მარიამ კენკებაშვილი - 15.04.2025
ძალიან კმაყოფილი ვართ, საუკეთესო რეკომენდაციები მხოლოდ ლელა ურუშაძე - 06.01.2025
allReviewsენდოკრინოლოგი 2012 წლიდან; სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი 2017 წლიდან; მედიცინის დოქტორი 2020 წლიდან. ვკითხულობ ლექციებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2017 წლიდან. გავლილი მაქვს საგანმანათლებლო პროგრამები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 2012 წელს ვმუშაობდი სამეცნიერო პროგრამით წმინდა ტომასის, გაის ჰოსპიტალში და ინგლისის სამეფო კოლეჯში. 2013 წელს ამავე პროგრამით ვმუშაობდი იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტში. ვარ 15-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. ასევე, მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კვლევაში. ვარ ევროპის და ამერიკის საერთაშორისო ენდოკრინული ასოციაციების წევრი ((IDF, ESE, EASD და სხვა). აქტიურად ვმონაწილეობ და წარვადგენ სამეცნიერო ნაშრომებს საერთაშორისო ასოციაციების მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეხვედრებზე. ჯილდოები და გრანტები • დიპლომის შემდგომი გრანტი ახალგაზრდა ექიმებისთვის დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კოფერენციაში მონაწილეობისთვის, დუბაი, არაბეთის გაერთიანებული ემირატები 2011წ. • ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ფონდის გრანტი დიაბეტის კველევისთვის წმინდა ტომასის, გაის ჰოსპიტალში და ინგლისის სამეფო კოლეჯში 2012წ. • ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ფონდის გრანტი დიაბეტის კველევისთვის იტალიაში, პადოვას უნივერსიტეტში 2013წ. • გრანტები დიაბეტოლოგიაში ევროპის დიაბეტის ასოციაციის საგნმანეთლებლო პროგრამებში მონაწილეობისთვის: კაუნასი, ლიტვა 2015; პრაღა, ჩეხეთი 2015; უნგრეთი, ბუდაპეშტი 2016წ. • გრანტი ზალცბურგის სამედიცინო სემინარში მონაწილეობისთვის 2016წ. • შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის სამეცნიერო გრანტი სადოქტორო პროგრამებისთვის 2016წ. • ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის სასწავლო კურსის გრანტი 2017წ. • გრანტი მეიოს კლინიკის ეპიდემიოლოგიის კურსზე მონაწილეობისვის 2018წ. • ჩეხეთის ჩარლის უნივერსიტეტის გრანტი დოქტორანტებისთვის 2018წ.
theseReviewsAreWrittenByPatients
ძალიან კმაყოფილი ვართ, საუკეთესო რეკომენდაციები მხოლოდ