REDMED საქართველოში პირველი ინოვაციური სამედიცინო პლატფორმაა, რომელიც საკუთრივ შენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაგიმარტივებს.
REDMED-ით შეგიძლია მარტივად მიიღო ექიმის კონსულტაცია, ან აფთიაქი სახლში გამოიძახო
გამოიძახე აფთიაქი სახლში
REDMED-ი ზრუნავს შენი ყოველდღიურობის გამარტივებაზე. ჩვენი პლატფორმით შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს განათავსო შეკვეთა PSP-ს აფთიაქიში და კურიერი სულ მალე მოგიტანს შენს მიერ გაკეთებულს შენაძენს.
ექიმი სახლში
REDMED-ით შეგიძლია აარჩიო და სახლში მოიწვიო საჭირო მიმართულების სპეციალისტი. სახლში ვიზიტის დროს ექიმი უკეთ ახერხებს პაციენტის გასინჯვას, რადგან ამავდროულად ეცნობა მის საცხოვრებელ გარემო-პირობებს. ვიზიტის და დანიშნულების მოცემის შემდეგ ექიმი კონსულტაციის ბარათს გადმოგცემს, რომელიც მისი პირადი ბეჭდით იქნება დამოწმებული. ვიზიტიდან 24 საათის განმავლობაში, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შეგიძლია ექიმს დაუსვა კითხვები ჩვენი აპლიკაციის დახმარებით და მიიღო დროული უკუკავშირი.
ვიდეო კონსულტაცია
REDMED-ით შეგიძლია ექიმს ვიდეო ზარით დაუკავშირდე, უთხრა შენი ჩივილები და მიიღო სპეციალისტის რჩევა. ხშირად ვიდეო კონსულტაციით მიღებული ინფორმაცია საკმარისია დასკვნის გამოსატანად. რიგ შემთხვევებში ვიდეო კონსულტაცია სრულად გინაცვლებს ექიმთან კლინიკაში ვიზიტის საჭიროებას. REDMED-ის საშუალებით შესაძლებელია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხების ატვირთვა. ვიდეო კონსულტაციის სერვისის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, როცა REDMED-ის ექიმი იცნობს შენს ჯანმრთელობის მდგომაროებას
სატელეფონო კონსულტაცია
სატელეფონო კონსულტაციით ძირითადად შეგიძლია ისარგებლო, როცა REDMED-ის ექიმმა უკვე გაგსინჯა მანამდე და მეტნაკლებად იცნობს შენს მდგომარეობას. გაითვალისწინე, რომ სატელეფონო რჩევის დროს სპეციალისტს შენი ფიზიკური მონაცემების შეფასების საშუალება არ აქვს. ამ დროს, შესაძლებელია სპეციალისტმა ექიმის სახლში გამოძახება ან კლინიკაში წასვლა გირჩიოს. REDMED-ის საშუალებით შესაძლებელია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების პასუხების ატვირთვა. სატელეფონო კონსულტაციის მეშვეობით ექიმი დაგაკვალიანებს როგორ უნდა მოიქცე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ასარიდებლად. მომსახურების მიღების შემდეგ, არ დაგავიწყდეს ექიმის პროფილზე შეფასების დატოვება - ეს სხვებსაც ეხმარება კარგი სერვისის მისაღებად