მე ვარ მეან-გინეკოლოგი, ქირურგი. ამ სპეციალობით მაქვს ევროპაში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება. ჩემს პროფესიულ კომპეტენციაში, გარდა თერაპიული თუ ქირურგიული მეანობა-გინეკოლოგიისა, შედის გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია, რეპროდუქტოლოგია და გინეკოლოგიური და მამოლოგიური ონკოლოგიური დაავადებების მართვა. პაციენტთან ურთიერთობისას ჩემი მთავარი ღირებულებაა ადამიანი, პაციენტის სიყვარული და ასევე, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. საბოლოოდ, სწორედ ადამიანების დახმარების სურვილი, პაციენტისა და პროფესიის სიყვარული გაქცევს პროფესიონალად. ვფიქრობ, ტელემედიცინა მომავლის მედიცინაა, რომელიც როგორც ექიმს, ასევე პაციენტსაც აძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად დისტანციისა, მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე მიიღონ პასუხი. ჩემთვის კი ეს ასევე, არის შესალებლობა, მიუხედავად ათასობით კილომეტრისა, შეუზღუდავად მოვემსახურო პაციენტებს, რომლებსაც ჩემი დახმარება სჭირდებათ. მე რეგულარულად ვიღებ მონაწილეობას სიმსივნურ კონფერენციებზე, სადაც გინეკოლოგიის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები განიხილავენ ონკოლოგიური პაციენტების ისტორიებს და შეიმუშავებენ უახლესი სტანდარტით სამკურნლო რეკომენდაციებს კონკრეტული შემთხვევებისთვის. მოხარული ვარ, რომ ქართველი პაციენტებს შემიძლია მივცე ეს შესაძლებლობა.
theseReviewsAreWrittenByPatients