
ჭარბი წონა და მისი მკურნალობა
ჭარბი წონა ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჭარბი წონის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ?
ჭარბ წონას, ყველაზე ხშირად, გულისა და სხვა დაავადებების რისკის მატება ახასიათებს. ჭარბმა წონამ შესაძლოა არაერთი პათოლოგია გამოიწვიოს:
ჭარბი წონა ბავშვებში
ჭარბი წონა ბავშვებში გავრცელებული ყველაზე ხშირი ქრონიკული პათოლოგიაა. მსოფლიოში მისმა გავრცელებამ ეპიდემიის სახე მიიღო, რაც პირდაპირ კავშირშია არასაკმარის ფიზიკურ აქტივობასთან, არაჯანსაღ კვებასთან და ტელეეკრანის/კომპიუტერის წინ გატარებული დროის ხანგრძლივობასთან. ბავშვებში სიმსუქნის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ოჯახის ყველა წევრის დაბალანსებული კვება და ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური დატვირთვის შერჩევისას გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი და დაიცავით კვების შესაბამისი რეჟიმი.
როგორ ვუმკურნალოთ ჭარბ წონას?
ნორმის ფარგლებში წონის შესანარჩუნებლად ადამიანმა უნდა მიიღოს რეკომენდირებული კალორიებით მდიდარი, ჯანსაღი საკვები და დაკავდეს ფიზიკური აქტივობით. თუ თქვენი ორგანიზმის შესაბამისი მასის და საჭირო კალორიების დადგენა გსურთ, პროფესიონალებს უნდა მიმართოთ.
სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის მოსახერხებელ დროს REDMED-ის პლატფორმაზე შეგიძლიათ პროფესიონალ ექიმებთან აუდიო და ვიდეო კონსულტაცია გაიაროთ. პლატფორმის საშუალებით თქვენ დაზოგავთ დროს და თქვენთვის რეკომენდირებული ფიზიკური დატვირთვის, კვების რაციონის, ან შესაძლო დაავადებების შესახებ, ინფორმაციას დროულად მიიღებთ. თუ ცხოვრების წესის შეცვლა წონის დასაკლებად საკმარისი არ არის, ექიმის მითითებით, შესაძლოა მოხდეს ქირურგიული მეთოდების გამოყენებაც. აქედან გამომდინარე, სწორი მკურნალობის დასაწყებად, ყველაზე მარტივი ნაბიჯი პლატფორმის საშუალებით ექიმთან კონსულტაციის გავლაა.
როდის არის საჭირო ექიმის კონსულტაცია?
ძილის დარღვევები, ასთმა, დიაბეტი, ფსიქოლოგიური პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სისუსტე და ა.შ. - თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადების რისკფაქტორები არსებობს და თქვენი წონა დაშვებულ ნორმას სცდება, აუცილებლად მიმართეთ პროფესიონალ სპეციალისტს, რათა შესაძლო გართულებები თავიდან აიცილოთ.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას


