გაიცანით ექიმი გინეკოლოგი პაატა სარია - საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმი - REDMED
REDMED APP
Get on the Store

გაიცანით ექიმი გინეკოლოგი პაატა სარია - საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმი

გაიცანით ექიმი გინეკოლოგი პაატა სარია - საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ექიმი

გაეცანით REDMED-ის აუდიტორიას

მე ვარ პაატა სარია, მეან-გინეკოლოგი, ვცხოვრობ და ვმუშაობ გერმანიაში - პროფესიულ საქმიანობას ვეწევი დორტმუნდში. 

ფაქტობრივად, შემიძლია გითხრათ, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირდაპირ საზღვარგარეთ, შვეიცარიაში გავემგზავრე სწავლის გასაგრძელებლად. ეს იყო 1994 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო კურსი წარმატებით გავიარე. 

როგორ მოხვდი შვეიცარიასა და გერმანიაში

ჩემი წამოსვლის უპირველესი მიზეზი იყო საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. 90-იანი წლები კი საქართველოში ამის საშუალებას არ გაძლევდა... ამიტომაც, მიზნად დავისახე ჩემი პირადი და პროფესიული განვითარებისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. 

უნდა ითქვას, რომ ეს ხდება მაშინ, როცა ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებაც კი ჭირდა, არათუ საზღვარგარეთ წასვლა. წარმატებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გერმანული ენის ფლობა აღმოჩნდა. ბავშვობიდან ვსწავლობდი გერმანულს, ისევე, როგორც ახლა თანამედროვე ბავშვი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს ინგლისურს. გერმანულის სწავლა გავაგრძელე სტუდენტობის პერიოდშიც და როდესაც შვეიცარიასა და საქართველოს შორის გაცვლითი პროგრამები დაიწყო, სწორედ ენის ფლობამ და სტუდენტობის პერიოდში სწავლაზე დახარჯულმა ენერგიამ მომახვედრა ქვეყნის საზღვრებიდან 5000 კილომეტრის დაშორებით. 

შვეიცარიაში 2 წელი დავყავი. გავიცანი უცხოელი ექიმები და ვინაიდან ენობრივი ბარიერი არ მაბრკოლებდა, მათთან კარგი ურთიერთობაც დავამყარე. სასწავლო გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ შემომთავაზეს პრაქტიკის გავლა, რომელიც თავად დამიფინანსეს. ზოგადად, უცხოელი კოლეგები ძალიან გვეხმარებოდნენ ყველას, ვინც საქართველოდან სამუშაოდ თუ სასწავლებლად წამოვედით. ასევე, ეხმარებოდნენ საქართველოს სამედიცინო დარგის განვითარებაში და ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ. 

იქედან გამომდინარე, რომ არ ვიყავი ცუდი სტუდენტი, მისწავლია აქამდეც და შეუჩერებლად ვსწავლობ ახლაც. ამას მოითხოვს ჩემი პროფესია. სწორედ ამიტომ, ჩემი შრომა ცოტაც ბედისა და ცოტაც უცხოელი კოლეგების დახმარებით, ვფიქრობ, დაფასდა და შვეიცარიაში პრაქტიკების გავლის შემდეგ გერმანიაში მიმიწვიეს სამუშაოდ. 

რას გაძლევს უცხოური გამოცდილება?

როდესაც „ახალი“ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დასავლურ ქვეყნებში მიდიხარ, რა თქმა უნდა, იგრძნობა განსხვავება. განსხვავება როგორც წმინდა პროფესიულ, ასევე სოციალურ კონტექსტშიც. ახალ წესებსა და ღირებულებებს ეცნობი და გიწევს უცხო კულტურის ნაწილი გახდე. რა თქმა უნდა, ეს თავიდან დიდ გამოწვევად მეჩვენებოდა, თუმცა როგორც სხვა ყველაფერში, ენის ცოდნა ჩემთვის აქაც კარგი დასაწყისის საფუძველი გახდა. 

ევროპამ ძალიან დიდი გზა გაიარა, სანამ მივიდოდა იქ, სადაც ახლა არის. აქ ყოველ წამს გრძნობ, თუ რამხელა სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობა გაკისრია, როგორც ექიმს და როგორც ადამიანს. ჩამოსვლის პირველივე დღეებიდან ცოდნისა და ინფორმაციის გასაზიარებლად კოლეგების მხრიდან გასაკვირად დიდი ღიაობა დავინახე. მივხვდი - თუ დასვამ კითხვებს, სასურველ პასუხებს აუცილებლად მიიღებ, რაც განვითარების ძალიან დიდი შესაძლებლობაა, როცა ექიმი ხარ.

რა გასწავლა დრომ?

დროთა განმავლობაში იმდენად შემიყვარდა ჩემი პროფესია და სამსახური, რომ დანამდვილებით ვიცი - როცა შენი საქმე გიყვარს და რაც ნამდვილად გაინტერესებს, სწორედ იმას აკეთებ, შეუძლებელია გამოცდილება და ცოდნა არ დაგიგროვდეს. მოთხოვნილება გიჩნდება ახლის გაგების, სწავლის და განვითარების. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა ადრეულ წლებშივე დავტოვე და საქართველოში პროფესიული კუთხით მოღვაწეობის საშუალება ამ დრომდე არ მომცემია, მჯერა, რომ თუ პაციენტთან ურთიერთობა, ექიმობა გულით გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს ადგილსა და დროს, საიმისოდ , რომ საყვარელი საქმე პროფესიულად შეასრულო. 

რა განსაზღვრავს პაციენტთან პროფესიულ ურთიერთობას?

პაციენტთან ურთიერთობისას ჩემი მთავარი ღირებულებაა ადამიანი, ასევე პასუხისმგებლობის გრძნობა და პაციენტის სიყვარული. საბოლოოდ, სწორედ ადამიანების დახმარების სურვილი, პაციენტისა და პროფესიის სიყვარული გაქცევს პროფესიონალად. 

რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა დამწყებ ექიმებს?

სამედიცინო სფერო როგორც სტუდენტობის, ისევე პროფესიული საქმიანობის დროსაც ექიმის ცხოვრების უდიდეს ნაწილსა და ენერგიას მოითხოვს. ამისათვის უნდა იყოთ მზად. ექიმობა თუ გეყვარებათ, პროცესიც მხოლოდ სიამოვნების მომგვრელი გახდება თქვენთვის. არ უნდა მოგერიდოთ შეკითხვების და მუდამ უნდა გახსოვდეთ - თუ კითხვას არ დასვამთ, ვერც სწორი პასუხი გეცოდინებათ. შეკითხვები დაუსვით საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ნებისმიერი წარმატების უკან უთვალავი თეთრი ღამე, შრომა და მოთმინებაა. თუმცა, თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. 

რა შესაძლებლობას გაძლევს REDMED?

ტელემედიცინა არის მომავლის მედიცინა, რომელიც როგორც ექიმს, ასევე პაციენტსაც აძლევს იმის საშუალებას, რომ მიუხედავად დისტანციისა, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღონ. ტელემედიცინა განსაკუთრებით ამარტივებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჩემთვის კი ასევე შესალებლობაა, მიუხედავად ათასობით კილომეტრისა, შეუზღუდავად მოვემსახურო პაციენტებს, რომლებსაც ჩემი დახმარება სჭირდებათ. 


გინეკოლოგ პაატა სარიას კონსულტაციის დასაჯავშნად გადადით ბმულზე.


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available