ჭამე მცირე ულუფებით, ჯანსაღი საკვები, მეტი ბოსტნეული, ნაკლები ცხიმი და ნახშირწყლები, ზომიერი რაოდენობით ხორცი და რძის პროდუქტები, ხილი. ეს რჩევები ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ შესრულება ჭირს.
საკვების მიღების ჩვევა დიდ გავლენას ახდენს წონაზე.
პირველ რიგში, შეაფასეთ თქვენი კვებითი ჩვევები. ამისთვის დამხმარე შეიძლება იყოს საკვების დღიური, ჩაიწერეთ რას და რამდენს მიირთმევთ, როგორ გრძნობთ თავს, მშიერი ხართ, გაბრაზებული თუ დასტრესილი და ა.შ.
კვირის ბოლოს გაანალიზეთ თქვენი ჩანაწერები, ნუ იქნებით ძალიან კრიტიკურლი თქვენი თავის მიმართ, ცვლილებების შეტანა ერთდროულად არ არის საჭირო, მცირე ნაბიჯების გადადგმაც ჯანსაღი კვებისკენ კარგ გავლენას მოახდენს.
ახლა ცდუნებები შეაფასეთ და მოიფიქრეთ, რა ცვლილება გჭირდებათ:
ჭამთ ნამცხვარს, როდესაც ჩაუვლით კვების აპარატს და თქვენს საყვარელ ტკბილეულს დაინახავთ - შეცვალეთ მარშუტი. ტელევიზორის ყურებისას რეკლამა ან სხვა სანახაობა გიბიძგებთ ჭამისკენ - წესად დაიდეთ, რომ ტელევიზორის ყურებისას ან კომპიუტერთან მუშაობისას ჭამა აკრძალულია.
არ გაქვთ დაგეგმილი რა მიირთვათ საღამოს და დაღლილი რომ ბრუნდებით სახლში, სწრაფი კვება ყველაზე მარტივი გამოსავალია - დაგეგმეთ თქვენი ყოველდღიური მენიუ. სახლში და სამსახურში მუდმივად გაქვთ ტკბილეული და ცდუნებას ვერ უძლებთ - ჩაანაცვლეთ ჯანსაღი სნეკით, ოჯახის წევრებს შესთავაზეთ იგივე, ან სთხოვეთ, რომ თუ ტკბილეულს იყიდიან, თავისთვის შეინახონ.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას