ვენების ტკივილი
ვენების ტკივილი არის მნიშვნელოვანი სიმპტომი, რომელიც ახასიათებს ისეთ სისხლძარღვოვან პრობლემებს, როგორიცაა ვარიკოზული ვენები და ვენური უკმარისობა.
რა იწვვეს ვენების ტკივილს
ვენების ტკივილმა შესაძლოა მიგვითითოს ისეთ სერიოზულ მდგომარეობაზე, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი – მდგომარეობა, როდესაც ვენის სანათური დახშულია თრომბით, რომელმაც ცირკულაციაში მოხვედრის შემდგომ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის შეტევა (ინფარქტი) ან იშემიური ინსულტი. ეს პროცესი უმეტეს შემთხვევაში შედეგია თრომბოფლებიტის – ვენების ლოკალური ანთების, რომელსაც ახასიათებთ მათი შეშუპება, სიწითლე, ტკივილი და თრომბის ჩამოყალიბება.
ვენების ტკივილის გამომწვევი სხვა მიზეზებიდან ცნობილია ცელულიტი - კანის და რბილი ქსოვილების ბაქტერიული დაავადება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია A ჯგუფის სტრეპტოკოკისგან, ასევე გარემოს ტემპერატურა და კუნთების დაჭიმულობა, თუმცა უმთავრეს და უხშირეს გამომწვევ მიზეზად ისევ ვენების ვარიკოზი და მათი ქრონიკული უკმარისობა რჩება.
რა არის ვარიკოზი
ვნების ვარიკოზი არის მდგომარეობა, როდესაც ხდება მათი ფუნქციის მოშლა და გადაგვარება შეგუბების ფონზე. უმეტეს შემთხვევაში ის გამოიხატება ქვედა კიდურებზე, თუმცა შესაძლოა აღინიშნებოდეს სხეულის სხვადასხვა ადგილებზეც.
შეგუბების გამომწვევი მიზეზებიდან შეგვიძლია გამოვყოთ თანდაყოლილი ან სხვა პროცესით გამოწვეული ვენური სარქვლების მალფორმაციები (მაგ. ორსულობა, თრომბოფლებიტი ან თანდაყოლილი ანომალიები) და ხანგრძლივად ფეხზე დგომის მქონე ცხოვრების სტილი. რაც უფრო მეტად პროგრესირებს ვარიკოზი, მით უფრო მეტად იკვეთება მათი ვიზუალი – ზედაპირიდან წამოწეული, გაფართოებული და დაკლაკნილი ვენები, რომელთაც შორსწასულ ფორმებში ახასიათებს კანის ზედაპირზე წყლულების გაჩენა.
წვრილი კაპილარების წარმოქმნა ქვედა კიდურებზე ითვლება ვენების ვარიკოზის პირველ სიმპტომად. უმეტეს შემთხვევაში ამ პროცესს თან ახლავს სიმძიმის შეგრძნება კიდურებში, თუმცა ეს ორი უმთავრესი სიმპტომი რატომღაც ხშირად პაციენტების ყურადღების მიღმა რჩება, არადა ის გვეხმარება დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში.
ქრონიკული ვენური უკმარისობა
ქრონიკული ვენური უკმარისობა ვითარდება მაშნ, როდესაც ვენების სარქვლებს საკმარისად არ შესწევთ ძალა შეინარჩუნონ სისხლის გულისკენ მიდინების სიმძლავრე, ამ პროცესს კი მოსდევს სისხლის უკუმიდინება ქვევით, სიმძიმის ძალით, რასაც რეფლუქსი ეწოდება. არსებული დიაგნოზი ხშირად წინ უსწრებს ვარიკოზის განვითარებას და მას განსაკუთრებული მოფრთხილება – დიეტის და აქტიური ცხოვრების რეჟიმის დაცვა სჭირდება.
ვენების ტკივილის მკურნალობის გზები
დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებისას მკურნალობა და გართულებების პრევენცია ბევრად უფრო მარტივდება როგორც პაციენტისთვის, ისევე ექიმისთვის. ხშირ შემთხვევაში მხოლოდ პაციენტის ანამნეზის და ჩივილების ცოდნისას შეგვიძლია გავცეთ პირველადი რეკომენდაციები და მოვახდინოთ ადრეული დიაგნოზის დასმა.
მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია ვენების ტკივილის გამომწვევ მიზეზზე და წყდება ინდივიდუალურად თქვენი ანგიოლოგის მიერ. უმთავრესი რამ რაც შეგვიძლია სპეციფიურ მკურნალობამდე გავაკეთოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და კონკრეტული ფიზიკური აქტივობის რუტინაში შემოღებაა, ამ რეკომენდაციებს და შემდგომ დიაგნოსტიკის და მკურნალობის ტაქტიკას ადგილზე მისვლის გარეშე, REDMED-ის ანგიოლოგები აუდიო ან ვიდეო კონსულტაციით შეგირჩევენ.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას