ექიმის ონლაინ კონსულტაცია | REDMED - ექიმი შენთან
REDMED APP
Get on the Store
რეგისტრაცია

თავის ტკივილი და გამომწვევი დაავადებები

თავის ტკივილი და გამომწვევი დაავადებები

თავის ტკივილი ძალიან გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს, ხელს გვიშლის მუშაობაში და ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში.  

მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი და უსიამოვნია, ის იშვიათად არის გამოწვეული რაიმე სერიოზული დაავადებით.

არსებობს პირველადი და მეორადი თავის ტკივილი. პირველადის შემთხვევაში, თავის ტკივილს სხვა დაავადება არ იწვევს. შედარებით იშვიათია მეორეული თავის ტკივილი, როდესაც თავის ტკივილის მიზეზი სხვა დაავადებაა. ამ დაავადებათა სპექტრი ძალიან ფართოა მათი მიმდინარეობა და პროგნოზიც სრულიად განსხვავებულია. ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ზოგი მედიკამენტის მიღებამ, ტკივილგამაყუჩებლების ხშირმა გამოყენებამ, კბილის ინფექციამ, სინუსების ინფექციამ (ჰაიმორიტი), ყბის სახსრის ანთებამ, ყურის ანთებამ, სხვადასხვა ვირუსულმა და ბაქტერიულმა ინფექციამ. 

მეორეული თავის ტკივილის გამომწვევი სერიოზული დაავადებებიდან აღსანიშნავია: 

  • თავის ტვინის ინფექციები (მაგალითად, ბაქტერიული და ვირუსული მენინგიტი)
  • სხვა ქრონიკული ინფექციები .მაგ: ტუბერკულოზი
  • სისხლჩაქცევა ტვინის მფარავ ქსოვილებში
  • ტვინის სიმსივნეები
  • სისხლდენა ტვინში
  • ქალასშიდა წნევის მომატება
  • სუნთქვის დარღვევები 
  • გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი 

თავის ტკივილის მიზეზი ხშირად კოფეინის მიღების შეწყვეტა, ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ ტკივილგამაყუჩებლების მოხსნა ან სისხლძარღვების გამაფართოვებელი მედიკამენტების მიღებაა. 

ექიმი ინტერესდება თუ რა სიხშირით, რა სიმძლავრით, ხანგრძლივობით, ზუსტად სად სტკივა თავი პაციენტს, ახლავს თუ არა მას სხვა სიმპტომები, ასევე მნიშვნელოვანია რა იწვევს, აუარესებს ან აყუჩებს მას. 

რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ვივარაუდოთ, რომ თავის ტკივილს რაიმე სერიოზული დაავადება იწვევს და დროულად უნდა მიმართოთ ექიმს:

  • ტკივილის სიხშირე ან სიძლიერე იზრდება
  • ტკივილი ყოველდღიურია
  • ძლიერი თავის ტკივილი უეცრად იწყება
  • ტკივილის თავისებურება ან ბუნება შეიცვალა
  • თავის ტკივილი 50 წლის ასაკის შემდეგ გამოვლინდა 
  • ტკივილთან ერთად აღინიშნება სხვა სიმპტომებიც: სიცხე, კისრის დაჭიმულობა, მგრძნობელობის ან მხედველობის დარღვევა, სისუსტე, კოორდინაციის მოშლა, გონების კარგვა ან ძალიან მაღალი არტერიული წნევა 
  • თავის ტკივილი გულისწასვლას ან ცნობიერების მოშლას, დეზორიენტაციას იწვევს 

თუ თავის ტკივილს თან ახლავს კისრის დაძაბულობა და ცხელება, სავარაუდოა მენინგიტის არსებობა, რომელსაც თავისა და ზურგის ტვინის მფარავი გარსების დაზიანება შეუძლია და სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს. უეცრად დაწყებული მწვავე ტკივილი, კი რომელის მსგავსიც პაციენტს მანამდე არ ჰქონია, შეიძლება მიანიშნებდეს სისხლდენაზე, რომელიც ხშირად ანევრიზმის მიერ არის გამოწვეული. 

გამოკვლევები

როდესაც ექიმს ეჭვი სერიოზულ დაავადებაზე მიაქვს, ზუსტი დიაგნოზისთვის კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუ სავარაუდოა სიმსივნე, სისხლდენა ან გაზრდილი ქალასშიდა წნევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კეთდება. 

მინინგიტის შემთხვევაში, ტარდება ლუმბალური პუნქცია, ეს კვლევა ტარდება სისხლდენის ან ენცეფალიტის ვარაუდის შემთხვევაშიც.  

როდესაც ექიმი ეჭვებს, რომ ტვინში მოცულობითი წარმონაქმნია ლუმბალურ პუნქციამდე კტ ან მრტ კეთდება, რომ პუნქციის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა შეფასდეს.

ᲠᲔᲓᲛᲔᲓᲘᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

TBC insurance doctors
Video Consultation
Doctor's online consultation
300+ leading specialists
Book clinic appointment
30+ clinics, 300+ doctors
Doctor at home
Pediatrician, therapist,

NEW

Nurse at home
Injection, transfusion, w
Laboratory tests
House call or lab visit
International doctors
Secondary opinion and con

ᲡᲮᲕᲐ ᲑᲚᲝᲒᲔᲑᲘ

View all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
Find out more information
A brief description of what type of information a blog can contain

DOWNLOAD THE REDMED APP

Scan the QR code for APP download

qr