კუჭის ტკივილი - სიმპტომები და მკურნალობის მეთოდები
კუჭის ტკივილის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. ყველაზე გავრცელებული პრობლემა გულძმარვაა, თუმცა ტკივილი კუჭის არეში ასევე შეიძლება განპირობებული იყოს მომნელებელი სისტემის ორგანოთა ანთებითი დაავადებებით:
· გასტრიტით - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება
· პანკრეატიტით - კუჭუკანა ჯირკვლის ანთება
· კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით
· საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქრით
· ნაღველკენჭოვანი დაავადებით
ასეთ შემთხვევებში ტკივილის შეგრძნება უმეტესად საკვების მიღების შემდეგ იჩენს ხოლმე თავს.
კუჭის ტკივილის სიმპტომები
რა იწვევს კუჭის ტკივილს? ამის დადგენას შესაბამისი კვლევები სჭირდება. ტკივილს განსხვავებული სიძლიერე და ხანგრძლივობა ახასიათებს, შეიძლება იყოს შეტევითი ხასიათის, მუდმივი, პერიოდული. როგორც ამ დისკომფორტის გამომწვევი მიზეზები ასევე კუჭის ტკივილის სიმპტომები მრავალნაირია:
· წვის შეგრძნება მუცელსა და გულმკერდში;
· მუცლის შებერვა, ყურყური, აირების დაგროვება;
· ბოყინი;
· შეკრულობა;
· ფაღარათი;
· მეტეორიზმი;
· გულისრევის შეგრძნება ღებინებით ან მის გარეშე;
· ტკივილი გულმკერდის არეში
ასევე შესაძლოა, რომ ტკივილის შეგრძნებას იწვევდეს გაციება, აღელვება, დაღლა, ფიზიკური დაძაბვა. ზოგიერთ ადამიანს სწორედ სტრესის ფონზე უმწვავდება ტკივილის შეგრძნება
ექიმთან კონსულტაცია - სად შემიძლია კონსულტაციის გავლა?
არ შეიძლება კუჭის ტკივილის იგნორირება, ხშირად ადამიანები მაშინ მიმართავენ ექიმს, როცა აქვთ ძლიერი ტკივილები, დისკომფორტი, რეალურად კი კუჭის ყრუ ტკივილიც არანაკლებ საყურადღებოა, რადგან შესაძლოა, ის იყოს ნიშანი რაიმე სერიოზული დაავადებისა. თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე გაწუხებთ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან რედმედის მეშვეობით.
ხშირად ექიმთან წაუსვლელობის მიზეზად უდროობა სახელდება. რედმედის დახმარებით კი შესაძლებელია 24/7-ზე დაგეგმოთ ონლაინ კონსულტაცია ექიმთან და თქვენთვის მოსახერხებელ დროს - ვიდეო, ან სატელეფონო ზარით მიიღოთ რჩევები სპეციალისტისგან ან დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ დროს კლინიკაში. იხ. ქვემოთ ბმულები:
თუ დაზღვევით სარგებლობთ, რედმედის პლატფორმაზე ეს საკითხი ძალიან კარგადაა მოგვარებული, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთან და გავცემთ დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციასაც.
რედმედის პლატფორმა აერთიანებს ნებისმიერი სამედიცინო დარგის წამყვან ექიმებს. საკუთარი არჩევანის საფუძველზე პლატფორმის მეშვებით შესაძლებელია ექიმის სახლში გამოძახება ან მასთან ონლაინ კონსულტაცია. ასევე REDMED იზრუნებს სახლში ჩაიტაროთ ინსტრუმენტულ - ლაბორატორიული კვლევები.
მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება კუჭის ტკივილის დროს?
მკურნალობის მეთოდები და ტიპები დამოკიდებულია დაავადების გამომწვევ მიზეზებსა და სირთულეზე. როგორც უკვე აღინიშნა, როცა ტკივილი ხანგრძლივია აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუმცა, არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომლის გამო განვითარებულ ტკივილს პირველ ეტაპზე სახლშიც შეგიძლიათ ებრძოლოთ.
მაგალითად, თუ კუჭი დიდი რაოდენობით საკვების მიღების გამო აგტკივდათ, ნახევრად წამოწოლილმა საათის ისრის მიმართულებით დაიზილეთ მუცელი.
კუჭის ტკივილი შეიძლება ასევე გამოიწვიოს შემთხვევით ვადაგასული საკვების მიღებამ, რასაც ღებინება და სიცხეც კი დაერთოს თან. ამ დროს უმჯობესია აღებინოთ, რომ კუჭი დაიცალოს, მაგრამ თუ სიცხემ 37,5-37,8 გრადუსს გადააჭარბა უმჯობესია მიმართოთ REDMED -ის ექიმს.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას