საკვერცხეების ტკივილი – რა იწვევს მას და როგორ ვუმკურნალოთ? - REDMED
REDMED APP
Get on the Store

საკვერცხეების ტკივილი – რა იწვევს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

საკვერცხეების ტკივილი – რა იწვევს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

საკვერცხეების ტკივილი – რა იწვევს მას და როგორ ვუმკურნალოთ?

საკვერცხეების ტკივილი ერთ-ერთი ხშირი გინეკოლოგიური ჩივილია, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებში. საკვერცხის ტკივილი შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ისე ქრონიკული და რიგ შემთხვევებში ის სხვა მიმდებარე ორგანოების პრობლემებთანაც ასოცირდება.

საკვერცხეები წარმოადგენენ რეპროდუქტიული სისტემის წყვილ ორგანოს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კვერცხუჯრედის პროდუქციაზე. ისინი ასევე წარმოადგენენ ჰორმონების – ესტროგენისა და პროგესტერონის წარმოქმნის პირველად წყაროს.

საკვერცხეების ტკივილის გამომწვევი მიზეზები და მათი მკურნალობა

საკვერცხეების არეში ტიპიური ტკივილის შეგრძნება ყველა ქალს გამოუცდია და ის ძირითადად ასოცირდება მენსტრუალურ ციკლთან, თუმცა მისი გამომწვევი შესაძლოა იყოს რიგი არაგინეკოლოგიური პრობლემებიც. მათი დიფერენცირებისთვის განვიხილოთ თითოეული მათგანი:

• Mittelschmerz (მიტელშმერცი) – მდგომარეობა, რომელიც გვხვდება ქალების მხოლოდ 20%-ში. მისი სახელიდან გამომდინარე ის გულისხმობს ტკივილის წარმოშობას საკვერცხეების არეში ოვულაციის დროს, ანუ მენსტრუალურ ციკლებს შორის შუალედში (მე-14 დღეს). ის ასოცირებულია კვერცხუჯრედის ფოლიკულიდან გამოყოფასთან და ფალოპის მილებში გადანაცვლებასთან. როგორც წესი, ის ცალმხრივია და ყრუ ტკივილით გამოიხატება, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. მიტელშმერცი არ საჭიროებს სპეციფიურ მკურნალობას, რადგან ის ბუნებრივ პროცესს წარმოადგენს, თუმცა შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ იღებთ ორალურ კონტრაცეპტივებს არ უნდა აღგენიშნებოდეთ მიტელშმერცი, რადგან ისი თრგუნავენ ოვულაციის პროცესს.

• საკვერცხის ცისტები – ძირითადად ფორმირდებიან მენსტრუალური ციკლის დროს. მათ ფუნქციური ცისტები ეწოდებათ და ისინი უკუგანვითარებას განიცდიან რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. ცისტები, გარდა საკვერცხეების არეში ტკივილისა, ასევე იწვევენ ტკივილს მენჯის ღრუში, ზურგის ტკივილს და ასევე მტკივნეულ სქესობრივ აქტს. მათი ზომაში ზრდისას იქმნება გახეთქვის საშიშროება, რამაც შესაძლოა მძიმე სისხლდენა და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა წარმოქმნას. ამ შემთხვევაში მკურნალობის ნაცვლად, პრევენციის თვალსაზრისით, უკეთეს ტაქტიკას სპეციალისტთან რეგულარული ვიზიტები და ულტრაბგერითი მონიტორინგი წარმოადგენს, რადგან უმეტეს შემთხვევაში ხდება მათი უკუგანვითარება.

• ენდომეტრიოზი – ენდომეტრიუმის მსგავსი ქსოვილის არსებობას გულისხმობს მისი სიღრმის გარეთ, მუცლის ღრუს სივრცეში. საკვერცხეები წარმოადგენენ სწორედ იმ ადგილს, სადაც ამ ტიპის ქსოვილი ხშირ შემთხვევაში ყალიბდება. გარდა ტკივილისა ენდომეტრიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს სისუსტე, გულისრევა და უშვილობა. დიაგნოზის დასმა ულტრაბგერითი გამოკვლევისას ხდება და მკურნალობისთვის მედიკამენტოზური და ქირურგიული მეთოდები გამოიყენება.

• მენჯის ღრუს ანთება – რომელიც მოიცავს საკვერცხეების ანთებას, სხვა რეპროდუქციულ ორგანოებთან ერთად (საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნო, ფალოპის მილები). მისი განვითარების მიზეზებიდან, გარდა ბაქტერიული პათოგენებისა, ერთ-ერთი სქესობრივად გადამცები ინფექციებიცაა. მკურნალობის გზებიდან ძირითადი ანტიბიოტიკოთერაპიაა, თუმცა აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რათა დადგინდეს სპეციფიური გამომწვევი.

• გადაცემითი ტკივილი – საკვერცხეებს გააჩნიათ მჭიდრო ლოკალიზება მეზობელ ორგანოებთან და ხშირად მისი ტკივილი შესაძლოა ასოცირდებოდეს ისეთ პროცესებთან, როგორიცაა: აპენდიციტი, თირკმლის კისტა, საშარდე გზის ინფექციები, ორსულობა და შეკრულობა.

საკვერცხეების ტკივილი წარმოადგენს ჩვეულ სიმპტომს, რომელიც არ უნდა წარმოადგენდეს ღელვის საგანს, თუმცა რიგ შემთხვევებში ის ყურადსაღები მდგომარეობების მნიშვნელოვანი ნიშანია. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს დროულად, რათა გამოირიცხოს ზოგადსისტემური და რეპროდუქციული საშიშროების მქონე დიაგნოზები.

ვიზიტის დისტანციურ რეჟიმში განხორციელებაში REDMED-ის პლატფორმის აუდიო ან ვიდეო კონსულტაციის ფუნქცია დაგეხმარებათ.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available