ვარ ყბა სახის ქირურგი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ვასწავლი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყბა-სახის ქირურგიას. ვარ სტომატოლოგიისა და ყბა სახის ქირურგიის დეპარტემენტის ასისტენტ-პროფესორი, ასევე, ყბა-სახის ქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ვმუშაობ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებთან და რეზიდენტებთან. 2005 წელს დავიცავი სადოქტორო ნაშრომი თემაზე "სახისა და კისრის კანის ჭრილობების ქირურგიული დამუშავების ტექნიკა და ოპტიმალური ნაწიბურის ჩამოყალიბების პირობები" ვარ ეროვნული და საერთაშორისო პროფესიული ასოციაციების წევრი.
doctorHasNoReviews