პატარა ასაკიდანვე მიჩნდებოდა სურვილი დავხმარებოდი ადამიანებს არამხოლოდ მორალურად, არამედ რეალურად გამეწოდებინა დახმარების ხელი. ამ ასაკიდანვე მომსდევს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინტერესი ამ სფეროსადმი. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მე დღეს ექიმის სტატუსი მაქვს. სფეროს ინტერესის გარდა, სიამოვნებას მანიჭებს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი გახარებული, სახეებისა და მადლიერი თვალების დანახვა, როცა იგებენ, რომ პრობლემა მოგვარებულია. მიუხედავად ამდენი სტრესის, ემოციის და ნერვიულობისა, ცხოვრებაში რამდენჯერაც არ უნდა მქონდეს შანსი, რომ პროფესია თავიდან ავირჩიო, არ არსებობს მიზეზი, რომელიც არჩევანს შემაცვლევინებს. ჩემთვის მთავარი მოტივაციაა ბევრი მადლიერი პაციენტი, მშობელთან მჭიდრო ურთიერთობა, თითოეული ბავშვის სწორად კვება, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ჯანსაღ გარემოში და სწორი აქცენტების მითითება შესაბამის ასაკში შესაბამის დროს. არ არსებობს ჩემთვის იმაზე აღმატებული გრძნობა, რასაც მადლიერი და ბედნიერი ბავშვის და მშობლის სახის დანახვა მანიჭებს.
theseReviewsAreWrittenByPatients
ძალიან ყურადღებიანი და სასიამოვნო ექიმია 🩷🩷🩷