მენსტრუალური ციკლი - REDMED
REDMED APP
Get on the Store

მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი ქალის ორგანიზმში რთული ციკლური ფიზიოლოგიური პროცესია.

მენსტრუალური ციკლი ითვლება ნორმად თუ არის:

• 21 დღეზე მეტი და 35 დღეზე ნაკლები

• სისხიანი გამონადენი გრძელდება 3-7 დღე

• სისხლის დანაკარგი დაახლოებით მერყეობს 50-150 მლ-ის ფარგლებში.


მენსტრუალური ციკლში შედგება 4 ფაზისგან:

• მენსტრუაცია

• ფოლიკულური ფაზა

• ოვულაცია

• ლუთეინური ფაზა.

თითოეული ფაზის ხანგრძლივობა ყველა ქალში ინდივიდუალურია.


პირველი ფაზა - მენსტრუალური ციკლი

მენსტრუალური ციკლი არის პირველი ფაზა, როდესაც ქალს აქვს სისხლიანი გამონადენი საშოდან და იწყება მაშინ, როდესაც წინა ციკლში კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ ხდება. საშვილოსნოს გასქელებული ენდომეტრიუმი, რომელიც საჭიროა ორსულობისთვის აღარ არის საჭირო და ხდება მისი ჩამოფრცქვნა, რაც გამოიყოფა საშოდან სისხლის, ლორწოსა და ქსოვილის კომბინაციით.

ამ პერიოდში შესაძლოა გამოხატული იყოს:

მკერდის ტკივილი და მომატებული ძუძუს დვრილების მგრძნობელობა; მუცლის შებერილობა; ემოციური ლაბილობა; ხასიათის ცვლილება; გაღიზიანებადობა; თავის ტკივილი; დაღლილობა; ტკივილი წელის არეში.


მეორე ფოლიკულიკულური ფაზა

ფოლიკულური ფაზა იწყება მენსტრუაციის დაწყებიდან პირველ დღეს (ამ დროს ხდება გადაკვეთა მენსტრუალურ და ფოლიკულურ ფაზებს შორის) და სრულდება ოვულაციით (საკვერცხეში მომწიფებული ფოლიკულის გასკდომა).


მესასამე - ოვულაცია

ოვულაცია არის, როდესაც ფოლიკულურ ფაზაში წარმოქმნილი დომინანტი ფოლიკული, რომელშიც არის მომწიფებული კვერცხუჯრედი, სკდება. მხოლოდ ოვულაციის ფაზა არის ის პერიოდი, როდესაც ქალს შეუძლია დაორსულდეს.

ოვულაციის პერიოდში ქალს აღენიშნება:

  • ბაზალური ტემპერატურის მცირედი მომატება
  • ბლანტი, თეთრი ფერის გამონადენი საშოდან.

ოვულაცია ხდება ციკლის მე-14 დღეს და გრძელდება 24 საათი. მენსტრუალური ცილი კი არის 28 დღიანი.


მეოთხე - ლუთეინური ფაზა

ოვულაციის დროს, დომინანტი ფოლიკულის გასკდომის შედეგად წარმოიქმნება ყვითელი სხეული. ეს არის ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც გამოიმუშავებს ჰორმონებს, ძირითადად პროგესტერონს და გარკვეული რაოდენობთ ესტროგენს. აღნიშნული ჰორმონების მომატებული დონე იწვევს გასქელებული ენდომეტრიუმის შენარჩუნებას და მზაობას განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციისთვის (მიმაგრებისათვის) თუ ორსულობა არ დადგება, ხდება ყვითელი სხეულის უკუგანვითარება. ეს იწვევს სისხლში ესტროგენისა და პროგესტერონის დონე საგრძნობლად ქვეითდება, რის გამოც ხდება გასქელებული ენდომეტრიუმის ჩამოფრცქვნა და იწყება მენსტრუაცია.


რა იწვევს მენტრუალური ციკლის არარეგულარულობას?

მრავალრიცხოვან მიზეზთაგან ყველაზე ხშირია: სტრესი; კვებითი აშლილობა; პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი; ორსულობა/ლაქტაცია; ფარისებრის ჯირკვლის დისფუქნცია; გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა; კომბინირებული ორალური კონტრაცეფტივების მიღების წესის დარღვევა; საშვილოსნოს მიომა, პოლიპი და სხვა.


როდის უნდა მიმართოთ გინეკოლოგს?

თუ გაწუხებთ ქვემოთ ნახსენები, რომელიმე სიმპტომი, მაშინ აუცილებელია გინეკოლოგთან კონსულტაცია:


გაქვთ მენსტრუაციის გადაცდენები, ან უეცრად შეგიწყდათ მენსტრუაცია და 1 თვეზე მეტია არ გქონიათ სისხლიანი გამონადენი.

  • გაქვთ არარეგულარული მენსტრუაცია-მენსტრუაციებს შორის დაწყების დრო არის 21 დღეზე ნაკლები ან 35 დღეზე მეტი.
  • მენსტრუალური გამონადენი გრძელდება 7 დღეზე მეტხანს
  • გაქვთ მენსტრუაციებს შორის სისხლიანი გამონადენი.


ციკლთან დაკავშირებული პრობლემები ღრმა ანალიზსა და შეფასებას საჭიროებს, ზემოთხსენებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებელია მიმართ მეან-გინეკოლოგს, რათა დროულად მოახდინოთ მიზეზის დადგენა, შემდგომი სწორი მენეჯმენტით კი თავიდან აირიდოთ შორეული გართულებები.



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available