მამაკაცის ჯანმრთელობა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

მამაკაცის ჯანმრთელობა

მამაკაცის ჯანმრთელობა

Მამაკაცები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ჯანმრთელობას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც სხვადასხვა დაავადების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, ისე ცხოვრების სტილი და სხვა. Სწორედ ამ მიზეზით 14-20 ივნისამდე “დაწესდა” მამაკაცთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირა, რათა კიდევ ერთხელ გაესხვას ხაზი იმას, რომ ნებისმიერი კაცისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ჯანმრთელობა. 

გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მიზანია მამაკაცებში ცნობიერების ამაღლება იმ დაავადებების შესახებ, რომელთა პრევენციაც ადრეული გამოვლენით და მკურნალობითაა შესაძლებელი. 

Პირველი, რაც მამაცების ჯანმრთელობის პრობლემაზე გვახსენდება არის პროსტატის პრობლემები.

Მაინც Რა არის პროსტატა?

Პროსტატის ჯირკვალი, რომელიც მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ნაწილია, მცირე ზომისაა და შარდის ბუშტის ქვემოთ მდებარეობს. Პროსტატის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია რეპროდუქციულია. ეს ჯირკვალი წარმოქმნის ისეთ სეკრეტს, რომელიც სპერმატოზოიდების არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და სპერმას იცავს - განაყოფიერების უნარს უნარჩუნებს ხანგრძილივი დროით.

Რა პრობლემები უკავშირდება პროსტატას? - Პროსტატას შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მამაკაცის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. Ფუნქციის დარღვევამ კი შეიძლებ გამოიწვიოს პროსტატიტი, პროსტატის კიბო, ადენობა ან პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია

Რა სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

Პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემების დროს, ძირითადად, სშემდეგი სიმპტომები ვლინდება:

  • გამონადენი პენისიდან
  • ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვისას
  • ცვლილებები შარდვის სიხშირეში, უფრო მეტად ხშირი შარდვა
  • ცვლილებები შარდის ნაკადში
  • ტკივილი ეაკულაციის დროს ან შემდეგ
  • ლიბიდოს დაქვეითება

Მართალია პროსტატიტი სხვა სერიოზულ დაავადებებს არ იწვევს და არც სიცოცხლისთვის საშიშია, თუმცა მისი სიმპტომები საკმაოდ შემაწუხებელია და ცხოვრების ხარისხზე დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ამ სიმპტომების მინიმიზაციისთვის აუცილებელია მკურნალობა.

Პროსტატიტის გარდა, ეს სიმტპომები შეიძლება პროსტატის კიბოს ან სხვა სერიოზული დაავადების მანიშნებელი იყოს. ამიტომაც აუცილებელია უროლოგის კონსულტაცია და ჩვენებების გამონმწვევი მიზეზის დადგენა, რათა დროუალდ დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

Როგორ შევამციროთ პროსტატასთან დაკავშირებული პათოლოგიის განვითარების რისკი?

Ზოგადად, პროსტატის პრობლემა შეიძლება ნებისმიმერი ასაკის მამაკაცში განვითარდეს. თუმცა პროსტატიტი უფრო გავრცელებულია 50 წლამდე, ხოლო ჰიპერპლაზია 50 წელს გადაცილებულ კაცებში. Პროსტატის კიბოს განვითარების რისკი კი ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო იზრდება.

გასათვალისწინებელია, რომ ოჯახის ჯანმრთელობის ისტორიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს - თუ თქვენს ბაბუას, მამას ან ძმას ჰქონდა პროსტატის კიბო, თქვენც უფრო დიდი რისკის ქვეშ ხართ.

Პროსტატასთან დაკავშირებული პათოლოგიების განვითარების რისკის შემცირებისთვის, პირველ რიგში, დიეტის და ცხოვრების წესის შეცვლაა საჭირო:

  • Შეამცირეთ ცხიმი თქვენს რაციონში
  • Მიირთვით უფრო მეტი ბოსტნეული და ხილი
  • მიიღეთ უფრო მეტი მწვანე ჩაი
  • ყურადღება მიაქციეთ ცხოველურ ცხიმებს და ეცადეთ, მცენარეულით შეცვალოთ

გარდა ამისა, შეამცირეთ თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და ივარჯიშეთ რეგულარულად.

Რაც შეეხება მკურნალობას, ის დიაგნოზზეა დამოკიდებული. Მაგალითად, ბაქტერიული პროსტატიტის დროს, პირველ რიგში, ინიშნება ანტიბიოტიკები, თუმცა ამასთან ერთად ექიმი ხშირად უწევს რეკომენდაციას: პროსტატის მასაჟს, ცხელ აბაზანებს, სხვადასხვა ტიპის ვარჯიშს.

გარდა პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემებისა, მამაკაცებში ასევე გავრცელებულია:

  • ფილტვის კიბო ან ფილტვის სხვა დაავადებები
  • გულსისხლძარღვთა დაავადებები
  • ღვიძლის დაავადებები
  • ერექციული დისფუნქცია
  • ოსტეოპოროზი
  • დიაბეტი
  • დეპრესია

თუ გაქვთ ეჭვი პროსტატის პრობლემაზე და გაწუხებთ, რომელიმე ზემოთჩამოთვლილი სიმპტომი, აუცილებლად გაირეთ კონსულტაცია უროლოგთან. REDMED-ის პლატფორმაზე ვოდეოკონსულტაციის დაჯავშნა უროლოგთან სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available