შპს „რედმედი“ (შემდგომში კომპანია/რედმედი/ჩვენ) არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებული იურიდიული პირი.
საიდენთიფიკაციო ნომერი: 405341465
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი, N 25, ბინა N41
შესავალი და ტერმინოლოგია
შპს „რედმედი“ (შემდგომში რედმედი ან ჩვენ) წარმოადგენს ციფრულ პლატფორმას/აპლიკაციას, რომელიც ერთის მხრივ, ახორციელებს სამედიცინო სერვისების მიწოდებას და მეორეს მხრივ, აკავშირებს მომხმარებელს (შემდგომში თქვენ) და რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების/საქონლის მიმწოდებელს და აძლევს საშუალებას მომხმარებელს მიიღოს რედმედის პლატფორმაზე განთავსებული სერვისები.
რედმედის საშუალებით რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელისგან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გეგმიური სერვისები, ონლაინ და ბინაზე ვიზიტის გზით, საქონლის მიმწოდებლისაგან შეგიძლიათ შეიძინოთ პლატფორმაზე განთავსებული სარეალიზაციო პროდუქცია/საქონელი.
ჩვენი პორტალის საშუალებით გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება არ არის შესაძლებელი.
თუ თქვენ სარგებლობთ რედმედის პლატფორმით/აპლიკაციით, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემულ პირობებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით პირობებს სრულად ან ნაწილობრივად, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.
რედმედი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ეს პირობები ნებისმიერ დროს. თუ თქვენ განაგრძობთ პლატფორმის გამოყენებას ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, იგულისხმება, რომ ავტომატურად ეთანხმებით შეტანილ ცვლილებას.
რედმედი არ გამისამართებთ და არ უწევს რეკომენდაციას არცერთ სამედიცინო დაწესებულებას ან ექიმს ან სხვა სამედიცინო პროვაიდერს ან საქონლის მიმწოდებელს, პროდუქციას.
პლატფორმის/აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს შეთანხმებას (კონტრაქტს, ხელშეკრულებას) თქვენს, რედმედსა და სერვისის/საქონლის მიმწოდებელს შორის.
ტერმინოლოგია
ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინოლოგიას აქვს შემდეგი განმარტება:
პლატფორმა - ელექტრონული აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ხდება თქვენი და რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების/საქონლის მიმწოდებლის დაკავშირება.
მომსახურების მიმწოდებელი -იურიდიული ან ფიზიკური პირი, მათ შორის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის მქონე პირი, რომელიც რეგისტრირებულია რედმედის პლატფორმაზე და ახორციელებს სამედიცინო და არა მხოლოდ მომსახურების მიწოდებას - ექიმი, ფსიქოლოგი, ექთანი ან რეაბილიტაცია/აბილიტაციის სპეციალისტი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, ატვირთა მოთხოვნილი დოკუმენტები, გაუაქტიურდა პროფილი და გამოხატა სურვილი საკუთარი სერვისის რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით.პროფილი/ანგარიში - რედმედზე პროფილის შექმნისათვის თქვენ უნდა გაიროთ რეგისტრაცია, შეიტანოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დაეთანხმოთ პლატფორმის/აპლიკაციის გამოყენების წესებს და პირობებს.
რედმედის ექიმი - რომელსაც აქვს საქართველოში მოქმედი სერტიკატი სპეციალობაში „საოჯახი მედიცინა“ და მას უწევს საკონსულტაციო მომსახურებას უცხოელი/სხვა ქვეყანაში სერტიფიცირებული ექიმ-სპეციალისტი კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევაზე.
უცხოელი ექიმი - უცხოელი/სხვა ქვეყანაში სერტიფიცირებული ექიმ-სპეციალისტი
სერვისის/საქონლის მიმწოდებელი - იურიდიული პირი, რომელიც რედმედის პლატფორმაზე ახორციელებს მისი სარეალიზაციო პრდუქციის განთავსებას.
მოქმედი კანონმდებლობა - კანონები, ბრძანებები, ბრძანებულებები, რეგულაციები და სხვა ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებს სამედიცინო საქმიანობას, პერსონალური მონაცემების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირის ფინანსურ ანგარიშგებას და ნებისმიერი სხვა, რაც შეიძლება ეხებოდეს პროცესებს პლატფორმის გამოყენებისას.
ავტორიზებული პირი - პირი, რომელსაც მესამე ფიზიკური ან იურიდიული პირი აძლევს უფლებას, აწარმოოს მოლაპარაკება ნებისმიერ საკითხზე ან გააფორმოს ნებისმიერი სახის კონტრაქტი/შეთანხმება მისი (მესამე პირის) სახელით.
სამუშაო საათები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-19:00, შაბათს - 09:00-18:00
ოფიციალური უქმე დღეები განიხილება არასამუშაო საათებად კვირის დღის მიუხედავად.
მომსახურების საფასური - რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებილის მიერ გასაწევი სერვისისათვის/საქონლისთვის დადგენილი ფასი.
წერილობითი ხელშეკრულება, ნებართვა , შეთანხმება - მოიაზრება როგორც ქაღალდმატარებელი, ასევე, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიღებული დადასტურება (მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ელექტრონული ფოსტა, პლატფორმაზე დოკუმენტის მონიშვნა).
პერსონალური მონაცემები - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მუხლი 2).
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები - „მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებასთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრიანებასთან, ჯანმრთელობასთან...“ (საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. მუხლი 2).
ვიზიტი: რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ვიზიტი ბინაზე ან ოფისში
ონლაინ-კავშირი: სატელეფონო ან ვიდეოზარის საშუალებით პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ კონსულტაციის გაწევა
ონლაინ კავშირი საზღავრგარეთ მომუაშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სერვისის მიმწოდებელთან - სატელეფონო ან ვიდეოზარის საშუალებით პლატფორმაზე რეგისტრირებული საზღვარგარეთ მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე მომსახურების მიმწოდებელის მიერ კონსულტაციის გაწევა, რომელსაც მართავს და ესწრება რედმედის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სერვისის მიმწოდებელი.
ონლაინ გადახდა- ბარათის მფლობელის მიერ პლატფორმაზე განთავსებული სერვისების/პროდუქციის უნაღდო ანგარიშსწორებით შესყიდვა
საკურიერო მომსახურება- ონლაინ გადახდის მეთოდით შეძენილი პროდუქციის მიტანა მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე.
ინფორმაცია პლატფორმის შესახებ
რედმედის პლატფორმა გთავაზობთ და გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების/საქონლის მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული სერვისი. ჩვენ გაძლევთ არჩევის საშუალებას და არ ვარჩევთ თქვენს მაგივრად. ასევე, გთავაზობთ სამედიცინო ინფორმაციას, საინტერესო ფაქტებს მედიცინის ისტორიიდან და სიახლეებს მედიცინაში.
სერვისების ნაწილი თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ და გამოიყენოთ რედმედის პლატფორმაზე თქვენი ანგარიშის შექმნის გარეშე. იმისათვის, რომ ისარგებლოთ პლატფორმის შემოთავაზებული ყველა სერვისით, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ რედმედზე, შექმნათ თქვენი ანგარიში, რისთვისაც დაგჭირდებათ ჩვენთვის ბაზისური (მათ შორის პერსონალური) ინფორმაციის მოწოდება. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე დათანხმებით თქვენ ნებას გვრთავთ, რომ ეს ბაზისური ინფორმაცია გამოვიყენოთ ისე, როგორც არის აღწერილი რედმედის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ სამედიცინო ინფორმაცია შეიძლება მოხვდეს ჩვენს პლატფორმაზე. ეს ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და დაცული იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. რედმედს აქვს უფლება, გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია, სამედიცინო საქმიანობის ფარგლებში დოკუმენტაციის და სტატისტიკური ფორმების წარმოებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სტატისტიკური ანალიზისათვის და კვლევებისათვის იმგვარად, რომ არ მოხდეს პერსონის იდენტიფიკაცია. ასევე, ჩვენ გამოვიყენებთ სამედიცინო ხასიათის ინფორმაციას იმისათვის, რომ დაგეხმაროთ კარგი არჩევნის გაკეთებაში.
ჩვენ არ გაძლევთ სამედიცინო რჩევებს
სერვისები, რასაც გთავაზობთ რედმედი, მისი თანამშრომლები, კონტრაქტორები, პარტნიორები, ან სხვა წარმომადგენლები, არის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის მომსახურებების მიღება, დაგეგმვა, დაჯავშნა და სერვისის გადახდის საშუალება. სამედიცინო საკითხებზე პოსტები და ბლოგები არის ზოგადი საინფორმაციო ხასიათის და მომზადებულია დამოუკიდებელი ჯანდაცვის პროფესიონალების და ორგანიზაციების მიერ, რომელთაც არ გააჩნიათ საკონსულტაციო ხასიათი და არ შეიძლება, აღქმული იყოს როგორც სამედიცინო კონსულტაცია ან/და რჩევა.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამედიცინო საინფორმაციო მასალა თქვენთვის საინტერესო იქნება, თუმცა გაფრთხილებთ, რომ იგი არ ანაცვლებს ექიმის რჩევას და არ გაძლევთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის ან მწვავე ან ქრონიკული დაავადების მართვისათვის საჭირო ცოდნას და უნარებს.
ჩვენ არ გირჩევთ და არ გინიშნავთ სპეციალურ ტესტებს, პროცედურებს, პროვაიდერებს, ან სხვა ინფორმაციას, რაც შეიძლება იფიქროთ ვებგვერდის დათვალიერებისას. ჩვენ გირჩევთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რისკენაც თქვენ გიბიძგებთ ჩვენს პლატფორმაზე ნანახი ინფორმაცია, გადაამოწმოთ ექიმთან.
რედმედი ახალისებს სერვისის მიმწოდებლებს, რომ მოგაწოდონ სერვისები, მაგრამ ჩვენ არ ვაკონტროლებთ სერვისის მიმწოდებლებს, არ ვართ პასუხისმგებელი ხელმისაწვდომობაზე კონკრეტულ მიმწოდებელთან კონკრეტულ დროს, არ ვართ პასუხისმგებელი კონკრეტული პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის მიერ ჯავშნის გაუქმებაზე ან სხვაგვარად არშესრულებაზე, თუ ის არ არის რედმედთან შრომითი ურთიერთობით დაკავშირებული მომსახურების მიმწოდებელი. რედმედი არ აგებს პასუხს ზიანზე, რომელიც შეიძლება მოგადგეთ პლატფორმის სერვისების გამოყენებით ან პლატფორმასთან სხვაგვარი კავშირის მიზეზით.
პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის არჩევა
პლატფორმაზე განთავსებულ სერვისებთან დაკავშირებით თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე. რედმედი გაწვდით ინფორმაციას, რომ გაგიმარტივოთ ეს არჩევანი, და სწორედ ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, თქვენ ირჩევთ პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის მომსახურებას.
რედმედი უზრუნველყოფს, რომ პლატფორმაზე რეგისტრირებულ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლს, რომელსაც თქვენ მოძებნით პორტალი/აპლიკაციაზე, ჰქონდეს მოქმედი სერთიფიკატი შესაბამის სპეციალობაში და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის წარმოების უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
რედმედი მიმართავს გარკვეულ შეზღუდულ ზომებს, რომ სამედიცინო პროვაიდერებს, რომელსაც თქვენ მოძებნით პორტალზე/აპლიკაციაზე, ჰქონდეს მოქმედი ლიცინზია საქმიანობის შესაბამისად.
რედმედს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ შეუჩეროს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომსახურების მიმწოდებლს პლატფორმაზე/აპლიკაციაზე წვდომა, თუ ჩათვლის, თუ მისი მოქმედება არის არაპროფესიონალური ან შეუსაბამო.
ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენი საჭიროების შესაბამისად სერვისების მაქსიმალურად ფართო არჩევანს. ეს შემოთავაზება დაფუძნებული იქნება თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა გეოგრაფიული ლოკაცია, სპეციალობა, ინფორმაცია დაზღვევის შესახებ. თქვენ შეგეძლებათ ნახოთ სხვა მომხმარებლების შეფასება, რაც დაგეხმარებათ არჩევანში.
პლატფორმაზე განთავსებული სარეალიზაციო პროდუქციის არჩევა
პლატფორმაზე განთავსებულ სარეალიზაციო პროდუქციასთან დაკავშირებით თქვენ აცნოებიერებთ და ეთანხმებით, რომ თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე. რედმედი გაწვდით ინფორმაციას, რომ გაგიმარტივოთ ეს არჩევანი, და სწორედ ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, თქვენ ირჩევთ პლატფორმაზე რეგისტრირებული საქონლის მიმწოდებლის მიერ განთავსებულ სარეალიზაციო პროდუქციას.
ჩვენ შემოგთავაზებთ თქვენი საჭიროების შესაბამისად საქონლის მაქსიმალურად ფართო არჩევანს. ეს შემოთავაზება დაფუძნებული იქნება თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, როგორიცაა გეოგრაფიული ლოკაცია, ინფორმაცია დაზღვევის შესახებ. თქვენ შეგეძლებათ ნახოთ სხვა მომხმარებლების შეფასება, რაც დაგეხმარებათ არჩევანში.
საინფორმაციო და საგანმანათლებლო მასალა და ინფორმაცია სერვისების შესახებ
საინფორმაციო მასალა
პორტალზე/აპლიკაციაზე გამოქვეყნებული საინფორმაციო მასალა არის მომზადებული ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ. რედმედი არ იღებს ვალდებულებას ან პასუხისმგებლობას, რაიმე რეგულარობით გამოაქვეყნოს სამედიცინო საინფორმაციო მასალა. ასევე, არ იღებს პასუხისმგებლობას გამოქვენებული მასალის შინაარსზე და მის გავლენაზე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
რედმედის პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლი ფიზიკური პირიბი
პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური პირების შესახებ ინფორმაცია არის მათ მიერ მოწოდებული და რედმედის მიერ არ ხდება ამ ინფორმაციის გადამოწმება.
საკონტაქტო ინფორმაციის, სერვისების ჩამონათვალის, აღწერილობის და ფასების მოწოდება ხდება თავად მომსახურების მიმწოდებლის მიერ და ამ ინფორმაციის სისწორეზე რედმედი არ არის პასუხისმგებელი. მომსახურების მიმწოდებლი თავად იღებს ვალდებულებას, რომ ცვლილებების შემთხვევაში მოახდინოს შესაბამისი განახლება პორტალზე. ასევე, რედმედი არ იღებს პასუხისმგებლობას მომსახურების მიმწოდებლი ფიზიკური პირებისაგან მიღებული მომსახურების ხარისხზე.
მომსახურების მიმწოდებლი ფიზიკური პირები თავად ახდენენ საკუთარი პროფილის შექმნას და ინფორმაციის სისწორეზე, რაც შეაქვთ პროფილში, თავად არიან პასუხისმგებლები. რედმედი მომსახურების მიმწოდებლის დარეგისტრირების მომენტში ამოწმებს, მოქმედია თუ არა მისი საექიმო საქმიანობის ნებართვა პლატფორმაზე/აპლიაკაციაზე მითითებულ სპეციალობაში და შემდეგ გარკვეული რეგულარობით ახდენს იმავე სერთიფიკატის გადამოწმებას.
სერვისის საფასურს განსაზღვრავს მომსახურების მიმწოდებლი. რედმედი არ ერევა ფასწარმოქმნაში. ასევე, თავად მომსახურების მიმწოდებლი განსაზღვრავს თავის სამუშაო გრაფიკს პლატფორმაზე/აპლიკაციაზე და გეოგრაფიულ არეალს.
სადაზღვევო კომპანიები
რედმედი ღიაა ყველა სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობისათვის, რათა პლატფორმის/აპლიკაციის საშუალებით მომსახურების მიღება თქვენთვის მეტად ხელმისაწვდომი იყოს.
თუ თქვენ ვერ ნახულობთ თქვენი სადაზღვევო კომპანიის დასახელებას პლატფორმის შესაბამის ჩამონათვალში, რედმედის სერვისების ანაზღაურების საკითხის გასარკვევად წინასწარ დაუკავშირდით თქვენს სადაზღვევო კომპანიას.
სერვისების ტიპები
რედმედის საშულებით თქვენ შეიძლება მიიღოთ განსხვავებული ტიპის სერვისები. ეს შეიძლება იყოს მომსახურების მიმწოდებლის ვიზიტი თქვენთან (ბინაზე, ან სხვაგან, სადაც არის მომსახურების მიღების ჩატარების პირობები), ვიზიტი მომსახურების მიმწოდებლის ოფისში, ვიდეო ან სატელეფონო კონსულტაცია - ონლაინ კონტაქტი მომსახურების მიმწოდებლთან ვიდეო კონსულტაციის ან სატელეფონო კონსულტაციის მეშვეობით, საქონლის მიმწოდებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული სარეალიზაციო პროდუქციის ყიდვა ონლაინ გადახდით, შეძენილი პროდუქციის მიღება საკურიერო სერვისის მეშვეობით.
მომსახურების მიმწოდებლის ბინაზე ან ოფისში ვიზიტი არის თქვენი როგორც რედმედის პლატფორმის მომხმარებლის მდგომარეობის სრულფასოვანი შეფასების საშუალება. თქვენ შეიძლება დაგენიშნოთ დამატებითი გამოკვლევები, რის შემდეგაც ერთჯერადად გაგიაქტიურდებათ მომსახურების მიმწოდებლთან მიმოწერის ფუნქცია, ასევე, შესაძლებელი იქნება პასუხების პორტალზე ატვირთვა, რომ მომსახურების მიმწოდებლმა შეძლოს მისი გაცნობა.
უცხოელი ექიმის ვიდეო კონსულტაციის შემთხვევაში თქვენ სამედიცინო სერვისს გაწვდით საქართველოში ლიცენზირებული ოჯახის ექიმი,რედმედის ექიმი
რედმედის ექიმი თქვენს მიერ შერჩეულ უცხოელ/სხვა ქვეყანაში სერთიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტთან გადის კონსულტაციას თქვენი ჯანმრთელობის საკითხების შესახებ, იღებს მისგან წერილობითი ფორმით მოსაზრებას თქვენი ჯანმრთელობის შესახებ და ამ ჩანაწერში მოცემული ინფორმაციის გამოყენებით გაწვდით კონსულტაციის შედეგს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით.
გაითვალისწინეთ, რომ უცხოელი ექიმი კონსულტანტის მოსაზრება არის სარეკომენდაციო ხასიათის რედმედის ექიმისათვის და თქვენ საბოლოო დანიშნულებას და/ან რეკომენდაციას გაძლევთ რედმედის ექიმი, ამასთან უცხოელი ექიმი კონსულტანტის მოსაზრება ასახული იქნება სამედიცინო დოკუმენტაციაში ავტორის მითითებით. პასუხისმგებელი გაცემულ სამედიცინო დანიშნულებაზე და/ან რეკომენდაციაზე არის რედმედის ექიმი, რომლისგანაც თქვენ იღებთ სამედიცინო დოკუმენტაციას..
სამედიცინო ინფორმაციის სისწორეზე, რომელსაც თქვენ აწვდით რედმედის ექიმს და უცხოელ ექიმ კონსულტანტს, პასუხისმგებელი ხართ თქვენ, ინფორმაციის არასწორად მიწოდების ან დაფარვის შემთხვევაში რედმედის ექიმს და უცხოელ ექიმ კონსულტანტს არ აქვს პასუხისმგებლობა მკურნალობის შედეგებზე და გაცემული რეკომენდაციის მართებულობაზე.
ექიმი არ არის პასუხისმგებელი სამედიცინო კვლევების ხარისხზე, რომელიც აწვდით თქვენ
ონლაინ კავშირი მომსახურების მიმწოდებლთან შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო ან ვიდეო ზარის მეშვეობით.
წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ონლაინ კავშირის მეშვეობით შეიძლება ვერ მიიღოთ მომსახურების მიმწოდებლისგან ამომწურავი ინფორმაცია და რჩევა, შესაძლებელია, მომსახურების მიმწოდებლმა გირჩიოთ ვიზიტის განხორციელება.
ვიდეო ზარის შემთხვევაში თქვენ გექნებათ მომსახურების მიმწოდებლთან ვიდეო და აუდიო კონტაქტი, შეგეძლებათ წინასწარ აუტვირთოთ მას თქვენი გამოკვლევის შედეგები. ვიდეო კავშირი სატელეფონოზე მეტ საშუალებას აძლევს მომსახურების მიმწოდებელს, შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და მოგცეთ რჩევა, თუმცა ამ შემთხვევაშიც რჩება შესაძლებლობა, რომ მომსახურების მიმწოდებლმა საჭიროდ ჩათვალოს სრულფასოვანი ობიექტური გასინჯვის ჩატარება, რაც მხოლოდ ვიზიტის დროსაა განხორციელებადი.
საქონლის მიმწოდებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული სარეალიზაციო პროდუქციის შეკვეთის დიაპაზონი განისაზღვრება მინიმუმ 12 (თორმეტი) ლარიდან, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ თქვენს მიერ შეკვეთაში მითითებული სარეალიზაციო პროდუქცია ან პროდუქციის რაოდენობები არ აღმოჩნდეს საქონლის მიმწოდებლის საწყობში, ასეთის არსებობის შემთხვევაში თქვენს მიერ განთავსებული შეკვეთა გაუქმდება და თქვენს მიერ გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე.
დოკუმენტაცია
კონსულტაციის ბარათი
ვიდეო კონსულტაციის და ვიზიტის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებლი აწარმოებს თქვენს სამედიცინო ისტორიას და გაწვდით კონსულტაციის ჩანაწერის ასლს.
ფორმა 100ა
მომსახურების მიმწოდებელს ვიდეო კონსულტაციის და ვიზიტის დროს შეუძლია გასცეს ფორმა 100ა, რომელსაც დაამოწმებს თავის ბეჭდით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს No 338/ნ ბრძანების პირველი დანართის (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესი) მე-2 მუხლის თანახმად: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემაზე უფლებამოსილია ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება (ორგანიზაციულ–სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად), და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სერტიფიცირებული ექიმი კომპეტენციის ფარგლებში).
რეცეპტურული მედიკამენტები
მომსახურების მიმწოდებლს შეუძლია თავის დანიშნული მედიკამენტების მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული რეცეპტურული მედიკამენტების (მაგალითად ანტიბიოტიკები) გამოწერა როგორც ელექტრონული, ასევე ქაღალდმატარებლის სახით.
გაითვალისწინეთ, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე სერთიფიცირებულ ექიმს« როგორც ფიზიკურ პირს არ შეუძლია შრომის უუნარობის ფურცლის გაცემა, ასევე, არ შეუძლია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული (ფსიქოტროპული) მედიკამენტების რეცეპტის გაცემა.
ამასთან, რედმედს იმ მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოწერილი მედიკამენტის ან/და გაწეული მომსახურების შინაარსთან დაკავშირებით, რომლებიც სერვისს არ აწვდიან მისი სახელით არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
თქვენი პერსონალური მონაცემები
პატიენტის პერსონალური მონაცემების დაცვა ჩვენი ყველაზე დიდი პრიორიტეტია. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ რათა დავიცვათ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ აწვდით რედმედს. ეს ინფორმაცია მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: თქვენი სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონი, სადაზღვევო პოლისი, სამედიცინო ინფორმაციის დეტალები, სამედიცინო ისტორია, გადახდების ისტორია, ან სხვა პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია (შემდგომში კრებითად - პერსონალური მონაცემები).
წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ პლატფორმაზე/აპლიკაციაზე ასახული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემების) დამუშავება და შენახვა:
წარმოებს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე თქვენი პროფილის პაროლის დაცვის გზით.
პლატფორმა არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენი პროფილის პაროლის თქვენს მიერ მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების დაცულობაზე.
ნებისმიერი მესამე პირის პერსონალურ მონაცემები, რომელსაც თქვენ გაუმხელთ, გადასცემთ, გაუხსნით წვდომას, ან ნებისმიერი სახით მიაწოდებთ რედმედს, თქვენ აცნობიერებთ და გარანტირებულად აცხადებთ, რომ ხართ ზემოთხსენებული მესამე პირის მიერ ავტორიზებული ან მისი ოფიციალური წარმომადგენელი და თქვენ მიღებული გაქვთ ყველა აუცილებელი ნებართვა მესამე პირისგან, რათა მათი პერსონალური მონაცემები გადასცეს რედმედს შეგროვების ან სხვაგვარად დამუშავების მიზნით.
დეტალური ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ იხ. დოკუმენტში „ კონფიდენციალობის პოლიტიკა“
თქვენი პასუხისმგებლობა
თქვენი ანგარიშის დეტალები
როდესაც თქვენ ქმნით რედმედზე საკუთარ ანგარიშს უნდა მიუთითოთ მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მიიღებთ ერთჯერად კოდს.
როდესაც თქვენ ავსებთ პროფილს უნდა შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სურვილისამებრ შექმნათ პაროლი (ერთიანად - ანგარიშის დეტალები).
თქვენ ეთანხმებით, რომ ანგარიშის დეტალები უნდა შეინახოთ კონფიდენციალურად და არ უნდა გაუზიაროთ სხვა პირებს. თუ თქვენი ანგარიშის დეტალები გახდა ცნობილი სხვა პირისთვის, ან თუ გაქვთ ეჭვი, რომ ვინმემ გაიგო ან გატეხა თქვენი პაროლი, დაუყოვნებლივ უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში რედმედი - გამოგზავნოთ შეტყობინება შემდეგ მისამართზე:info@redmed.ge
თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თუ თქვენ დარეგისტრირდებით რედმედზე მესამე მხარის სერვისის, მაგალითად, ფეისბუქის ან გუგლის გამოყენებით, რედმედი წამოიღებს მესამე მხარიდან შემდეგ მონაცემებს: თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონი. რედმედი არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის მიერ პერსონალური მონაცემების დაცვაზე.
თქვენი პასუხისმგებლობა ზოგადად
რედმედის სერვისების ნაწილი, როგორიცაა საინფორმაციო სერვისები, არის უფასო. ნებისმიერი კონსულტაცია, რჩევა, თუ სხვა სერვისის მიღება, რაც თქვენ შეიძლება მიიღოთ რედმედის მეშვეობით, არის ფასიანი და თქვენ იღებთ ვალდებულებას, აანაზღაუროთ ამ სერვისის ღირებულება პორტალზე/აპლიკაციაზე მითითებული ფასით.
თქვენ იღებთ ვალდებულებას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც მიაწვდით რედმედს, მათ შორის თქვენი საიდენტიფიკაციო და სადაზღვევო ინფორმაცია, არის განახლებული და ზუსტი. ყველა მომსახურება, რაც პლატფორმაზე/აპლიკაციაზე არის ფასიანი, უნდა ანაზღაურდეს თქვენს მიერ, ან სადაზღვევო კომპანიის მიერ, ან ორივე მხარის მონაწილეობით დაუყოვნებლივ, სერვისის მიღებისთანავე.
თქვენ უნდა იყოთ 18 წლის ან უფროსი, რომ გააფორმოთ წინამდებარე ხელშეკრულება და შექმნათ თქვენი პროფილი რედმედზე. თუ თქვენ ხართ 18 წლამდე, პლატფორმით/აპლიკაციით სარგებლობა შეგიძლიათ მხოლოდ მშობლის/ოფიციალური მეურვის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც დაეთანხმება გამოყენების წესებს და პირობებს და მას ეკისრება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ რედმედის პლატფორმის გამოყენება.
თუ თქვენ იყენებთ პლატფორმის სერვისებს პატარა ბავშვისთვის ან სხვა პირისთვის, თქვენ გარანტიას იძლევით და აცხადებთ, რომ თქვენ ხართ ბავშვის მშობელი ან ოფიციალური წარმომადგენელი ან სხვა პირის მიერ ავტორიზებული და ეთანხმებით ამ პირობებს.
თქვენ ეთანხმებით, რომ გამოიყენებთ პლატფორმას/აპლიკაციას მხოლოდ მასზე განთავსებული სერვისების მიესაღებად, არ გამოიყენებთ მას კომერციული მიზნებისათვის. არ გამოიყენებთ პლატფორმას/აპლიკაციას ისეთი გზით, რომელიც დააზიანებს ან წყობიდან გამოიყვნს ან სხვაგვარად ავნებს მას. არ შეეცდებით, რომ რაიმე ხერხით მიიღოთ წვდომა სხვის ანგარიშებზე/პროფილებზე (გარდა იმ პირების ანგარიშებისა, ვის მიერაც ხართ ავტორიზებული).
თქვენ არ ხართ რედმედის მიერ ავტორიზებული პირი, არ მოაჩვენებთ თავს ავტორიზებულ პირად და არ მოიქცევით ისე, რომ ვინმემ ლოგიკურად დაასკვნას, რომ თქვენ რედმედის ავტორიზეული პირი ხართ.
თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ რედმედის რაიმე სერვისი კომერციული საქმიანობისათვის, დააკოპიროთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ პლატფორმაზე/აპლიკაციაზე არსებული ინფორმაცია რაიმე მიზნისათვის.
გამოყენებული სერვისების საფასურის გადახდა
წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ რედმედის საშუალებით გაწეული ნებისმიერი მომსახურების გადახდა თქვენს მიერ ან სხვა გადამხდელის მიერ შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ რედმედის პლატფორმაზე ონლაინ გადახდის მეთოდის გამოყენებით.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რედმედის პლატფორმის საშუალებით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ თქვენთვის გასაწევი მომსახურებისთვის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს რედმედის პლატფორმის მომსახურების საფასური, რომლის შესახებაც ინფორმირებული იქნებით ჯავშნის გაფორმების დროს
გაითვალისწინეთ, რომ მომსახურების მიმწოდებლის არ აქვს უფლება, პლატფორმის/აპლიკაციის საშუალებით გაწეულ სერვისში მოითხოვოს დამატებითი გადასახადი თქვენგან გარდა გათვალისწინებული გადასახადისა, რაც მითითებულია პლატფორმაზე. რედმედის პლატფორმაზე განთავსებული მომსახურების ფასებს განსაზღვრავენ პლატფორმაზე რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლები.
სერვისის დაჯავშნისას თქვენს ანგარიშზე იბლოკება სერვისის ღირებულების ტოლი თანხა.
თანხის ჩამოჭრა ხდება სერვისის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის შემდეგ.
საკურიერო მომსახურების პირობები
საკურიერო მომსახურების საფასური ემატება საქმონლის მიმწოდებლის მიერ პროდუქციის რეალიზაციისთვის დადგენილ ფასს.
საკურიერო მომსახურებით პროდუქტის მიტანა მითითებულ მისამართზე განხორციელდება შეკვეთიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საათისა.
შეკვეთის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს კურიერის გადასატანი ჩანთის მოცულობას.
საკურიერო მომსახურების დაწყებამდე საქონლის მიმწოდებლის მიერ კურიერისთვის შეძენილი პროდუქციის გადაცემის მომენტში ხორციელდება ფოტო და ვიდეო გადაღება, გადაცემული საქონლის უნაკლოობის დადასტურების მიზნით.
ჩვენ არ ვაგებთ პასუხს საკურიერო მომსახურების შემთხვევაში საქონლის მიმწოდებლისგან გასული პაკეტის დროულ და უნაკლო მიტანაზე მომხმარებელთან, აღნიშნულზე სრულად პასუხისმგებელია შესაბამისი საკურიერო მომსახურების მიმწოდებელი.
ჩვენ პასუხს არ ვაგებთ. თუ თქვენ შეძენილ პროდუქტს არ ან ვერ ჩაიბარებთ, ამ შემთხვევაში ნივთი ბრუნდება საქონლის მიმწოდებელთან და პროდუქციის შესაძენად გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
ჯავშნის/ შეკვეთისგაუქმება
თუ სერვისის მიმწოდებლის მიერ განთავსებული მომსახურების დაწყების დრომდე დარჩენილია ერთი საათი ან მეტი, ჯავშნის გაუქმებისშემთვევაში ბლოკირებული თანხა სრულად დაგიბრუნდებათ ანგარიშზე.
თუ სერვისის მიმწოდებლის მიერ განთავსებული მომსახურების დაწყების დრომდე დარჩენილია ერთი საათზე ნაკლები დრო, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში ბლოკირებული თანხა სრულად ჩამოიჭრება თქვენი ანგარიშიდან.
თუ თქვენ განახორციელეთ საქონლის მიმწოდებლის მიერ განთავსებული სარეალიზაციო პროდუქციის შეკვეთა, ამ შემთხვევაში შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია, მხოლოდ კურიერის მიერ შეკვეთის მიღების დადასტურებამდე, რაც გულისხმობს კურიერის მიერ შეკვეთის შესრულებაზე თანხმობას და საქონლის მომწოდებლის მიმართულებით გამგზავრების დაწყებას.
მოცემულ მომენტამდე შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში თქვენ უკან დაგიბრუნდებათ გადახდილი თანხა, ხოლო ზემოთ აღნიშნული მომენტის შემდგომ შეკვეთის გაუქმების მიუხედავად თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.
ახალი სერვისების დამატება , ცვლილებები პირობებში, დამატებითი პირობები
ახალი სერვისების დამატება
ჩვენ შეიძლება დავამატოთ ახალი სერვისები ან არსებული სერვისების ახალი ფორმები ან ნაირსახეობები, ან გავაუქმოთ უკვე არსებული სერვისები წინასწარი ინფორმირების გარეშე. ყველა ახალი სერვისების გამოყენების პირობები რეგულირდება ამ ხელშეკრულებით.
ცვლილებები პირობებში.
რედმედი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს პირობები. თქვენ თანხმობა იქნება ნაგულისხმები, თუ თქვენ გააგრძელებთ რედმედის პლატფორმის გამოყენებას განახლებული პირობების რედმედის პალტროფმაზე გამოყენების შემდეგ.
დამატებითი პირობები
ზოგიერთი სერვისის გამოყენებისას მოქმედებს დამატებითი პირობები. ასეთი სერვისების გამოყენების სურვილისას თქვენ უნდა გაეცნოთ დამატებით პირობებს და დაეთანხმოთ მას.
თქვენი შეფასებები და პოსტები
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, შეაფასოთ მომსახურების მიმწოდებლის სერვისები, შეაფასოთ მიღებული მომსახურება, გამოაქვეყნოთ პოსტები პლატფორმის/აპლიკაციის შესახებ, მომსახურების მიმწოდებლის შესახებ ან მიიღოთ მონაწილეობა მსჯელობაში პლატფორმაზე/აპლიკაციაზე გამართული დისკუსიის ან ბლოგის ფარგლებში (ერთიანად - დაპოსტილი ინფორმაცია).
დაპოსტილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს გარკვეულ წესებს:
შეფასებისას გამოხატეთ თქვენი აზრი მკაფიოდ და გულახდილად, აღწერეთ რედმედის სერვისით სარგებლობის თქვენი გამოცდილება, ნუ გამოიყენებთ უცენზურო ლექსიკას ან შეუსაბამო ფორმულირებებს. გულახდილათ გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება, რომ დაეხმაროთ სხვა მომხმარებელს, გააკეთოს კარგი არჩევანი.
დაპოსტილ ინფორმაციაში ნუ ჩაწერთ ისეთ დეტალებს, რაც შესაძლებელს გახდის თქვენს იდენტიფიკაციას. თქვენ ეთანხმებით, რომ პერსონალური ინფორმაციის დაცულობაზე, რომელიც შესაძლოა, გასცეთ თქვენს მიერ დაპოსტილი ინფორმაციის საშუალებით, რედმედი არ იღებს პასუხისმგებლობას.
თქვენ არ გაქვთ უფლება, დაპოსტოთ ინფორმაცია ისე, რომ დაარღვიოთ ნებისმიერი (ფიზიკური ან იურიდიული) პირის ინტელექტუალური საკუთრება.
ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი დაპოსტილი ინფორმაციის შინაარსზე და ნებისმიერ შედეგზე, რაც შეიძლება მოყვეს თქვენს მიერ დაპოსტილ ინფორმაციას.
რედმედი იტოვებს უფლებას ამ წესებთან შეუსაბამო დაპოსტილი ინფორმაცია წაშალოს, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ დაპოსტილი ინფორმაცია შეიცავს ძალადობრივ ან აგრესიულ ელემენტებს, დროებით დაბლოკოს ან გააუქმოს თქვენი პროფილი/ანგარიში წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
დათქმა
მომსახურება
ჩვენ შევქმენით რედმედი, რათა გავხადოთ მომსახურების მიმწოდებლების სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და მარტივად გამოსაყენებელი და გავაუმჯობესოთ თქვენ მიერ მათი გამოყენების გამოცდილება.
თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმა გაძლევთ საშუალებას, ისარგებლოთ მისი მომსახურებით პრინციპით „როგორც შესაძლებელია“ და „როგორც არის“. თქვენს მიერ პლატფორმის ნებისმიერი ფუნქციის გამოყენება და ნებისმიერი სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობით.
თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ:
თქვენ ეთანხმებით და აღაირებთ, რომ რედმედი არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი:
მომსახურების მიმწოდებლის მიერ თქვენთვის მოცემულ რეკომენდაციებზე
მომსახურების მიმწოდებლი არ არის რედმედის მიერ ავტორიზებული პირი და არ აწარმოებს მისი სახელით რაიმე მოლაპარაკებას და კონტრაქტის გაფორმებას გარდა პლატფორმაზე არსებული შესაძლებლობებისა (დაკავშირებისა).
ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ რედმედი არ არის თქვენსა და მომსახურების მიმწოდებლს შორის ურთიერთობის ნაწილი და არ არის პასუხისმგებელი მათ ქმედებაზე ან გადაცდომაზე თუ ის არ წარმოადგენს რედმედთან შრომითი ურთიერთობით დაკავშირებულ პირს ან რედმედის კონტრაქტორს.
თქვენ ეთანხმებით, რომ რედმედი არ არის პასუხისმგებელი თქვენს მიერ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული ინფორმაციის მართებულობაზე ან თქვენს მიერ თქვენს პროფილში შეტანილი ცვლილებების მართებულობაზე.
პლატფორმის/აპლიკაციის მუშაობა
ჩვენ ვმუშაობთ, რომ რედმედის გამოყენება იყოს თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული, მუდმივად შეგვაქვს ცვლილებები ამ მიზნით, ხდება განახლებები, თუმცა რედმედი არ აცხადებს და არ იძლევა გარანტიას, რომ:
პლატფორმა იმუშავებს დროულად, უსაფრთხოდ, შეუფერხებლად, შეცდომების გარეშე, იქნება შესაბამისი სხვა მონაცემთა ბაზებთან, პროგრამებთან ან მოწყობილებებთან.
პლატფორმა უპასუხებს თქვენს მოთხოვნებს და მოთხოვნილებებს.
პლატფორმის შეცდომები და ნაკლები იქნება გამოსწორებული.
არ შეიცავს ვირუსებს ან სხვა დამაზიანებელ კომპონენტებს
თავსებადი იქნება თქვენს მოწყობილობასთან ან სხვა რომელიმე მოწყობილობასთან, რომელიც მიერთებულია თქვენს მოწყობილობაზე. თქვენ თავად ხართ პასუხისმგებელი, გქონდეთ შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც თავსებადია პლატფორმასთან და არის გამართული.
ინტელექტუალური საკუთრება
თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმა და მისი ყველა საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, სავაჭრო საიდუმლოებები და რედმედთან დაკავშირებულ სხვა ინტელექტულურ საკუთრებებზე უფლებები არის და იქნება რედმედის საკუთრება. ასევე, თქვენ ეთანხმებით და აღიარებთ, რომ პლატფორმის საწყისი კოდი, ფორმატი, კატალოგები, ალგორითმები, მოთხოვნები, სტრუქტურა და ორგანიზება არის რედმედის ინტელექტუალური საკუთრება და კონფიდენციალური ინფორმაცია. თქვენ არ გადმოგეცემათ უფლება პლატფორმის ინტელექტუალურ საკუთრებაზე.
თქვენ არ ხართ ავტორიზებული რედმედის მიერ გამოიყენოთ რედმედის ინტელექტუალური საკუთრება (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სავაჭრო ნიშნის გამოყენებას ნებისმიერ რეკლამაში, განცხადებაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში) რედმედის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ.
თქვენ არ ხართ რედმედის მიერ ავტორიზებული პირი, არ მოაჩვენებთ თავს და არ აძლევთ უფლებას სხვა ნებისმიერ პირს, რომ მოაჩვენოს თავი რედმედის ავტორიზებულ პირად და არ მოიქცევით ისე, რომ ვინმემ ლოგიკურად დაასკვნას, რომ თქვენ რედმედის ავტორიზეული პირი ხართ.
თქვენ არ უნდა დადოთ კონტრაქტი/შეთანხმება ან მონაწილეობა მიიღოთ რაიმე კონტრაქტში რედმედის სახელით.
შინაარსის გამოყენება
თქვენ არ ხართ ავტორიზებული რედმედის მიერ გამოიყენოთ რედმედის ინტელექტუალური საკუთრება (რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება სავაჭრო ნიშნის გამოყენებას ნებისმიერ რეკლამაში, განცხადებაში ან სხვა კომერციულ საქმიანობაში) რედმედის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, რომელიც შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ.
თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, დაბეჭდოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ რედმედის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საკუთარი საჭიროებებისათვის, მაგრამ არ გაქვთ უფლება გააზიაროთ, გადათარგმნოთ, ადაპტაცია გაუკეთოთ, გამოაქვეყნოთ ან გაასაჯაროოთ რაიმე ინფორმაცია კომერციული მიზნებისათვის.
ბმულები: რედმედის სერვისების გამოყენებისას თქვენ შეიძლება შეგხვდეთ სხვა ვებგვერდების ბმულები. თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ რედმედი არ არის პასუხისმგებელი ამ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე, მართებულობაზე ან მათ მიერ შემოთავაზებული სერვისების ხარისხზე.
ურთიერთობის დასრულება
ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მომხმარებელი, მაგრამ თუ თქვენ არღვევთ ჩვენს პირობებს, ვიტოვებთ უფლებას, რომ წინაწარი შეტყობინების გარეშე შევაჩეროთ ან დავბლოკოთ თქვენი პირადი ანგარიში/პროფილი და/ან წვდომა პლატფორმაზე ან მის ნაწილზე ნებისმიერ დროს, ამ ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტის დარღვევის მიზეზით, ასევე, არალეგალური ქმედების ან სამედიცინო პერსონალზე აგრესიის ან ძალადობის გამო წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
რედმედი იტოვებს უფლებას გადააკეთოს, შეაჩეროს, გააუქმოს დროებით ან მუდმივად პლატფორმის ნაწილი ან მთელი პლატფორმა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მიზეზით წინასწარი შეტყობინების გარეშე.
თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ თუ რედმედი გააუქმებს თქვენს პროფილს, აღარ გექნებათ წვდომა თქვენს პროფილზე არსებულ ინფორმაციასთან. ყველა უფლება, რაც გადმოგეცათ ამ შეთანხმებით, დაუყოვნებლივ გაუქმდება.
ზარალის ანაზღაურება
თქვენ აცნობიერებთ და პირობას დებთ, რომ არ მიაყენებთ თქვენი ქმედებით ზარალს პლატფორმას/აპლიკაციას, მის თანამშრომლებს, ან მათთან დაკავშირებულ პირებს, სერვისის/საქონლის მომწოდებლებს. თუ თქვენს მიერ ან სხვა პირის მიერ, რომელმაც გამოიყენა თქვენი ანგარიშის დეტალები, რედმედს მიაყენა ზარალი მისი ნებისმიერი სერვისის გამოყენებისას ან სხვა გზით, ან თქვენ დააზარალეთ რედმედი ამ პირობების დარღვევით, ან ინტელექტუალური საკუთრების მითვისებით ან გამოყენებით, თქვენ იღებთ ვალდებულებას, აანაზღაუროთ ეს ზარალი.
ცვლილებები ხელშეკრულებაში
რედმედმა შეიძლება ნებისმიერ დროს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვალოს ან გააუქმოს ხელშეკრულების ნებისმიერი პუნქტი ან დაამატოს ახალი პუნქტი. თუ თქვენ აგრძელებთ პლატფორმის გამოყენებას ცვლილების გამოქვეყნების შემდეგ ავტომატურად იგულისხმება, რომ თქვენ დაეთანხმეთ შეტანილ ცვლილებებს.
სამართლებრივი დავა
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რედმედის გამოყენება თქვენს მიერ მოხდება ამ ხელშეკრულების პირობების დაცვით, თუმცა გაცნობებთ, რომ ნებისმიერი სამართლებრივი დავა თქვენს და ჩვენს შორის იწარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
ელექტრონული კონტრაქტი
ეს ხელშეკრულება წარმოადგენს საბოლოო შეთანხმებას და თანხმობის ელექტრონული მონიშვნით თქვენ ადასტურებს, რომ ეთანხმებით აქ მოყვანილ წესებს და პირობებს, ასევე, დამატებით პირობებს.