პოლიკისტოზური საკვერცხეები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

პოლიკისტოზური საკვერცხეები

პოლიკისტოზური საკვერცხეები

რა არის პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი?

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS), ერთ-ერთი გავრცელებული ენდოკრინული (მეტაბოლური) დარღვევაა რეპროდუქციულად აქტიური ასაკის ქალებში და ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  1. ჭარბი წონა; 
  2. მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა; 
  3. მენსტრუალური ციკლის დარღვევები.


რა იწვევს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს?

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი მულტიფაქტორული დაავადებაა, რომლის განვითარებასაც საფუძვლად უდევს, როგორც გენეტიკური, ასევე გარემო ფაქტორები. 

  • გენეტიკური ფაქტორი-აღმოჩნდა, რომ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალთა 25%-ში, მათ დედებსაც აქვთ აღნიშნული დაავადება;
  • თანდაყოლილი ფაქტორები-არსებობს მოსაზრება, რომ დაავადება მუცლადყოფნის პერიოდშივე იღებს დასაბამს, რომლის მიზეზი შესაძლოა იყოს დედის არასწორი კვება, გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა;
  • მეტაბოლური სინდრომი-ჭარბი წონა, დისლიპიდემია, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, რომელებიც ასევე გენეტიკურ ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ;
  • ინსულინრეზისტენტობა-მდგომარეობა, როდესაც ჰორმონ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა დაქვეითებულია და ხშირ შემთხვევაში ასოცირებულია სიმსუქნესთან;
  • ჰიპერანდროგენია-მდგომარეობა, როდესაც მომატებუალია მამაკაცის სასქესო ჰორმონები.


რა კლინიკური გამოვლინებები აქვს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს?

კლინიკური სიმპტომები ხშირ შემთხვევაში პუბერტატული ასაკიდანვე იჩენს თავს, ამიტომ მნიშვნელოვანია დროული ვიზიტი გინეკოლოგთან. 

საინტერესოა, რით შეიძლება გამოვლინდეს აღნიშნული სინდრომი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს:

  • ჭარბთმიანობა/ჰირსუტიზმი-მდგომარეობა, როდესაც თმიანობა მომატებულია, მათ შორის ქალური ფენოტიპისთვის უჩვეულო ადგილებში: სახეზე, ძუძუს დვრილების ირგვლივ, ზურგზე, მუცლის თეთრ ხაზზე, დუნდულოებზე, რაც არამხოლოდ სამედიცინო, არამედ კოსმეტოლოგიურ პრობლემასაც წარმოადგენს და ადრეული ასაკიდანვე ხდება გოგონებში ფსიქოლოგიური სტიგმატიზაციის მიზეზი; 
  • თმისცვენა-რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჭარბთმიანობის პარალელურად, შეიძლება აღინიშნებოდეს თმის ცვენა თავზე (ჰიპერანდროგენული ალოპეცია);
  • აკნე-გამონაყარი უპირატესად სახის არეშია ლოკალიზებული, რის გამოც პაციენტები ხშირად დერმატოლოგს მიმართავენ. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა იყოს პოლისტოზური საკვერცხეები და საფუძვლად ედოს ანდროგენების სიჭარბე. აკნეს ჰორმონალურ მიზეზებზე შემდეგ ბლოგში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
  • შავი აკანტოზი(Acanthosis nigricans) - სხეულის ნაკეცებსა და მოხრის ადგილებში, კანი გაუხეშებული და მოშავო ელფერისაა, განსაკუთრებით ხშირი ლოკაციებია-იღლია, საზარდული, კისერი;
  • მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა-პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში, ხშირია ანოვულატორული მენტრუალური ციკლი. ამისათვის რეკომენდირებულია აწარმოოთ მენტრუალური კალენდარი. დააკვირდით მენტრუაციის მოსვლიდან, შემდომი მენსტრუაციის მოსვლამდე პერიოდს. თუ ციკლებს შორის პერიოდი აღემატება 35 დღეს, ან ნაკლებია 21 დღეზე, ან გაქვთ პერიოდული ჩავარდნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
  • სიმსუქნე-წონის ობიექტურად შესაფასებლად, გამოიყენეთ მარტივი ფორმულა-BMI = kg/m2 (წონა/სიმაღლის კვადრატზე). თუ მიღებული რიცხვი >25-ზე, თქვენ ნამდვილად ჭარბი წონა გაქვთ.
  • ფსიქოლოგიური გამოვლინებები-აღმოჩნდა, რომ გოგონებში რომელთაც აქვთ პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, პრევალირებს დეპრესიული სიმპტომები შფოთი, ადვილად გაღიზიანებადობა.


როგორ დიაგნოსტირდება პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი?

თუ ზემოთხსენებული სიმპტომები აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს, რომელიც ობიექტურად შეაფასებს კლინიკურ სურათს, რაციონალურად დანიშნავს კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს და სწორად შეაჯამებს მიღებულ შედეგებს.

საბაზისო კვლევებს მიეკუთვნება: გინეკოლოგიური ულტრაბგერითი კვლევა, თირკმელზედა ჯირკვლის კვლევა, ანდროგენების განსაზღვრა, ინსულინრეზისტენტობის გამოვლენა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სინდრომის სხვადასხვა ფენოტიპი არსებობს, ამიტომ სწორად უნდა მოხდეს კლინური გამოვლინებისა და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია.

  • A ფენოტიპი (კლასიკური ფორმა): კლინკური ან ბიოქიმიურად დადასტურებული ჰიპერანდროგენიზმი + ოლიგო ან ანოვულაცია+ულტრასონოგრაფიულად პოლიკისტოზური საკვერცხეების ტიპიური სურათი;
  • B ფენოტიპი: კლინიკური ან ბიოქიმიურად დადასტურებული ჰიპერანდროგენიზმი+ოლიგო ან ანოვულაცია;
  • C ფენოტიპი: კლინიკური ან ბიოქიმიურად დადასტურებული ჰიპერანდროგენიზმი+ულტრასონოგრაფიულად პოლიკისტოზური საკვერცხეების ტიპიური სურათი;
  • D ფენოტიპი: ოლიგო ან ანოვულაცია+ულტრასონოგრაფიულად პოლიკისტოზური საკვერცხეების ტიპიური სურათი;

როგორც ხედავთ, დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ვარირებს და საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ პაციენტთან.


რა გართულებები შეიძლება მოყვეს პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომს?

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში, დაავადების არასწორად მართვის პირობებში იზრდება რისკი შემდეგი გართულებების:

  • უნაყოფობა
  • კისტების ზომაში ზრდა და ინკაფსულაცია
  • დიაბეტი
  • გულსისხლძარღვთა დაავადებები
  • სიმსუქნე
  • ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია


განკურნებადია თუ არა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი?

პოლიკისტოზური საკვერცხების სინდრომი არ არის განკურნებადი დაავადება, თუმცა, სწორი მენეჯმენტის შემთხევაში, ეს მძიმედ არ აისახება ქალების ცხოვრების ხარისხზე და იძლევა ნორმალური, სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებას.


რეკომენდაციები პოლიკისტოზური საკვერცხეები მქონე ქალბატონებს

პირველ რიგში, ზემოთხსენებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც ინდივიდუალურად შეაფესებს კლინიკურ სურათს და ძირითადი მიზეზიდან გამომდინარე, თქვენი სამომავლო გეგმების გათვალისწინებით (მაგ; აპირებთ თუ არა ორსულობის დაგეგმვას უახლოეს პერიოდში) დაგინიშნავთ სწორ მკურნალობას. ხოლო ის რაც თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული და მკურნალობის ეფექტურობის ნახევარს განსაზღვრავს არის-შეცვალოთ ცხოვრების სტილი: იკვებოთ ჯანსაღად, მოიწესრიგოთ ცირკადული რითმი, იყოთ ფიზიკურად აქტიურები. წონის კორექცია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეამცირებს რისკებს, რომელიც აღნიშნულ სინდრომთან არის ასოცირებული.


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available