იწვევს. საშვილოსნოს ყელის კიბოზე - ვიცით, პაპილომავირუსია მიზეზი ძალიან ხშირად. ჰოდა ლოგიკურია არა? თუ ვიცით, რომ პაპილომავირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს, რატომ არ გამოვიკვლიოთ ქალები პერიოდულად და დავრწმუნდეთ, რომ შიგნით, ყელზე, ჩუმჩუმად არაფერი ცუდი არ ხდება. და თუ ხდება - იმდენად ადრე შევამჩნიოთ და დავიჭიროთ, რომ მართლა სიმსივნემდე მისვლა ვერ მოასწროს. ამ ყველაფერს ერთი სიტყვით სკრინინგი ჰქვია - ანუ პროფილაქტიკური კვლევა რაიმე დაავადების ადრეულ სტადიაზე დაჭერის მიზნით.  ჰოდა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის ერთმა მეცნიერმა, გვარად პაპანიკოლაუმ მოიგონა ე.წ. პაპ-ტესტი. ეს არის ფაქტობრივად ნაცხი, ოღონდ ღრმად, საშვილოსნოს ყელიდან აღებული. რა თქმა უნდა, ტარდება ქალებში, რადგანაც კაცებს არც საშვილოსნო აქვთ და არც მისი ყელი. პროცედურა ასეთია: ექიმი დგამს სარკეს საშოში, საშვილოსნოს ყელს პატარა ჯაგრისს უსვამს, მოფხეკს და ამ ჯაგრისზე აყოლილ უჯრედებს მიკროსკოპის ქვეშ ნახულობენ, არის თუ არა რაიმე დაზიანების ნიშნები. მიკროსკოპში ვირუსი რათქმაუნდა არ ჩანს, ჩანს შეცვლილი უჯრედები, რის გამოც ეჭვი მიიტანება, რომ აქ შეეიძლება პაპილომავირუსით გამოწვეული დაზიანება იყოს. პაპ-ტესტში ვირუსი დაინახეს, უჯრედზე იჯდა და ხელს იქნევდა, ეგეთი რამე არ არსებობს.

  • პაპ-ტესტი ეკუთვნის ყველა ქალს სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ. ეკუთვნის აბსოლუტურად ჯანმრთელ და სიმპტომების არმქონე ქალებს, ცხოვრებაში რომ კბილი არ ასტკიებიათ, იმათაც. კვლევის მთელი აზრიც ხომ ის არის, რომ სანამ სიმპტომები გაჩნდებოდეს, მანამდე აღმოვაჩინოთ დაზიანება. პაპ-ტესტის ჩატარება იწყება 21 წლის ასაკიდან, ზოგ ქვეყანაში 25 წლიდან. საქართველოში 25 წლიდან ყველა ქალისთვის უფასოა ეს კვლევა ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში.
  • თუ პასუხი ნორმაა, ანუ არაფერიც არ ხდება საშვილოსნოს ყელზე - ტესტი მეორდება სამ წელიწადში ერთხელ. თუ ნორმა არაა - ექიმი თავად გეტყვით რამდენ ხანშია გასამეორებელი და დამატებით კვლევა ხომ არაა საჭირო. პაპ-ტესტი ზედმეტად მარტივი და მოსახერხებელი ტესტია იმისთვის, რომ ყველაფერზე მოგვცეს პასუხი. შესაბამისად, თუ რამე დაზიანებას ეჭვობს ექიმი, ხშირად ინიშნება დამატებითი კვლევები: მაგალითად კოლპოსკოპია, საშოსა და საშვილოსნოს ყელის უფრო ახლოდან და სიღრმისეულად გამოსაკვლევად. ასევე ინიშნება ვირუსის გენოტიპირება - იმის დასადგენად, ნაამდვილად პაპილომავირუსია თუ არა დაზიანების გამომწვევი და ზუსტად რომელი ტიპი.
  • კარგი ამბავი ისაა, რომ მსუბუქი ანუ დაბალი ხარისხის დაზიანების შემთხვევაში ახალგაზრდა ასაკში საკმაოდ დიდია შანსი, რო ორგანიზმმა თავად მოაგვაროს საქმე და შემდეგ კვლევებზე უკვე გამოსწორებული პასუხი იყოს. უხშირესად ასეც ხდება ხოლმე. მკურნალობა ძირითადად იმუნიტეტის გაძლიერებას ემსახურება, რადგან იმუნურ სისტემაზე კარგად არავის ეხერხება ვირუსის კინწისკვრით მოშორება. და კი იფიქრებთ, საიდან სადაო, მაგრამ ასევე აუცილებელია მოწევისთვის თავის დანებება.
  • 30 წლის ასაკის მერე ჩვეულებრივ პაპ-ტესტს ემატება კიდევ ერთი - HPV-ტესტი. ზოგადად პაპ-ტესტით ხომ უჯრედებს ნახულობენ, დაზიანება ხომ არაა საშვილოსნოს ყელზე. 30 წლის შემდეგ ამასთან ერთად კეთდება კონკრეტულად და ზუსტად პაპილომავირუსის აღმოსაჩენი ტესტიც (რაც მეტია პაციენტის ასაკი, რა თქმა უნდა უფრო გაფაციცებით ვამოწმებთ, ხომ ყველაფერი რიგზეა და ვირუსი ხომ არ გვეპარება).
  • სკრინინგი გრძელდება 65 წლამდე. ამის შემდეგ ექიმთან შეთანხმებით წყვეტს პაციენტი, განაგრძოს თუ შეწყვიტოთ (შეწყვეტა იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ბოლო პასუხები ნორმები იყო).
  • პაპ-ტესტი მტკივნეული პროცედურა არ არის. მარტივია, სწრაფი და კი ბატონო, მცირე დისკომფორტი შეიძლება ახლდეს თან, განსაკუთრებით საშვილოსნოს ყელზე ჯაგრისის მოსმას. მაგრამ ისეთი უსიამოვნო ნამდვილად არაფერია, ნებისმიერ ქალს ან ადამიანს ცხოვრებაში უკვე რომ არ გამოეცადოს. მნიშვნელოვანია, რომ პაპ-ტესტამდე 48 საათით ადრე - არ შეიძლება საშოში არაფრის მოხვედრა. არც პენისის, არც ტამპონის, არც გელის, არც კრემის, არც სანთლის და არც კონტრაცეფციული საშუალების.
  • ამ სკრინინგული კვლევების წყალობით 92%-ით მცირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი. პაპილომავირუსის გადადება მოსახლეობაში, რა თქმა უნდა, არ მცირდება ამ კვლევით. მაგრამ მნიშვნელოვანი დაზიანების დროული აღმოჩენაა. თუ დაზიანება გაჩნდა და გადაგვარებისკენ წავიდა, 15 წლის მერე კი არა, მალევე, შემდეგი კვლევის დროს გაიგებს ქალი და შესაბამისი მკურნალობაც დროულად დაინიშნება.

მოკლედ, კაცობრიობა ვსხედვართ და ველოდებით, მეცნიერება სიმსივნის წამალს ან საერთოდ ამ პლანეტიდან გასაქრობ საშუალებას როდის გამოიგონებს. ამ დროს, ბევრმა არც კი ვიცით რომ ზოგი სიმსივნისთვის უკვე გამოგონილია ასეთი რამ. მარტივი, უფასო და ყველა ქალისთვის აუცილებელი, მესამე ყველაზე ხშირი სიმსივნის, საშვილოსნოს ყელის კიბოს თავიდან ასაცილებლად.

 

 

 

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

 

თინეიჯერების დეპრესია

თინეიჯერული ასაკი რთულია მშობლებისთვისაც და მოზარდებისათვისც. ამ ასაკში ინტენსიური ჰორმონალური ცვლილებების ფონზე იცვლება მოზარდის გარეგნობა, ხასიათი, შეხედულებები, ურთიერთობებიც განსხვავებული ხდება.  

თინეიჯერებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დეპრესია. დეპრესიის დროს მოზარდი მუდმივად სევდიანია, კარგავს ინტერესს სხვადასხვა აქტივობების მიმართ, აღარ აინტერესებს მანამდე საყვარელი საქმიანობა. დეპრესია მოქმედებს და ცვლის მის გრძნობებს, ქცევას, ემოციებს.

თინეიჯერების დეპრესია სიმტოპმებით შეიძლება განსხვავდებოდეს მოზრდილთა დეპრესიისაგან, მაგრამ მკურნალობა მათთთვისაც აუცილებელია, იქნება ეს მედიკამენტები თუ ფსიქოლოგიური კონსულტირება.

სიმპტომები

დეპრესიის სიმტომები ხშირად გამოიხატება ჩვეული ქცევის შეცვლით, რაც პრობლემებს ქმნის სკოლაში, სახლში და სხვა ადგილებში, სადაც ბავშვს უხდება ყოფნა.

დეპრესიის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული სიმძიმის იყოს, თუმცა ძირითადად შემდეგნაირადაა გამოხატული:

ემოციური ცვლილებები

  • წუხილი და სევდა, უმიზეზო, ან უმნიშვნელო მიზეზით ტირილი
  • ფლუსტრაცია ან ბრაზი, გამოწვეული უმნიშვნელო მიზეზით
  • სიცარიელის და უიმედობის განცდა
  • ჩვეული საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა
  • ოჯახთან და მეგობრებთან კომფლიქტი, ან მათთან ურთიერთობის ინტერესის დაკარგვა
  • დაბალი თვითშეფასება
  • დანაშაულის გრძნობა
  • გამოკვეთილი მგრძნობიარობა მარცხზე,
  • კონცეტრირების, ფიქრის, გადაწყვეტილების მიღების და მეხსიერების პრობლემები
  • მუდმივი შეგრძნება, რომ ცხოვრება და მომავალი არის პირქუში და ბნელი
  • ფიქრები სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე

ქცევითი ცვლილებები

  • დაღლილობა და უენერგიობა
  • ინსომნია (უძილობა) ან ზედმეტი ძილი
  • მადის ცვლილება - დაქვეითება და წონის კლება ან პირიქით, მკვეთრი გაძლიერება და წონის მატება
  • ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება
  • აჟიტირება ან მოუსვენრობა, მაგალითად, არ შეუძლია მშვიდად ჯდომა, მუდმივად დაკავებული აქვს ხელები რაიმე ნივთის თამაშით, ცქმუტავს.
  • შენელებული საუბარი, ფიქრი ან მოძრაობა
  • ხშირი სამედიცინო ჩივილები, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და სხვა, სკოლის ექთანთან/ექიმთან ხშირი ვიზიტები
  • სოციალური იზოლაცია
  • სკოლაში დაბალი აკადემიური მოსწრება და ხშირი გაცდენები
  • პირადი ჰიგიენისადმი ნაკლები ყურადღება
  • სარისკო ქცევა, ბრაზის აფეთქებები, ან სხვა, ნორმის ფარგლებიდან გამოსული ქცევა
  • თვითდაზიანება, მაგალითად დამწვრობები, გაჭრა, ან ინტენსიური პირსინგები და ტატუირებები
  • თვითმკვლელობის გეგმის შედგენა ან თვითმკვლელობის მცდელობა

რა არის ნორმა და რა არა

თინეიჯერულ ასაკში ქცევა  და ემოციების იცვლება და ეს ყოველთვის დეპრესიას არ ნიშნავს, დაელეპარაკეთ მოზარდს,  ჰკითხეთ, რას ფიქრობს, შეეცადეთ, მასთან ერთად შეაფასოთ, რამდენად აქვს შეცვლილ შეგრძნებებთან და ემოციებთან გამკლავების უნარი, იმედიანად თუ უყურებს ცხოვრებას.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ დეპრესიის ნიშნები გამოხატულია და გრძლედება, გავლენას ახდენს თინეიჯერის ცხოვრებაზე, თუ შიშობთ მის უსაფრთხოებაზე, თუ არის თვითმკვლელობის მუქარა ან თქვენ ეჭვობთ, რომ შეიძლება მოზარდი სუიციდზე ფიქრობდეს, აუცილებლად მიმართეთ ფსიქიატრს ან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს, რომელიც ტრენირებულია და აქვს თინეიჯერებთან მუშაობის პრაქტიკა.

დეპრესია თავისით არ გაუმჯობესდება. ჩვეულებრივ, სიმპტომები, თუ არ დავეხმარეთ, უარესდება და სხვა პრობლემების მიზეზიც ხდება. ყველაზე სარისკო კი თვითმკვლელობაა, რომლის სიხშირეც თინეიჯერულ ასაკში მაღალია.

თუ შენ თინეიჯერი ხარ და ფიქრობ, რომ გაქვს დეპრესია, ან შენს მეგობარს ამჩნევ დეპრესიის ნიშნება, მოითხოვე დახმარება. შეიძლება ფიქრობ, რომ მშობლებს და სხვა ახლობლებს შენი არ ესმით, ვერ იგებენ შენს პრობლემებს, მაგრამ დარწმუნებული იყავი,  რომ მათ ძალიან უყვარხართ და აუცილებლად დაგეხმარებიან.

მიმართე დახმარებისთვის მშობლებს, მეგობრებს, მასწავლებელს, რომელთანაც სიახლოვეს გრძნობს, სკოლის ექიმს ან ფსიქოლოგს.

როდისაა საჭირო გადაუდებელი დახმარება

თუ მოზარდი ფიქრობს, გეგმავს ან აქვს სუიციდის მცდელობა აუცილებლად და გადაუდებლად მიმართეთ ფსიქიატრს, ფსიქოლოგს ან თქვენს  ოჯახის ექიმს

სთხოვეთ დახმარება მის ახლობლებს - მეგობრებს, შეყვარებულს, მისთვის ავტორიტეტულ მოზრდილს.

მიზეზები

დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ზუსტად არავინ იცის, თუმცა ბევრი რგოლია ჩართული, მაგალითად:

  • თავის ტვინის ქიმია - ნიროგადამცემები არის თავის ტვინის ქიმიური აგენტები, რომლებსაც გადააქვს სიგნალები ტვინიდან სხეულის სხვა ნაწილებამდე. მათი ნაკლებობა ან დაზიანება, ან ნერვული რეცეპტორების ცვლილება შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს.
  • ჰორმონები - ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის ცვლილება შეიძლება დეპრესიის გამშვებ მექანიზმად მოგვევლინოს
  • მემკვიდრეობა - დეპრესია უფრო ხშირია ისეთ პირებში, რომლის სისხლით ნათესავებსაც აღენიშნებათ ეს დაავადება
  • ადრეული ასაკის ტრავმა - ბავშვობაში ძლიერი ფიზიკური ან ემოციური ტრავმა, შესაძლოა, მოზარდობის პერიოდში დეპრესიის მიზეზი გახდეს. მაგალითად ძალადობა ბავშვზე ან მშობლის დაკარგვა, მშობლების მტკივნეული, მტრული განქორწინება შეიძლება ტვინში ცვლილების მიზეზი გახდეს, რაც მოგვიანებით საფუძველს ქმნის დეპრესიის განვითარებისთვის
  • დასწავლილი უმწეობა - თინეიჯერული დეპრესია შეიძლება უკავშირდებოდეს დასწავლილ უმწეობას, როდესაც ნაცვლად პრობლემის გადაჭრის გზიების ძიებისა და ცხოვრებისეულ პრობლემებთან თავად გამკლავებისა ბავშვებს ასწავლიან, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ და მათ ნაცვლად მოზრდილი აგვარებს პრობლემას.

რისკ-ფაქტორები

ბევრი ფაქტორი ზრდის თინეიჯერულ ასაკში დეპრესიის  განვითარებას, მათ შორის:

  • ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თვითშეფასებაზე, მაგალითად, ჭარბი წონა, პრობლემები თანატოლებთან, დაბალი აკადემიური მოსწრება, ბულინგი
  • ბავშვზე ფიზიკური, ემოციური ან სექსუალური ძალადობა
  • სხვა მენტალური პრობლემები, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ან კვებითი აშლილობები - ბულიმია ან ანორექსია
  • სწავლის სირთულეები ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
  • ქრონიკული დაავადება ან მიმდინარე ტკივილი რაიმე მიზეზით
  • ალკოჰოლის, ნიკოტიკის და ნარკოტიკების მოხმარება
  • ხასიათის თავისებურება, როგორიცაა პესიმიზმი, თვითკრიტიკულობა, დაბალი თვითშეფასება
  • სექსუალური ორიენტაცია

რა შეიძლება გავაკეთოთ თინეიჯერული დეპრესიის პრევენციისთვის

დადასტურებული მეთოდები, რომ ავირიდოთ თიენიჯერული დეპრესია, სამწუხაროდ არ არსებობს, თუმცა არის მრავალი სტრატეგია/რეკომენდაცია, რომ შევამციროთ დეპრესიის რისკი.

აკონტროლეთ სტრესი. გაზარდეთ გამძლეობა, აამაღლეთ თვითშეფასება, რომ მოზარდმა შეძლოს პრობლემის გადაჭრა. მნიშვნელოვანია შექება კარგ საქციელზე, გადაწყვეტილებაზე, ბავშვისთვის აუცილებელია ცოდნა, მშობელი/მზრუნველი აფასებს მას და სჯერა  მისი შესაძლებლობების.

მეგობრები და სოციალური მხარდაჭერა - ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში

ყურადღებით იყავით, რომ თუ დეპრესია განვითარდა, დასაწყისშივე შეამჩნიოთ სიმპტომები და დროულად დაეხმაროთ

თუ სპეციალისტმა დაგინიშნათ მკურნალობა, იქნება ეს მედიკამენტური მკურნალობა, ფსიქოთერაპია თუ სხვა, მიყევით რჩევებს, ნუ შეწყვეტთ მკურნალობას თვითნებურად, თუნდაც დეპრესიის სიმპტომების ალაგების შემდეგ.

არის თუ არა რაიმე ტესტი დეპრესიის დასადგენად?

სპეციალური ინსტრუმენტული, ან ლაბორატორიული გამოკვლევა დეპრესიის დიაგნოზის დასადასტურებლად არ არსებობს, თუმცა არის კითხვარები, გასაუბრების მოდელები, რაც იძლევა დეპრესიის დიაგნოსტირების საშუალებას.

ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს რაიმე ლაბორატორიული ტესტის ჩატარებაც, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი ან თირეოიდმასტიმულირებლელი ჰორმონი ფიზიკური ჯანმრთელობის შესაფასებლად, დეპრესიის დიაგნოზი კი ფსიქოლოგიური შეფასებით ისმება.

მკურნალობა

დეპრესიის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე.  კომბინირებული თერაპია - ფსიქოთერაპია და მედიკამენტური თერაპია რიგ შემთხვევებში შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლის/მზრუნველის მხარდაჭერა.  თქვენ თქვენი შვილის საუკეთესო დამცველი  ხართ და მკურნალობასთან ერთად, ბევრის გაკეთება შეგიძლიათ:

მიადევნეთ თვალყური, რომ თინეიჯერმა შეასრულოს მკურნალობის დანიშნული კურსი, იაროს ფსიქოთერაპიის სეანსებზე, მიიღოს დანიშნული მედიკამენტი. გაითვალისიწინეთ, რომ დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტების ერთბაშად შეწყვეტა არ შეიძლება.

გაეცანით ინფორამციას დეპრესიაზე და გაანათლეთ თქვენი თინეიჯერი შვილიც. განათლება კარგი მოტივატორია მკურნალობის გეგმის შესასრულებლად, ასევე, სწორი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

გქონდეთ ურთიერთობა მოზარდთან, ესაუბრეთ ცვლილებებზე, რასაც ამჩნევთ, იცოდეს, რომ თქვენ ყოველთვის დაეხმარებით, აუცილებლად გაუსვით ხაზი ყველა პოზიტიურ ცვლილებას. შექმენით გარემო, როდესაც თქვენი თინეიჯერი თავისუფლად გიზიარებთ თავის შეხედულებებს და იცის, რომ ყოველთვის მოუსმენთ.

თქვენ იცოდეთ, როდის სჭირდება ბავშვს მეტი მხარდაჭერა, როდის მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ, სთხოვეთ მხარდაჭერა ოჯახის წევრებს და მეგობრებს.

მიაქციეთ ყურადღება ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ დაგრჩეთ შეუმჩნეველი ალკოჰოლის, ნიკოტინის და ნარკოტიკების გამოყენება, შექმენით უსაფრთხო გარემო და მოარიდეთ ისეთი საგნები, რითაც თვითდაზიანება შეუძლია.

იყავით მხარდამჭერი და მეგობრული.

როგორ მოვემზადოთ ექიმთან ვიზიტისთვის?

როგორც ზემოთ ვთქვით, დეპრესიის დაიგნოზი კონსულტირებით ისმება, ამიტომ მზად იყავით, რომ ექიმს მოუყვეთ:

ყველა სიმტომი და ცვლილება, რასაც მოზარს ამჩნევთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ არ არის კავშირში დეპრესიასთან

მოზარდის და ოჯახის შესახებ სრული ინფორმაცია, ნებისმიერი სავარაუდოდ სტრესული ფაქტის ან ცვლილების ჩათვლით

ყველა მედიკამენტის ჩამონათვალი, რასაც მოზარდი იღებს, მულტივიტამინების და საკვები დანამატების ჩათვლით

მოამზადეთ შეკითხვების ჩამონათვალი, რომელზეც პასუხი ექიმმა უნდა გაგცეთ, მაგალითად:

  • არის თუ არა დეპრესია სიმპტომების ყველაზე სავარაუდო მიზეზი ?
  • სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს?
  • რაიმე გამოკვლევა თუა საჭირო?
  • რა სახის მკურნალობა იქნება ოპტიმალური?
  • რა გვერდითი მოქმედება შეიძლება ჰქონდეს მკურნალობას?
  • როგორ უნდა შევაფასოთ პროგრესი?
  • რამდენ ხანს გაგრძელდება მკურნალობა?
  • რა ნიშნებს მივაქციო ყურადღება, რა დროს დამჭირდება თქვენთან სასწრაფოდ დაკავშირება?
  • რაიმე რეკომენდაცია ხომ არ იქნება დიეტის, ვარჯიშის ან სხვა ყოველდღიური აქტივობის შესახებ?
  • რაიმე წყაროს ხომ არ გირჩევთ ექიმი დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად?
  • მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებზე რა აზრის არის?

 

გამოყენებული ლიტერატურა

მეიოს კლინიკის პაციენტის საინფორმაციო მასალა

 

ქცევითი აშლილობა - ანორექსია

ანორექსია  (Anorexia Nervosa)

ნერვული ანორექსია არის კვებითი დარღვევა, როდესაც ადამიანი ცდილობს, იწონიდეს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ეს ნორმალურია.

ნერვული ანორექსია უფრო ხშირად გვხვდება ქალებთან, ვიდრე მამაკაცებთან. ჩვეულებრივ, იწყება თინეიჯერულ ან ახალგაზრდა ასაკში.

ასეთი ადამიანი იწონის მისი სიმაღლის და ასაკის შესაბამის ნორმაზე ნაკლებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ დაიკლოს: ძალიან ცოტას ჭამს, თუნდაც მშიერი იყოს, ძალიან ბევრს ვარჯიშობს, შეიძლება საკვების მიღების მერე ხელოვნურად გამოიწვიოს ღებინება.

ისინი ძალიან წუხან წონის გამო, თავიანთ სხეულს აღიქვანემ არაადეკვატურად, 

ფიქრობენ, რომ არიან მსუქნები, მაშინაც კი, როდესაც მათი წონა ნორმის ქვედა ზვარზე ნაკლებია

პაციენტები ნევროზული ანორექსიით ვერ აცნობიერებენ, რომ სხეულის ძალიან დაბალმა წონამ შეიძლება სამედიცინო პრობლემები გამოიწვიოს. ისინი კარგად გრძნობენ თავს, როდესაც დაიკლებენ და ძალიან ცუდად არიან, როდესაც მოიმატებენ. მათთვის დამახასიათებელიადიდი დროის დახარჯვა საკვებზე, კალორიებზე ფიქრში და განსჯაში, იმუშავებენ კვების გარკვეულ, მათთვის მისაღებ წესებს, ზოგჯერ აქვთ საზოგადოებაში საკვების მიღების შიში.

ადამიანები ნერვული ანორექსიით არ აღიარებენ პრობლემას. ისინი არ თვლიან, რომ არიან გამხდრები, არ აქვთ მკურნალობის სურვილი, რადგან ეს წონის მომატებას ნიშნავს. 

რა იწვევს ანორექსიას?

ანორექსიის გამომწვევი მიზეზი ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს რიგი მოსაზრებები. 

შესაძლოა, იყოს ანორექსიისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობა, თუმცა ჯერ დადგენილი არ არის, კონკრეტულად რა გენეტიკური ცვლილება იწვევს ზოგ ადამიანთან ანორექსიის განვითარების მაღალ რისკს.

თანამედროვე კულტურა დიდი მნიშვნელობას ანიჭებს სხეულის წონას, შოუბიზნესი იქნება ეს თუ სხვა საქმიანობა, სიგამხდრე თითქოს წარმატების საწინდარია და ადამინები ცდილობენ, შეესაბამებოდნენ დამკვიდრებულ სტანდარტებს.

პირები ობსესიურ-კომპულსიური ან სხვა ნერვული აშლილობებით უფრო ხშირად არიან მიდრეკილნი ანორექსიისადმი. 

არის თუ არა რაიმე ტესტი ნერვული ანორექსიის სადიაგნოზოდ?

სპეციალური ტესტი ამ დაავადების დასადგენად არ არსებობსექიმი გასაუბრებით იღებს თქვენგან მნიშვნელოვან ინფორმაციას, მისთვის ასევე ინფორმატიული იქნება გასინჯვა, სიმაღლის და წონის შეფასების ჩათვლითთქვენ შეიძლება სხვადასხვა ტესტები დაგინიშნონ იმის შესაფასებლად, თუ რა გავლენა მოახდინა თქვენს ჯანმრთელობაზე დაავადებამ. ეს ტესტები შეიძლება იყო: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ეკგ და სხვა.

რა პრობლემების იწვევს ნერვული ანორექსია?

საკვების ნივთიერებების ნაკლებობის გამო ორგანიზმის ყველა სისტემა ზიანდება. ძვლები, თავის ტვინი, გული, თირკმელები, ენდოკრუნული ჯირკვლები, ფილტვები, ღვიძლი. 

ადამიანები ანორექსიით უჩივიან მუდმივ სიცივის შეგრძნებას, უენერგიობას, უთხელდებათ ფრჩხილები და თმები, ხშირად აქვთ დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, ძილის პრობლემა, მეხსიერების, კონცენტრირების სირთულეები, ხშირია ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, ღებინების ჩვევის შემთხვევაში ზიანდება კბილები და სხვა.

როგორია მკურნალობა?

მკურნალობა პირველ რიგში ფსიქოლოგიურ დახმარებას გულისხმობს. ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი მუშაობს თქვენთა ინდივიდუალურად ან ჯგუფური თერაპიის სახით, შესაძლოა, ოჯახური თერაპიაც ჩაითვალოს საჭიროდ. ახლობლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემასთან გასამკლავებლად.

ექიმის და დიეტოლოგის დახმარებით თქვენ შეგირჩევენ რაციონს, რომლითაც მოიმატებთ წონას და გექნებათ ბალანსირებული რაციონი, რომლითაც ჯანსაღ წონას შეინარჩუნებთ.

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ მიღწეული ეფექტი, თქვენ დაგჭირდებასპეციალისტების და ახლობლების დახმარება. თუ ამჩნევთ, რომ დაავადება ბრუნდება, დროულად მიმართეთ მკურნალ ექიმს. 

დემენცია

„დემენცია“  (ლათ. de გამოყოფაგამოცალკევებაmens ჭკუაგონება) ზოგანი ტერმინია და აღნიშნავს მდგომარეობას, როდესაც პიროვნებას აქვს  მსჯელობის და მეხსიერების პრობლემები. 

დემენციის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ნელ-ნელა იწყება და გაუარესებაც სწრაფი არ არის. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მეხსიერების პრობლემებსკონფუზიას, 

სირთულეებს საუბრისას, მაგალითად ადამიანი ვერ პოულობს სწორ სიტყვას, რომელიც აღნიშნავს საგანს ან მოქმედებას, კონცენტრირების, მიზნობრივი მოქმედების, მსჯელობის და დასაბუთების სირთულეებს,  სირთულეებ ისეთი საქმიანობის შესრულებისას, რაც დაკავშირებულია მათემატიკურ უნარებთან - ანგარიშის გადახდა, ფინანსების კონტროლი, ნაცნობ გარემოში დეზორიენტაციას და სხვა. 

პროგრესირების შემთხვევაში პაციენტებს შეიძება შემდეგი სიმპტომებიც გამოუვლინდეთ:   

  • აგრესიის ან ბრაზის ეპიზოდები, 
  • ვერ ცნობენ ნაცნობ ადამიანებს და ოჯახის წევრებს, 
  • დაკარგონ ყოვლედრიურ უნარებ, როგორიცაა საკვების მიღება, ჰიგიენური ჩვევები, 
  • დაინახონ საგნებ, რომლებიც რეალურად არ არის და ვერ აღიქვან არსებულ საგნებ, 
  • დაკარგონ კონტროლი შარდის და განავლის გამოყოფაზე 

 რა სახეები აქვს დემენციას? 

დემენციას ბევრი განსხვავებული სახე აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილია შედარებით გავრცელებული ფორმები: 

ალცჰეიმერის დაავადება - დემენციის ყველაზე ხშირი მიზეზია. ამ დროს ხდება  ტვინის უჯრედების ნელი სიკვდილი დროთა განმავლობაში. 

სისხლძარღვოვანი დემენცია - ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ტვინის გარკვეული ნაწილი სისხლით ადეკვატურად არ მარაგდება. ეს შეიძლება მოხდეს როდესაც ტვინის სისხლძარღვი დაიცობა თრომბით (ინსულტი), ან სისხლძარღვები ვიწროვდება ასაკობრივი ცვლილებების ან მაღალი არტერიული წნევის გამო. დემენციის ეს ტიპი მეტად დამახასიათებელია ადამიანებისათვის, ვისაც ჰქონდა ინსულტი ან აქვს ინსულტის განვითარების მაღალი რისკი.   

დემენცია პარკინსონის დაავადებისას - პარკინსონი თავის ტვინის დაავადებაა, რომელიც ძირითადად მოძრაობას აზიანებს, ჩნდება დაჭიმულობა, ტრემორი, მოძრაობის შენელება. ზოგჯერ ამ დაავადების პროგრესირებისას ვითარდება დემენცია.  

სხვა მიზეზები - მთელი რიგი ნევროლოგიური დაავადებები, თავის მრავლობითი ტრავმული დაზიანება და სხვა. 

როდის მივმართო ექიმს? 

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენს ახლობელს გაქვთ დემენციის ნიშნები, საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რომ ობიექტურად შეფასდეს დემენციის არსებობა. შეიძლება თქვენ რაიმე მედიკამენტს იღებთ, რომელიც კონფუზიას და დემენციის სიმპტომებს იწვევს, ან რაიმე სხვა სამედიცინო პრობლემა გაქვთ, რომელიც დემენციის სიმპტომების იწვევს და მკურნალობას ექვემდებარება. 

საჭიროა თუ არა გამოკვლევა? 

პაციენტთა უმრავლესობას დემენციის ნიშნებით გამოკვლევა არ სჭირდება. ხშირად საკმარისია ოჯახის წევრის და თავად პაციენტის გამოკითხვა და  ტესტის ჩატარება, როდესაც პაციენტი პასუხობს ექიმის დასმულ შეკუთხვებს და ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, მაგალითად, ასახელებს ციფრებს 100-დან უკან 7-ის გამოკლებით ან აერთებს ქაღალდზე ფიგურებს გარკვეული წესის დაცვით და სხვა. 

ზოგ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს გამოკვლევები - სისხლის ტესტები ან თავის ტვინის სკანირება (მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფია), რომ გამორიცხოს დემენციის სიმტპმების გამომწვევი სხვა მიზეზები.  

როგორია დემენციის მკურნალობა? 

მკურნალობა დამოკიდებულია დემენციის სახეზე.  

ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალოდ მოწოდებულია მედიკამენტები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეუძლიათ დახმარება.  

სისხლძარღვოვანი დემენციის შემთხვევაში მკურნალობა ძირითად მიმართულია მიზეზის - სისხლის არასაკმარისი მიწოდების გამოსასწორებლად ან გაუარესების შესაჩერებლად. ამისთვის საჭიროა არტერიული წნევის და ქოლესტერინის მოწესრიგება, ასევე, თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება სხვადასხვა საშუალებებით. 

სამწუხაროა, მაგრამ დემენციის მკურნალობის ეფექტური გზები არ არსებობს, თუმცა ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს თანხმლები მდგომარეობების მკურნალობა, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა. 

რა უნდა გავაკეთო, რომ  დემენციით დაავადებული ოჯახის წევრი იყოს უსაფრთხოდ? 

როდესაც ადამიანს აქვს დემენცია, ის ხშირად ვერ აცნობიერებს, რამდენად შორს წასულია დაავადება. ოჯახის წევრები ხშირად უფრო ობიექტურები არიან შეფასებაში, ვიდრე თავად პაციენტი. პაციენტი დემენციით უნდა მოერიდოს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა მანქანის ტარება, ელექტროობასთან ან მაღალ ტემპერატურასთან - (გაზქურა ან ელექტროქურა) კონტაქტი  და სხვა, პოტენციურად სახიფათო საქმიანობებს. 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები დემენციით ხშირად ეცემიან და იზიანებენ თავს. დაცემის რისკის შესამცირებლად: უზრუნველყავით, რომ ის ადგილები, სადაც პაციენტი გადაადგილდება სახლში, იყოს კარგად განათებული, კიბეებზე გააკეთეთ სახელურები, გლუვ ზედაპირებზე დაამაგრეთ მოცურების საწინააღმდეგო საშუალებები, სახლში უზრუნველყავით, რომ არ იყოს შიშველი მავთულები, ავეჯი არ აფერხებდეს გადაადგილებას და ა.შ. 

შეიძლება თუ არა დემენციის თავიდან აცილება? 

სამწუხაროდ, პირდაპირი გზა, რომ დემენცია თავიდან ავიცილოთ, არ არსებობს, თუმცა არის გარკვეული რეკომენდაციები, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხელი შევუწყოთ ტვინის ჯანმრთელობას: 

  • ფიზიკური აქტივობა 
  • ჯანსაღი კვება 
  • სოციალური აქტივობა 

არსებობს რიგი კვლევები, რომელთა მიხედვითად ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები), ვიტამინები, კოფეინი, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება ახდენს დემენციის პრევენციას, თუმცა დადასტურებული ეფექტი სამწუხაროდ არცერთ ამ პრევენციულ ღონისძიებას არ აქვს.  

 

ინტერვიუ გასტროენტეროლოგ ჯაბა ზარქუასთან

როგორ ავიცილო თავიდან გასტრიტი?

გასტრიტი ზოგადი ტერმინია და აღნიშნავს კუჭის უჯრედებში მიმდინარე ანთებით პროცესს. გასტრიტი ბევრმა სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს: მიკროორგანიზმებმა (მაგ.: ჰელიკობაქტერია), მედიკამენტებმა (მაგ.: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულმა საშუალებები), ტოქსიურმა ნივთიერებებმა (მაგ.: ალკოჰოლი), იმუნური სისტემის მომართვამ საკუთარი ორგანოების, ამ შემთხვევაში კუჭის, წინააღმდეგ (მაგ.: აუტოიმუნური გასტრიტი) და ა.შ. ანთებით პროცესს, თუ მიზეზი დროულად არ იქნა ნაპოვნი და ადეკვატურად ნამართი, ბევრი სახიფათო გართულება შეიძლება მოჰყვეს დროთა განმავლობაში. ამ გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია ჩივილების არსებობის შემთხვევაში (როგორებიცაა: ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, სიმძიმის შეგრძნება კვების შემდეგ, გულისრევა/ღებინება, წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში და სხვ.) მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც დაგეგმავს კომპლექსურ კვლევას დიაგნოზის დასასმელად და ადეკვატური მკურნალობის დასანიშნად.

 

როგორ ვუმკურნალო შებერილობას?

შებერილობის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, პირველი კითხვა რომელიც უნდა დასვას ექიმმა არის შემდეგი: რატომ ვლინდება გაზების ჭარბი დაგროვება? გასტროენტეროლოგი ეცდება გაერკვეს შებერილობა იზოლირებული დარღვევაა თქვენს შემთხვევაში თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე სხვა პათოლოგიის თანმხლები სიმპტომია.

თუ თქვენი ექიმი აღმოაჩენს რომელიმე გასტროენტეროლოგიურ პათოლოგიას (ფუნქციურსა თუ ორგანულს), რომლის თანმხლებიც შეიძლება იყოს შებერილობა - მაშინ უმკურნალებს ძირითად დაავადებას და დააკვირდება პარარელურად შებერილობა როგორ უმჯობესდება.

თუ თქვენი ექიმი სხვა ვერანაირ პრობლემას აღმოაჩენს გარდა იზოლირებული შებერილობისა, მაშინ მოგცემთ რამდენიმე დიეტურ რჩევას და შეიძლება გირჩიოთ რამდენიმე დამხმარე მედიკამენტიც, რომლითაც ეცდება მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

როგორ ვებრძოლო გულძმარვას?

გულძმარვა ყველაზე ხშირად არის ერთი პათოლოგიური პროცესის გამომხატველი სიმპტომი - კუჭის წვენის მოხვედრისა იქ, სადაც მას ბუნებრივად არაფერი ესაქმება - საყლაპავ მილში. საყლაპავი მილის ზედაპირი ამოფენილია ფაქიზი უჯრედებით, რომლებიც არ არიან დაპროექტებული მსგავს აგრესიულ ნივთიერებასთან გამკლავებისთვის და როდესაც ეს კონტაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო მაინც ხდება, ჩივილიც ჩნდება.

გულძმარვის დროს გასტროენტეროლოგი პირველ რიგში გამოგკითხავთ ისტორიას, ეცდება დაადგინოს ჩივილის დინამიკა, გამოიკითხოს სხვა თანმხლები ჩივილები და რაც მთავარია - ე.წ. საგანგაშო ნიშნები. ამ ყველაფრის შემდგომ დაგეგმავს გარკვეულ კვლევებს (ენდოსკოპიით ან საწყის ეტაპზე - მის გარეშე) და დანიშნავს მკურნალობას, რომლის მთავარი არსი იქნება შემდეგი - აგრესორის (ანუ კუჭის წვენის) განეიტრალება.

 

რამდენად საშიშია ტკივილი კუჭის არეში?

ტკივილი კუჭის არეში შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს განპირობებული. დაწყებული კუჭისა და თუ 12-გოჯა ნაწლავის სხვადასხვა ორგანული პათოლოგიებით (წყლული, ანთება, სიმსივნე და ა.შ.) და დასრულებული ფუნქციური პათოლოგიებით (მაგ.: ფუნქციური დისპეფსია).

გასტროენტეროლოგმა დეტალურად უნდა გამოიკითხოს ჩივილის წარმოქმნისა და განვითარების დინამიკა, თანმხლები სიმპტომები, საგანგაშო ნიშნები, მაპროვოცირებელი და გამაუმჯობესებელი ფაქტორები, რის შემდგომაც უნდა დაგეგმოს კვლევები, დასვას დიაგნოზი და დაიწყოს მდგომარეობის ოპტიმალური მართვა. 

 

რა არის ასთმა? სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები - REDMED

ასთმა ბრონქული ხის ანთებისა და მისი გლუვი კუნთების სპაზმის შედეგია. ამასთან ერთად ბრონქებში წარმოიქმნება სეკრეტი, რომელიც სასუნთქ გზებს ახშობს. დაავადების გამოვლინება სხვადასხვა ინტენსივობისაა, უმნიშვნელო ხიხინითა და სუნთქვის მცირედი გაძნელებით დაწყებული სიცოცხლისთვის საშიში შეტევით დამთავრებული. ასთმა ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ სათანადო მკურნალობით შესაძლებელია, მის კონტროლს მივაღწიოთ.

 

ასთმის სიმპტომებია:

 

  • გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება
  • ძილის დარღვევა, რაც სუნთქვის გაძნელებასთან არის დაკავშირებული
  • ხიხინი, რომელიც ზოგჯერ გარკვეულ მანძილზე ფილტვების მოსმენის გარეშეც კარგად ისმის, განსაკუთრებით ძლიერდება ამოსუნთქვისას
  • ხველისა და ხიხინის გაძლიერება ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციისას

 

სიმპტომების შეიძლება სხვადასხვა სიძლიერის იყოს და  ყოველდღიურად, ყოველკვირეულად იყოს ან უფრო იშვიათად ვითარდებოდეს. სიმპტომების ინტენსივობის და სიხშირის მიხედვით ხდება ასთმის სიმძიმის კლასიფიკაცია - მსუბუქი, საშუალო და მძიმე.

არის რაიმე ტესტი ასთმის დასადგენად?

დიახ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სპირომეტრიის ჩატარება. ამ დროს თქვენმა პატარამ უნდა შეასრულოს ჩაბეროს აპარატში, ჩაბერვა სხვადასხვანაირად ხდება კვლევის ჩამტარებელი ექიმი ზუსტად აუხსნის ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს. ჰაერის ნაკადის მიხედვით აპარატი აფასებს ფილტვის ფუნქციას. სპირომეტრია 6 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებს უტარდებათ, უფრო პატარები ვერ ახერხებენ კვლევისთვის საჭირო ინსტრუქციების გაგებას და გაკეთებას. ტესტი შეიძლება ინფორმატიული არ იყოს, თუ კვლევის დროს ბავშვს სიმტომები არ აქვს.

5 წლის და პატარა ასაკის ბავშვებთან ასთმის დიაგნოზი მშობლის დეტალური გამოკითხვით და გასინჯვით ისმება. ასევე, შესაძლოა ექიმმა გამოიყენოს ასთმის სამკურნალო პრეპარატების მოსინჯვა და ეფექტის შეფასება. ამას მედიცინაში “Diagnosis ex juvantibus”, როდესაც დიაგნოზს ადასტურებთ მკურნალობის ეფექტურობით.

როგორ მოვემზადო ექიმის ვიზიტისათვის?

მზად იყავით, რომ ექიმი დეტალურად გამოგკითხავთ სიმპტომების, სხვა დაავადებების, ოჯახური ანამნეზის შესახებ. შეკითხვები შეიძლება ასეთი იყოს:

  • რა სიმპტომები აქვს ბავშვს?
  • რა სიხშირით აქვს სიმპტომები?
  • ღამით თუ იღვიძებს ხველის ან სუნთქვის გაძნელების გამო?
  • თქვენი დაკვირვებით, რა აუარესებს ან იწვევს სიმპტომებს?
  • რა აუმჯობესებს სიმპტომებს? რას აკეთებთ, როდესაც ბავშვს ეწყება ხმაურიანი სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება ან ხველა?
  • სიმპტომების გამო ბავშვს უხდება აქტივობის შეჩერება? მაგალითად, ჩერდება თამაშის დროს?
  • ოჯახში ვინმეს აქვს დიაგნოსტირებული ასთმა ან მსგავსი ჩივილები?
  • ხომ არ აქვს თქვენს პატარას ალერგია რაიმეზე?

 

როგორ მკურნალობენ ასთმას?

ასთმის წარმატებული მკურნალობისათვის გადამწყვეტია თამაშრომლობა ექიმს, მშობელს და ბავშვს შორის. ექიმი აუცილებლად გადმოგცემთ ასთმის მართვის „სამოქმედო გეგმას“, სადაც აღწერილია მკურნალობა და თქვენი ქმედება დაავადების სხვადასხვა ეტაპზე.

ასთმის სამკურნალოდ სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება. ისინი შეიძლება იყოს საინჰალაციო დისპენსერების, სითხის ან აბების სახით. ასთმის სამკურნალო მედიკამენტები ორიდან ერთ-ერთი გზით მოქმედებენ:

სწრაფი მოქმედების სიმპტომების მომხსნელი მედიკამენტები. თუ მათი გამოყენება რეგულარულად ხდება საჭირო, მეტად, ვიდრე ორჯერ კვირაში, ასთმის მკურნალობის ტაქტიკა გადასახედია და აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასევე, უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ამჩნევთ, რომ სწრაფად მოქმედი მედიკამენტების გამოყენების შემდეგ სიმპტომები არ ქრება ან მალევე მეორდება.

ხანგრძლივი მოქმედების, ასთმის საკონტროლო მედიკამენტები. ისინი გამოიყენება ასთმის კონტროლისათვის, რომ ბავშვს ხშირად არ ჰქონდეს სიმპტომები.

საინჰალაციო მედიკამენტები ჩვეულებრივ, მზა სპეისერების სახით არსებობს, საიდანაც დოზირებულად ხდება წამლის გამოფრქვევა. თუ ბავშვი ვერ ახერხებს სპეისერით სარგებლობას, ექიმმა შეიძლება  ნებულაიზერის გამოყენება გირჩიოთ.

ექიმი გასწავლით, როგორ უნდა გამოიყენოთ სპეისერი და ნებულაიზერი. მკურნალობის შედეგი მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული მოწყობილობების სწორ გამოყენებაზე. თხოვეთ ექიმს, შეგიფასოთ მოწყობილობის გამოყენების ტექნიკა, საუკეთესო გზა ამისთვის ჩვენებაა, როგორ იყენებთ ამა თუ იმ მოწყობილობას.

მნიშვნელოვანია, რომ ზედმიწევნით შეასრულოთ ექიმის დანიშნულება. შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ ბავშს სიმპტომების იშვიათად აქვს და რეგულარულად მისაღები მედიკამენტები ზედმეტია, მაგრამ ასთმის მკურნალობის გარეშე დატოვება უფრო მეტ რისკს უქმნის თქვენი ბავშვის ჯანმრთელობას, ვიდრე ასთმის კონტროლისთვის გამოყენებული მედიკამენტები.

ასთმის კონტროლი გაძლევთ საშუალებას, დაიცვათ ფილტვები დაზიანებისაგან, ასევე, ბავშვები კონტროლირებული ასთმით არ აცდნენ სკოლას, ჩვეულებრივად არიან ჩართულნი ყოველდღიურ აქტივობებში, იქნება ეს სპორტი, სწავლა, თუ სხვა.

რა არის ასთმის „სამოქმედო გეგმა“?

სამოქმედო გეგმა გაძლევთ პასუხებს შემდეგ საკითხებზე:

  1. ასთმის კონტროლისთვის რეგულარულად მისაღები მედიკამენტების გამოყენების წესი და ჯერადობა
  2. რა არის საყურადღებო სიმპტომები, რაც ნიშნავს, რომ ასთმის მიმდინარეობა გაუარესდა და სამოქმედო გეგმა საჭიროებს ექიმის მიერ გადახედვას
  3. როგორ უნდა მოიქცეთ გამწვავების დროს, როგორ და რა სიხშირით გამოიყენოთ სიმპტომების მოსახსნელი მედიკამენტები
  4. რა სიხშირით უნდა მიმართოთ ექიმს გეგმიურად
  5. რა დროს უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.

ექიმი, თქვენ და ბავშვი ერთად ადგენთ ასთმის „სამოქმედო გეგმას“. ასთმის კონტროლის შეფასება სახლის პირობებშიც შეიძლება პიკ-ფლოუმეტრიით. თუ ეს აპარატი ხელმისაწვდომია, ექიმი დეტალურად განგიმარტავთ გამოყენების წესებს, შედეგების მნიშვნელობას და მათზე რეაგირების წესს.

 

რა შემიძლია გავაკეთო შეტევების პრევენციისათვის?

აკონტროლეთ ბავშვის ასთმა ექიმის დანიშნულების მიხედვით ყოველდრიურად მისაღები ასთმის საკონტროლო მედიკამენტებით.

აარიდეთ მას შეტევების გამომწვევი გარემო გამაღიზიანებლები. ექიმები ამას „ტრიგერებს“ უწოდებენ. თუ თქვენ ვერ ადგენთ, რა არის ასთმის  შეტევის ტრიგერი, სთხოვეთ ექიმს დახმარება, შეიძლება ამისთვის სპეციალური ტესტების ჩატარება გახდეს საჭირო. ეს შეიძლება იყოს მცენარის მტვერი, ოთახის მტვერი, ცხოველის ბეწვი და სხვა.

ჩაუტარეთ ბავშვს გრიპის ვაქცინაცია ყოველწლიურად, ამით თქვენ თავიდან აირიდებთ ერთ-ერთ ხშირ ტრიგერს.

ნურავის მისცემთ ნებას, მოწიოს სიგარეტი იმ სივრცეში, სადაც ბავში იმყოფება.

ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა აუცილებელია, თუ ფიზიკური აქტივობა იწვევს ასთმის სიმპტომების გამოვლენას, მიმართეთ ექიმს. მან შეიძლება გირჩიოთ ვარჯიშის წინ დამატებითი სწრაფი მოქმედების მედიკამენტის დოზა.

ჩემს შვილს ასთმა სულ ექნება თუ ასაკის მატებასთან ერთად გაუვლის?

ზოგჯერ ასთმა უმჯობესდება ასაკის მატებასთან ერთად, შეიძლება სიმტომების საერთოდ გაქრეს და მკურნალობაც აღარ დასჭირდეს, თუმცა იმის განსაზღვრა, გაქრება თუ არა ასთმის სიმპტომების ასაკთან ერთად, ზუსტად არ არის შესაძლებელი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასთმის კონტროლი შესაძლებელია და სწორი მართვის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა.

REDMED-ის აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ დისტანციურად მიიღოთ ექიმის კონსულტაცია, რომელიც პირველად ვიზიტს ჩაანაცვლებს, დაგიზოგავთ დროს და ენერგიას.

კარგი და ცუდი ჰორმონები არ არსებობს!

 სიტყვა ჰორმონზე პირველად რა გახსენდებათ? ოოოო, ეგ ნამდვილად ჰორმონალურია! ენდოკრინოლოგი ალბათ, ფარისებრი ჯირკვალი, ეს ჯირკვალი, ის ჯირკვალი, მენსტრუალური ციკლი, ჭარბთმიანობა, პრემენოპაუზა, პოსტმენოპაუზა და მოკლედ, სასიამოვნო ალბათ მაინცდამაინც არაფერი. მნიშვნელოვანი ნივთიერებებია, ვიცით, მაგრამ ეეტყობა არც დიდად პატიოსანი, იმიტომ რომ რაღაც ძალიან საეჭვოდ ბევრ დარღვევაში და დაავადებაში არიან გარეული. დღეს ავდგეთ და კარგ ჰორმონებზე ვილაპარაკოთ.

პირველ რიგში წინა წინადადება გავაცამტვეროთ: არ არსებობს კარგი და ცუდი ჰორმონი. არ არსებობს ჰორმონი, რომელიც ორგანიზმში არავის სჭირდება და ტყუილადაა შეკვეხებული შარის მოსადებად. ყველა საჭირო და აუცილებელია, ოღონდ აქაც ვიტამინებივით წესი მოქმედებს: აუცილებელია შესაბამისი რაოდენობით, მეტობაც და ნაკლებობაც უკვე პრობლემაა. წარმოიდგინეთ ორგანიზმი რამხელა სისტემაა. სამყაროს არაფრით ჩამოუვარდება სირთულით, უბრალოდ ერთ საშუალოდ მეტრა-სამოცდაათიან სხეულშია მოქცეული. ტრილიონობით უჯრედი, უამრავი ქსოვილი, ორგანო, ზოგი ზემოთ, ზოგი ქვემოთ, ალთას და ბალთას - და ამ დროს ისე ერთხმად მუშაობენ, თითქოს დირიჟორი ედგათ თავზე და აკონტროლებდეს მთელ ორომტრიალს. უზარმაზარი კომპანია რომ წარმოიდგინოთ, უამრავი დეპარტამენტით უზარმაზარ შენობაში. ერთადერთი გზა, რომ ყველამ ერთად ფუნქციონირება და მუშაობა შეძლოს არის რა? კომუნიკაცია, ამბის მიტანა და მოტანა, ვინ რას შვება და ვინ რა უნდა ქნას, იმის მიხედვით, თუ გარემოდან რა ისმის და გარეთ რა ხდება. ჰოდა რადგანაც უჯრედები ციფრულ მეილებს ვერ გახსნიან, ამიტომაც აქვთ თავისი სპეციალური საკომუნიკაციო სისტემა - ჰორმონები. ფოსტალიონი და გადამტანი სისხლია: ერთი ორგანო (ანუ ენდოკრინული ჯირკვალი) გამოყოფს ჰორმონის მოლეკულებს პირდაპირ სისხლში და ასე სულ შხუილშხუილით დაურიგდებათ შესაბამის ქსოვილებს და უჯრედებს, ვისაც ეკუთვნის და ვისაც მიემართება. შეტყობინებაა ჩვეულებრივი, ღვიძლის უჯრედი რომ ჩაავლებს ამ მოტანილ ჰორმონის მოლეკულას და ხმამაღლა კითხულობს: პანკრეასიდან იწერებიან, ჩვენი პატრონი რაღაც დღეს ჭამაზე თავს არ იწუხებს და გლუკოზამ დაიწია სისხლში, ღვიძლიდან ცოტა მეტი გადმოისროლეთ-ოოო. საერთოდ არ ვაფორმებ, გეფიცებით.

ახლა უფრო საინტერესო: ეს ჰორმონები მხოლოდ გლუკოზას, ფარისებრ ამბებს, ციკლს და ასეთ სამედიცინო რამეებს კი არ არეგულირებენ:

  • ბედნიერება
  • კარგ ხასიათზე ყოფნა
  • შინაგანი სასიამოვნო ცქმუტუნიც მათ ხელშია.

დოფამინის, სეროტონინის, ოქსიტოცინისა და ენდორფინების ხელში. არა, ცალკე ბედნიერების ჰორმონი არცერთია. როგორც ყველა დანარჩენს, ამათაც ბლომად საქმეები და ფუნქციები აკისრიათ, მათ შორის თქვენი ბედნიერებაც. სხვების მსგავსად მათი არევდარევაც დარღვევებს იწვევს, ფსიქიკური დაავადებების, მაგალითად დეპრესიის ჩათვლით.

 

ბედნიერების ორი მთავარი ჰორმონი:

  • სეროტონინი
  • დოფამინი

 სეროტონინი განწყობის მასტაბილიზებელია და ზოგადად, ბედნიერების, კმაყოფილების, კარგად ყოფნის გრძნობას იწვევს ტვინის უჯრედებზე მოქმედებით. დოფამინის სამოტივაციო და ჯილდოს ჰორმონია. სწორედ ასე ჰქვია მის დეპარტამენტს ტვინში, „დაჯილდოვების სისტემა“. აი თქვენს ცუგას დამჯერად დაჯდომისთვის რომ აჯილდოვებთ და სასმუსნავს აძლევთ, ისეთი ჯილდოა ჩვენი ტვინებისთვის დოფამინის გამოფრქვევა და შედეგად გაჩენილი სასიამოვნო შეგრძნებები. და ოღონდაც გამეორდეს, ჩვენი ტვინებიც მზად არიან, კიდევ და კიდევ იმეორონ დოფამინის ამოფრქვევის გამომწვევი ქცევა. ადამიანების ჯგუფში რომ გაიხუმრებთ და ყველას გაეცინება, კმაყოფილების შეგრძნება რომ გავსებთ შიგნიდან, ხომ იცით? დოფამინია. ფეისბუკზე რაღაც პოსტს რომ გამოაქვეყნებთ და ლაიქები და მაქებარი კომენტარები არ წყდება, ეგ ჰაერში ამწევი გრძნობაც იცით? დოფამინია. სოციალურ მედიაზე დამოკიდებულებას დიდწილად რა იწვევს აბა? ზუსტად დოფამინი, მოწონებებისა და ციფრული აპლოდისმენტების შედეგად გამოყოფილი.  ჩაწყნარდება თუ არა პოსტზე მოწონებების ტალღა, უკვე იმას ფიქრობს ტვინი, შემდეგი რა გამოაქვეყნოს რომ ისევ ისეთი ამოფრქვევა მიიღოს. და სამწუხაროდ, სწორედ დოფამინის სისტემაზე მოქმედებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებაც, მაგალითად.

ოქსიტოცინი რამდენიმე დეპარტამენტშია დასაქმებული და ჩაბარებული აქვს შემდეგი პროექტები:

  • მშობიარობა
  • ძუძუთი კვება
  • სიყვარული
  • სექსი
  • ნებისმიერ საყვარელ ადამიანთან ფიზიკური შეხებით, ჩახუტებით, მოფერებით, კანის კონტაქტით გამოწვეული სიამოვნება

 ოქსიტოცინის ამოფრქვევა ყველა ამ შემთხვევაში ხდება. შვილის კანზე მიხუტებისა და ძუძუთი კვების დროს. თუ შვილი არ გყავთ - მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ ოქსიტოცინის შადრევანი იფრქვევა ტვინში როცა საყვარელ ძაღლს ეფერებით (სხვა კვლევა არ წამიკითხავს, მაგრამ ალბათ კატასაც, ცხენსაც, ვისაც რა შინაური ცხოველი ესაყვარლება). ზუსტად იგივე ხდება ძაღლის ტვინშიც, ოღონდ მარტო მოფერებისას კი არა, პატრონის დანახვისთანავე.

ენდორფინები ქართულად რომ ვთქვათ ენდოგენური ანუ შინაგანი მორფინებია. გარეგანი ბიძაშვილი მორფივით აქვთ ტკივილგამაყუჩებელი და განწყობის ამამაღლებელი ეფექტი. ბედნიერებას რაც განიჭებთ, ენდორფინების გამოყოფას რომ იწვევს, ლოგიკურია (მათ შორის კარგი გემრიელი საჭმლის მირთმევა და პირის ჩატკბარუნება). მაგრამ იცით კიდევ რა იწვევს? ვარჯიში. ვინც აქტიურად ვარჯიშობს ეცოდინება, დატვირთვის მერე ჰაერში აღმტაცებელი ბედნიერების შეგრძნება რომ მიჰყვება ადამიანს - ზუსტადაც ენდორფინებია. ფაქტობრივად, შინაგანი და ძალიან სასარგებლო მორფის ზემოქმედების ქვეშ ხართ ვარჯიშის შემდეგ.

ზემოთ რაც ჩამოვთვალე, არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ის ქცევები იწვევს ამ ჰორმონების გამოყოფას და ტვინის ანუ თქვენს გაბედნიერებას. სასარგებლო ქცევების უმრავლესობა რამდენიმე მათგანს ერთად გამოათავისუფლებს და ასეთი ქცევები უფრო მეტია, ვიდრე გგონიათ. მუსიკა, განსაკუთრებით ისეთი თუ პირდაპირ გბურძგლავთ მოსმენისას - დოფამინს ამოაფრქვევს. სიცილი ენდორფინებს და დოფამინის შადრევანს იწვევს, ოღონდ ზრდილობიანი ღიმილი კი არა, მართლა მთელი სხეულით რო იცინით, ის. ლოგიკური მექანიზმია - სხეულის ვიბრაცია და შესაბამისი კუნთების რიტმული შეკუმშვა პირდაპირ ტვინში მიდის მაცქმუტუნებელ სიგნალად, გამოუშვით ბედნიერების ჰორმონებიო. ვარჯიში, გემრიელი საჭმლით ტკბარუნი საყვარელ ადამიანებთან ერთად, მედიტაცია, სიყვარულის ფიზიკური გამოხატვა, ჩახუტება, კოცნა, ადამიანებისაც და შინაური ცხოველებისაც, კარგი ძილი, სხვათა შორის მასაჟიც - ყველა მათგანზე იპოვით კვლევებს, როგორ იწვევენ იმ ჰორმონებიდან რომელიმეს ან სულაც ყველას გამოთავისუფლებას. ბროკოლის ჭამა და ხვალიდან დიეტაზე დადგომა არ მიხსენებია ჰო? მაგას თავისი სარგებელი მოაქვს, მაგრამ დიეტაზე თუ არ დგებით ჯანსაღი ცხოვრების ხათრით, ზემოთ ჩამოთვლილი ქცევები მაინც გაააქტიურეთ. იმიტომ, რომ ბედნიერება მხოლოდ ფილოსოფია კი არა, ფიზიოლოგიაცაა და ჰორმონალურ წესებს ემორჩილება.

 

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

ინტერვიუ ენდოკრინოლოგ ნინო გულუასთან

როგორ მივხვდე, რომ ფარისებრი ჯირკვალი მაწუხებს?

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები შესაძლოა გამოვლინდეს , როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი სიმპტომებით.

ადგილობრივი სიმპტომებია კისრის წინა ზედაპირის ვიზუალური ცვლილება, დაჭიმულობის შეგრძნება ან ტკივილი , რომლის ინტენსივობა შესაძლოა მერყეობდეს დისკომფორტის შეგრძნებიდან ძლიერი ინტენსვობის ტკივილამდე, ხმის ტემბრის ცვლილება, ყლაპვის გაძნელება (თუმცა აუცილებელია დიფერენცირება, ვინაიდან მსგავსი ჩივილების მიზეზი სხვა პათოლოგიები შეიძლება იყოს.)

რაც შეეხება ზოგად სიმპტომატიკას, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით გამოწვეული ჰორმონალური დისბალანსის: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მატების (ჰიპერთირეზისა) და  ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზის) კლინიკური სურათი  მრავალფეროვანია .

ჰიპერთირეოზის კლასიკური ნიშნებია:

  • წონის უმიზეზო სწრაფი კლება,ზოგჯერ გაძლიერებული მადის ფონზეც კი;
  • მომატებული აგზნებადობა და ემოციური ლაბილობა;
  • ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
  • ხელის თითების კანკალი;
  • არტერიული წნევის ციფრების მატება;
  • ნაწლავთა გახშირებული მოქმედება და სხვ.

ჰიპოთირეოზის  სიმპტომებია:

  • წონაში მატების ტენდენცია;
  • თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა;
  • ადინამია და გუნება-განწყობის დაქვეითება;
  • ყაბზობა;
  • კანის სიმშრალე;
  • ბრადიკარდია და სხვ.

ყველა სიმპტომი არასპეციფიკურია  და დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევები  და ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია.

როგორ დავიკლო წონაში უსაფრთხოდ?

წონაში დასაკლებად მიზანშეწონილია ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაც გულისხმობს ბალანსირებულ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას, არ გულისხმობს ექსტრემალურ დიეტებს, რომლებიც იწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას და ორგანიზმის გამოფიტვას. ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის ნორმალური  ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბა  უშუ­ა­ლოდ და­მო­კი­დე­ბუ­ლია კვე­ბის რა­ცი­ონ­ზე.

ჯან­სა­ღი კვე­ბა გულისხმობს ორ­გა­ნიზ­მის უზრუნველყოფას ისეთი აუ­ცი­ლე­ბელი ნივ­თი­ე­რებებით, რო­გო­რი­ცაა: ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, მი­ნე­რა­ლები  - არა ჭარ­ბად, არა­მედ საკ­მა­რი­სი ოდე­ნო­ბით და ასე­ვე სწო­რი თა­ნა­ფარ­დო­ბით. სწო­რი თანაფარდო­ბა ცილას, ცხი­მსა და ნახ­შირ­წყა­ლს შორის არის შესაბამისად - 1:1:4, ინ­ტენ­სი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვი­სას - 1:1:5, ხოლო გო­ნებ­რი­ვი შრო­მის დროს - 1:0.8:3. არჩევანი შეაჩერეთ  რთულ ნახშირწყლებზე. ეტაპობრივად გამორიცხეთ მარტივი ნახშირწყლები - ტკბილეული. იკვებებთ განსაზღვრულ დროს, ე.წ. „ქრონო-ნუტრიცია“ ძალიან მნიშვნელოვანია.

უკანასკნელი ათწლეულის კვლევებმა დაადასტურა, რომ საკვების მიღების დრო დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე, ძილ-ღვიძილის ციკლზე, ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეტაბოლური აქტივობისათვის. კვება  სხეულის რიტმთან სინქრონში ერთ- ერთი პირობაა მრავალი დაავადების, მათ შორის სიმსუქნის  პრევენციისათვის.

ეცადეთ  მოაწესრიგოთ კვების რეჟიმი, იკვებეთ ხშირად (დღეში 3-4-ჯერ მაინც ) და მცირე ულუფებით. ასეთი კვება აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. დალიეთ დღეში მინიმუმ 2,5 ლიტრი წყალი. გაითვალისწინეთ, რომ წვენი, რძე მიეკუთვნება საკვებს და არა სასმელს.

ჯანსაღი ცხოვრების ნაწილია ფიზიკური აქტივობა. ვარჯიშის შედეგად მცირდება როგორც კანქვეშა, ისე ვისცერალური ცხიმი, უმჯობესდება მეტაბოლიზმი და  სასიკეთოდ იცვლება ბიოქიმიური მაჩვენებლები. ყველაზე ეფექტურია რეგულარული, საშუალო დატვირთვით, მინიმუმ 40  წუთიანი ფიზიკური აქტივობა.

ასევე ეფექტურია ძირითად კვებებს შორის წახემსების ნაცვლად 1 წუთიანი ინტენსიური ფიზიკური აქტივობა - ე.წ. ‘exercise snacks,’ რაც ამცირებს მადას.

დაიმახსოვრეთ, შიმშილი ვნებს ორგანიზმს. ნუ გამოფიტავთ საკუთარ თავს უშედეგოდ. წონაში კლების პროგრამა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია.ბალანსირებული კვება და ფიზიკურ დატვირთვა არის უნივერსალური რეკომენდაცია იმისთვის,რომ უსაფრთხოდ  დავიკლოთ წონაში.

 

როგორ ვებრძოლო ჭარბოფლიანობას?

ჭარბიოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი, იმაზე მეტი რაოდენობით ოფლის გამოყოფაა, რაც სხეულის ნორმალური გაგრილებისთვისააა უცილებელი.

ჰიპერჰიდროზი შეიძლება იყოს პირველადი  ანუ  იდეოპათიური და მეორადი - სხვადასხვა  პათოლოგიური თუ ფიზიოლოგიოური მდგომარეობით გამოწვეული.

პირველადი ჰიპერჰიდროზი, როგორც წესი, ლოკალური ხასიათისაა (ხელის გულების, ფეხის გულების, იღლიების, სახისა და კისრის მიდამოების, ზურგის  ოფლიანობა). იდიოპათიური (დაუდგენელი მიზეზით) ჭარბიოფლიანობის მქონე პირთა 50%-ს ოჯახური ისტორია აქვს – ჭარბიოფლიანობა აღენიშნება ერთ-ერთ მშობელს მაინც. 

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზებია ჭარბი წონა, ორსულობა, მენოპაუზა, პოდაგრა, რევმატული ართრიტი, სხვადასხვა სიმსივნე, ალკოჰოლიზმი, დიაბეტი, ჰიპერთირეოზი , ინფექციები და ა.შ არ უნდა დაგვავიწყდეს მედიკამენტებიც, რომელთა გამოყენებისას ოფლიანობა გვერდითი ეფექტის სახით გვხვდება. მაგალითად, ჭარბიოფლიანობა ზოგჯერ შეიძლება თან ახლდეს  ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტებისა და ანტიდეპრესანტების,  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებისა და სიცხის დამწევების მიღებას.

გადაჭარბებული ოფლიანობა ხშირად სერიოზულ სოციალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს ქმნის.

როგორც უკვე აღვნიშნე, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რა არის ჭარბი ოფლიანობის მიზეზი, მეორადი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში ძირითადი დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა პრობლემის გადაჭრის აუცილებელი პირობაა.

პირველადი ჰიპერჰიდროზის შემთხვევაში მკურნალობა შედგება პროფილაქტიკური და სამედიცინო ზომების კომბინაციისგან.

პროფილაქტიკა გულისხმობს შემდეგ რჩევებს:

  • იხმარეთ თავისუფალი, ბუნებრივი მასალისგან (ბამბა, ტილო) შეკერილი სამოსი
  • ეცადეთ, ტანსაცმელი არ იყოს ერთი ფერის, რადგანაც ასეთ ქსოვილზე კარგად ჩანს გამოყოფილი ოფლი, ჭრელი ქსოვილი კი მალავს მას
  • დატვირთული დღის დროს თან იქონიეთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი
  • ფეხსაცმელი კარგად უნდა ატარებდეს ჰაერს. წინდები ნებისმიერი დახურული ფეხსაცმლის შიგნით აუცილებელია
  • თავსაბურავი ამცირებს თავის გაგრილებას და აძლიერებს ოფლიანობას
  • გამოიყენეთ დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები
  • ხშირი შხაპი აუცილებელია
  • მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს
  • სასურველია კვებითი ჩვევების კორექტირება - ალკოჰოლის და ცხარე საკვების მიღების შემცირება
  • ღამით ოფლიანობისას ეცადეთ თეთრეული იყოს ბუნებრივი, დაიფარეთ მსუბუქი, ჰაერგამტარი საბანი, დაიძინეთ ოთახში, რომლის ტემპერატურაც არ აღემატება 18 გრადუსს.

მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ თუ მარტივი ხერხები არ მოქმედებს?

ჰიპერჰიდროზთან ბრძოლისთვის სხვა მეთოდებიც არსებობს – კოსმეტოლოგიური და სამედიცინო მანიპულაციები, რომლებიც ამშვიდებს ზედმეტად მგრძნობიარე და აქტიურ საოფლე ჯირკვლებს:

  • ბოტოქსის ინექციები - ბოტულინოტოქსინი ნერვული დაბოლოებების ბლოკირებას ახდენს და ეს ნერვები ვეღარ გადასცემს საოფლე ჯირკვლებს შესაბამის სიგნალს. პროცედურა დაახლოებით, 30 წუთი გრძელდება და მისი შედეგი 1 წლამდე ნარჩუნდება.

 

  • ანტიქოლინერგიული პრეპარატები (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით) - ეს პრეპარატები არეგულირებენ იმ ნერვულ იმპულსებს, რომლებიც ჭარბოფლიანობის პროვოცირებას ახდენს. პაციენტების უმრავლესობა ოფლიანობის შემცირებას პრეპარატის მიღების დაწყებიდან 2 კვირაში ამჩნევს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, ამ პრეპარატების გვერდითი მოქმედებების გამო ხშირ შემთხვევაში მათი  ხანგრძლივად გამოყენება შეუძლებებლია.

 

  • ენდოსკოპიური სიმპატექტომია - ეს ქირურგიული ჩარევაა, მისი გამოყენება მხოლოდ გარკვეულ ზონებზე არის დასაშვები. სიმპატექტომია ერთჯერადი, მუდმივი ეფექტის მქონე პროცედურაა. სიმპატექტომია არ არის ჩარევა „ფართო გამოყენებისათვის“ – მას ხშირად მოსდევს ოფლიანობის კომპენსატორული გაძლიერება სხეულის სხვა ნაწილებში (ლოყების, ზურგის, ქვედა კიდურების არეში), რაც ხშირად ძალიან შემაწუხებელია. 

 

  • იონოფორეზი - სპეციალური უმტკივნეულო ფიზიოპროცედურა. იონოფორეზი ეფექტურია მხოლოდ ხელის მტევნებისა და ტერფების ოფლიანობის წინააღმდეგ. პროცედურა უნდა განმეორდეს კვირაში 2-3-ჯერ.

 

 

 

იმუნიტეტი

კორონავირუსიანობის და ვირუსიანობის დროს უცებ გაგვახსენდება ხოლმე, იმუნიტეტზე კარგი ძმაკაცი და გაჭირვების ტალკვესი რომ არაფერი გვაქვს და სასწრაფოდ დავფაცურდებით, აბა რამე ბალახი, ბულახი, ნაყენი, წვეთები, მალამო ან კისელი ხომ არ უპოვიათ ამასობაში, ერთიანად და სულ ბუკ-ნაღარით რომ აძლიერებდეს იმუნურ სისტემასო. მოკლედ, იმუნიტეტი კარგი რამე როა ყველამ ვიცით, ზუსტად როგორ მუშაობს - ალბათ ბევრმა არა. არადა, ერთერთი ყველაზე გენიალური ფენომენია მთელ ორგანიზმში და სამყაროშიც ალბათ.

იმუნური სისტემა არის მართლა სისტემა: დიიდი სისტემა, თავისი დეპარტამენტებით, უფროსებით, უმცროსებით, სპეციალური ბაზებით, უკვე გაწვრთნილი და ჯერ გასაწვრთნელი ჯარისკაცებით, ისტორიკოსებით და ასე შემდეგ. დიდი საქმეებიც ავალია - ორგანიზმში შემოჭრილი ნებისმიერი „უცხო“ უნდა გაარჩიოს საკუთარისგან და ადგილზევე გაბრდღვნას, სანამ გავრცელებას მოასწრებდეს. ეს უცხო შეიძლება იყოს ბაქტერია, ვირუსი, სოკო, პარაზიტი, სხვა ადამიანის უჯრედი და მოკლედ ყველაფერი, რაც თქვენი ორგანიზმისა არ არის. ეს უცხო ასევე შეიძლება იყოს სიმსივნური უჯრედი, რომელიც სადღაც, რატომღაც გადაგვარდა - მასაც იმუნური სისტემა ამოიცნობს, როგორც გადაგვარებულს, გაუცხოებულს და პოტენციურად საშიშს - ამოიცნობს და კლავს, სანამ გამრავლებას მოასწრებდეს. და ეს ხდება ყოველდღე, ყველა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. შესაბამისად, კორონავირუსი ხვალვე რომ გაქრეს პლანეტიდან, ჯანმრთელი და ძლიერი იმუნური სისტემა მაინც ყველას ისევ ისე დაგვჭირდება, როგორც ახლა გვჭირდება. თუმცა, არც ისეა საქმე, რაც ძლიერი და ჰიპერაქტიური იმუნიტეტი გვექნება, მით უკეთესიო. მეტისმეტად აქტიურ იმუნურ სისტემას მარტო ბაქტერია და ვირუსი კი არა, ყველაფერი უცხოდ და საშიშად ეჩვენება, ამიტომაც ორგანიზმის საკუთარ, ნორმალურ ქსოვილებს ესხმის თავს და ანადგურებს - შედეგად ვიღებთ ავტოიმუნურ დაავადებებს, რომლებიც ინფექციებზე არანაკლები ხათაბალაა. გადასარევი იქნებოდა, ზუსტად იმ იმუნური „დეპარტამენტების“ გაძლიერება შეგვეძლოს, რაც ამწუთას გვჭირდება, მაგრამ მთლიანი სისტემა იმდენად რთულია, ჯერ ბოლომდე ისიც ვერ გაგვიგია, როგორ მუშაობს, არათუ ჩვენს ნებაზე ვაკონტროლოთ.

კარგი მაშინ, მეტისმეტად გაძლიერება თუ არ გვინდა, საშუალოდ და საკმარისად როგორ გავიძლიეროთ, რომ ვირუსებსაც მიხედოს და გადაგვარებული უჯრედებიც ადგილზე გასკვანჩოს? ამ კითხვაზე ყველაზე რეალური და ეფექტური პასუხი ყველამ იცის, მაგრამ როგორც ადამიანებს გვჩვევია, შესრულებაზე თავს არ ვიკლავთ და ისევ ჯადოსნური ქაცვის ნახარშების იმედზე ვართ. პასუხი არის: საკმარისი ძილი, ნაკლები სტრესი, მოწევის შემცირება-დანებება, სწორი კვება და მეტი ფიზიკური აქტივობა. რა ვქნა, მეც ძალიან მინდა, რომ არსებობდეს რამე მცენარე, რომლის ნაყენსაც დავაყენებთ, დილა-საღამოს გადავყლურწავთ და ცუდი კვების, ცუდი ძილის და მჯდომარე ცხოვრების წესის მიუხედავად მაინც გადასარევი იმუნიტეტი გვექნება.

ძილი სიზმრების სანახავად არ მოუგონია ბუნებას. როგორც ბავშვების მშობლები ელოდებიან ხოლმე, როდის დაიძინებს პატარა, რომ სახლის საქმეებს მიხედონ, ასე ელოდება თქვენი ორგანიზმიც, როდის დაიძინებთ და მორჩებით წინ და უკან სირბილს თქვენ, რათა ბოლო-ბოლო დრო გამონახოს და ყველაფერი დააწყნაროს, დაალაგოს, გადააწყოს, გადმოაწყოს, გაასწოროს, აღადგინოს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში შედის იმუნური სისტემაც, მისი დეპარტამენტებისა და ჯარისკაცების ფუნქციონირებაც. კვლევებით პირდაპირაა ნაჩვენები, რომ არასაკმარისი ძილის გამო ინფექციების რისკიც იზრდება და მათი გადატანაც უფრო უძნელდება ორგანიზმს. ზრდასრულ ადამიანს 7-8 საათი მაინც უნდა ეძინოს, თინეიჯერებს 9-10 საათი და რაც უფრო მცირდება ასაკი, მით მეტი ძილია საჭირო. და მაშინაც, რაიმე ინფექცია თუ უკვე შეგეყარათ - ასევე კარგი ძილია ძალიან მნიშვნელოვანი გამოჯანმრთელებისთვის - ანუ თქვენი წყნარად ყოფნა, რომ ორგანიზმმა თავის საქმეს მიხედოს.

სწორი კვებაო, ესეც ვთქვით. იგულისხმება რაც შეიძლება მეტი ხრამუნა და ფერადი ხილ-ბოსტენული. რაც მეტი იქნება თეფშზე, მით უკეთესი. როგორც ვთქვით, ძალიან რთული სისტემაა იმუნიტეტი და ძალიან ბევრ ნივთიერებას საჭიროებს კარგად ფუნქციონირებისთვის. თქვენი ვალია ეს ყველაფერი საკვებით მიაწოდოთ და რაც საჭიროა და რამდენიც საჭიროა, ჯანმრთელი ორგანიზმი თავად შეითვისებს, არ მოერიდება. ვიტამინების დამატება მაშინაა საჭირო, როცა ნაკლებობა გვაქვს, თორემ სხვა მხრივ, კვლევების მიხედვით არ დასტურდება, რომ რომელიმე ვიტამინით გაჭყეპვა აუცილებლად გააძლიერებს იმუნიტეტს (იგივე ლოგიკაა: ნამცხვარი კი ტკბილი უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაც ხელში მოგვხვდება ყველა შეკვრა შაქარი უნდა ჩავყაროთ ცომში. რაღაც გარკვეული რაოდენობაა საჭირო კარგი შედეგისთვის და არა „რაც მეტი უკეთესი“). მოკლედ ახრამუნეთ ფერადი ხილ-ბოსტნეული - აი ეს კი ნამდვილად რაც მეტი, მით უკეთესი, იმიტომ, რომ საკმარისს მაინც არავინ მივირთმევთ და ბოსტნეულის დოზას, არ მგონია ვინმემ გადააჭარბოს. და მართალია ოფიციალური კვლევები არ გვაქვს, მაგრამ თუ ბებიის ნასწავლი რამე „საიმუნიტეტო“ რეცეპტი გეგულებათ, ჩირს, თაფლს, თხილეულობას და სასარგებლო პროდუქტებს რომ შეიცავს ან ნიორსაც გადასარევად ახრამუნებთ კერძებში - კი ბატონო, მიირთვით, ნაწყენი ნამდვილად არ დაგირჩებათ ორგანიზმი, თუ ასარჩევად ექნება საქმე, რომელი ერთი კარგი ნივთიერება შეითვისოს და დაიხმაროს. 

მოწევა რომ ყველაფერთან ერთად იმუნიტეტს და ყველანაირ დამცავ სისტემას ასუსტებს ორგანიზმში, ეგ დარწმუნებული ვარ ყველამ ვიცით და თავს არავინ იტყუებს, რომ თამბაქოს ტოქსინების ეფექტს რამე საკვები დანამატები გაანეიტრალებს. ასე რომ, მაგაზე აღარ ვისაუბრებთ.

სადაც ძილი, იქაც სტრესი ვახსენოთ. სტრესი მხოლოდ რამე ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ფენომენი თუ გგონიათ, ძალიან ცდებით. ეს ისეთივე ფიზიოლოგიური პროცესია, როგორც მაგალითად ინფექცია. და ჩვენს ჯინაზე პირდაპირ ურტყამს იმუნურ სისტემას. სტრესის მთავარი ჰორმონი რაცაა, კორტიზოლი, იმუნიტეტის პირველი მტერია - მისი ბიძაშვილი ნივთიერებები ჩვეულებრივ წამლებად გამოიყენება მედიცინაში, როცა პაციენტის იმუნური სისტემის დათრგუნვაა საჭირო ზოგი დაავადების დროს. შესაბამისად, რაც მეტია სტრესის დონე, მით დაბალია იმუნიტეტი. თქვენც დაკვირვებული იქნებით, ცხოვრებაში სტრესული პერიოდის დროს უფრო ადვილად ცივდები, უფრო რთულად მიმდინარეობს ინფექციები, ზუსტად მაშინ გამოყოფს თავს ტუჩზე ჰერპესი, სადღაც სხვაგან სოკო და ასე შემდეგ. იმიტომ, რომ იმუნიტეტი სუსტდება და ყველა გაიძვერა მიკროორგანიზმი მაშინ ბედავს გააქტიურებას. მოკლედ, სტრესი როგორმე და რამენაირად იმიტომ კი არ უნდა შევამციროთ, რომ კაი ხასიათზე ყოფნა კაია, არამედ იმიტომ, რომ იმუნიტეტი შევინარჩუნოთ. სტრესის შესამცირებლად სამსახურში რა უნდა ქნათ, მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ორი რამ კი ვიცით კვლევებით: სტრესი და მისი ჰორმონების დონე მცირდება კარგი ძილით და ფიზიკური აქტივობით, განსაკუთრებით ბუნებაში. აქტივობაში 1 საათი სირბილი არ იგულისხმება მაინცდამაინც. თუ ამას ახერხებთ, გადასარევია, მაგრამ თუ ვერა - დღეში 30 წუთი ფეხით სიარულიც უკვე ძალიან კარგი საქმეა ორგანიზმისთვის. კარგია იმუნიტეტისთვის, გულისთვის, სისხლძარღებისთვის, სიმსუქნისა და დიაბეტის, წნევის და უამრავი დაავადების რისკის შემცირებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ სულ 30 წუთიანი დატვირთვა, სწრაფი ნაბიჯით სიარული მაგალითად, საკმაოდ კარგად ამცირებს სტრესის ჰორმონების დონეს. განსაკუთრებით ბუნებაში, პარკში მაგალითად. ესეც დავამატოთ სიას, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ერთი შეხედვით - მეტი პარკისა და მწვანე ზონების ქონა ქალაქებში, დასტრესილი და დაკავებული ადამიანებისთვის ხელ- და ფეხმისაწვდომ ადგილას. ოღონდ სილამაზისთვის კი არა, ზუსტადაც იმუნური სისტემისთვის.  

 

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

 

 

 

გრიპს ანტიბიოტიკები არ შველის

წინა ნაწილში ვეცადეთ, რაც შეიძლება კარგად და მონდომებით გაგვემიჯნა ჩვეულებრივი გაციება და გრიპი ერთმანეთისგან - ორივე ვირუსულია, მაგრამ ერთი მსუბუქი და მეორე სერიოზული დაავადებაო, ვთქვით. და დაგპირდით, რომ თითოეულთან გამკლავების ან სულაც თავიდან აცილების გზებზე ვისაუბრებდით შემდეგ ჯერზე.

დავიწყოთ გრიპით:

ჩვეულებრივი გაციების ვირუსების საწინააღმდეგოდ წამლები არც არსებობს. მსუბუქი დაავადებაა, ორგანიზმი თავისით ერევა და მაქსიმუმ სიმპტომების შემსუბუქებით, სიცხის დაწევით ან ცხვირში ჩასაწვეთებლებით დავეხმაროთ თავს. გრიპისთვის კი, რადგანაც შედარებით საშიში ინფექციაა, არსებობს სპეციალური, ანტივირუსული მედიკამენტი. ოღონდ არა ანტიბიოტიკი. ვირუსულ დაავადებებს ანტიბიოტიკები არ შველის, რადგან ისინი მხოლოდ ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებებია. ბაქტერიები და ვირუსები კი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც ადამიანები და ვირუსები. თქვენ თქვენივე გრიპის ვირუსს მაინცდამაინც არ ჰგავხართ ჰო? შესაბამისად, ვირუსული დაავადებისას ანტიბიოტიკის მიღება, აქაოდა ვირუსს მოკლავსო, ისეთივე გულუბრყვილობაა, როგორც - ბებიათქვენის წნევის წამლის დალევა გრიპისას - იქნება ვირუსს წნევა დაუგდოსო. ვირუსული დაავადებებისას ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა (უფრო კი „ორგანიზმის გაჭყეპვა“ იქნებოდა სწორი ტერმინი) სრულიად დაუშვებელი და ძალიან გულუბრყვილო საქციელია, რომელიც მხოლოდ მოსალოდნელი გართულებების წისქვილზე ასხამს წყალს. როდის გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტია საჭირო და როდის ანტიბიოტიკი, თანდართული ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ - ამის გასაგებად უნდა მივმართოთ ექიმს და შესაბამისი წამლის რეცეპტიც მისგან წამოვიღოთ.

• მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ მოერიდოთ ადამიანებთან კონტაქტს გამოჯანმრთელებამდე, რადგან დაავადების პერიოდში გრიპის ვირუსის ყველა მიმართულებით მფრქვეველ შადრევანად იქცევით.

• გახსოვდეთ, რომ გრიპის ქონისას განსაკუთრებით სახიფათო ხართ მოხუცების, ბავშვების, ორსულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის

• გადადება შესაძლებელია სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან დაახლოებით 1 კვირის მანძილზე

• გრიპის გავრცელება თუ არ გინდათ, ყველაზე კარგი საშუალება ამის თავიდან ასარიდებლად ყველაზე მარტივია - ხშირად დაიბანეთ ხელები და გაანიავეთ სახლი. ვირუსი სწორედ საყოფაცხოვრებო საგნებით და ჰაერით გადადის. საგნებზე კი ჩვენი ხელებიდან ხვდება. ამის გამო, ასევე სჯობს, თუ დაცემინებისას ცხვირ-პირზე მკლავს, იდაყვის ფოსოს აიფარებთ და არა მტევანს. იმ ხელით მერე უამრავ საგანს და ადამიანს შეეხებით, იდაყვის ჩაღრმავებით კი - სავარაუდოდ არაფერს.

სწორედ იმიტომ, რომ გრიპი არის საშიში და ალბათ ყველას მისი თავიდან აცილება გვირჩევნია, ვიდრე ორკვირიანი ცუდად ყოფნა და იმ ანტივირუსული, საკმაოდ ძლიერი წამლების სმა - არსებობს აცრა. თუ დაფიქრდებით, ბევრი დაავადების აცრა ცხოვრებაში ერთხელ-ორჯერ კეთდება, ბავშვობაში მაგალითად და სულ ეგ არის. გრიპია მგონი ერთადერთი დაავადება, რომლის საწინააღდეგო აცრაც წელიწადში ერთხელ კეთდება. მიზეზი ისევ ამ ვირუსის ეშმაკობაშია - ყოველ წელს ახალ მუტაციებს განიცდის და ახალ-ახალი ნიღბებით იწყებს ტრიალს გარშემო. ჩვენს იმუნურ სისტემას საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვს - ადრე გადატანილი ზოგი ვირუსი კარგად ახსოვს და ორგანიზმში მეორედ გაჭაჭანების საშუალებას არ აძლევს ხოლმე. მაგრამ გრიპი რომ ახალი ნიღბით მიადგება, იმუნიტეტი ვერ ცნობს და სანამ ბრძოლას დაუწყებდეს, დაავადება ვითარდება. შემდეგ წელსაც იგივე მეორდება: დაბნეული იმუნიტეტი მისჩერებია ახალი ნიღბით მომდგარ გრიპის ვირუსს, თითქოს კი ეცნობა, მაგრამ თანაც თითქოს არა - საბოლოოდ, სანამ ანტივირუსული იმუნური ძალების მობილიზება მოესწრებოდეს, უკვე გაგანია გრიპი გვაქვს. ამიტომაც, გრიპის ვაქცინა ყოველ წელს თავიდან იქმნება: მეცნიერები წლის დასაწყისშივე ითვლიან პროგნოზს, რომელ ნიღბებს მოირგებს შემოდგომაზე გრიპი, ვირუსების სეზონი რომ გაიხსნება. შემდეგ, ზუსტად ამ ნიღბების მიხედვით იქმნება იმ წლის აცრა და იმუნურ სისტემას ვაგებინებთ, წელს ამ ნიღბებით მოგადგება გრიპი და იცოდე არ დაიბნე, ეგრევე ეცი და დაკბინეო. სანამ ვაქცინა თქვენს იმუნიტეტს უკითხავს ლექციას იმწლევანდელ გრიპზე, თქვენ ეს იცოდეთ:

• საქართველოში შემოდის გრიპის ორნაირი ვაქცინა: INFLUVAC (ჰოლანდია) და VAXIGRIP (საფრანგეთი)

• ვაქცინაციიდან სადღაც 2-3 კვირა უნდა გავიდეს, იმუნიტეტი რომ ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, აცრის გაკეთება რეკომენდირებულია ოქტომბერში/ნოემბრის დასაწყისში, რათა აცივების, გაცივების და გრიპის სეზონს მომზადებული დახვდეთ.

• იმუნიტეტის გამომუშავებამდე დაცული არ ხართ და გრიპი მაინც შეიძლება გადაგედოთ.

• როგორც ვთქვით, გრიპის ვაქცინა იცავს გრიპის ვირუსის იმ ტიპებისგან („ნიღბები“ რომ ვუწოდეთ), რომლებიც იმ წელს ყველაზე აქტიურები იქნებიან. ჩვეულებრივი გაციების ვირუსები კი სულ სხვა ხალხია, როგორც უკვე იცით, შესაბამისად, გრიპის აცრა მათგან ვერ დაგიცავთ (უბრალო გაციების საწინააღმდეგოდ საკუთარი იმუნიტეტი და ხელების ხშირი დაბანა საკმარისია)

• აცრის გაკეთება შეუძლია ყველას, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც გრიპი უფრო საშიშია გართულებების დიდი რისკის გამო -მოხუცების, ბავშვების, ორსულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის

• გრიპის აცრა კეთდება ბავშვებში 6 თვის ასაკიდან.

• ვაქცინა მზადდება კვერცხის ცილაზე, შესაბამისად, აცრამდე აუცილებლად უთხარით ექიმს, თუ კვერცხზე ალერგიული ხართ. უთხარით ისიც, ზოგადად თუ ხართ ალერგიული. ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად წყდება, აცრის გაკეთება უფრო დიდი რისკია თუ გრიპის გადატანა.

• გრიპის აცრა არ კეთდება მწვავე დაავადების ან ცხელების ქონის შემთხვევაში. ამ დროს საჭიროა მოცდა და გამოჯანმრთელება ვაქცინაციის შემდეგ.

• გრიპის ვაქცინა გრიპს ვერ გამოიწვევს - მასში მხოლოდ ვირუსის „ნიღბის“ ნაწილებია წარმოდგენილი, იმუნიტეტისთვის გასაცნობად. მთლიანი ვირუსი შიგ არ არის.

• გრიპის ვაქცინის გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს ალერგია, იმ შემთხვევაში თუ ალერგიული ხართ მასში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე (თუ ალერგიული არ ხართ, რა თქმა უნდა, არც არაფერი გამოვლინდება)

• შედარებით ხშირი გვერდითი ეფექტებია: ინექციის ადგილის ტკივილი, სიწითლე, შესიება და ასე შემდეგ. ასევე, გაციებისმაგვარი სიმპტომები: სისუსტე, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ცხელებაც კი. თუმცა, ეს რა თქმა უნდა არ არის გრიპი, არ არის საშიში და მალევე გაივლის. ეს გვერდითი ეფექტები ვლინდება აცრიდან დაახლოებით 3 დღის მანძილზე და როგორც წესი, 1-2 დღეში თავისით, მკურნალობის გარეშე ქრება.

მოკლედ, იფიქრა, იძია, იკვლია მეცნიერებამ რა ვუყოთ ვირუსების სეზონსო და საბოლოო ჯამში ეს მოიფიქრა: მამაპაპურად, ხელების ხშირი დაბანა საპნით (თურმე ეს უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტურია, ვიდრე ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავება); მამაპაპურად, სახლის ხშირი განიავება, რომ ჰაერი ვირუსებისგან გაიწმინდოს; მამაპაპურად, გრიპის სეზონზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მორიდება; და თანამედროვე მეცნიერულად - გრიპის საწინააღმდეგო აცრა საკუთარი თავის და კიდევ უფრო თქვენი ახლობლების - ბავშვების, მოხუცების, ორსულების და ქრონიკული დაავადებების მქონეების დასაცავად.

 

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

ასეთი რა სირთულეები უდგას ექიმთან კონსულტაციაზე წასვლას წინ?

ალბათ ბევრჯერ გქონია საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები, თუმცა პრობლემა იმდენად მწვავე და საგანგაშო არ მოგჩვენებია, რომ ექიმთან კონსულტაციაზე წასულიყავი.

არადა, რამდენი შემთხვევა გაგვიგია ან გვინახავს, როცა დიდი, რთული ამბავი ერთი უმნიშვნელო წუხილით დაწყებულა.

ასეთი რა სირთულეები უდგას წინ ექიმთან კონსულტაციაზე წასვლას?

რამდენიმე ნაცნობი დაბრკოლება:

• არ იცი რომელ ექიმთან მიხვიდე

ექიმთან ურთიერთობის დაწყებამდე, იმისთვის, რომ დარწმუნდე, ის ის არის და შენ შენ ხარ, მნიშვნელოვანია ერთი-ორი დადებითი რეკომენდაცია მოისმინო. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მიდგე-მოდგე, გაიგო შენ გარშემო ვის ჰქონია ამგვარი ჩივილები, მერე იმან როგორ აარჩია ექიმი, გაამართლა თუ არა ამ ექიმმა, თუ გაამართლა, რომელ კლინიკაშია, რა ღირს კონსულტაცია და ა.შ.

• კონსულტაციაზე ჩაწერასაც მოხერხება უნდა

მაშინ როცა იპოვე ის ერთადერთი, რომლის დასკვნასაც სხვა სამ, სათადარიგო ექიმთან გადასაზუსტებლად არ წაიღებ, კონსულტაციაზე ჩაწერას გადაწყვეტ და ტელეფონს მოიმარჯვებ, აღმოაჩენ, რომ ამა წლის ბოლომდე სასურველ ექიმთან ვერ მოხვდები, რადგან ჯერ კიდევ შარშან ჩაწერილი პაციენტების გადარჩენილი ნაწილი ელოდება თავის რიგს.

• გზები სულ და მუდამ გადატვირთულია

თბილისი პატარა ქალაქია, ბევრი ვიწრო ქუჩით, მაღალ-მაღალი კორპუსებით და მრავალმანქანიანი ოჯახებით. კონსულტაციაზე დათქმულ დროს მისასვლელად, თუ კლინიკის კარის მეზობელი არ ხარ, გზასა და მოსალოდნელ საცობებზე მინიმუმ ნახევარი საათი, მაქსიმუმ კი X:X დრო უნდა გაითვალისწინო.

• პარკირების პრობლემა

მიუახლოვდი დათქმულ ადგილს, სრულად დაფარე ეკლიანი გზა კლინიკამდე და ახლა მის გარშემო რამდენიმე წრეზეც უნდა წახვიდე, რადგან პარკირების ადგილი ასე მარტივად ვის მოუკრეფია?!

• მოსაცდელში პაციენტების გრძელი რიგები

და აი მაშინ, როცა მანქანაც დააბინავე, კლინიკაშიც შეხვედი, რეგისტრაციაც გაიარე, რიგის ნომერს გაჩეჩებენ, რადგან წინასწარ ჩაწერილი ხარ თუ არა, ამას არ ჰქონია მნიშვნელობა და საოცნებო ექიმის კაბინეტიდან კლინიკის ეზომდე გაშლილ პაციენტების ჯაჭვს უნდა შეუერთდე.

ამ და სხვა შეფერხებების გააზრების შემდეგ, ექიმთან არწასვლის სურვილს მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით ვერ განვმარტავთ. ვიწყებთ ჩივილების უგულებელყოფას, მათი მალე გაქრობის იმედით, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის არაა კაი ამბავი.

REDMED-ით კი ექიმის არჩევა მარტივია, შეგიძლია გაეცნო ინფორმაციას მისი განათლებისა და სტაჟის შესახებ, წაიკითხო სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებული შეფასებები. შეარჩიო მომსახურების ხელსაყრელი დრო და ამგვარად მიიღო ექიმისგან ვიდეო/აუდიო რჩევა... ან სულაც სახლში გამოიძახო.

გადმოწერე აპლიკაცია და გაიმარტივე ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

როგორ დავიწყე ანტიდეპრესანტების მიღება

თვალს ვახელ.

კედელზე ჩამოკიდებული საათი ჩვეულზე უფრო ხმამაღლა აწიკწიკებს თავის წყეულ წამების ისარს. 3-ს უკლია წუთები. შუადღეა. მხოლოდ საათის შეხედვით ვხვდები, რომ დაახლოებით საათნახევარი მეძინა. ბოლო 10 დღეა ჩემი ცირკადული რითმი სრულიად მოიშალა - ან არ მძინავს, ან უშედეგოდ ვცდილობ რომ დავიძინო.

თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია - ღამისთევას ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე შეჩვეული ვარ. ქირურგიაში მუშაობის მრავალწლიანმა გამოცდილება ერთი რამ კარგად მასწავლა - ყველა შესაძლო მომენტში უნდა დაიძინო, რადგანაც წინასწარ არ იცი, როგორი მორიგეობა გექნება. მეც შემეძლო ნებისმიერ მომენტში ჩამძინებოდა, თვალის დახუჭვიდან 5 წუთში. ახლა კი უკვე მეათე დღეა ვერ ვიძინებ. უფრო სწორად, ვერ ვხვდები, როდის მძინავს. ჩემს აღქმაში უბრალოდ ვთვლემ, მაგრამ ძილი არ მოდის.


მუდმივად დაღლილი ვარ. საქმის კეთების ძალა არ მაქვს. უმცირესი მოტივაციაც კი არ მაქვს, რომ რაიმე ღირებული გავაკეთო, ამიტომაც დაუსრულებლად ვსქროლავ ნიუსფიდს. შუალედებში ზედიზედ ვუყურებ სერიალს. 4 სეზონი ამოვწურე 3 დღეში. სარკეში ჩაწითლებული თვალების შემხდვარე იმაზე ვფიქრობ, წვეთები ხომ არ ამოვიტანო აფთიაქიდან. სახლიდან გასვლის თავი არ მაქვს.


შხაპს ვიღებ. ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ ცოტა ჩამთვლიმა და წავბორძიკდი. ვჯდები და დახუჭულ თვალებს მუხლებს ვაჭერ. ისეთი სცენაა, ფილმის მთავარი გმირი რომ პირველად მოკლავს ვინმეს და შხაპის ქვეშ რომ აქვს „ბრეიქდაუნი“. ტელეფონი მაინც შემომეტანა, ეგებ რამე შესაბამისი მუსიკა ჩაერთო ალგორითმს.


დასაწერი სტატიების განრიგს ჩამოვრჩი. თითოეული ჩემი ნამუშევრის უკან მინიმუმ 10 წაკითხული სამეცნიერო ნაშრომია და მე კი რაიმეს წასაკითხად კონცენტრაციას ვერ ვიკრებ. ვცდილობ რაიმეს თარგმნა ვაიძულო საკუთარ თავს, ეგებ ამან მიშველოს - უშედეგოდ. 6 საათი დავჭირდი 100 სიტყვის დაწერას.


მადას არ ვუჩივოდი, მაგრამ ახლა ჭამის სურვილი არ მიჩნდება. ძალით ვყლაპავ ლუკმებს. მინდა რომ ყავა და ჩაი არ დავლიო, მაგრამ არ გამომდის. თუ მაინც მღვიძავს, ეგებ დაწმენდილი გონება მქონდეს, რომ რამე გავაკეთო. საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ მანკიერი წრე იკვრება - კოფეინს ვიღებ რომ ცოტა მოვფხიზლდე და ენერგიაზე მოვიდე, მაგრამ ეს კოფეინი საბოლოოდ ჩაძინებაში მიშლის ხელს, რის გამოც კიდევ კოფეინის სმა მიწევს. ჯერ ვერ გავარღვიე ეს ჩაკეტილი წრე.


ვიცი რაც მაწუხებს. ბოლო რამდენიმე წელია შემოდგომა-ზამთრის გასაყარზე სულ ასე ვარ, ოღონდ უფრო მსუბუქი ფორმით. ძილის პრობლემა აქამდე არ შემქმნია და ეს ამ სეზონზე ახალია. ბოლო პერიოდის სტრესის ბრალი უნდა იყოს.

სეზონურ აფექტურ აშლილობას (SAD) ჩვენში მარტივად სეზონურ დეპრესიას უწოდებენ. იგი დიდი დეპრესიული აშლილობის ქვეტიპად განიხილება, თუმცა ფსიქიატრთა ნაწილის არგუმენტირებით, ეს დამოუკიდებელი დაავადებაა. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ SAD ზამთრის დადგომის თანმდევად დღის სინათლის შემცირებით გამოწვეული ცირკადული რიტმის ცვლილების ბრალი იყოს.

დაავადების სიმპტომები მჭიდრო კავშირშია გუნება-განწყობასთან: უმეტესად გამოხატულია დეპრესია, უიმედობა, კონცენტრაციის უუნარობა, კვების დარღვევა და მადის ცვლილება (შესაძლოა ადამიანს მუდმივად ჭამა უნდოდეს და წონაში მოიმატოს, ან პირიქით უმადობისა და კვების შემცირების ხარჯზე გახდეს), დარღვეულია ძილი (შესაძლოა გამოხატული იყოს ძლიერი ძილიანობა ან პირიქით - უძილობა). SAD-ის დიაგნოზის დასასმელად 2 წლიანი ანამნეზია საჭირო - მსგავსი სიმპტომები 2 სეზონის მანძილზე, თითქმის იდენტურ დროის პერიოდში უნდა გამეორდეს. მკურნალობის სქემაც რამდენადმე განსხვავებულია - პაციენტებს ანტიდეპრესანტებთან ერთად სინათლის თერაპია ენიშნებათ. დღის სინათლე უშუალო გავლენას ახდენს ორგანიზმში სეროტონინის წარმოქმნაზე და მის დეფიციტს დეპრესიული განწყობის შექმნა შეუძლია. ამიტომ, SAD-ის დროს დღის განათების იმიტაციას ხელოვნურად, სახლის პირობებში ვქმნით. ამგვარად, ზამთრის მოკლე, ნაკლებად მზიანი დღეების დეფიციტს ასეთი ფორმით ვინაზღაურებთ.


ჩემი უახლოესი მეგობარი, ფსიქიატრია. საკუთარ ამბავს ვუყვები, ოღონდ მხოლოდ უძილობაზე ვამახვილებ ყურადღებას და ვთხოვ, შესაბამისი საძილე აბები მირჩიოს. რადგანაც მანამდეც ვისაუბრეთ და თვითონაც ძალიან კარგად მიცნობს და ორ წამალს მეუბნება - ერთს საძილეს და ერთს ანტიდეპრესანტს, რომელსაც თანამდევი ინსომნიის სამკურნალოდ იყენებენ.

წამლის ანოტაცია ონლაინ მოვიძიე და გულდასმით წავიკითხე. შესაძლო გვერდითი ეფექტები და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების თავისებურებანი მივინიშნე. მეზობლად მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დავრეკე და დავაზუსტე, რა დასახელებით ჰქონდათ ეს მედიკამენტი. გულის სიღრმეში მაინც ერთი აზრი მიტრიალებს: იქნებ უბრალოდ საძილე მედიკამენტის დალევით გამოვძვრე?


ერთ-ერთი ყველაზე რთული ანტიდეპრესანტის ყიდვისას იმის გააზრებაა, რომ დეპრესია გაქვს. არა, ამას შესაძლოა შესანიშნავად იაზრებდე, მაგრამ საკუთარ თავთან ამის აღიარებაა რთული. იმისთვის, რომ „ნორმალური“, ჯანმრთელი ადამიანივით იფუნქციონირო, შენს ორგანიზმს დამატებით ტაბლეტების სმა სჭირდება. თან საქმე უბრალო მედიკამენტს არ ეხება - მკურნალობის კურსი გაცილებით ხანგრძლივია და ეფექტსაც მოგვიანებით ნახავ. შესაძლოა უკეთ გახდომაზე ფიქრი დროში გაიწელოს და საკუთარ თავს სულ უფორ ხშირად უმეორო ეს ჩუმად ნერვების მჯიჯგნავი კითხვა: იქნებ მედიკამენტი არ მუშაობს?

მე თვითონ ბევრჯერ მისაუბრია სხვასთან დეპრესიაზე სხვასთან. საზოგადოებაში ფსიქიატრიის ირგვლივ არსებული სტიგმა ბოლო პერიოდში მოლღვა და ყინულიც ნელ-ნელა დაიძრა - ფსიქიატრთან ვიზიტის შესახებ ხმამაღლა საუბარს უხშირეს ადამიანებმა.

ყველაზე ხშირად თანამოსაუბრისთვის იმის ახსნა მიწევს რომ დეპრესია სულაც არ ნიშნავს, რომ სუსტი ადამიანი ხარ, ან ცხოვრებასთან დამარცხდი. ეს უბრალოდ დაავადებაა, რომელიც შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გემართება და რომელსაც მკურნალობა სჭირდება. აი, პნევმონია (იგივე „ფილტვების ანთება“) რომ დაგემართოს, ამის თქმის და აღიარების ხომ არ შეგრცხვება? დამოუკიდებლად ამას ხომ ვერ უმკურნალებ? სრულიად ლოგიკური და აუცილებელი ნაბიჯი ექიმთან ვიზიტია.

მკურნალობას რაც შეეხება, ამისთვის მარტივ ანალოგიას ვიშველიებ: დეპრესიის მკურნალობა მარათონია და არა სპრინტი. აქ სასურველი შედეგის მიღება რამდენიმე კვირა, ზოგჯერ კი თვეები სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თავს გაცილებით უკეთ გრძნობდეთ, მკურნალობის ხანგრძლივი კურსი მაინც ბოლომდე, სპეციფიურად არის მისაყვანი - მოულოდნელად შეწყვეტილ მკურნალობას მძიმე გართულებები შეიძლება მოყვეს.

ეს ყველაფერი მე ძალიან კარგად ვიცი. დღე არ გავა, რომ დეპრესიაზე რაღაც ახალი არ წავითხო და მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც: აფთიაქში ანტიდეპრესანტის საყიდლად შესვლა ძალიან გამიჭირდა.


შინდისფერ კოლოფს ვხსნი და ტაბლეტებს ვათვალიერებ. ოვალური, ამობურცული აბის შუაში გავლებული ხაზი დოზას ორად ყოფს. მაგიდაზე ვდებ და თითით ზემოდან ვაწვები. ადვილად იყოფა თურმე შუაზე. შემდეგი 3 თვე ამის გაკეთება დღეგამოშვებით მომიწევს. მთავარია არ დამავიწყდეს. მობილურში აპლიკაცია ჩავიწერე, რომელიც ყოველდღიურად ჩემს მაგივრად გაიხსენებს წამლის დალევის დროს.

საბანში გახვეული ნახევარ აბს უწყლოდ ვსვამ და თვალებს ვხუჭავ. ვიცი, რომ მომენტალურად არ დაიწყებს მოქმედებას, მაგრამ ვცდილობ მივეხმარო.

ცოტა ხანში ვგრძნობ, რომ ქუთუთოები დამიმძიმდა - წამწამებზე თითქოს რაღაც მექაჩება და თვალის გახელაში მიშლის ხელს. მღვიძავს, მაგრამ მთლად მღვიძარე ნამდვილად არ მეთქმის. სადღაც ჩაძინების ზღვარზე ვარ გაჭედილი.


სველ ასფალტს მზე აცხუნებს და მანქანის ზეთის ფერად ლაქაში ირეკლება. ირგვლივ ნისლია და მის მიღმა სწრაფი მდინარის ხმა ჩემამდე აღწევს. ნაცნობი სახლისკენ ფეხით ვაგრძელებ გზას. სახლში შესულს ბებია მეკითხება, ხომ არ დავსველდი. არათქო ვპასუხობ და საწვიმარს სკამის ზურგზე ვკიდებ, ხოლო სკამს - ღუმელთან ახლოს. სვანური ღუმელის კარში მოგიზგიზე ნაკვერჩალი ჩანს და ეს საუცხოო სითბო სრულად ავსებს მთელ ოთახს. ქურთუკს ორთქლი ასდის და მასზე თვალგაშტერებული ვიაზრებ, რომ ბებიაჩემი 10 წელზე მეტია რაც გარდაიცვალა.

ვხვდები, რომ მძინავს.

პირველად მოხდა, რომ ამის გააზრებისთანავე არ გამომღვიძებია. თვალებით კედელზე ნაცნობ ადგილს ვეძებ, სადაც საათი ჰკიდია. ისრები მოუხსნია ვიღაცას. ახლა უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ მძინავს. 10 წელზე მეტია ბებია არ დამსიზმრებია.

- როგორ ხარ, ნონია?


პირველი 10 დღის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ფერად, საინტერესო და ბევრ სიზმარს ვნახულობდი. განცდა მქონდა, რომ თითოეული დაძინებისას ძალიან საინტერესო სერიალის მთლიან სეზონს ვნახულობდი. გაუღვიძებლად მეძინა მინიმუმ 8 საათი. ვიღვიძებდი სრულად დასვენებული და ენერგიული. ფსიქიატრთან ვიზიტებმა მოსალოდნელი შედეგი გამოიღო - ბოლო 1 თვის მანძილზე პირველად ვიგრძენი სრული შინაგანი სიმშვიდე.

ცირკადული რითმი მომიწესრიგდა: ღამე მძინავს და დღე ვსაქმიანობ. ვსეირნობ ეზოში და ვიღებ მზის აბაზებს. თვალსა და ხელს შუა ვგრძნობ ენერგიის მომატებას. ვკითულობ ლაღად და კონცენტრაციის სრული მოკრებით. წერაც განვაახლე. განცდა მაქვს, რომ ყოველი მომდევნო დღე წინაზე უკეთესია. ბოლო 1 წლის განმავლობაში პირველად ჩემს გონებაში გაიჟღერა სიტყვამ „ოპტიმიზმი“.

ხანგრძლივი მკურნალობის მარათონში პირველი, ყველაზე მძიმე ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

 

ავტორი: დიმიტრი ლიპარტელიანი

განათების მნიშვნელობა ბიოლოგიური რითმისათვის

წყვდიადი, რომელშიც მზის სხივიც კი ვერ აღწევს - ამგვარი გარემოა გამეფებული პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ბნელი ადგილას, კენტუკის შტატში მდებარე მამოტის გამოქვაბულში. სწორედ აქეთკენ ჰქონდათ აღებული გეზი ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორს, ნათანიელ კლეიტანსა და მის მკვლევარ-ასისტენტს ბრუს რიჩარდსონს. 6 კვირის სამყოფი წყლით, საკვებით და კვლევისთვის აუცილებელი ინვენტარით დატვირთული ორი მეცნიერი 1938 წელს მამოტის გამოქვაბულში შევიდა, რათა უკუნ სიბნელეში ნათელი მოეფინათ გამოცანისთვის, რომელიც მათ თითქმის 200 წლის წინ მოღვაწე ფრანგმა გეოფიზიკოსმა, ჟან-ჟაკ დე ორტუს დე მეირანმა დაუტოვათ.

 

საავადმყოფოს მაღალფეხიანი საწოლები კლეიტანმა და რიჩარდსონმა წყლით სავსე რკინის ყუთებში მოათავსეს, რათა გამოქვაბულის მარადიულ უკუნში მობინადრე არსებებს მათთან ერთად ძილის საშუალება წართმეოდათ. მათი კვლევითი ინვენტარის მთავარი ინსტრუმენტი თერმომეტრი გახლდათ - მეცნიერებს თავიანთი სხეულის ტემპერატურა რეგულარულად უნდა ეკონტროლებინათ, რაც შემდგომში მათი კვლევის ობიექტურ საზომად გამოდგებოდა. ჯერ კიდევ მაშინ ექიმებისთვის ცნობილი იყო, რომ დღე-ღამის განმავლობაში ჯანმრთელი სხეულის ტემპერატურა იცვლებოდა - დღისით იგი უფორ მაღალი იყო, ვიდრე ღამით, თუმცა ამის მიზეზი მათთვის უცნობი გახლდათ.

 

საკუთარ ექსპერიმენტში გაცილებით ნაკლებად რადიკალური გახლდათ ჟან-ჟაკ დე ორტუს დე მეირანი. 1729 წელს იგი ჰელიოტროპულ მცენარეებს იკვლევდა - ეს უკანასკნელნი მზის ტრაექტორიას აყოლებენ საკუთარ სხეულს. პირველი რაც თავში გაგიელვებთ მზესუმზირაა და არც შეცდებით- მზესუმზირა ჭეშმარიტად ჰელიოტროპული მცენარეა.

 

ფრანგი მკვლევარი განსაკუთრებით დაინტერესებული ერთი ძალზე გამორჩეული მცენარით გახლდათ- Mimosa pudica ანუ მორცხვი მიმოზა. ეს უკანასნელი დღის განმავლობაში მზის ტრაექტორიას გასდევდა, მაგრამ დაღამებისთანავე, მისი ფოთლები იკეცებოდა. შედარებისთვის შეგიძლიათ ყაყაჩო წარმოიდგინოთ, რომლის ყვავილიც მსგავსი რითმულობით იშლება და იხურება. მცენარის სასიცოცხლო ციკლი მისი ფოთლების რიტუალური გაშლა-დაკეცვით მიმდინარეობდა, რამაც დე მეირანს ლოგიკური კითხვა გაუჩინა: როგორ არჩევს მცენარე ერთმანეთისგან დღეს და ღამეს?

 

მანამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ჰელიოტროპულ მცენარეთა ამგვარ უცნაურ ქცევაში დამნაშავე მზე გახლდათ. სწორედ მისი სხივები აიძულებდა ამ უცნაურ მცენარეებს მსგავსი ძილ-ღვიძილის რითმში ცხოვრებას, თუმცა ფრანგი მეცნიერი რამდენადმე განსხვავებული შეხედულების გახლდათ.

საკუთარ ექსპერიმენტში მან მორცხვი მიმოზა სრულიად ბნელ ყუთში 24 საათით მოათავსა. თუ ყველაფერი მართლაც მზის სხივებზე იქნებოდა დამოკიდებული, მაშინ მცენარის ფოთლები საერთოდ არ უნდა გაშლილიყო. ჭკვიანურად დაგეგმილმა კვლევამ გამოავლინა, რომ დღის განმავლობაში მორცხვი მიმოზა თავის ფოთლებს მაინც შლიდა, იმის მიუხედავად, რომ მას მზის სხივი ბნელ ყუთში ვერ სწვდებოდა. მცენარემ თითქოს შინაგანად იცოდა, როდის იყო დღე და როდის ღამე. დე მეირანის ექპერიმენტმა ნათლად აჩვენა, რომ ამ კონკრეტულ მცენარეს დროის მზისგან დამოუკიდებელი აღქმა გააჩნდა და იგი თავისივე შინაგად რითმს მისდევდა.

 

სწორედ ამ მოსაზრების დამტკიცებას ცდილობდნენ კენტუკის ბნელ მღვიმეში შესული ამერიკელი მეცნიერები მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ექსპერიმენტის საშუალებით, რომელიც 32 დღე გაგრძელდა. კლეიტონისა და რიჩარდსონის თავზეხელაღებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებსაც მზისგან დამოუკიდებელი ძილ-ღვიძილის შინაგანი რითმი აქვთ და იგი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზუსტად 24 საათიანი არ არის. სწორედ ეს გახლავთ ადამიანის ბიოლოგიური საათის მიერ ნაკარნახევი მიახლოებითი ანუ ცირკადული რითმი, რომლის საშუალო ხანგრძლივობაც 24 საათსა და 15 წუთს შეადგენს.

ჩვენი ცირკადული რითმი მზის სხივებზე არ არის დამოკიდებული, თუმცა იგი ერთგვარად საათის გამსწორებელს ჰგავს, რომელიც ცდილობს ჩვენი მუდმივად არეული შინაგანი რითმი „სწორად მომართოს“. ამ რთულ საქმეში მხოლოდ გარე განათება არ მონაწილეობს - კვება, ვარჯიში, სხეულის ტემპერატურის დღე-ღამური ცვლილება და რეგულარული სოციალური აქტივობა ჩვენი ცირკადული რითმის სინქორინიზატორი, ანუ ცაიტგებერია (გერმ. Zeitgeber - დროის მიმცემი ანუ სინქონიზატორი).

ჩვენი ბიოლოგიური საათი ღრმად, ტვინის ცენტრშია მოთავსებული და მას სუპრაქიაზმურ ბირთვს უწოდებენ. რთული ანატომიური სახელი სინამდვილეში ტოპოგრაფიული აღმნიშვნელია - თვალებიდან ტვინისკენ მიმართული ოპტიკური ნერვები ტვინის შუა ნაწილში გადაჯვარედინდება (ქიაზმა) და სწორედ მის თავზე (სუპრა) მდებარეობს ჩვენი მუდმივად მოწიკწიკე ბიოლოგიური საათი. ასეთი უნიკალური ანატომიური მდებარეობის დამსახურებით ჩვენს ბიოლოგიურ საათს ოპტიკურ ნერვებში გამავალი სინათლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

ადამიანის ორგანიზმისთვის ამგვარად მნიშვნელოვანი სტრუქტურა რეალურად ზომაში ძალზე პატარაა და იგი სულ რაღაც 20 000 ნეირონის სახით არის წარმოდგენილი, მაშინ როდესაც ადამიანის ტვინში საშუალოდ 100 მილიარდი ნეირონია. უჯრედთა ეს მცირე გროვა მთელს ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი პროცესების დირიჟორი გახლავთ და სწორედ ის წყვეტს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხს: როდის უნდა დავიძინოთ და როდის უნდა გავიღვიძოთ.

სუპრაქიაზმური ბირთვი ტვინსა და სხეულს დღისა თუ ღამის შესახებ ინფორმაციას ჰორმონ მელატონინის დახმარებით აწვდის. ამ უკანასკნელს „წყვდიადის ჰორმონსაც“ ეძახიან, რადგანაც იგი ორგანიზმში ღამით გამოიყოფა. შებინდებიდან მოყოლებული, თავის ტვინში ლოკალიზებული გირჩისებრი ჯირკვლიდან ანუ ეპიფიზიდან მელატონინის გამოყოფა იწყება. ამ უკანასკნელს ერთადერთი დანიშნულება აქვს- იგი ორგანიზმს მიუთითებს: ბნელა! ბნელა!

ხშირად შეცდომით მიაჩნიათ, რომ მელატონინი უშუალოდ ძილის გამომწვევია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. იგი სინამდვილეში ორგანიზმს მხოლოდ ძილისკენ მიუთითებს, მაგრამ მის წამოწყებაში რაიმე როლი არ მიუძღვის. ამ პროცესის უკეთ გასაგებად მარტივი ანალოგია დაგეხმარებათ: თუ ძილს ავტორბოლას შევადარებთ, მელატონინი რბოლის დაწყების მანიშნებელი შუქნიშანია. რა თქმა უნდა, უშუალოდ შუქნიშანი რბოლაში არ მონაწილეობს.

ორგანიზმში მელატონინი ყველაზე დიდი რაოდენობით დაახლოებით ღამის 4 საათისთვის არის, რის შემდგომაც იგი კლებას იწყებს და უკვე გამთენიისას, როდესაც მზე ამოსვლას იწყებს, ეპიფიზი მელატონინის გამოყოფას წყვეტს, რაც ორგანიზმისთვის იმის მანიშნებელია, რომ ძილისთვის რბოლა ფინიშს უახლოვდება - ორგანიზმი გაღვიძების პროცესს იწყებს.

 

ადამიანის ბიოლოგიური საათის მოწყობა მარტივ ევოლუციურ მინიშნებას გვაძლევს - ჩვენ დღის არსებები ვართ და ეს საუკუნეების მანძილზე უცვლელად ასე იყო. ჩვენი წინაპრები საღამოებს ცეცხლის ანუ ხელოვნური განათების ირგვლივ ატარებდენენ. მწუხრის ამ პერიოდს ისინი სოციალური კავშირების განსამტკიცებლად იყენებდნენ - ერთმანეთს ზღაპრებს უყვებოდნენ, მღეროდნენ ან ცეცხლის ალზე ცეკვავდნენ. ამგვარი ლიმიტირებული შესაძლებლობების გამო ჩვენი წინაპრები ჩვენთან შედარებით ადრიანად იძინებდნენ და გამთენიისას იღვიძებდნენ.

პერლ-სტრიტის 255-257 ნომერი ნიუ-იორკში, ქვემო მანჰეტენზე მდებარეობს, ბრუკლინის ხიდიდან არც ისე მოშორებით. შესაძლოა ეს მისამართი ახლა არაფერს გეუბნებათ, მაგრამ დროის რაღაც მონაკვეთში იგი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გახლდათ. ამ მისამართიდან ადამიანთა მოდგმა თავისი განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდა და აქედან იწყება ლეგენდა ქალაქზე, რომელსაც არასდროს სძინავს - 1882 წლის 4 სექტემბერს თომას ალვა ედისონის კომპანიამ პერლ-სტრიტის 255-257-ში პირველი ელექტროსადგური გახსნა და ქალაქის მაცხოვრებელთა ელექტრიფიკაცია დაიწყო.

 

 

7 გავრცელებული მითი აუტიზმის შესახებ

-იქით გაიხედე, რეიმონდ. აქეთ კი არა, იქით. „ Eighteen Wheels and A Dozen Roses”. რა ნომერია?

 

-E-5.

 

-„Cheating Heart“, ჰენკ უილიამსი.

 

-„Your Cheating Heart.“რა თქმა უნდა, ეს ჰენკ უილიამს უმცროსია.D-1, D-1.

 

-„Blue Moon of Kentucky“,ბილ მონრო.

 

-და მისიТhe Bluegrass Boys. K-5

 

გზისპირა სასაუზმეში, ფანჯარასთან მოკალათებული ჩარლი ბაბიტის გონებაში ამ მომენტში ტიტანური მასშტაბის გარდატეხა ხდება. ფირსაკრავებიანი მუსიკალური აპარატის სრული პროგრამა მისმა ძმამ, რეიმონდმა, სულ რამდენიმე წუთში ზეპირად ისწავლა. ძმის გასაოცარად მოწყობილი ტვინის დახმარებით, ჩარლის შეუძლია კაზინოში დიდი ფული მოიგოს…

ეს საკვანძო სცენა ბარი ლევინსონის 1988 წელს გადაღებულოსკაროსან ფილმში, „წვიმის კაცი“, ტომ კრუზსა და დასტინ ჰოფმანს შორის თამაშდება. სწორედ ეს დიალოგი დაუდებს საფუძველს აუტიზმის შესახებ მითს, რაც წლების განმავლობაში გაჰყვება ამ ქოლგა-ტერმინს. დასტინ ჰოფმანის განსახიერებული პერსონაჟი, რეიმონდი, ხომ სწორედ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანია.

 

 

ექიმ ლეო კენერს 5 წლის ბიჭის მამა სწერდა. წერილი რთულად ეთქმოდა იმ საკმაოდ სქელტანიან ნაშრომს, რომელშიც წარმოშობით ავსტრიელი ექიმი მისთვის ჯერ უცნობ ბიჭუნაზე, დონალდზე კითხულობდა. მამას დეტალურად, ლამის ობსესიურად ჰქონდა აღწერილი ვაჟიშვილის ყოველდღიური ქცევები: „იგი ბედნიერია, როცა მარტოა... თითქოს საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი... საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, თუ რა ხდება მის იგვლივ“.

5 წლის მოუსვენარ ბიჭუნასთან შეხვედრამ ექიმი მიახვედრა, რომ მას ნამდვილად არაჩვეულებრივ ბავშვთან ჰქონდა შეხება.მომდევნო წლებში, დონალდის გარდა, მსგავსი სიმპტომებით ლეო კენერმა კიდევ 10 ბავშვი გამოიკვლია. მათ შესახებ აშშ-ში მოღვაწე ექიმი 1943 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში, „ემოციური კონტაქტის აუტისტური დარღვევები“  დაწერს და ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მედიცინაში აუტიზმის ცნება გაჩნდება.

წლებთან ერთად, კვლევის არეალის გაფართოების პარალელურად, აუტიზმის დეფინიციაც იცვლებოდა. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ლეო კენერის სტატიიდან 1 წელში მისმა თანამემამულემ და კოლეგამ, ჰანს ასპერგერმა აღწერა მდგომარეობა, რომელსაც ასევე „აუტისტური“ უწოდა.თუმცა, მიუხედავად მსგავსებისა, არსებითი განსხვავება მაინც თვალშისაცემი იყო.

კლასიკური აუტიზმის დიაგნოზი უკვე კლინიკურ იშვიათობას წარმოადგენს და მას იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც პაციენტსსოციალური ინტეგრაციისა და კომუნიკაციისათვის საჭირო ქცევების სრული მოშლა აღენიშნება. ასეთ დროს შესაძლოა გამოხატული იყოს შედარებით ვიწრო ინტერესის სფეროები და გამოხატული იყოს განმეორებითი, რიტუალური ქცევები. ეს ნიშნები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გამოკითხულ მშობელთა 20% პირველი 2 წლის მანძილზე ბავშვის ნორმალურ განვითარებას აღნიშნავს.

რადგანაც თითოეული ინდივიდი უნიკალურია, განსხვავებულია ამგვარი ნიშნების გამოვლენის სიმძაფრეც. შესაბამისად, მათი მკაცრად, ერთი ჩარჩო-დიაგნოზის ქვეშ მოქცევა გამართლებული არ იქნება. სწორედ ამიტომაც, ამობენ, რომ აუტიზმი სპექტრული ხასიათის დარღვევაა და იგი როგორც ქოლგა-ტერმინი თავისი საფარველის ქვეშ მოიაზრებს სიმპტომთა მრავალფეროვან გამოხატულებებს -როგორც მწვავეს, ასევე ძალზედ მსუბუქს.

ამგვარი მრავალფეროვნების წყალობით, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ადამიანების შესახებ ბევრი მითია გავრცელებული. ამის მიზეზი უპირველესად საზოგადოების მცირე განსწავლულობა გახლავთ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში აუტიზმის ხილვადობა იზრდება. სპეციალისტთა მიზანმიმართული მუშაობა ხელს უწყობს ასეთი ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც მათ პოტენციალის სრულ ან თუნდაც ნაწილობრივ რეალიზაციაში ძალიან ეხმარებათ.

აქ შემოგთავაზებთ აუტიზმის შესახებ ყველაზე გავრცელებულ 7 მითს და რეალურ სამეცნიერო ფაქტებს ამ მცდარი შეხედულებების მიღმა.

 

მითი#1 - ტყუილია, თითქოს ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს.

ყველაზე დიდი და ამასთანავე ჯანმრთელობისთვის საშიში სწორედ ეს მითია, რომელიც საფუძველს 1998 წლიდან იღებს. მედიცინის ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე სამარცხვინო, გაყალბებულმა კვლევამ ბიძგი მისცა ანტივაქსერულ მოძრაობას, რამაც ხელი შეუწყო თითქმის სრულად აღკვეთილი ბავშვთა ვირუსული ინფექციების ხელახალ აფეთქებებს და ამასთანავე დიდი ზიანი მიაყენა აუტისტური სპექტრის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას. ერთ-ერთი ბოლო ფართომასშტაბიანი კვლევა ამ საკითხზე წელს, ჟურნალში Annals of Internal Medicine, გამოქვეყნდა. მონუმენტურ ნაშრომში გაანალიზებული იყო 1999-2010 წლების შუალედში დაბადებული 657 461 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიღებულმა დასკვნამ კიდევ ერთხელ განამტკიცა აქამდე არსებული ფაქტობრივი მტკიცებულება - ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს!

 

 

2019 წლის ივლისში აუტისტური სპექტრის აშლილობების გამომწვევი მიზეზების მკვლევართა გუნდმა მრავალწლიანი შრომის შედეგები გამოაქვეყნა. მეცნიერთა ჯგუფმა  5 ქვეყნიდან შეაგროვა მონაცემები და ჯამში 2 001 631 ბავშვის სამედიცინო ისტორია შეისწავლა. მათგან მხოლოდ 22 156 ინდივიდს ჰქონდა კლინიკურად დადასტურებული აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი.

ამ საკვანძო კვლევით ნათელი გახდა, რომ  აუტისტური სპექტრის აშლილობების მთავარი რისკ-ფაქტორი გენეტიკური ხასიათისაა (81,2%), ხოლო ზოგადი გარემო ფაქტორების როლი კი მინიმალურია (0,3%).

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი გენები წარმოადგენენ აუტისტური სპექტრის აშლილობის რისკს. ასევე დასაზუსტებელია ის პოტენციური გარემო ფაქტორები, რომლებიც დამოუკიდებლად ან გენებთან კომბინაციაში ზრდიან მისი განვითარების ალბათობას.

 

მითი#3 - ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის დაღვევები ადრე არ არსებობდა და მისმა რიცხვმა ბოლო პერიოდში იმატა.

რა თქმა უნდა, აუტისტური სპექტრის აშლილობა აქამდეც არსობობდა, უბრალოდ ჩვენ მათი შემჩნევა და გამოვლენა ასეთი სიზუსტით არ შეგვეძლო. აშლილობის დიაგნოსტირების სირთულეს შესაბამისი ქცევების ინტერპრეტირების სიძნელე წარმოადგენს, რაც ზოგჯერ გამოცდილ სპეციალისტებსაც კი უჭირთ. ამის სადემონსტრაციოდ ის ფაქტიც გამოდგება, რომ „აუტისტური სპექტრის“ ცნება მედიცინაში მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს, ბრიტანელი ფსიქიატრის, ლორნავინგის დაუღალავი ბრძოლის შედეგადშემოვიდა. იგი, როგორც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ინვალიდი გოგონას დედა, წლები იბრძოდა საკუთარი შვილის დიაგნოზის დასამტკიცებლად, რადგანაც მისი სიმპტომატიკა ლეო კენერისეულ კლასიფიკაციაში არ ჯდებოდა. მისი დამსახურებაა ასევე ასპერგერის სინდრომისდაავადებათა ნუსხაში მოხვედრაც.

ავსტრიელი მეცნიერი თავის შვილობილ დაავადებას რკინის კლანჭებით იცავდა და საკუთარი შეფასების კრიტერიუმების გადახედვას კატეგორიულად გამორიცხავდა. ერთხელ მან დაიტრაბახა კიდეც, რომ მასთან დიაგნოსტირებაზე მოსული 10 ბავშვიდან, 9-ს უკანვე აბრუნებდა, რადგანაც ისინი მის მკაცრად დავიწროებულ კრიტერიუმებში ვერ ხვდებოდნენ.

1980-იან წლებში დიაგნოსტირების კრიტერიუმების დრამატულმა შეცვლამ ნათელი მოჰფინა აქამდე ჩრდილში მყოფ აშლილობებს, რომელთაც ექიმები შეცდომით არასწორად აკლასიფიცირებდნენ.

აუტისტური სპექტრის აშლილობის ხილვადობა პირდაპირ არის დამოკიდებული ექიმთან მიმართვიანობაზე. ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ მხოლოდ 2006 წელს გასცა რეკომენდაცია პედიატრებისთვის პაციენტების რუტინულ შემოწმებაზე აუტისტური სპექტრის აშლილობების ადრეული დიაგნოსტირებისათვის.

მოკლედ რომ ვთქვათ: სამეცნიერო პროგრესმა და საზოგადოების მაღალმა ჩართულობამ საშუალება მოგვცა უფრო მკაფიოდ და ფართოდ დაგვენახა არსებული რეალობა.

 

მითი#4 - ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები შეხებას ვერ იტანენ და სხვებს თვალებში ვერ უყურებენ.

ეს შეხედულება დამახინჯებული და გენერალიზირებულია. როგორც უკვე მრავაგზის გავიმეორეთ, თითოეული ინდვიდისათვისაუტისტური სპექტრის აშლილობა განსხვავებული კლინიკური ნიშნებით გამოვლინდება. ზოგიერთი მათგანი მართლაც ვერ იტანს ფიზიკურ კონტაქტს და გაურბის თვალებში შეხედვას, თუმცა ამგვარი წარმოდგენის გენერალიზება არასწორია და იგი სტიგმატიზაციას უწყობს ხელს.

 

მითი#5 - ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები უემოციოები არიან.

აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანთა ნაწილს შეიძლება ალექსითიმია აღენიშნებოდეს. ეს ნიშნავს, რომ მათ უჭირთ ზედმიწევნით ზუსტად გაიაზრონ ის ემოცია, რაც მათ ან სხვა ინდივიდს კონკრეტულ მომენტში გააჩნია. შედარებისათვის, თქვენ შეიძლება სრულიად უცხო სიტყვა წაიკითხოთ, თუმცა მისი მნიშვნელობა ვერ გაიგოთ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კითხვა არ შეგიძლიათ?

აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები განიცდიან და გამოხატავენ საკუთარ ემოციებს, ოღონდ შესაძლოა ეს იმგვარად იყოს ქცევაში გამოხატული, რომ ჩვენ მისი აღქმა გაგვიჭირდეს. ასეთ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, ვეცადოთ მაქსიმალურად გავიაზროთ ის სირთულეები, რასაც სპექტრის მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

აუტიზმი ხშირად არის ამგვარი სტერეოტიპული შეხედულებებით დაკავშირებული ემოციურ სირთულეებთან, რის გენერალიზაციასაც ზოგჯერ საზოგადოება ახდენს. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარ შეხედულებებს ძალზედ უმნიშვნელო სამეცნიერო საფუძველი გააჩნია.

 

მითი#6- ტყუილია, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ადამიანი განსაკუთრებით ნიჭიერია.

„წვიმის კაცის ეფექტი“- ასე უწოდებენ ახლა იმ შედეგებს, რაც 31 წლის წინ ფილმის პრემიერას მოჰყვა. მანამდე არ არსებობდა მხატვრული ნამუშევარი, რომელიც ოდნავ მაინც აღწერდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანის ყოფას. დასტინ ჰოფმანის განსახიერებულმა რეიმონდ ბაბიტმა ხორცი შეასხა აუტიზმის აბსტრაქტულ ცნებას და იგი ხელშესახები გახადა. ხილვადობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ის თანაგანცდა, რასაც სურათი მაყურებელში აღძრავდა - შეუძლებელია ფილმს უემოციოდ ვინმე დაეტოვებინა. ეს ყოველივე კინოაკადემიის გადაწყვეტილებაზეც აისახა - ბარი ლევინსონის ნამუშევარს 4 „ოსკარი“ გადაეცა.

თუმცა მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც. ფილმმა საზოგადოებაში გააჩინა მითი, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ყველა ადამიანი განსაკუთრებით ნიჭიერია. რა თქმა უნდა, აღწერილია შემთხვევები, როდესაც ერთეულ ინდივიდებს ნამდვილად აქვთ არაორდინალური უნარ-ჩვევები, მაგრამ ამ ყოველივეს გენერალიზება არასწორია. ამგვარმა დამოკიდებულებამ და წინასწარგანწყობამ შესაძლოა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანზე ერთგვარი ზეწოლა გამოიწვიოს.

ამიტომაც, ბევრი მიიჩნევს, რომ მხატვრულმა ფილმმა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების ერთგვარი კარიკატურა შექმნა. ამჟამად ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად ეკრანზე უფრო რეალისტური პერსონაჟები ჩნდებიან და „წვიმის კაცის ეფექტიც“ ეტაპობრივად სუსტდება.

 

მითი#7- ტყუილია, თითქოს აუტიზმი მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხდება და იგი ასაკის მატებასთან ერთად იკურნება.

აუტისტური სპექტრი ადამიანს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. ხანგრძლივმა მუშაობამ შესაძლოა შეცვალოს მისი ქცევები და ასწავლოს მათი კონტროლი, თუმცა ეს განკურნებას ნამდვილად არ ნიშნავს. ამ სტერეოტიპის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი დახვეწილი დიაგნოსტირებაა, რამაც ზოგიერთ ინდივიდს აუტიზმის დიაგნოზი შეუცვალა. შესაბამისად, ეს ყოველივე ზოგიერთმა ისე აღიქვა, თითქოს ამ ადამიანებმა აუტიზმი ბავშვობაში „მოიხადეს“. ამგვარი მიდგომა ძალზედ საზიანოა, რადგანაც შესაძლოა მშობლებმა დროულად არ მიმართონ ექიმს და დაელოდონ აუტისტური სპექტრის აშლილობის თავისით, ასაკის მატებასთან ერთად განკურნებას. ამ მითის გაქარწყლება ასევე ეხმარება სპექტრის მქონე ადამიანებს, მიიღონ საკუთარი თავი ისეთებად, როგორებიც არიან.

 

 

1938 წელს ჰანს ასპერგერი ლექციათა კურსს კითხულობდა. ავსტრიელი ექიმი გასაოცარ ბავშვებს აღწერდა, რომელთაც „გაფანტული გონების მქონე პროფესორებს“ უწოდებდა. მის მიერ მოთხრობილი ისტორიებში პატარები ძალზედ დაინტერესებულნი იყვნენ სისტემათა მოწყობასა და კონკრეტული საკითხების სიღრმისეულ შესაწავლაში. ასეთი ვიწრო ინტერესების მიღმა, მათ სოციალური კავშირების გაგება და მათი გაბმა ძალზე უჭირდათ. ეს ყველაფერი კი ქალაქ ვენაში ხდებოდა, ლეო კენერის სახლიდან 4 000 მილის დაშორებით, „აუტიზმის“ ცნების გაჩენამდე 5 წლით ადრე.

 

სიმსივნის წამალი მართლა გამოიგონეს და მალავენ, თუ რა ხდება?

ამ სტატიის წასაკითხად თუ შემოხვედით, სავარაუდოდ, ორ კითხვაზე გაინტერესებთ პასუხი: ერთი - სიმსივნის წამალზე რას შვებიან, მართლა გამოიგონეს და მალავენ თუ რა ხდება ამდენი ხანი? მეორე - რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება? თუ უნდა ვისხდეთ ასე და უბრალოდ ვიმედოვნოთ, რომ გაგვიმართლებს და აგვცდება?

ჰოდა მოდით, პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვისა და ანტიკურ რომში გავრცელებულ სიმსივნეებზე შესავლის გარეშე ვუპასუხოთ.

გამოიგონეს სიმსივნის წამალი ბოლო-ბოლო და გვიმალავენ? რას შვრება ეს მეცნიერება და მედიცინა ამდენ ხანს?

პირველ რიგში ერთი რამე უნდა დავაზუსტოთ, სიმსივნეზე როცა ვსაუბრობთ. სიმსივნე ერთი დაავადება არ არის. მისი ასზე მეტი სხვადასხვა სახე არსებობს და ზოგჯერ ცა და მიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, ერთ და უნიკალურ სიმსივნის წამალს ვერავინ ვერასდროს გამოიგონებს. მეცნიერებასა და მედიცინაში ამის ამბიცია არავის აქვს. პირიქით, აღმოჩნდა, რომ საპირისპირო სტრატეგიით უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ყველა სიმსივნისთვის ერთი უნივერსალური მკურნალობა შეიქმნას კი არა, თურმე კონკრეტული პაციენტის კონკრეტულ სიმსივნეზე და კონკრეტულ სახეზე მორგებული, ზუსტად დამიზნებული თერაპია გვჭირდება მეტი ეფექტურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ნუ ენდობით სტატიებს, რომლებიც გვაუწყებენ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა სუუულ ყველა სიმსივნის წამალი შექმნეს ერთი ხელის მოსმით. მაგას დღეს ჭკუათმყოფელი არავინ ცდილობს. პირიქით, უწვრილეს დეტალებში სწავლობენ სიმსივნეებს და ცდილობენ, კონკრეტული სუსტი წერტილი უპოვონ თითოეულს და იქ დაარტყან, თანაც ისე, რომ ახალი თერაპიები პაციენტებისთვის ბევრად უსაფრთხო და ადვილად ასატანი იყოს, ვიდრე მაგალითად ქიმიოთერაპია.

პროგრესი არის?

კი, თანაც საკმაოდ დიდი. უკვე არსებობს სიმსივნის სახეები, რომლებზეც  შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკურნება:

  • ბავშვთა ლეიკემია
  • მკერდის კიბო
  • ფარისებრი ჯირკვლის ზოგი სიმსივნე და სხვებიც.

არის რა თქმა უნდა ისეთებიც, რომელთან ბრძოლაშიც ჯერჯერობით დიდი წარმატებები არ გვაქვს, მაგრამ ეგეც იქნება. მეცნიერებს იდეები და ფანტაზია არ ელევათ ახლებური ხრიკების მოფიქრებაში - მთავარია საკმარისად უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდეს ხოლმე ეს მეთოდები საბოლოოდ, რათა პაციენტებში გამოყენება შეიძლებოდეს. ასეთი წარმატებული მიგნება იყო, მაგალითად, იმუნოთერაპია. თურმე ჩვენს იმუნიტეტს მარტო ბაქტერიებთან გამკლავება კი არ ევალება, სიმსივნური უჯრედების დახოცვაშიც ძალიან ყოჩაღია - იმუნიტეტის გაფაციცებული ზედამხედველობა რომ არა, ყოველდღე ახალი სიმსივნე უნდა გვემართებოდეს თითოეულ ჩვენგანს. ამ ცოდნით შეიარაღებულმა მეცნიერებმა ბევრი იძიეს, იჩხრიკეს და საბოლოოდ მოიგონეს მეთოდები, თუ როგორ დავგეშოთ პაციენტის იმუნიტეტი უკვე არსებული სიმსივნის წინააღმდეგ და „ძვლებიანად შევაჭმევინოთ“ გადაგვარებული უჯრედები. კიდევ ერთხელ - სიმსივნეს როცა ვამბობთ, კონკრეტულ დაავადებებს ვგულისხმობთ და არა ყველას. ზოგი სიმსივნის შემთხვევაში მეცნიერები ამ ჩხრეკა-ძიებისას ავთვისებიანი უჯრედებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოლეკულებს წააწყდნენ.

კარგი სამიზნეა, არა? ჰოდა სწორედ ასე მუშაობს ე.წ. ტარგეტული ანუ მიზნობრივი თერაპიები - მაგალითად მკერდის კიბოს დროს - თუ დადგინდა, რომ პაციენტის სიმსივნეს ის კონკრეტული მოლეკულა „ემნიშვნელოვნება“, ექიმები მას ამოიღებენ მიზანში მანამ, სანამ ის მოლეკულაც არ გაქრება და სიმსივნეც ზედ არ მიჰყვება.

მოკლედ, არა, ყველანაირი სიმსივნის წამალი ჯერ არ გამოგონილა.

კონკრეტულ სიმსივნეებზე წინსვლა და ახალი მეთოდები - კი ბატონო, გვაქვს და მუდმივად ემატება. არა, არც არავინ მალავს კარადის თაროზე - პირიქით, დასწრებაზე არიან ფარმაცევტული კომპანიები, პირველი ვინ მოიგონებს რაიმე ახალ, უსაფრთხო და ეფექტურ წამალს, უზარმაზარ შემოსავალს რომ მოუტანს მწარმოებელს. ხალხის განკურნვა არ უნდათ, იმიტომ რომ მერე ყველა ჯანმრთელი იქნება და წამალს ვიღა იყიდის? არც ეგრეა საქმე. ამდენი კვლევა-ძიებისას ისიც დადგინდა, რომ თურმე სიმსივნე სიბერის დაავადებაა. შუა საუკუნეებში ადამიანები რომელიმე ინფექციით 30 წლის ასაკში იხოცებოდნენ, დაბერებას და სიმსივნემდე მისვლას ვერავინ ასწრებდა. დღეს პირიქითაა საქმე - რაც მეტად ვითარდება მედიცინა, მით უფრო დიდხანს ცოცხლობენ ადამიანები და სიბერის დაავადება სიმსივნეც უფრო ხშირად იჩენს თავს.

ანუ რა ვქნათ, თან დაბერება ვინატროთ და თან იმის გვეშინოდეს, თუ დავბერდი სიმსივნეც დამემართებაო? არა, რა თქმა უნდა. მეცნიერებმა და ექიმებმა უკვე მოიგონეს რამდენიმე საშუალება ყველაზე გავრცელებული სიმსივნეების თავიდან ასაცილებლად. თან ისეთი, სანამ სიბერეში შეაბიჯებდეთ, მანამდეც რომ შეგიძლიათ მიხედოთ ამ ამბავს და დაიწყოთ სამომავლოდ ზრუნვა. ზოგი მათგანი შეგიძლიათ ხვალვე და ზეგვე, სულაც უფასოდ შეასრულოთ, თქვენი ასაკის მიხედვით. ოღონდ ამაზე შემდეგ სტატიაში მოგიყვებით.

 

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

რა არის ეს კორონავირუსი?

ბოლო დღეებში კორონავირუსზე სტატიების რიცხვმა ალბათ დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობას გადააჭარბა, უცხოეთშიც და საქართველოშიც.

ერთ-ერთ სტატიაში ჟურნალისტი ჯიქურ ეკითხება ეპიდემიოლოგს, რა ვქნათ ხალხმა, ჩავცვივდეთ პანიკაშიო? პასუხი იმდენად მომეწონა, თქვენც უნდა გითხრათ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრები და მთავრობები მობილიზებულად უნდა მუშაობდნენ, რათა საჭირო ინფორმაციით და სამედიცინო დახმარებით უზრუნველჰყონ მოსახლეობა, ყველა სხვამ კი - უბრალოდ ისუნთქეთ და ხელები დაიბანეთო. ჰოდა რადგანაც ასეთი „უცნობი, სასიკვდილო ვირუსების“ წინააღმდეგ ყველაზე კარგი თავდაცვა პანიკა კი არა ინფორმაციის ქონა და მართლაც ხელების დაბანაა ხოლმე, დღეს იმაზე ვისაუბროთ, თუ რა არის ეს “კორონავირუსი ვირუსი“ და რამდენად უცნობი და სასიკვდილოა სინამდვილეში.  

  • აქამდე არ არსებობდა და ახლა გაჩნდა? საიდან გაჩნდა?

ზოგადად კორონავირუსები აქამდეც არსებობდნენ, აწიც იარსებებენ და ვირუსოლოგიის წიგნებში საკმაო თავიც აქვთ დათმობილი - მათში ახალი და გაუგონარი არაფერია. ეს ვირუსების დიდი ოჯახია და ბევრი წევრი ჰყავს - მსოფლიოს ალბათ ყველა ქვეყანაში გავრცელებული, ადამიანებსაც რომ აინფიცირებენ და ცხოველებსაც. ადამიანების უმრავლესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაიტანს კორონავირუსულ „გაციებას“, კი, ზუსტად იმას, გაციებას რასაც ვეძახით. თუმცა, არსებობს ამ ვირუსის ისეთი ტიპებიც, რომლებიც ბევრად მძიმე სიმპტომებსაც იწვევენ. კიდევ უფრო დიდი პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ადამიანისა და ცხოველის ვირუსები ეჯვარება ერთმანეთს და სრულიად ახალი, უცხო შტამი წარმოიქმნება. იგი უფრო ადვილად ვრცელდება და მძიმედაც მიმდინარეობს. ასეთი „შეჯვარებები“ და შემდეგ მოსახლეობაში იოლად გავრცელება გრიპის ვირუსსაც ახასიათებს ხოლმე - ქათმის გრიპი და ღორის გრიპი სწორედ ამის მაგალითია. არც კორონავირუსისთვისაა ასეთი საქციელი ახალი.  დღემდე სულ მცირე ორჯერ იყო ასეთი შემთხვევა - 2003 წელს, ჩინეთში წარმოიქმნა და გავრცელდა ახლებური, ნაჯვარი კორონავირუსი. შემდეგ კი 2012 წელს  ახლო აღმოსავლეთში და დაავადებას გრიპთან მსგავსების გამო „აქლემის გრიპი“ დაარქვეს.  მოკლედ: რეალურად არც კორონავირუსია უცნობი ფენომენი და არც ვირუსის ადამიან-ცხოველური ნაჯვარი, ახალი ტიპები. ასეთი რამ პერიოდულად ხდება და ამის მომსწრე ყველა ვართ.

  • არ ვიცით რას იწვევს? არ ვიცით როგორ ვრცელდება? არ ვიცით რა უნდა ვქნათ?

კორონავირუსის ეს ახალი ტიპი გრიპი-გაციების სიმპტომებს იწვევს, ოღონდ უფრო მძიმედ მიმდინარეს. ყველაზე ხშირად ვლინდება ხველა, ცხელება და სუნთქვის უკმარისობა. ყველაზე ხშირი და საშიში გართულება ფილტვების ანთებაა ხოლმე, რაც ზოგჯერ სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. როგორც გრიპის შემთხვევაში ვამბობთ, აქაც ასეა - ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებისთვის რისკი ნაკლებია. კორონავირუსიც, ისევე როგორც გრიპი და სხვა ინფექციები, უფრო საშიშია ქრონიკული დაავადებების, შიდსის, სიმსივნის მქონე პირებისთვის, მოხუცების, ორსულებისა და ბავშვებისთვის. დღეისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 75 წელია და მათ უმრავლესობას რამე სხვა, მძიმე დაავადებაც ჰქონდა.

ვირუსი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ისევე როგორც გრიპი და გაციება - ინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყოფილი, ვირუსის შემცველი წვეთებით. შესაბამისად, ამ დაავადების თავიდან აცილების წესებიც იგივეა, რაც მაგალითად გრიპისთვის:

  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების და სხვისი ნასუნთქ-ნაცემინები ჰაერის მორიდება
  • სახლის ხშირად განიავება და სველი წესით დალაგება
  • ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით - ქარაქუცით არა, მინიმუმ 20 წამი უნდა გასაპნვას
  • საზოგადოებრივ ადგილებში ნივთებზე შეხების შემდეგ ხელების ააარრ მიტანა ცხვირთან, პირთან და თვალებთან
  • დაცემინებისას და დახველებისას ცხვირ-პირზე იდაყვის აფარება

ეს ვირუსი დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ 2-დან 14 დღემდე პერიოდში ვლინდება. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა მოვერიდოთ სამსახურ-უნივერსიტეტში გმირულად სიარულს და დავრჩეთ სახლში, რათა სხვებს არ გადავდოთ და მდგომარეობა არ დავიმძიმოთ. მეორე რიგში კი - მივმართოთ ექიმს, დროულად მაგრამ ზედმეტი პანიკის გარეშე - ამ სეზონზე იგივე სიმპტომები შეიძლება არა ახალი ჩინური კორნავირუსის, არამედ ძალიანაც ძველი გრიპის ვირუსისგან გვქონდეს. ვაქცინა და სპეციფიკური, კონკრეტული მედიკამენტი ამ ვირუსის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ არსებობს. თუ ეს გაპანიკებთ და უკონტროლო ეპიდემიის შიშს გიქმნით, რაას ჰქვია მკურნალობა არ გვაქვსო - შეგახსენებთ, რომ მკურნალობა არც 2003 წელს გვქონია ახლადწარმოქმნილი კორონავირუსის წინააღმდეგ და არც 2012-ში, მაგრამ სულ ათასამდე ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში. ზუსტად როგორია ეს ახალი კორონავირუსი და რა მასშტაბებს შეიძლება მიაღწიოს - ეს დროთა განმავლობაში გამოჩნდება. მაგრამ ისიც გაიხსენეთ, რომ 2003 წლის ვირუსზე საერთოდ ახალ პანდემიას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 2004 წლის მერე ეგ ვირუსი აღარავის უნახავს თვალით. კარგი ამბავია ისიც, რომ ექსპერტების თქმით, ეს ახალი ვირუსი 2003 წლისაზე უფრო იოლად გადასატანი ჩანს - ჯერ სულ ახლა დაიწყო მისი შესწავლა და დაკვირვება, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ასეთია.

მოკლედ, სანამ მეტი გვეცოდინება, წინა მსგავსი „ახალი, უცხო, სასიკვდილო ვირუსის“ შემთხვევების გამოცდილებით შეგვიძლია ვისწავლოთ ჭკუა. ასეთ დროს ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს: ჯანდაცვის ორგანიზაციებს, ექიმებსა და მეცნიერებს - ვირუსის, დაავადების მიმდინარეობის შესწავლისა და სამკურნალო საშუალებების გამოგონების; მთავრობებს - მოსახლეობის ინფორმირებისა და დაცვის, საერთაშორისო რეკომენდაციებიდან გამომდინარე. თუ არცერთს არ განეკუთვნებით - მაშინ თქვენი წვლილი იქნება ნაკლები პანიკა, მეტი ინფორმირებულობა და მეტი პირადი ჰიგიენა. ხელების დაბანა, ცხვირ-პირთან არ მიტანა და იდაყვში დაცემინება კი ყველაზე მარტივად და უმნიშვნელოდ ჟღერს სხვებთან შედარებით, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე აუცილებელი მაინც ეგაა ხოლმე ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლაში.

 

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

Crispr და ანტიბიოტიკების მომავალი

სუსტი, გამხდარი მამაკაცი რბილი ხმით ყოვლად წარმოუდგენელ და გროტესკულ სამეცნიერო ზღაპარს ყვებოდა, რაც შეუძლებელია სიმართლე ყოფილიყო – Crispr გენური რედაქტირების მანიპულაციით მან ორი ემბრიონის გენეტიკური სტრუქტურა იმგვარად შეცვალა, რომ მათ შემდგომში აივ-ინფექცია აღარ დაემართებოდათ. მეტიც, კაცობრიობის ისტორიაში პირველი გენმოდიფიცირებული ბავშვები უკვე დაიბადნენ და ისინი თავს ჯერ-ჯერობით ჯანმრთელად გრძნობდნენ.

ნიუსფიდში გავრცელებული მოკლე ვიდეოს კვალდაკვალ მცირე კომენტარის წაკითხვის შემდგომ ჩავთვალე, რომ ეს მორიგი სამეცნიერო ფეიკ-ნიუსი იყო და სქროლვა განვაგრძე. რამდენიმე წუთში სამეცნიერო სიახლეების ყველა ნაკადში თითქოს დიდი აფეთქება მოხდა: ტვიტერზე ავტორიტეტული გამოცემები ერთმანეთის მიყოლებით წერდნენ ჩინეთში ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ, პარალელურადად მეილზე ნიუს-ლეთერებმა „Breaking News” სათაურით დაიწყო მოსვლა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ძალზე საშიში და რაღაც ძირეულად გარდამტეხი მოვლენის მოწმე გავხდი – შემდგომი დღეები Crispr გენური რედაქტირების მომავალს გადაწყვეტდა.

 

 

იმისთვის რომ წარმოდგენა შეგექმნათ, თუ რა არის გენური ინჟინერია, მარტივი ანალოგია დაგეხმარებათ: გენომი ადამიანის ორგანიზმის ასაწყობ ინსტრუქციას ჰგავს, რომელიც დნმ-ის ენაზეა დაწერილი. სწორედ ეს უკანსკნელი განსაზღვრავს თუ რა სიმაღლის ვიქნებით, რა ფერის თვალები თუ თმა გვექნება და ა.შ.

Crispr ერთგვარი მოლეკულური მაკრატელია, რომელიც გენომის სპეციფიკურ უბნებში შეგვიძლია მივმართოთ და მისი დახმარებით დნმ-ს ნაწილები შემდგომი რედაქტირების მიზნით მოვკვეთოთ.

Crispr 1987 წელს იაპონელმა მეცნიერებმა ბაქტერიაში აღმოაჩინეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს უკანასკნელი მისი თავდაცვითი მექანიზმი გახდათ: ვირუსული თავდასხმისას ბაქტერია სპეციფიკურ ფერმენტებს გამოიმუშავებდა, რომელიც ვირუსულ გენომს „ჭრიდა“ და მას საკუთარ დნმ-ში „აკერებდა“. ეს ყოველივე მას შემდგომი დაინფიცირებისგან იცავდა.

გენის რედაქტირების ეს იდეა ძალზე მომხიბლელად ეჩვენათ მკვლევარებს და მისი გამოყენებით მაკროსკოპული მასშტაბის პრობლემებს შეეჭიდნენ. კერძოდ: კოღო ანოფელესის გენური რედაქტირებით მალარიის გავრცელებისგან თავდაცვა, პომიდვრების საგემოვნო თვისებების გაზრდა, გარემო-ფაქტორებისადმი უფრო გამძლე სოკოს სახეობების გამოყვანა, ადამიანის გენეტიკური დაავადებების ნოვატორული მკურნალობის მეთოდების ცხოველურ მოდელებზე გამოცდა და ა.შ. ერთ-ერთი დიდი მისია, რაც Crispr-ს ბოლო პერიოდში დაეკისრა ახალი თაობის, უფრო ეფექტიანი ანტიოტიკების შექმნა გახლავთ.

1928 წლის 3 სექტემებერს, უქმეებიდან ლაბორატორიაში დაბრუნებულმა ალექსანდერ ფლემინგმა შეამჩნია, რომ სტაფილოკების პეტრის ფინჯანი თავღია დარჩენოდა, რის გამოც ეს უკანასკნელი სოკო Penicillium notatum-ს სრულად გაენადგურებინა. საკუთარი დაუდევრობის შემწეობით ფლემინგი მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი აღმოჩენის ავტორი გახდა, რამაც შემდგომში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ხოლო ბრიტანელ მეცნიერს კი ნობელის პრემია მოუტანა. იგი ასევე პირველი გახლდათ, ვინც შენიშნა, რომ ანტიბიოტიკების მცირე დოზით ან ხანმოკლე დროით მკურნალობის შემდგომ ბაქტერია მის მიმართ უფრო გამძლე ანუ რეზისტენტული ხდებოდა.

ალექსანდერ ფლემინგის პერიოდის მედიცინისათვის ეს მომავლის თავის ტკივილი უფრო იყო, ვიდრე მათ წინაშე არსებული გამოწვევა. ამდენი წლის შემდგომ კი უკვე ეს ავბედითი შავი დღეც დადგა: ყოველდღიურად აშშ-ში ანტიბიოტიკო-რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციით ყოველ 15 წუთში 1 ადამიანი კვდება. ამ პრობლემის მოგვარებას მეცნიერები უკვე  გენური რედაქტირების გზით ცდილობენ.

“Crispr ანტიმიკრობული თერაპიის შემდგომი ნაბიჯია“ – აღნიშნავს ბიოლოგი დევიდ ედჯელი, რომელმაც კოლეგებთან ერთად გენური რედაქტირება სალმონელას ბაქტერიების დასამარცხებლად გამოიყენა. მეცნიერებმა თავიანთი კვლევის შედეგები ჟურნალში Nature Communications გამოაქვეყნეს.

მკვლევართა ჯგუფმა მუშაობა კონიუგირებული პლაზმიდებით დაიწყო – ეს გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მცირე პაკეტია, რომელსაც გამრავლება დამოუკიდებლად შეუძლია და იგი ერთი ბაქტერიიდან მეორეს გადაეცემა. პლაზმიდებში მეცნიერებმა Crispr-ის ფერმენტებისთვის კოდირებული ინსტრუქცია ჩაამატეს, რომლის სამიზნეც სალმონელას დნმ გახლდათ. ამგვარი მოდიფიცირების შემდგომ, პლაზმიდები ნაწლავის ჩხირში გადაიტანეს. ეს უკანასკნელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობიომის შემადგენელი ნაწილია და ჩვენ მას „სასარგებლო ბაქტერიებს“ ვუწოდებთ. თუ ორგანიზმში სალმონელას გამომწვევი მოხვდება (მაგ. გაურეცხავი სალათის ფოთლების შეჭმის შედეგად), ნაწლავის ჩხირში ჩასაფრებული პლაზმიდები სამიზნე ბაქტერიას შეუტევენ და მის დნმ-ს სასიკვდილოდ დააზიანებენ.

ეს თეორიული დაშვება პრაქტიკაში, ლაბორატორიულ პირობებში უკვე გამოსცადეს და მიღებული შედეგი კეთილსაიმედოა – სალმონალას გამომწვევი ყველა ბაქტერია ისე განადგურდა, რომ „სასარგებლო“ ბაქტერიებს ზიანი არ მიადგათ.

ამგვარი სიზუსტე თანამედროვე ანტიბიოტიკოთერაპიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამჟამინდელი პრეპარატები შეგვიძლია არტილერიას შევადაროთ, რომელიც ინტენსიურად, მაგრამ ბრმად ბომბავს მოწინააღმდეგის პოზიციას – ამ დროს კი შეიძლება მოკავშირეებიც დააზიანდნენ. ანტიბიოტიკები პათოლოგიურ და „სასარგებლო“ ბაქტერიებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ და მათ განურჩევლად კლავენ. ამის გამო კუჭ-ნაწლავის ტრაქტს მნიშვნელოვანი ზიანი ადგება. გენური ინჟინერიის დახმარებით მომავალში ანტიბიოტიკები სნაიპერული სიზუსტით შეუტევენ სამიზნე პათოლოგიურ ბაქტერიებს.

რამდენიმე ფარმაკოლოგიური კომპანია უკვე მუშაობს Crispr მოდიფიცირებული ბაქტერიების შექმნასა და მათ ლაბორატორიულ გატესტვაზე. ეს უკანასკნელნი ზემოთ აღწერილი სქემის მიხედვით იმოქმედებენ

Crispr მეთოდიკა ასევე ძალზე იზიდავთ ვირუსებთან მებრძოლ მეცნიერებსაც. ისინი ცდილობენ, გენური მოდიფიკაციის გზით დაუპირისპირდნენ არა იმ ვირუსებს, რომლებიც ბაქტერიებს აინფიცირებენ, არამედ უშუალოდ იმათ, რომელთაც ადამიანების დასნეულება შეუძლიათ.

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალში Molecular Cell მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ერთობლივი სტატია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, Crispr-ის საშუალებით შესაძლებელია სამ საშიშ ვირუსს წარმატებით შევებრძოლოთ. გრიპის A ტიპის ვირუსი, ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსი და ვეზიკულური სტომატიტის გამომწვევი ვირუსი გენური მოდიფიცირებით ლაბორატორიულ პირობებში დამარცხდა. ეს დიდი მიღწევაა, რადგანაც მკვლევარებს იმედს აძლევს, რომ შემდგომში გაცილებით უფრო საშიში, მომაკვდინებელი ვირუსების წინააღმდეგ გაბრძოლებაც იქნება შესაძლებელი.

ამჟამად მკვლევართა წინაშე სხვა, უფრო მნიშვნელოვნი ამოცანა დგას: მათ უნდა მოახერხონ და დაამტკიცონ, რომ გენმოდიფიცებული პრეპარატები ცხოველებსა და ადამიანებზეც ეფექტიანად მუშაობს. ასევე მათი შექმნილი პროდუქტი არსებულ მედიკამენტებზე უფრო იაფი უნდა ღირდეს, რათა იგი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

 

სუსტი, გამხდარი ჩინელი მეცნიერი, რომელიც თავის წარმოდგენაში მისი ქვეყნისთვის საგმირო საქმეს სჩადიოდა, ძალიან რთულ დღეში აღმოჩნდა. კოლეგებმა მასა და მის არაეთიკურ ექპერიმენტის კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს თავს. დიდი ვნებათაღელვის შემდგომ, ჩინეთის მთავრობამ შემდგომი სამეცნიერო ზეწოლის შიშით მარტივი გამოსავალი გამოძებნა – სუსტი, გამხდარი მეცნიერი ისე გააქრო, რომ მისი გზა-კვალი დღემდე არავინ იცის.



 

ავტორი: დიმიტრი ლიპარტელიანი

დაზღვევა და რედმედი

ციფრული და ინოვაციური სერვისები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ მათ დანერგვასა და განვითარებაზე. მორიგი ასეთი სიახლე თიბისი დაზღვევის და პირველი ქართული სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემის - REDMED-ის პარტნიორობაა.

REDMED არის ინოვაციური კომპანია, რომელიც ექიმებს და პაციენტებს თანამედროვე მიდგომების გამოყენებით აკავშირებს. REDMED-ის დახმარებით, შეგიძლია მოძებნო, შეარჩიო, დაუკავშირდე სასურველ ექიმს და დაგეგმოს ვიზიტი, ან მიიღოს სამედიცინო მომსახურება სასურველ გარემოში - ექიმი შენთან

ახალი ციფრული პლატფორმა მოსახერხებელია ექიმებისთვისაც, რადგან მათ საშუალება აქვთ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი სამუშაო კალენდარი და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. REDMED-ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციით, ასევე ვებ-გვერდით - redmed.ge

აქამდე, ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის მომხამრებლებს სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ ანაზღაურების მიღება. REDMED-თან თანამშრომლობით კი ახლა უკვე სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ.

ამ ეტაპზე მომხამრებელი REDMED-ით სამედიცინო სერვისის მიღების შემდეგ, მომსახურების სრულ თანხას გადაიხდის და შემდეგ წარადგენს ინვოისს, რის საფუძველზეც ავუნაზღაურებთ თანხას. სამომავლოდ კი მომხმარებელს საშუალება ექნება, ნაწილობრივი გადახდითაც ისარგებლონ - REDMED-ით სარგებლობისას ის მხოლოდ ნაწილობრივ თანხას გადაიხდის, დანარჩენს კი თიბისი დაზღვევა დაფარავს. მომხმარებელს თანხის ანაზღაურება ვებ-გვერდზე - on.tbcinsurance.ge ან Facebook Messenger-ში, ბი ბოტის დახმარებით შეუძლია.

გრიპი და გაციება

გრიპი თუ გაციება?

გაციებული ვარ, გრიპი მაქვსო, რამდენჯერ გითქვამს? მეც, უამრავჯერ. არადა, რამდენჯერაც ვიტყვი, იმდენჯერ მახსენდება, რომ სამედიცინო თვალით თუ შევხედავთ, სრულ სისულელეს ვამბობ. გრიპი და გაციება ორი სრულიად სხვადასხვა დაავადებაა. არადა, ამ ორ ტერმინს ყველა სინონიმებად ვიყენებთ. ჰო, საერთოც ბევრი აქვთ, მაგრამ რა ვქნა, სხვადასხვა დაავადებაა.

გრიპიც ვირუსია და გაციებაც?

Friends

ორივე ვირუსული დაავადებაა. გრიპს გრიპის ვირუსი იწვევს, გაციებას კი, მგონი, ყველა მოცლილი ვირუსი, რომელსაც არ „ეზარება“. სადღაც 200 სხვადასხვა „გამციებელი“ ვირუსია დათვლილი. ყველაზე ხშირი და მსუბუქი რინოვირუსია (თავსართი რინო ცხვირს აღნიშნავს და ალბათ ის იგულისხმება, რომ გაციებას ხშირი წმენდისგან გაწითლებული ცხვირი ახასიათებს).

და ამ რომელიმე ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის გარეშე ვერ „გაცივდები“, სულ რომ გაიყინო. იმიტომ რომ გაციება კი ტემპერატურული სიტყვაა, მაგრამ - კიდევ ერთხელ - ვირუსული დაავადებაა.

მოკლედ, გრიპიც ვირუსულია და გადამდებია. გაციებაც ვირუსულია და გადამდებია.

გაციება მსუბუქი დაავადებაა

the Big Bang Theory

შეიძლება:

  • გასრუტუნებს
  • ერთჯერადი ცხვირსახოცების ცვლას ვერ აუდიხარ
  • დაბალი სიცხეც გაქვს
  • ძვლებში გამტვრევს
  • აღარც ცხოვრების ხალისი გაქვს

მაგრამ გაციება მაინც მსუბუქი დაავადებაა. რამდენიმე დღეში ნებისმიერ ჯანმრთელ ორგანიზმში იმუნური სისტემა თავისით მოაგვარებს ამ ამბავს და შემოპარულ რინოვირუსს მოერევა. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი წამალი ან აცრა ამ ვირუსის წინააღმდეგ. მგონი, არც არავის უცდია გამოგონება. ან რა აზრი აქვს: ჩვეულებრივი გაციებისას, სანამ ექიმამდე მისვლას მოიფიქრებ, რომ წამალი გამოგიწეროს, სანამ ჩაეწერები, სანამ მიხვალ, სანამ დალევ და სანამ მოქმედებას დაიწყებს, მანამდე უკვე თავად ორგანიზმი მიხედავს გაციების ვირუსს და უკვე გამოჯანმრთელების გზაზე იქნები.

ერთადერთი წამალი შენი იმუნიტეტია და ორად ორი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო:

  • მიიღო ბევრი სითხე
  • დაისვენო და კარგად გამოიძინო.

საჭიროების შემთხვევაში არსებობს სიმპტომების შესამსუბუქებელი წამლებიც - ცხვირში ჩასაწვეთებელი იქნება ეს თუ გაციების საწინააღმდეგო ჩაი. თუმცა, ისიც გახსოვდეს, რომ ხშირად ეს სხვადასხვანაირი ჩაი ტკივილგამაყუჩებელს/სიცხის დამწევს - პარაცეტამოლს შეიცავს და მისი დღიური დოზის გადაჭარბება საშიშიცაა. შესაბამისად, აქაოდა ჩაიაო, მთლად ჟოლოს ჩაის მაგივრად ნუ დალევ ყველა გავლა-გამოვლაზე.

გრიპი საშიში დაავადებაა

Friends

გაციებისგან განსხვავებით, გრიპი საკმაოდ მძიმე და საშიში დაავადებაა. ახასიათებს ზემოთ ჩამოთვლილი გაციების სიმპტომები, თუმცა უფრო ძლიერად გამოხატული. ცხელება უფრო მაღალია, სისუსტე, ხველა, ყელის, თავის და კუნთების ტკივილიც უფრო ძლიერი. გაციებას არ მგონია, ოდესმე ვინმე მოეკლას, გრიპი კი სიკვდილით შეიძლება დასრულდეს, გართულების შემთხვევაში (გაგონილი გექნება ალბათ „ისპანკა“. ეს იყო სწორედ გრიპის, ანუ ინფლუენცას პანდემია 1918 წელს. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს დაემართა და 20-50 მილიონი ადამიანი დაიღუპა). გართულებები ყოველთვის როდი იჩენს თავს და უმრავლეს შემთხვევაში ჯანმრთელი ორგანიზმი ამ დაავადების დაძლევას ახერხებს.

ამ ბლოგს თუ კითხულობ, ცხოვრებაში უკვე ერთხელ მაინც გექნება გადატანილი გრიპი, მაგრამ ცოცხლად და ჯანმრთელად გამოძვერი. თუმცაღა, გართულებების რისკი ბევრად მეტია მოსახლეობის ზოგ ჯგუფში:

  • მოხუცებში
  • ბავშვებში
  • ორსულებში
  • ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში (დიაბეტი, ასთმა, გულის, ფილტვების, ღვიძლის, თირკმლის დაავადებები, აივ-ინფექცია/შიდსი).

გრიპის თავიდან აცილება შესაძლებელია

House

სწორედ იმიტომ, რომ გრიპი სრულიად ჯანმრთელ ადამიანშიც კი შეიძლება გართულდეს და ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებისთვის კიდევ უფრო საშიში გახდეს - მეცნიერებმა ძალიან მოინდომეს და დღეს გრიპის თავიდან აცილების საშუალებაც არსებობს და მისი მკურნალობისაც.

ზუსტად რა შეგვიძლია ვქნათ, რა არ უნდა ვქნათ არაფრის დიდებით და ეს აცრები საერთოდ რა მოიგონეს - ამაზე შემდეგ ნაწილში ვისაუბროთ დაწვრილებით.

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

საკვები და ვიტამინები

ჯანსაღი კვება თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საკვები პროდუქტებისგან მიღებული შედეგების გააზრება ადამიანებს, საკუთარი ცხოვრების უკეთესად მართვაში და ჯანსაღად ცხოვრებაში ეხმარება. საკვებს ორგანიზმის ფუნქციონირებაში, ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც ავტომობილისთვის საწვავს, რომლის გარეშეც მანქანა უბრალოდ  ვერ იმუშავებს. ამიტომ, ყოველდღიური კვების რაციონის სწორად  დაბალანსება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც  ჯანსაღი პროდუქტების მოხმარების გარეშე შეუძლებელია.

ნახშირწყლებთან და ცილებთან ერთად, ვიტამინები ის მთავარი კომპონენტებია, რომლებსაც საკვები შეიცავს. ჩვენ გიამბობთ 5 ტიპის ვიტამინზე, რომელიც თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა მოხვდეს.

 

1. A ვიტამინი

 დღის რაციონის ერთ-ერთი მიზანი A ვიტამინის მიღება უნდა იყოს. ეს ვიტამინი კბილებს გაჯანსაღებაში, ძვლებს გამაგრებაში, ფრჩხილებსა და თმას კი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. A ვიტამინი შეგიძლია ბოსტნეულიდან მიიღო, გაითვალისწინე, რომ მათი მიღება დღის პირველ ნახევარშია რეკომენდირებული.

A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია

  • სტაფილო;
  • ტკბილი პომიდორი;
  • გარგარი;
  • ზამთრის ხილი და სხვ.

 

2. B ვიტამინი

B-6, B-12 და B-9 ვიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებია, რომლებიც ნერვული სისტემის, დნმ-ისა და სისხლის უჯრედების ფორმირებაზე არიან პასუხისმგებლები. მათი დახმარებით ადამიანის ტვინის ფუნქციონირება უმჯობესდება, მეტაბოლიზმი აქტიურდება და ყველაფერთან ერთად, ადამიანს ანემიისგან იცავს.

მისი მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, არაუგვიანეს საღამოს რვა საათისა.

B ვიტამინით მდიდარი პროდუქტები

  • ხორცი;
  • თევზი;
  • კვერცხი;
  • რძე;
  • ზღვის პროდუქტები;

 

3. C ვიტამინი

C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციები აქვს შეთავსებული. C ვიტამინი ადამიანს უჯრედების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება  და ორგანიზმს რკინის გამოფიტვისგან იცავს. ამასთან, ვიტამინების ეს ტიპი ინფექციებთან საბრძოლველად გამოიყენება და  იმუნიტეტს აუმჯობესებს.

C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები:

  • ციტრუსოვანი ხილი (გრეიფრუტი; კივი, ფორთოხალი და სხვა);
  • მარწყვი;
  • ბროკოლი;
  • ნესვი;
  • კომბოსტო

 

4. მაგნიუმი

მაგნიუმი აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელიც  ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნებაში გვეხმარება. ასევე, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებასა და კალციუმის დეფიციტის პრევენციას. გარდა ამისა, მაგნიუმის მიღება უზრუნველყოფს:

  1. ნერვული სისტემის დამშვიდებას და სტრესის მოხსნას;
  2. ენერგიის მატებასა და ჰორმონების ბალანსს;
  3. ძილის პრობლემების მოგვარებას;
  4. კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას;
  5. ძვლების გამაგრებასა და სხვა.

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია:

  • შავი შოკოლადი;
  • ავოკადო;
  • კაკალი;
  • პარკოსანი მცენარეები;
  • მარცვლეული;
  • ბანანი და სხვა.

 

5. D ვიტამინი

D ვიტამინის მიღება  ორგანიზმს როგორც საკვებისგან, ისე მზის სხივებისგან შეუძლია, თუმცა მთავარი წყარო მაინც ის საკვები პროდუქტებია, რომლებიც მას შეიცავენ. სხვა ვიტამინების მსგავსად, ისიც ეხმარება იმუნურ სისტემას მოძლიერებაში, ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. კიბოს ეროვნული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, D ვიტამინი ამცირებს კიბოს განვითარების რისკსაც.

D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია:

  • რძე;
  • კვერცხი;
  • ზღვის პროდუქტები;
  • სოკო და სხვა.

თუ გსურს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები შეამცირო, იყო ენერგიული და გამოიყურებოდე კარგად, მაშინ უნდა იზრუნო შენი დღის კვების რაციონის ვიტამინებით გამდიდრებაზე და მათ დაბალანსებაზე.  ასე აირიდებ სეზონურ გრიპებს და  მარტივად დაამარცხებ სხვა დაავადებებს.

რედმედი - REDMED

REDMED საქართველოში პირველი ინოვაციური სამედიცინო ეკოსისტემაა, რომელიც შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებს.

REDMED მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, აპლიკაციის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაჯავშნოს სასურველი ექიმი და მომსახურება მისთვის ყველაზე კომფორტულ გარემოში მიიღოს: გამოიძახოს ექიმი სახლში ან ისარგებლოს სატელეფონო და ვიდეო რჩევით.

აპლიკაცია რადიკალურად ცვლის ექიმთან ვიზიტის კონცეფციას, რაც დღეს საკმაოდ რთულად მოსაგვარებელი პროცესია. მომხმარებლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალ მედიკოსებზე და ცდილობენ სასურველი სპეციალობის ექიმს ნაცნობების დახმარებით მიაკვლიონ. ახლა კი მათ უკვე შეუძლიათ მარტივად, REDMED-ის აპლიკაციით მოძებნონ და შეარჩიონ სასურველი პროფილის ექიმი.

REDMED-ში მომხმარებელს მარტივად შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა პროფილის ექიმებზე, დეტალურად გაეცნოს მათ კომპეტენციას და სხვა მომხმარებლის შეფასება/კომენტარებს. თითოეული ექიმს აქვს თავისი რეიტინგი, რომელიც პაციენტის შეფასებების მიხედვით განისაზღვრება, რაც ახალ მომხმარებელს უმარტივებს არჩევანს.

დღეს REDMED-ის მთავარი გამოწვევაა დაბრკოლების გარეშე დააკავშიროს მომხმარებელი კომპეტენტური ექიმების ბაზასთან და გაამარტივოს ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა. პლატფორმა საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვისაც ძალიან კომფორტულია.

REDMED ექიმებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი დრო და მიიღონ დამატებითი შემოსავალი. მათ შეუძლიათ თავად განსაზღვრონ სასურველი სამუშაო კალენდარი. ამასთან, REDMED გეგმავს, ექიმებისთვის შექმნას სივრცე, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მუდმივად განვითარდნენ, აიმაღლონ ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია.

ამ ეტაპზე REDMED სამი ტიპის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა მომავალში ბევრი საინტერესო, ინოვაციური და განსხვავებული სამედიცინო სერვისების დამატებას გეგმავს, რაც მომხმარებელს ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაუმარტივებს.

ჩვენი სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციით ასევე ვებ-გვერდით.

REDMED დაგიზოგავს დროს, ენერგიას, რესურსებს.

როგორ მუშაობს რედმედი

REDMED-ით შეგიძლია მარტივად შეარჩიო ექიმი და მიიღო შენთვის საჭირო მომსახურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, REDMED-ის ყველა მომხმარებელმა მოკლე დროში ეფექტური სამედიცინო მომსახურება მიიღოს, სწორედ ამიტომ REDMED-ი რამდენიმე ტიპის სამედიცინო მომსახურებას გთავაზობს, ესენია:

· ექიმი ჩემთან

REDMED-ით შეგიძლია საჭირო მიმართულების სპეციალისტი აარჩიო და სახლში მოიწვიო. სახლში ვიზიტის დროს ექიმი უკეთ ახერხებს პაციენტის გასინჯვას, რადგან ამავდროულად ეცნობა მის საცხოვრებელ გარემო-პირობებს. ვიზიტის და დანიშნულების მოცემის შემდეგ, ექიმი კონსულტაციის ბარათს გადმოგცემს, რომელიც მისი პირადი ბეჭდით იქნება დამოწმებული.

მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტიდან 24 საათის განმავლობაში, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეგიძლია ექიმს კითხვები ჩვენი აპლიკაციის დახმარებით დაუსვა და უკუკავშირი დროულად მიიღო.

• ვიდეო რჩევა

REDMED-ით შეგიძლია ექიმს ვიდეო ზარით დაუკავშირდე, უთხრა შენი ჩივილები და მიიღო სპეციალისტის რჩევა.

ხშირად, ვიდეო რჩევით მიღებული ინფორაცია საკმარისია დასკვნის გამოსატანად, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ექიმმა კლინიკაში ვიზიტი გთხოვოს . მანამდე, კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასარიდებლად, გირჩევს, თუ როგორ უნდა მოიქცე. REDMED-ის საშუალებით შესაძლებელია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხების ატვირთვა.

 

ვიდეო რჩევის სერვისის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, როცა REDMED-ის ექიმი იცნობს შენს ჯანმრთელობის მდგომაროებას.

• აუდიო რჩევა

აუდიო რჩევით ძირითადად შეგიძლია ისარგებლო, როცა REDMED-ის ექიმს უკვე გასინჯული ყავხარ და მეტ-ნაკლებად იცნობს შენს მდგომარეობას.

გაითვალისწინე, რომ სატელეფონო რჩევის დროს სპეციალისტს, ფიზიკური მონაცემების შეფასების საშუალება არ აქვს. ამ დროს, შესაძლებელია სპეციალისტმა ექიმის სახლში გამოძახება ან კლინიკაში წასვლა გირჩიოს. REDMED-ის საშუალებით შესაძლებელია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხების ატვირთვა. აუდიო რჩევის მეშვეობით ექიმი დაგაკვალიანებს, თუ როგორ უნდა მოიქცე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ასარიდებლად.

აპლიკაციით ირჩევ სასურველ სამედიცინო მიმართულებას, რომელსაც გადაყავხარ სპეციალისტების ჩამონათვალზე, შენ შეგიძლია თითოეული მათგანის პროფილს გაეცნო, მიიღო ინფორმაცია მათ განათლებასა და კვალიფიკაციაზე. გარდა ამისა, წაიკითხო სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებული შეფასებები, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაგიმარტივებს.

მომსახურების მიღების შემდეგ, არ დაგავიწყდეს ექიმის პროფილზე შეფასების დატოვება.

როგორ მუშაობს?

გაიმარტივე ჯანმრთელობაზე ზრუნვა

აირჩიე მიმართულება

აირჩიე შენთვის საჭირო მიმართულება

აირჩიე ექიმი

გაეცანი ექიმის პროფილს და სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებს

აირჩიე მომსახურება

მიუთითე მომსახურების ტიპი, დრო და ადგილი

ექიმი შენთან ,
გადმოწერე აპლიკაცია

გადმოსაწერი ბმულის მიღება