ვარ ექიმი ენდოკრინოლოგი, რაც მოითხოვს ძალიან მაღალი დონის სიზუსტეს თითოეული ლაბორატორიული, თუ ინსტრუმენტული კვლევის პასუხთან, ასევე მაქსიმალურ ინდივიდუალურ მიდგომას პაციენტთან ,რაც თავისთავად ნიშნავს გიყვარდეს პაციენტი, იყო მისი გულშემატკივარი და მეგობარი ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი( ენდოკრინული პათოლოგიებიდან გამომდინარე).. წლების განმავლობაში ასევე ვმუშაობდი თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად , რაც ნიშნავს იმას ,რომ ხშირად გიწევს პაციენტის სიცოცხლის სადარაჯოზე ყოფნა და ზუსტად იცი რას ნიშნავს გადარჩენილი პაციენტი( ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით).სწორედ ამიტომ თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი , სულ უფრო მარწმუნებს ჩემი პროფესიული გადაწყვეტილების სისწორეში .დარწმუნებული ვარ ამ ახალი წამოწყების საშუალებით, რომელსაც წარმატებას ვუსურვებ, შევძლებ მაქსიმალური დახმარება გავუწიო რედმედის მომხმარებლებს..
theseReviewsAreWrittenByPatients