დაბალი სიცხე ისეთივე საყურადღებოა, როგორც მაღალი. სხეულის ტემპერატურის სახიფათო დონემდე დაქვეითებას ჰიპოთერმიას უწოდებენ. ეს ხდება მაშინ, როცა სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა ეცემა.
ჰიპოთერმიისას გული, ნერვული სისტემა და ზოგადად ორგანოები ვერ ახერხებენ ნორმალურ ფუნქციონირებას. სხეულის მკვეთრად დაბალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ცვლილებები.
ზოგადად, ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და ძირითად შემთხვევაში ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა:ასაკი, სქესი, აქტივობა, დღის რა მონაკვეთში ხდება გაზომვა და.ა.შ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ნორმალურ სიცხედ 35.8 – 37.0 ⁰c მოიაზრება (თუ ტემპერატურა იღლიის ფოსოში იქნა გაზომილი).
დაბალი სიცხე ვლინდება მაშინ, როცა ორგანიზმი კარგავს იმაზე მეტ სითბოს, ვიდრე წარმოქმნის, ვითარდება ჰიპოთერმია. მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
სიმპტომები დაბალი სიცხის დროს განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ნიშნულამდე დაეცა ადამიანის სხეულის ტემპერატურა.
პირველ ეტაპზე იწყება კანკალი, დაღლილობა, სწრაფი სუნთქვა, ცივდება და ფერმკრთალდება კანი. თუ ვერ ხერხდება გათბობა და ტემპერატურა ისევ დაბლა მიდის, კანკალი ძლიერდება, ჰიპოთერმიის მძიმე ფორმებში საერთოდ შეიძლება შეწყდეს კიდეც, რის შემდეგაც შესაძლოა ადამიანმა დაიწყოს ბოდვა და დაკარგოს გონება.
ჩვილებში საქმე სხვაგვარადაა. დაბალი ტემპერატურისას ისინი როგორც წესი, ჯანმრთელად გამოიყურებიან, მაგრამ ცივი აქვთ კანი, არიან მშვიდად და უარს ამბობენ ჭამაზე.
დაბალი სიცხის დროს უპირველესად, ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია. დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიმართოთ Redmed - ის ოჯახის ექიმს და გაიაროთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია.
თუ დაბალი სიცხე ვლინდება ბავშვებში, შეგიძლიათ 24/7-ზე მიმართოთ პედიატრს, აჩვენოთ ბავშვი ვიზუალურად ვიდეო კონსულტაციის მეშვეობით და მიიღოთ სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ. REDMED-ის პედიატრიული კლინიკა დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით. კონსულტაციიდან ერთი კვირის განმავლობაში კი ექიმთან განმეორებით დაკავშირება დამატებითი ხარჯების გარეშე ხდება ჩათის მეშვეობით.
REDMED-ი პირველი ონლაინ სამედიცინო კლინიკაა საქართველოში, რომელიც დისტანციურად აკავშირებს პაციენტს სასურველ ექიმთან. მისი მეშვეობით შესაძლებელია, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხები გაეგზავნოს ექიმს კონსულტაციამდე ან კონსულტაციის დროს. დანიშნულებასა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციის ნახვასაც ვებ-გვერდზე ან აპლიკაციაში შეძლებთ.
პლატფორმა აერთიანებს 35 სპეციალობის 200-მდე ექიმს საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან და ეხმარება პაციენტს დროულად გაიაროს ონლაინ კონსულტაცია რიგებში დგომისა და ზედმეტი დისკომფორტის გარეშე.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას