ლია კალანდარიშვილი - 01.05.2025
მასთან კომუნიკაცია საკმაოდ რთულია, უტაქტო, უხეში, შესაძლოა კომპეტენტური თუმცა კომპეტენტურობამ ჩემამდე ვერ მოაღწია პრობლემური ქცევის გამო, ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავდა იმ საკითხებზე რომლებზეც ინფორმაცია უკვე მქონდა, არ რეაგირებდა ჩემს ჩართვებზე იმის მისანიშნებლად, რომ ამაზე დრო ტყუილად არ დაეკარგა, და დამჭირდა 5 ჯერ თხოვნა რომ ექიმის დასკვნა მიმეღო ნინო ჯაფარიძე - 26.04.2025
allReviewsვარ ექიმი ენდოკრინოლოგი. ვიკვლევთ ჰორმონებს, რომელნიც ნერვულ და ჰუმორულ რეგულაციასთან ერთად სრულად განკარგავს გამრავლებას, ზრდას, განვითარებას, ცხოველმყოფელობას, სტრესს, ემოციებს, ნივთიერებათა ცვლას, თბორეგულაციას და სხვა მრავალ მნიშვნელოვან პროცესს. ჰორმონთა იერარქია, უკუკავშირები, რეგულაცია, სინთეზი თუ დეგრადირება უნიკალურ და უნატიფეს სისტემას წარმოადგენს. ამ დარგის სამსახური მოითხოვს იყო ზედმიწევნით დაკვირვებული, ფრთხილი, აკადემიური, კომპეტენტური და გულისხმიერი. დაავადებათა უმრავლესობა ენდოკრინოლოგიაში წარმოადგენს ქრონკულ მდგომარეობას, რაც უხშირესად ითხოვს პაციენტისგან ცხოვრების წესის ცვლილებას, დამღლელი მკურნალობის რეჟიმის შესრულებას, დაავადების მუდმივ მონიტორინგს, სპეციფიურ განსწავლას, თავის მოვლის ჩვევების გამომუშავებას და ა.შ. ამ დროს ვერ იქნები მხოლოდ ექიმი, შენ ხდები პაციენტის ახლობელი, გულშემატკივარი, თანამებრძოლი, გუნდის წევრი... ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნებისმიერი პაციენტისთვის ჩემთან კონსულტაცია იყოს ახალი გამოცდილება სირთულეებთან გასამკლავებლად.
theseReviewsAreWrittenByPatients
მასთან კომუნიკაცია საკმაოდ რთულია, უტაქტო, უხეში, შესაძლოა კომპეტენტური თუმცა კომპეტენტურობამ ჩემამდე ვერ მოაღწია პრობლემური ქცევის გამო, ზედმეტად ბევრ დროს ხარჯავდა იმ საკითხებზე რომლებზეც ინფორმაცია უკვე მქონდა, არ რეაგირებდა ჩემს ჩართვებზე იმის მისანიშნებლად, რომ ამაზე დრო ტყუილად არ დაეკარგა, და დამჭირდა 5 ჯერ თხოვნა რომ ექიმის დასკვნა მიმეღო