Ბუასილი - 21-ე საუკუნის “მჯდომარე” დაავადება - REDMED
REDMED APP
Get on the Store

Ბუასილი - 21-ე საუკუნის “მჯდომარე” დაავადება

 Ბუასილი - 21-ე საუკუნის “მჯდომარე” დაავადება

Ბუასილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. Ბუასილი, ანუ ჰემოროი არის სწორი ნაწლავსა და ანუსის ქვედა ნაწილში ვენების შეშუპება და გაფართოება. არსებობს ორი ტიპის ბუასილი: შინაგანი, რომელიც ვითარდება სწორი ნაწლავის შიგნით და გარეგანი - ანუსის გარშემო კანქვეშ.

Რა იწვევს ბუასილს?

ბუასილი ვითარდება მაშინ, როდესაც ანუსში ან მის ირგვლივ არსებულ ვენებში იზრდება წნევა. ამის გამომწვევი საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს. Მათ შორისაა:

  • ორსულობა
  • ყაბზობა
  • ფაღარათი
  • არაჯანსაღი და არასწორი კვება
  • Სიმძიმეების რეგულარულად აწევა
  • ჭარბწონიანობა
  • ცხოვრების მჯდომარე რეჟიმი
  • ტუალეტზე დიდხანს ჯდომა
  • გენეტიკური ფაქტორები

ასევე, Ბუასილის განვითარების რისკის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება

Როგორ ამოვიცნოთ ბუასილი სიმპტომებით?

Ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია მის ტიპზე. გარეგანი ბუასილი ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს და ახასიათებს ძლიერი, უეცარი ტკივილი. ტკივილის და დისკომფორტის გარდა სხვა სიმპტომებია: 

  • Სისხლდენა;
  • ტკივილი დეფეკაციის დროს;
  • ანუსის გარშემო კანის გაღიზიანება ან ქავილი;
  • Წვის შეგრძნება;
  • ქავილი. 

Რაც შეეხება შინაგან ბუასილს, ძირითადად, უმტკივნეულოა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ძლიერი ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: დეფეკაციის დროს უმტკივნეულო სისხლდენა ან/და პროტრუზია.  

Ბუასილი ორსულებში:

Ბუასილის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ორსულობა სახელდება. Მართალია ჰემოროიდული დაავადება ორსულობის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია მეორე ან მესამე ტრიმესტრის შუაშია. 

Მშობიარობის შემდეგ ბუასილი შეიძლება საერთოდ გაქრეს, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს. ამიტომ ექიმთან მისვლა რეკომენდებულია, რათა დროულად დაინიშნოს საჭირო მკუნალობა და ბუასილის გაუარესება თავიდან იქნას აცილებული. 

Როდის არის ექიმისთვის მიმართვა აუცილებელი?

Სტატისტიკურად, ბუასილით პაციენტი დიდი ხსნის განმავლობაში იტანჯება, სანამ გადაწყვეტს, რომ ექიმს მიმართოს. Მართალია, მსუბუქი სიმპტომები შეიძლება მკურნალობის გარეშე გაუმჯობესდეს, თუმცა ზოგჯერ მედიკამენტით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევაა საჭირო. დროული დიაგნოსტიკა კი ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია.

Ნებისმიერი რექტალური სისხლდენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს ბუასილის გარდა სხვა დაავადებების სიმპტომიც შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა საჭიროა, თუ დროთა განმავლობაში თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდა, გაქვთ ტკივილი და დისკომფორტი. 

ექიმები დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული არის ფიზიკური გამოკვლევა - ინსპექცია და შეხებით გასინჯვა. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო იყოს ლაბორატორიული კვლევები, კოლონოსკოპია, პროქტო-ანოსკოპია და სხვა სახის პროქტოლოგიური გამოკვლევები.

Შესაძლებელია თუ არა ბუასილის მკურნალობა და პრევენცია?

21-ე საუკუნეში, საბედნიეროდ, ბასუალი მართვადი და, ზოგ შემთხვევაში, მორჩენადი დაავადებაა. დღესდღეობით ამ დაავადების მკურნალობის ბევრად უმტკივნეულო და სწრაფი მეთოდები არსებობს, ვიდრე წარსულში. 

გარეგანი ბუასილის მკურნალობისთვის უმეტესად ქირურგიული ჩარევაა საჭირო, ხოლო შინაგანი ბუასილი, პირველ რიგში, ცხოვრების წესის შეცვლასა და გაჯანსაღებას საჭიროებს. თუმცა მკურნალობის როგორ კურსს დანიშნავს ექიმი, დაავადების ტიპის გარდა, მის ხარისხზე, პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. 

Ბუასილით დაავადების რისკის შემცირებისთვის სასურველია:

  • Ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული);
  • Მჟავე და ცხარე საკვების, ასევე ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვა
  • დიდი რაოდენობით Სითხეების მიღება
  • Რეგულარული ვარჯიში
  • ყოველდღიურად ჯდომის ხანგრძლივობის შემცირება
  • ტუალეტზე ჯდომის დროის შეზღუდვა;

ამ დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია იმის გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ბუასილი “მჯდომარე დაავადებადაც” მოიხსენიება. ამიტომაც თუ გაქვს მჯდომარე ცხოვრების წესი, აუცილებელია ამაზე მუშაობა და პერიოდულად ფეხზე დგომისა და გავლის ჩვევის გამომუშავება. 

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
რა არის Პრედიაბეტი?
პრედიაბეტი ნიშნავს სისხლში შაქრის ნორმაზე მაღალ დონეს. თუმცა არა საკმარისად მაღალს, რომ ჩაითვალოს ტიპი 2 დიაბეტად.
ანორექსია
ანორექსია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება სხეულის არანორმალურად დაბალი წონით, წონის მომატების ძლიერი შიშით და წონის დამახინჯებული აღქმით.
კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა არის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს, ადამიანის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
როგორ ჩავეწერო ოჯახის ექიმთან ონლაინ კონსულტაციაზე?
ექიმთან ონლაინ კონსულტაციის მისაღებად გადმოწერე და გახსენი REDMED აპლიკაცია. Სადაზღვევო პოლისის დასამატებლად, გადადი პროფილში და დააჭირე ღილაკს “სადაზღვევო პოლისები”;
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available