About Us - Redmed
REDMED APP
Get on the Store
რეგისტრაცია
დაუკავშირდი
მარტივად
300 ექიმს
20 სამედიცინომიმართულება
მოძებნე ექიმიმარტივად

ჩვენ შესახებ

redmed-ი პირველი სამედიცინო სერვისების პლატფორმაა საქართველოში, რომელიც მარტივად გაკავშირებს სასურველ ექიმს, შენთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას. პლატფორმა აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან. ჩვენ ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთან და გავცემთ დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციას.

redmed-ი შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებს.

redmed-ით

მომსახურების სახეები

ვიდეო და აუდიო კონსულტაცია დაზოგე დრო, თავი აარიდე კლინიკის რიგებსა და საცობებს და მიიღე redmed-ის ვიდეო ან აუდიო ზარით ექიმის კონსულტაცია, შენთვის კომფორტულ დროსა და ადგილას. redmed-ით შეგიძლია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხები გაუგზავნო ექიმს კონსულტაციამდე ან კონსულტაციის დროს. დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც ექიმი redmed-ის პორტალზე გამოგიგზავნით. redmed-ით შეგიძლია კონსულტაციის შემდეგ 1 კვირის მანძილზე ჩათის დახმარებით განმეორებით გაესაუბრო ექიმს.

ჩაეწერე კლინიკაში redmed-ით შესაძლებელია კლინიკაში სასურველ დროს ჩაეწერო და ამით თავიდან აირიდო რიგში დგომა და ექიმის კაბინეტთან მოსაწყენი ლოდინი. მარტივად - მოძებნე სასურველი კლინიკა, ექიმი და აირჩიე მოსახერხებელი დრო. ასე კლინიკაში ვიზიტი უფრო კომფორტულია.

გამოიძახე ლაბორატორია სახლში redmed-ის პარტნიორ ლაბორატორიებში 900-მდე კვლევის ჩატარებაა შესაძლებელი. გამოიძახე სასურველი ანალიზები და ლაბორატორია სახლიდან გაუსვლელად ან დაჯავშნე ლაბორატორიაში ვიზიტი აპლიკაციისა თუ ვებ-გვერდის დახმარებით.

ექიმი სახლში redmed-ით შესაძლებელია სასურველი მიმართულების სპეციალისტის სახლში გამოძახება. დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას ექიმი redmed-ის პორტალზე და აპლიკაციაში გამოგიგზავნის. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ვიზიტიდან 7 დღის განმავლობაში შეგიძლია ექიმს აპლიკაციის დახმარებით დაუკავშირდე.

ექიმები საზღვარგარეთ redmed-ი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიარო ვიდეოკონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან. ამერიკაში, გერმანიასა და ავსტრიაში მოღვაწე ექიმებს აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა დარგში, როგორიცაა: გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია. დაუკავშირდი ექიმს redmed-ის აპლიკაციით სახლიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად. დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც redmed-ით მიიღებ.