ზაფხული და ბავშვის კანი - როგორ უნდა მოვუაროთ ნასიცხს - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ზაფხული და ბავშვის კანი - როგორ უნდა მოვუაროთ ნასიცხს

ზაფხული და ბავშვის კანი - როგორ უნდა მოვუაროთ ნასიცხს

დაცხა და სიცხემ საზაფხულო გართულებებიც მოიტანა. დღეს ნასიცხზე მოგიყვებით, რომელსაც სამედიცინო ლიტერატურაში უფრო რთული სახელი აქვს - ოფლით გამოწვეული წითელი დერმატოზი.

რა იწვევს ნასიცხს?

ზაფხულში გარემოს ტემპერტურა მკვეთრად მატულობს და პატარა ოფლიანობს. კანის ფორები ვიწროა, მათი დახშობა კანის გაღიზიანებას იწვევს, რაც წვრილი წითელი გამონაყარის სახით ვლინდება. ეს უსიამოვნო წითელი კოპლები მეტად გამოიხატება ფიზიოლოგიურ ნაოჭებში, სხეულის ზედა ნაწილებში. ნასიცხი წლის ცივ დროსაც შეიძლება განვითარდეს, თუ პატარას ძალიან თბილად აცმევთ, რის გამოც ის ოფლიანობს.

ნასიცხის განვითარებას ხელს უწყობს ახალშობილის და ჩვილის კანის ანატომიურ-ფიზოლოგიური თავისებურებები - კანი თხელია, მის ფენებს შორის კავშირი სუსტია, უხვად მარაგდება სისხლძარღვებით, ყოველივე ამის გამო კანი ადრეულ ასაკში ადვილად ზიანდება და ღიზიანდება, მეორადი ინფექციის შეჭრა და გავრცელება კი სწრაფად ხდება.

სტკივა თუ არა გამონაყარი ბავშვს?

გამონაყარი მტკივნეული არ არის, თუმცა მას შესაძლოა თან მცირე ქავილი ახლდეს და ბავშვს დისკომფორტს უქმნიდეს.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს?

  • ხშირად აბანავეთ, შეგიძლიათ უბრალოდ სუფთა წყალი გაადავლოთ ან სულაც მცენარეული აბაზანა გაუკეთოთ დღის მანძილზე, საღამოს კი დასაბანი საშუალებაც გამოიყენოთ. მთავარია, ოფლი მოაშოროთ და კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ. 
  • განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაოჭებს, ამ ადგილებში ოფლიანობა უფრო მეტია. თუ წყლის გადავლებას ვერ ახერხებთ, გრილ წყალში დასველებული რბილი ნაჭრით გაწმინდეთ ეს არეები და დეტალურად გაამშრალეთ.
  • ნუ გამოიყენებთ ტალკს და ცხიმიან კრემებს სხეულზე წასასმელად. ამით უფრო მეტად ჩაკეტავთ ფორებს და კანს სუნთქვის საშუალებას შეუზღუდავთ.
  • არ გამოიყენოთ სინთეზური ქსოვილებისაგნ შეკერილი სამოსი. ტანსაცმელი უნდა იყოს მხოლოდ ნატურალური ქსოვილის, რათა კანის სუნთქვას და „განიავებას“ ხელი შეუწყოთ.
  • ყურადღება მიაქციეთ კანის სისუფთავეს. მიკრობების შეჭრისას შესაძლებელია კანი უფრო მეტად დაზიანდეს, წარმოიქმნას ჩირქოვანი გამონაყარი და დაზიანების დიდი კერები, რაც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ საშიშროებას უქმნის.
  • ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიყენეთ კონდიციონერი, ოთახის ტემპერატურა 22-23 გრადუსი უნდა იყოს.
  • არ დაივიწყოთ სითხეების გაზრდილი რაოდენობით მიწოდება. ოფლის სახით ბავშვი სითხეს კარგავს, რამაც შესაძლებელია გადახურება და მისი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს.
  • თავისთავად, ნასიცხი საშიში არ არის, მაგრამ თუ გამონაყარი გავრცელდა, კანი მეტად გაღიზიანდა ან შენიშნეთ ჩირქოვანი გამონაყარი, აუცილებლად ეწვიეთ ვიზიტზე თქვენს ექიმს.


ავტორი: პედიატრი თამარ ობგაიძე

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available