ხშირი შარდვა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ხშირი შარდვა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ხშირი შარდვა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ხშირი შარდვა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

შარდის ბუშტი წარმოადგენს შარდის რეზერვუარ ორგანოს, რომელსაც აქვს უნარი დაიტიოს 400-600 მლ-მდე მოცულობის სითხე. ნორმაში დღის მანძილზე შარდის გამოყოფის სიხშირე 4-8-მდე უნდა შეადგენდეს. ხშირი შარდვის ტერმინის ქვეშ კი იგულისხმება შარდვის სიხშირე, რომელიც მეტია რვაზე.

გახშირებული შარდვის გამომწვევი მიზეზები მოიცავს როგორც საშარდე გზების პრობლემებს, ისე ზოგადსისტემურ მდგომარეობებს, ამიტომ ის მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც ბევრ პათოლოგიაზე მიუთითებს და მათ დიაგნოსტიკაში გვეხმარება.

ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზები მამაკაცებში

მამაკაცებში ხშირი შარდვის ძირითადი გამომწვევი მიზეზი გადიდებული პროსტატის ჯირკვალია. ის მდებარეობს შარდის ბუშტის ქვევით და მისი გადიდების დროს ხდება შარდსავალ გზებზე ზეწოლა, რაც იწვევს შარდის დინების შეფერხებას და შარდის ბუშტის გაღიზიანებას. აქედან გამომდინარე შარდის ბუშტი ცდილობს დაცლას, მაშინაც კი, როდესაც შარდი მცირე რაოდენობითაა მასში.

პროსტატის ჯირკვლის გადიდების მიზეზი შესაძლოა იყოს მისი ანთება (პროსტატიტი) ან მის სიღრმეში სიმსივნური ქსოვილის განვითარება.

პროსტატიტი ხშირია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში და მისი გამომწვევი მიზეზი ძირითადად ბაქტერიული ინფექციაა. გარდა ხშირი შარდვისა მას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, ესენია :

• დიზურია – მტკივნეული შარდვა;

• შემღვრეული (ნალექიანი) შარდი;

• ტკივილი მუცლის ღრუში;

• მტკივნეული ეაკულაცია;

• ტემპერატურა, შემცივნება, და კუნთების ტკივილი მწვავე პროსტატიტის შემთხვევაში. პროსტატის სიმსივნის შემთხვევაში, გარდა ხშირი შარდვისა, თანმხლები სხვა სიმპტომებია:

• სისხლიანი შარდვა;

• სისხლის არსებობა ეაკულატში;

• ძვლების ტკივილი;

• წონის სწრაფი შემცირება;

• ერექციული დისფუნქცია.

ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზები ქალები

ქალებში ხშირი შარდვის გამომწვევი ძირითადი მიზეზი საშარდე გზების აღმავალი ინფექციაა (UTI). ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მამაკაცებთან შედარებით მოკლე შარდსადენის არსებობას მისი განვითარება მარტივად ხდება.

გარდა ხშირი შარდვისა UTI-ს ახასიათებს სხვა სიმპტომებიც, ესენია:

• სისხლიანი შარდვა;

• ტკივილის და სპაზმის შეგრძნება შარდის ბუშტის არეში;

• ტკივილის და წვის შეგრძნება შარდვის დროს;

• მაღალი ტემპერატურა, შემცივნება და გულისრევის შეგრძნება.

სიმპტომები მძიმდება თუ აღმავალი ინფექცია მიაღწევს თირკმლებამდე, რასაც შესაძლოა მეტად სერიოზული პრობლემები მოყვეს მათი შეგუბების და უკმარისობის სახით.

ხშირი შარდვის მკურნალობა

ექიმთან ვიზიტი ან ვიდეო/აუდიო კონსულტაცია აუცილებელია თუ:

• ხშირ შარდვას წინ არ უსწრებდა დიდი რაოდენობით სითხეების მიღება

• არსებული პრობლემა ხელს გიშლით თქვენს ყოველდღიურ საქმიანობასა და ძილში

• თუ შენიშნეთ სისხლის არსებობა შარდში

• გაწუხებთ ტკივილი ან წვა შარდვის დროს

• გრძნობთ ტკივილს შარდის ბუშტის მიდამოში

• გიჭირთ შარდვა ან შარდვის სურვილის დაკმაყოფილება

• აღგენიშნებათ მაღალი ტემპერატურა

ხშირი შარდვის მკურნალობის მეთოდის შემუშავება ხდება სპეციალისტის მიერ, მას შემდეგ, რაც დადგინდება გამომწვევი მიზეზი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ უმეტეს შემთხვევაში ხშირი შარდვის გამომწვევი მიზეზი საშარდე გზების ინფექციაა, მკურნალობა მედიკამენტოზურად ხდება და არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.

თქვენს მიერ სწორად მოწოდებული ინფორმაციით და სპეციალისტთან დროული მიმართვით მნიშვნელოვნად მარტივდება არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. REDMED ის სპეციალისტების ხელმისაწვდომობა და თქვენზე მორგებული მოქნილი განრიგი საშუალებას გაძლევთ სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ ექიმის დახმარება.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available