ყელის ტკივილი - რა იწვევს და როგორ ვუმკურნალოთ
ყელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ზამთრის პერიოდში. როგორც წესი, პირველ ეტაპზე სახლის პირობებში იწყებენ მკურნალობას, თუმცა თუ ჩივილები გრძელდება შემდეგ უკვე ექიმს მიმართავენ.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა, ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
· ბაქტერიული
· ვირუსული
· სოკოვანი ინფექციები
ასევე, ყელის ტკივილს შეიძლება თან ახლდეს - საერთო სისუსტე, ყლაპვის გაძნელება და ტკივილი ყლაპვის დროს, გაძლიერებული ნერწყვდენა, სუნთქვის გაძნელება, ხმის ტემბრის შეცვლა, სურდო და ხველა. ასევე შეიძლება გამოვლინდეს ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი.
როდის არის საჭირო ექიმთან კონსულტაცია?
გამოკვლეულია, რომ ოჯახის ექიმთან მისული 1000 პაციენტიდან 60 ყელის ტკივილს უჩივის, უმრავლესობა კი სახლის პირობებში მკურნალობას ამჯობინებს.
თუმცა, არსებობს სიმპტომები, რომლის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელი იმ შემთხვევაში თუ:
· გრიპის და სხვა სიმპტომების გარეშე ყელის ტკივილი 48 საათზე მეტ ხანს გრძელდება
· ყელის ტკივილს თან ახლავს ტემპერატურის მკვეთრი მატება
· ყელის უკანა ნაწილში თვალით შესამჩნევია თეთრი ფერის ნადები
· გადიდებულია კისრის, იღლიის, ან საზარდულის ლიმფური კვანძები
· შეუძლებელია ყბის მოძრაობა
· შეცვლილია ხმა 2 კვირის მანძილზე
თუ ადამიანს ხსენებული სიმპტომებიდან რომელიმე აწუხებს, აქვს საერთო სისუსტე, უჭირს კლინიკის დამღლელ რიგებში დგომა, მაგრამ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა, სამედიცინო პლატფორმა Redmed-ი დაგეხმარებათ დაუკავშირდეთ ოტოლარინგოლოგს ვიდეო თუ სატელეფონო ზარით, აუხსნათ თქვენი მდგომარეობა და მიიღოთ რეკომენდაციები.
ასევე, შეგიძლიათ ჩაეწეროთ რედმედის დახმარებით კლინიკაში ვიზიტზე ზუსტ დროს და ადგილას.მათთვის ვისაც დაზღვევა აქვს, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ რედმედი გასცემს დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამ მხრივ პრობლემა არ შეგექმნებათ.
რედმედი ასევე იძლევა საშუალებას, გამოიძახოთ ექიმი სახლში და შინ ჩაიტაროთ ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევები.
მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება ყელის ტკივილის დროს?
ყელის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც ვირუსული ინფექციაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სახლში მკურნალობის შედეგად ქრება. ბაქტერიებით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად ანტიბიოტიკურ მკურნალობას მიმართავენ ხოლმე. თუმცა, დაუშვებელია ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღება. გარდა ამისა, შესაძლებელია, ყელის ტკივილი რიგი საშიში დაავადებების ერთ–ერთი სიმპტომი იყოს, ამიტომაც დროულ დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას საჭიროებდეს.
ყელის ტკივილის სხვა, უფრო იშვიათ მიზეზებს კომპლექსური კვლევა და მკურნალობა სჭირდება.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას