პროსტატა - ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ

პროსტატა - ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროსტატა არის მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დამხმარე ჯირკვალიც და კუნთების მექანიკური გადამრთველი შარდვასა და ეაკულაციას შორის. იგი გვხვდება მხოლოდ ზოგიერთ ძუძუმწოვარში და განსხვავდება სახეობებს შორის ანატომიურად, ქიმიურად და ფიზიოლოგიურად. ანატომიურად, პროსტატის ჯირკვალი გვხვდება შარდის ბუშტის ქვემოთ და მასში გადის შარდსადენი. იგი გარშემორტყმულია ელასტიური, ფიბროკუნთოვანი კაფსულით, შეიცავს ჯირკვლოვან ქსოვილს ასევე შემაერთებელ ქსოვილს.
რა წარმოადგენს პროსტატის ფუნქციებს?
პროსტატის ჯირკვლები აწარმოებენ და გამოყოფენ სითხეს, რომელიც წარმოადგენს სპერმის ნაწილს ეაკულაციის დროს. პროსტატის სითხე გამოიდევნება ეაკულაციის პირველ ნაწილში, სპერმის უმეტეს ნაწილთან ერთად, პროსტატის შიგნით გლუვი კუნთოვანი ქსოვილის შეკუმშვის ხარჯზე.
პროსტატის დაავადებები
პროსტატის პათოლოგიები მოიცავს მის გადიდებას, ანთებას და კიბოს.
- პროსტატის ანთება (პროსტატიტი) - წარმოადგენს პროსტატის ჯირკვლის ანთებით პათოლოგიას. მის განვითარებას, როგორც წესი, თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მტკივნეული და ხშირი შარდვა და ასევე ტკივილი სათესლე ჯირკვლების, გენიტალიების და მენჯის არეში. ის შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ასიმპტომური.
- გადიდებულ პროსტატის პროსტატომეგალიას უწოდებენ, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (BPH) არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ამ დროს ხდება პროსტატის გაფართოებას უჯრედების რაოდენობის ზრდის გამო, რაც გახშირებული შარდვის მიზეზი ხდება.
- პროსტატის კიბო - ხანდაზმული მამაკაცების სიკვდილის მნიშვნელოვანი მიზეზია მთელს მსოფლიოში. პროსტატის კიბოს, რომელიც მხოლოდ პროსტატის ჯირკვალშია, ხშირად მკურნალობენ პროსტატის ქირურგიული მოცილებით ან რადიოთერაპიით. მეტასტაზირებულ ფორმას მკურნალობენ ჰორმონოთერაპიით, რათა შემცირდეს ანდროგენები, რომლებიც ასტიმულირებენ პროლიფერაციას.
პროსტატიტის სიმპტომები
პროსტატიტის ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია და შესაძლოა ვარირებდეს მისი ტიპის და სიმძიმის მიხედვით. სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:
- ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას (დიზურია);
- შარდვის გაძნელება;
- ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამით (ნოქტურია);
- მოშარდვის უეცარი სურვილის გაჩენა;
- შემღვრეული შარდი;
- სისხლი შარდში;
- ტკივილი მუცლის, საზარდულის ან წელის არეში;
- ტკივილი სკროტუმს და სწორ ნაწლავს შორის (პერინეუმი);
- პენისის ან სათესლე ჯირკვლის ტკივილი ან დისკომფორტი;
- მტკივნეული ეაკულაცია;
- ცხელება, შემცივნება, კუნთების ტკივილი და გრიპის მსგავსი სხვა სიმპტომები (მწვავე ბაქტერიული პროსტატიტისას).
სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დროული კონსულტაცია უროლოგთან, რათა თავიდან აირიდოთ გართულებების შემდგომში განვითარების რისკები.
როგორ ავირიდოთ თავიდან პროსტატის დაავადებები?
- გააუმჯობესეთ დიეტა - შეამცირეთ ცხიმის მიღება და აითვისეთ მეტი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები თხილიდან, თესლებიდან და თევზიდან. როგორც კვლევებმა აჩვენა, ანტიოქსიდანტი ლიკოპენი, რომელიც უხვად არის მოხარშულ ან დამუშავებულ პომიდორში ანელებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდას.
- შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა - ასაკის მატებასთან ერთად წონის დაკლება და ჯანსაღი წონის შენარჩუნება დაგეხმარებათ კიბოს და ჯანმრთელობის მრავალი სხვა პრობლემის რისკის შემცირებაში.
- ივარჯიშეთ რეგულარულად - მჯდომარე ცხოვრების წესი ხელს უწყობს პროსტატის კიბოს განვითარებას.
- შეამცირეთ თამბაქო და ალკოჰოლი
- მიიღეთი D ვიტამინის რეგულარული დოზები - D ვიტამინით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება ვირთევზას ღვიძლის ზეთი, გარეული ორაგული და ჩიტაკეს გამხმარი სოკო. ვინაიდან მზე არის D ვიტამინის მიღების საუკეთესო და უფრო ადვილად ხელმისაწვდომი წყარო, ბევრი ექსპერტი გვირჩევს ყოველდღე 10 წუთი მზის (მზისგან დამცავი კრემის გარეშე) ზემოქმედების ქვეშ ყოფნას.
- იყავით სქესობრივად აქტიური - ორმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ ეაკულაციის უფრო მაღალი სიხშირე (სქესობრივი პარტნიორით ან მის გარეშე), პროსტატის კიბოს განვითარების ორჯერ ნაკლები შანსი აქვთ.