REDMED APP
Get on the Store
მთავარიავტორიზაცია
სპეციალობა
ალერგოლოგია
კლინიკა
დაზღვევა

ალერგოლოგია


სულ მოიძებნა 6 ექიმი

ექიმები საქართველოდან
ექიმები საზღვარგარეთიდან
ოთხაგვ, 17
ხუთაგვ, 18
პარაგვ, 19
შაბაგვ, 20

ალერგოლოგი

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანების 10-30%-ს სხვადასხვა ტიპის ალერგია აქვთ. ეს მაჩვენებელი, კი მუდმივად მზარდია, სწორედ ამიტომ ალერგოლოგი ექიმის როლი, დღევანდელ მედიცინაში ძალიან მნიშვნელოვანია.

იმუნური სისტემა ადამიანის ორგანიზმს უცხო ნივთიერებებისგან იცავს, თუმცა ზოგჯერ ხდება, რომ ორგანზმი უვნებელ ნივთიერებებს ანტიგენებად აღიქვამს და მათ წინაარმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს.

ალერგოლოგია-იმუნოლოგია იმუნური სისტემის პრობლემებთან დაკავშირებულ პრობლემების გამოკვლევა-მკურნალობას მოიცავს, ექიმი ალერგოლოგი, კი სწორედ ასეთ შემთხვევებზე სპეციალიზირდება.

გამომდინარე იქედან, რომ ალერგიული დაავადებები მსოფლიოში საკმაოდ მზარდია, მიმდინარეობს მათი რისკ-ფაქტორებისა და მიზეზების მეცნიერული შესწავლა. ალერგიის განვითარებაში ერთ–ერთი წამყვანი როლი გენეტიკაა. კვლევების მიხედვით ალერგიის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრსაც ალერგია აქვს:

  • თუ ერთ-ერთი მშობელი ალერგიულია, ბავშვის ალერგიის განვითარების ალბათობა დაახლოებით 48 %-ია
  • ორივე მშობლის ალერგიულობის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 70%-მდე იზრდება

რა ტიპის ალერგიული დაავადებებია ყველაზე ხშირი?

ალერგიულობა იმუნური სისტემის არასწორი მიმართულებით გაძლიერებული ფუნქციონირების შედეგია, რომლის გამოვლინებები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს: ქავილი, გამონაყარი, ცემინება, თვალების გაწითლება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და ა.შ..

არსებობს დაავადებები, რომლებსაც საფუძვლად ალერგია უდევს, ესენია:

  • ასთმა - ბრონქების ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც დროებითი სპაზმით და ამ დროს განვითარებული სუნთქვის უკმარისობით, ამოსუნთქვის გაძნელებით, ამოსუნთქვითი ქოშინით და ხველით მიმდინარეობს.
  • ალერგიული დერმატიტი - გარკვეულ ალერგენზე განვითარებული კანის ალერგიის ფორმაა, რომელიც ატოპიურ დერმატიტს გავს, მაგრამ გამოიხატება ალერგენთან კონტაქტის ადგილას.
  • პოლინოზი - ტერმინი პოლინოზის ქვეშ იგულისხმება მცენარეულ მტვერზე განვითარებული ალერგიული რეაქციების კლინიკური გამოვლინება. ამ დაავადებას აგრეთვე უწოდებენ “თივის ცხელებას” და “გაზაფხულის კატარს”.
  • ურტიკარია (ჭინჭრის ციება) - ამ დროს კანი დაფარულია ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოწითალო ან თეთრი ფერის წარმონაქმნებით. ისინი დროის მცირე მონაკვეთში იცვლიან ზომას, ფორმას, ადგილს და ახასიათებთ ქავილი.
  • ატოპიური დერმატიტი - ატოპია არის ორგანიზმის გენეტიკური წინასწარგანწყობის უნარი, რომ გარემოს ალერგენთან კონტაქტის დროს გამოიმუშავოს დიდი რაოდენობით IgE ანტისხეულები.
  • ალერგიული რინიტი - ალერგიული რინიტი წარმოადგენს ფართოდ გავრცელებულ დაავადებას. ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველა ეკონომიურად განვითარებულ ქვეყნებში აღინიშნა ამ დაავადების გავრცელების მატება და სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევებით მისი გავრცელება მერყეობს 1-დან 40%-მდე.
  • ანაფილაქსიური შოკი - ეს არის სწრაფად განვითარებადი, სიცოცხლისთვის ძალიან საშიში მდგომარეობა, რომლის დროსაც ალერგენთან (ნივთიერება, რომელიც ალერგიულ რეაქციას იწვევს) შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე წუთში, შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა: არტერიული წნევის დაცემა, სასუნთქი გზების შეშუპება, ორგანიზმის ჰაერით მომარაგების დარღვევა და გულის გაჩერება.

რას მოიცავს ალერგოლოგის კონსულტაცია?

ექიმი ალერგოლოგის კონსულტაცია ინტერვიუს ტიპისაა, ის უამრავ კითხვას დაგისვამს შენი ალერგიული ფონის შესახებ, ასევე გამოგკითხავს სხვა დაავდებებზე, რომლებიც აქამდე გქონია, როგორ მკურნალობდი, შეგიმჩნევია, თუ არა ალერგიული ფონი რომელიმე მედიკამენტზე და ა.შ..

თქვენი ჯანმრთელობის ისტორიის გაცნობის შემდეგ ექიმი ალერგოლოგი დაადგენს, თუ რა სახის ალერგიული ტესტი უნდა დაგინიშნოთ:

  • კანის
  • სისხლის

ანალიზები, კი უკვე აჩვენებს, თუ რომელი ნივთიერებაა ალერგიული ფონის გამომწვევი.

რატომ უნდა გამოიყენო REDMED-ის პლატფორმა ალერგოლოგის მოსაძებნად?

რიგ შემთხვევებში ალერგია მყისიერ მოქმედებას მოითხოვს, შესაბამისად ექიმთან სწრაფად დაკავშირება და უკუკავშირის მიღება შესაძლოა შენი ან შენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. REDMED-ით შეგიძლია მარტივად ვიდეო ან აუდიო ზარის მეშვეობით დაუკავშირდე ექიმს და მიიღო საჭირო რჩევა.

REDMED-ზე შენ შეგიძლია თავად მოიძიო შენთვის საინტერესო მიმართულების სპეციალისტი, დაათვალიერო მისი პროფილი, ნახო როგორ აფასებს მას სხვა მომხმარებელი და აირჩიო შენი ექიმი.

აპლიკაცია საშუალებას გაძლევს სახლიდან გაუსვლელად, ვიდეო ან აუდიო ზარითდაუკავშირდე შენ მიერ შერჩეულ ექიმს და მოკლე დროში მიიღო საჭირო დახმარება.

REDMED-ით შეგიძლია შეარჩიო:

  • საჭირო სამედიცინო მიმართულება
  • სასურველი ექიმი
  • მომსახურების ტიპი
  • ექიმის გამოძახება
  • აუდიო ზარი
  • ვიდეო ზარი
  • მოსახერხებელი დრო
  • ხელსაყრელი მდებარეობა

რაც შეეხება ანგარიშსწორებას, REDMED-ში ყველაფერი ძალიან მარტივია. მიაბი შენი ბარათი აპლიკაციის გადახდის სისტემას და ამგვარად გადაიხადე მომსახურების ღირებულება, რომელიც კონკრეტულ ექიმზეა დამოკიდებული და 30-დან 50 ლარამდე მერყეობს.

როგორ შევარჩიოთ ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგი?

REDMED-ის აპლიკაციით შენი და შენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებით მარტივი პროცესია.

ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგის შესარჩევად REDMED-ის აპლიკაციაში ირჩევ შესაბამის მიმართულებას, რომლის გახსნისას შენთვის ხელმისაწვდომი ხდება ამ ალერგოლოგი ექიმების სია. აპლიკაცია საშუალებას გაძლევს თითოეული მათგანის პროფილს, სამუშაო გამოცდილებას, კვალიფიკაციას გაეცნო, წაიკითხო სხვა მომხმარებლების მიერ გაკეთებული შეფასებები, რაც შენ გადაწყვეტილების მიღებას გიმარტივებს.

შერჩევაში დაგეხმარება :

● ალერგოლოგის გამოცდილება

● კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები

● სხვა მომხმარებლის შეფასება და კომენტარები