REDMED APP
Get on the Store
მთავარიავტორიზაცია
სპეციალობა
ნევროლოგია
კლინიკა
დაზღვევა

ნევროლოგია


სულ მოიძებნა 7 ექიმი

ექიმები საქართველოდან
ექიმები საზღვარგარეთიდან
ოთხაგვ, 17
ხუთაგვ, 18
პარაგვ, 19
შაბაგვ, 20

ნევროლოგი

ნევროლოგია ნორმალური და პათოლოგიურად შეცვლილი ნერვული სისტემის სტრუქტურას შეისწავლის, მის ფუნქციას და ზეგავლენას სხვადასხვა ორგანოებზე.

ექიმ ნერვოლოგის კომპეტენციაში შედის ნერვული სისტემის დაავადების განვითრების მექანიზმი, მიზეზები, სიმპტომები, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობის მეთოდები.

ნერვული სისტემა რთული და კომპლექსური მექანიზმია, რომელიც ორ ძირითად მიმართულებად იყოფა, ესენია:

  • ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის და ზურგის ტვინი
  • პერიფერიული ნერვული სისტემა: ყველა სხვა ნერვული ელემენტები, მაგალითად თვალებში, ყურებში და კანში განთავსებული სენსორული რეცეპტორები

ნერვოლოგიის მიმართულებით სპეციალიზირებულ ექიმს ნერვოლოგი ეწოდება, ისინი მკურნალობენ დაავადებებს, რომლებიც ადამიანის ნერვულ სისტემაზე, თავის და ზურგის ტვინზე მოქმედებენ, მაგ:

  • ცერებროვასკულური დაავადება, როგორიცაა ინსულტი
  • ცენტრალური ნერვული სისტემის დელიმილიზებადი დაავადებები, როგორებიცაა გაფანტული სკლეროზი
  • სხვადასხვა ტიპის თავის ტკივილი, მაგალითად შაკიკი ან დადაძაბვის ცეფალგია
  • თავის ტვინის და პერიფერიული ნერვული სისტემის ინფექციები
  • მოძრაობის დარღვევები, მაგ. პარკინსონის დაავადება
  • ნეიროდეგენერაციული დარღვევები, მაგ. ალცჰეიმერის დაავადება
  • კრუნჩხვითი დარღვევები - ეპილეფსია
  • ზურგის ტვინის დარღვევები
  • მეტყველების დარღვევები

ნეიროლოგების კომპეტენციაში არ შედის ქირურგიული ჩარევის ჩატარება, თუ ნევროლოის მიერ პაციენტისთვის რეკომენდირებულია ქირურგიული მკურნალობა, ისინი მიმართავენ ნეიროქირურგს.

ნევროლოგები REDMED-ის პლათფორმაზე

ექიმის შერჩევისას მნიშვნელოვანია გქონდეთ ინფორმაცია მისი გამოცდილების, კვალიფიკაციის შესახებ, ასევე იცოდეთ თუ რას ფიქრობენ სხვა მომხმარებლები მასზე დამის მიერ გაწეულ მომსახურებაზე, ამგვარი რეკომენდაციები ხშირად გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.

ბავშვთა ნევროლოგი

შედიხარ REDMED-ის პლატფორმაზე, არჩევ სასურველ მიმართულებას, მაგ. ბავშვთა ნერვოლოგი, გადადიხარ და ეცნობი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექიმებს. შენ შეგიძლია დაათვალიერო თითოეული მათგანის პროფილს და გაეცნო სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებს. ნერვოლოგის შერჩევის შემდეგ არჩევ მომსახურების ხელსაყრელ დროს და ტიპს:

  • ექიმის ვიზიტი
  • ექიმის აუდიო რჩევა
  • ექიმის ვიდეო რჩევა

რა ნევროლოგიური პრობლემებია ყველაზე გავრცელებული?

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას ნერვული სისტემის დაავადებებიც მიეკუთვნებიან. ნევროლოგიური დარღვევები შესაძლოა ნებისმიერ ასაკში, მუცლადყოფნის პერიოდშიდაც კი განვითარდეს.

ნერვული სისტემის დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები მრავალია, მათ შორის არის თანამედროვე ცხოვრების ტემპი, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა, მუდმივი სტრესები, ქრონიკული დაავადებები, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ტრავმები და სხვა.

ასაკის მატებასთან ერთად ნერვული სისტემის დაავადების განვითარების რისკი მატულობს, ამ დროს ყველაზე მეტად გავრცელებული ჩივილებია:

  • თავის ტკივილი
  • ტკივილი კისრის, გულმკერდის, ნეკნების, წელის და დუნდულოების არეებში
  • თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე და სისუსტე კიდურებში
  • პერიოდული ცნობიერების კარგვა
  • კრუნჩხვები, სპაზმები
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟება
  • ყურებში ხმაური, ძილის, ყურადღებისა, მეხსიერების და მეტყველების დარღვევები, ხმის დაკარგვა
  • გულისრევის შეგრძნება, უმადობა ან არაკონტროლირებადი მადის მომატება, სუნის შეგრძნების, მხედველობის და სმენის გაუარესება
  • აღქმის დარღვევა,

რა ჯდება ნევროლოგის მომსახურება REDMED-ზე?

REDMED-ზე ექიმის მომსახურების ღირებულება 30-დან 50 ლარამდე განისაზღვრება, ფასი დამოკიდებულია კონკრეტულ ექიმ ნერვოლოგზე.

რა პროცესის გავლაა საჭირო ნევროლოგთან კონსულტაციისთვის?

ნერვოლოგთან კონსულტაციის წინ განსაკუთრებული მომზადება არ არის საჭირო, მთავარია მზად ქონდეს ჯანმრთელობის ისტორია.