25 წელზე მეტია ამ პროფესიაში ვარ, ზუსტად არ მახსოვს როდის და რატომ ავირჩიე ეს პროფესია, ზოგჯერ ვფიქრობ პროფესიამ ხომ არ ამირჩია, ასეა თუ ისე წლებია ერთდ დიდი სიყვარულით ვემსახურებით პლანეტის ყველაზე სათუთი არსებების ჯანმთელობას, ბავშვები რომ ძალიან მიყვარს ამას მტკიცება არ ჭირდება, სხვანაირად ვერ იარსებებ ამ სფეროში. მოკლედ მაქვს დიდი პრაქტიკული და საკმაოდ დიდი თეორიული გამოცდილება, სხ/სხ წლებში გავლილი მაქვს მთელი რიგი ვიწრო სპეციალიზაციები(ინფექციური სნეულებანი, ბავშვთა კარგიო-რევმატოლოგია, ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე, ძუძუთი კვება, დიარეა და რესპირაციული დაავდებების მართვა, ბავშვთა გასტროენტეროლოგია, გადაუდებელი დახმარების კურსი...), რეგულარულად ვესწრები ლექცია-სემინარებს და მუდვივად ვიმაღლებ თეორიული ცოდნის დონეს, ბინაზე გამოძახებისას შემიძლია დამატებით ჩავატარო ოტოსკოპია, პულსოქსიმეტრია და ტონომეტრია.
theseReviewsAreWrittenByPatients