მოგესალმებით, მე ვარ ექიმი-უროლოგი. ამჟამად ვმუშაობ გერმანიაში, ქალაქ ფოლკლინგენის კლინიკის უროლოგიის, რობოტული ქირურგიის, ონკოლოგიური და ბავშვთა უროლოგიის განყოფილებაში. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ექიმისა და პაციენტის კომუნიკაცია შესაძლებელი გახდა დისტანციურად, და რიგ შემთხვევებში, დიაგნოსტიკისა და თერაპიული პროცესების მართვაც შეიძლება წარმატებით განხორციელდეს მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, პაციენტს გააზრებული ჰქონდეს თავისი დაავადება, გასაგები იყოს მისთვის რატომ უტარდება კონკრეტული გამოკვლევები და მკურნალობა. ამისათვის არ ვიშურებ დროს და ენერგიას, რადგან მჯერა, რომ მხოლოდ ასე შეძლებს პაციენტი საკუთარ თავში იმ ძალის პოვნას, რაც დაეხმარება ავადმყოფობასთან ბრძოლაში. გერმანიაში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას სიხარულით გავუზიარებ ქართველ პაციენტებს.
doctorHasNoReviews