უშვილობას წყვილების დაახლოებით 15-18% უჩივის, თუმცა, თანამედროვე მედიცინა უკვე წარმატებით იკვლევს და მკურნალობს ამ პრობლემას. არსებობს პირველადი და მეორადი უნაყოფობა. როცა წყვილს, ერთი წლის განმავლობაში აქვთ დაუცველი სქესობრივი კავშირი, მაგრამ მაინც არ დგება ორსულობა - ეს პირველადი უშვილობაა, ხოლო თუ ქალს ერთხელ მაინც ჰქონდა ორსულობა, რომელიც დასრულდა ჯანმრთელი შვილის დაბადებით ან ორსულობა შეწყდა რომელიმე ვადაზე და ამის შემდეგ ქალი აღარ ორსულდება, ეს მეორადი უშვილობაა.
წლების მანძილზე არსებობდა სტერეოტიპი, რომ უშვილობა მხოლოდ ქალის „ბრალი“ იყო. თუმცა, დღეს მიიჩნევა, რომ უნაყოფობაში კაცისა და ქალის როლი თანაბარია, მეტიც, ათიდან 2 შემთხვევაში უნაყოფოა მამაკაცი, 4-5 შემთხვევაში - ქალი, ხოლო 3-4 შემთხვევაში – ორივე.
უშვილობის მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს და ამის გამოკვლევასა და დადგენას წყვილი ექიმთან ერთად უნდა ეცადოს. უნაყოფობის მიზეზი შეიძლება გახდეს შემდეგი სახის პრობლემები:
● ანთებითი დაავადებები
● ინფექცია
● წყვილთა შეუთავსებლობა
● გენეტიკური დაავადებები
● ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
გარდა ამისა, არსებობს დაუდგენელი მიზეზებით გამოწვეული უშვილობაც. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი. უშვილობით გამოწვეული სტრესი კიდევ უფრო ამძიმებს ამ პრობლემას და თავად ხდება ხელის შემშლელი დაორსულებაში.
უნაყოფობის დროს აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული ქალიც და მამაკაციც.
მამაკაცის გამოკვლევისას უპირველესად უნდა ჩატარდეს სპერმის ანალიზი, ანუ სპერმოგრამა, რომლითაც დგინდება კაცის შვილოსნობის უნარი. თუმცა, ამას გარდა მამაკაცთა უნაყოფობის მიზეზი შეიძლება იყოს:
● სექსუალური დისფუნქცია - გართულებული ან მტკივნეული ეჯაკულაცია
● სპერმის მცირე რაოდენობა
● არასრულფასოვანი სპერმა - ცოცხალი და მოძრავი სპერმატოზოიდების მცირე რაოდენობა ან არარსებობა
● შემცირებული სქესობრივი ლტოლვა
● ერექციის პრობლემა
● ტკივილი სათესლე ჯირკვლების არეში
ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომის არსებობისას, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება.
ქალებში ქრონიკული ანთებები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები უშვილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, თუმცა ბუნებრივია ეს არაა ერთადერთი პრობლემა.
უნაყოფობას ქალებში შეიძლება იწვევდეს:
● ენდომეტრიოზი
● კვერცხსავალი მილების დაზიანება-დახშობა
● ოვულაციის დარღვევა
● ჰიპერპროლაქტინემია
● საკვერცხეების პოლიკისტოზი
● საშვილოსნოს ფიბრომა
● ანტისხეულები, რომლებიც აზიანებენ სპერმატოზოიდებს
● საკვერცხეების დისფუნქცია
● მოუწესრიგებელი მენსტრუალური ციკლი
ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება უშვილობის პრევენციის ერთ-ერთი გზაა. ჭარბი წონა, თამბაქოს, ნარკოტიკების, ალკოჰოლის მოხმარება კი უნაყოფობის რისკს წარმოადგენს.
იმისთვის, რომ უშვილობის პრობლემა მოაგვაროთ, აუცილებელი მიიღოთ რჩევები სპეციალისტისგან.
თუ დროში შეზღუდული ხარ, REDMED-ით შეგიძლია სასურველ ექიმთან ონლაინ კონსულტაცია აუდიო ან ვიდეო ზარით დაგეგმო, ან ჩაეწერო შენთვის სასურველ კლინიკაში, სადაც ზუსტად შენთვის განკუთვნილ დროს მიგიღებთ ექიმი.
გარდა ამისა, REDMED-ი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას გაიარო ვიდეო კონსულტაცია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან. ამერიკაში, გერმანიასა და ავსტრიაში მოღვაწე ექიმებს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ სხვადასხვა დარგში - გინეკოლოგია, რადიოლოგია, უროლოგია, ნევროლოგია, ინფექციური დაავადებები, გერიატრია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია და ნევროლოგია. დაუკავშირდი ექიმს REDMED-ის სამედიცინო პლატფორმის მეშვეობით სახლიდან და ქვეყნიდან გაუსვლელად, დანიშნულებისა და დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას კი REDMED-ის პორტალზე მიიღებ.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას