ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი - სიმპტომები და მკურნალობა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი - სიმპტომები და მკურნალობა

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი - სიმპტომები და მკურნალობა

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი - სიმპტომები და მკურნალობა

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი (უკმარისობა) არის მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება არასაკმარისი სისხლის ნაკადის მიდინებით თავის ტვინის უკანა ნაწილში. 

ვერტებრო-ბაზილარული არტერიები ჟანგბადს და გლუკოზას აწვდიან ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცნობიერებაზე, მხედველობაზე, კოორდინაციაზე, წონასწორობასა და ბევრ სხვა მნიშვნელოვან ფუნქციაზე. 

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის გამომწვევი მიზეზები

არტერიების ბლოკირება დროთა განმავლობაში ხდება ათეროსკლეროზის ჩამოყალიბების შედეგად. ათეროსკლეროზული დეპოზიტები შედგება ქოლესტერინის, კალციუმისა და სხვა უჯრედული კომპონენტებისგან. ისინი არამხოლოდ ამყარებენ არტერიებს, არამედ დროთა განმავლობაში იზრდებიან და შეუძლიათ შეაფერხონ ან თუნდაც სრულად დაბლოკონ სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში. სისხლის მიდინების ბლოკირების შედეგად ვიღებთ იშემიური ინსულტის დიაგნოზს, რაც დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოითხოვს, იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული მძიმე ნევროლოგიური სიმპტომები. 

რა სიმპტომები ახასიათებს ვერტებრო-ბაზილარულ უკმარისობას

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის (VBI) მქონე პაციენტში როგორც წესი აღინიშნება სიმპტომები, რომლებიც გრძელდება რამდენიმე წუთი ან რჩება მუდმივად. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • მხედველობის გარდამავალი ან სრული დაქვეითება, ცალ ან ორივე თვალში; 
  • მხედველობის გაორება;
  • ვერტიგო (თავბრუსხვევა);
  • სხეულის დაბუჟების შეგრძნება;
  • გულისრევა ან ღებინება;
  • გაუმართავი მეტყველება; 
  • კოორდინაციის დაკარგვა ან დაბნეულობა; 
  • ყლაპვის გაძნელება; 
  • უეცარი გენერალიზებული სისუსტე.

იმის გამო, რომ ეს სიმპტომები შეიძლება იყოს ინსულტის გამაფრთხილებელი ნიშნები, მათი არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია სწრაფად მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. დაუყონებლივმა მკურნალობამ კი შეიძლება გაზარდოს სრული აღდგენის შანსი.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ვერტებრო-ბაზილარული არტერიების დიაგნოსტიკა შეიძლება ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის (MRA) და სტანდარტული ანგიოგრაფიის (რენტგენის კვლევა ინექციური საღებავის გამოყენებით) მეშვეობით. CT (რენტგენი და კომპიუტერის მიერ გენერირებული 3-D გამოსახულებები) ან თავის ტვინის MR სკანირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ინსულტის უკვე განვითარებული შედეგის დასადასტურებლად. 

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა, ანამნეზში ინსულტი ან TIA (,,მიკრო ინსულტი“) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება, შეეცადონ შეამცირონ ქოლესტერინის დონე დიეტის საშუალებით და რეგულარულად ივარჯიშონ. სპეციალისტების მიერ ასევე პარალელურად შესაძლოა გადაწყდეს მაღალი არტერიული წნევის დასარეგულირებელი, სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებელი და შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტების დანიშვნა.

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის დიაგნოზის დასმის დროს თავის ტვინში ნაკადის აღსადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნას ქირურგიული მეთოდებიც, რომელიც განსხვავდება თავისი მიდგომების მიხედვით. 

სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, იმისათვის რათა თავიდან აირიდოთ გვიანი გართულებები იშემიური ინსულტის სახით, აუცილებელია დროულად მიმართოთ კვალიფიციურ ნევროლოგს, რომელსაც სახლიდან გაუსვლელად REDMED-ის სამედიცინო სერვისების პლატფორმა დაგაკავშირებთ. 


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available