ხელის დაბუჟება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ხელის დაბუჟება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხელის დაბუჟება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხელის დაბუჟება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

ხელის დაბუჟების სიმპტომების გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ხელის ნერვებთან ასოცირებული პრობლემაა. იმისათვის, რომ დადგინდეს ზუსტი გამომწვევი მიზეზი,   საჭიროა ექიმთან დროული მიმართვა და ზუსტი სიმპტომატიკის აღწერა. ხშირად სწორი დიაგნოსტიკური ტესტების ჩატარება ეფექტური მკურნალობის საფუძველი ხდება. 

ხელის დაბუჟებაგამომწვევი მიზეზები

როგორც უკვე ვახსენეთ, დაბუჟების პროცესის წარმმართველი მექანიზმი ნერვებთან ასოცირებულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ასეთია ნერვის კომპრესია, დაზიანება, გაღიზიანება, ანთება ან იმ სისტემური დაავადების არსებობა, რომელიც აზიანებს პერიფერიულ ნერვებს, ასეთია - დიაბეტი. 

იშვიათად, მაგრამ ის ასევე შესაძლოა დაკავშირებული იყოს პრობლემებთან თავის ან ზურგის ტვინში და ასევე სისხლის მიმოქცევის დარღვევებთან (ინსულტი, თრომბოზი ან სტენოზი). 

უფრო კონკრეტულად, გამომწვევი მიზეზები შემდეგნაირია: 

  • სისხლის მიმოქცევის პრობლემები (ინსულტი, თრომბოზი ან სტენოზი);
  • კარპალური არხის სინდრომი  (შუათანა ნერვზე ზეწოლა გვირაბის შევიწროვების ხარჯზე);
  • ვიტამინების და მინერალების დეფიციტი (B12, მაგნიუმი და კალიუმი);
  • მედიკამენტები - ანტიბიოტიკები (მეტრონიდაზოლი, ფტორქინოლონები და ნიტროფურანტოინი), სიმსივნის და ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, გულის პათოლოგიების და მაღალი წნევის სამკურნალო მედიკამენტები (ამიოდარონი და ჰიდრალაზინი);
  • გულმკერდის მალების თიაქარი (ნერვზე კომპრესია);
  • რეინოს დაავადება (პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვების სინდრომი);
  • ლუპუსი (სისტემური წითელი მგლურა) - აუტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს ორგანოების, მათ შორის ნერვების ანთებას;
  • განგლიოზური ცისტა - ცისტების ტიპი, რომელიც ვითარდება მყესებსა და სახსრებზე, ძირითადად მაჯის არეში;
  • დიაბეტი - რომლის შედეგიც ე.წ. პერიფერიული ნეიროპათიაა. გლუკოზის მაღალი დონე იწვევს ნერვების შეუქცევად დაზიანებას და ქსოვილების სიკვდილს;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
  • ალკოჰოლთან ასოცირებული ნეიროპათია;
  • ფიბრომიალგია - სინდრომი, რომელიც ხასიათდება სისუსტით და ტკივილის შეგრძნებით;
  • ლაიმის დაავადება - ბაქტერიული დაავადება, რომელიც ხასიათდება დაბუჟების შეგრძნებით და სახსრების ტკივილით და შეშუპებით;
  • მრავლობითი სკლეროზი - აუტოიმუნური დაავადება, რომელიც უტევს ნერვული ქსოვილის დამცავ შრეს - მიელინს და იწვევს მის დაზიანებას. 

ხელის დაბუჟების მკურნალობა

თუ დაბუჟებამ არ გადაიარა რამდენიმე საათის მანძილზე ან თუ გავრცელდა სხეულის სხვა ნაწილებშიც, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.

მკურნალობის მეთოდებიის შერჩევა ხშირად დიაგნოსტიკური ტესტების შემდგომ ხდება და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. დიაგნოსტიკის მეთოდებიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას: მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერა, ელექტრომიოგრაფია, რენტგენი, სისხლის ტესტები და ლუმბალური პუნქცია (თავ-ზურგ-ტვინის სითხის ნიმუშის აღება). 

როგორც აღვნიშნეთ ხელის დაბუჟებას შესაძლოა გააჩნდეს მრავალი გამომწვევი მიზეზი. იმისათვის რომ დროულად მოხდეს არსებული არასასიამოვნო სიმპტომის კუპირება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. კონსულტაციის დისტანციურად წარმართვაში დაგეხმარებათ REDMED-ის მოსახერხებელი აპლიკციია ან ვებ-გვერდი. 



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available