ხშირი შარდვა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
შარდის ბუშტი წარმოადგენს შარდის რეზერვუარ ორგანოს, რომელსაც აქვს უნარი დაიტიოს 400-600 მლ-მდე მოცულობის სითხე. ნორმაში დღის მანძილზე შარდის გამოყოფის სიხშირე 4-8-მდე უნდა შეადგენდეს. ხშირი შარდვის ტერმინის ქვეშ კი იგულისხმება შარდვის სიხშირე, რომელიც მეტია რვაზე.
გახშირებული შარდვის გამომწვევი მიზეზები მოიცავს როგორც საშარდე გზების პრობლემებს, ისე ზოგადსისტემურ მდგომარეობებს, ამიტომ ის მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც ბევრ პათოლოგიაზე მიუთითებს და მათ დიაგნოსტიკაში გვეხმარება.
ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზები მამაკაცებში
მამაკაცებში ხშირი შარდვის ძირითადი გამომწვევი მიზეზი გადიდებული პროსტატის ჯირკვალია. ის მდებარეობს შარდის ბუშტის ქვევით და მისი გადიდების დროს ხდება შარდსავალ გზებზე ზეწოლა, რაც იწვევს შარდის დინების შეფერხებას და შარდის ბუშტის გაღიზიანებას. აქედან გამომდინარე შარდის ბუშტი ცდილობს დაცლას, მაშინაც კი, როდესაც შარდი მცირე რაოდენობითაა მასში.
პროსტატის ჯირკვლის გადიდების მიზეზი შესაძლოა იყოს მისი ანთება (პროსტატიტი) ან მის სიღრმეში სიმსივნური ქსოვილის განვითარება.
პროსტატიტი ხშირია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში და მისი გამომწვევი მიზეზი ძირითადად ბაქტერიული ინფექციაა. გარდა ხშირი შარდვისა მას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, ესენია :
პროსტატის სიმსივნის შემთხვევაში, გარდა ხშირი შარდვისა, თანმხლები სხვა სიმპტომებია:
ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზები ქალები
ქალებში ხშირი შარდვის გამომწვევი ძირითადი მიზეზი საშარდე გზების აღმავალი ინფექციაა (UTI). ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მამაკაცებთან შედარებით მოკლე შარდსადენის არსებობას მისი განვითარება მარტივად ხდება.
გარდა ხშირი შარდვისა UTI-ს ახასიათებს სხვა სიმპტომებიც, ესენია:
სიმპტომები მძიმდება თუ აღმავალი ინფექცია მიაღწევს თირკმლებამდე, რასაც შესაძლოა მეტად სერიოზული პრობლემები მოყვეს მათი შეგუბების და უკმარისობის სახით.
ხშირი შარდვის მკურნალობა
ექიმთან ვიზიტი ან ვიდეო/აუდიო კონსულტაცია აუცილებელია თუ:
ხშირი შარდვის მკურნალობის მეთოდის შემუშავება ხდება სპეციალისტის მიერ, მას შემდეგ, რაც დადგინდება გამომწვევი მიზეზი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უმეტეს შემთხვევაში ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზი საშარდე გზების ინფექციაა, მკურნალობა მედიკამენტოზურად ხდება და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
თქვენს მიერ სწორად მოწოდებული ინფორმაციით და სპეციალისტთან დროული მიმართვით მნიშვნელოვნად მარტივდება არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. REDMED-ის სპეციალისტების ხელმისაწვდომობა და თქვენზე მორგებული მოქნილი განრიგი საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ექიმის დახმარება.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას