Ბუასილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. Ბუასილი, ანუ ჰემოროი არის სწორი ნაწლავსა და ანუსის ქვედა ნაწილში ვენების შეშუპება და გაფართოება. არსებობს ორი ტიპის ბუასილი: შინაგანი, რომელიც ვითარდება სწორი ნაწლავის შიგნით და გარეგანი - ანუსის გარშემო კანქვეშ.
ბუასილი ვითარდება მაშინ, როდესაც ანუსში ან მის ირგვლივ არსებულ ვენებში იზრდება წნევა. ამის გამომწვევი საკმაოდ ბევრი მიზეზი არსებობს. Მათ შორისაა:
ასევე, Ბუასილის განვითარების რისკის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება
Ჰემოროიდული დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია მის ტიპზე. გარეგანი ბუასილი ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს და ახასიათებს ძლიერი, უეცარი ტკივილი. ტკივილის და დისკომფორტის გარდა სხვა სიმპტომებია:
Რაც შეეხება შინაგან ბუასილს, ძირითადად, უმტკივნეულოა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ძლიერი ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: დეფეკაციის დროს უმტკივნეულო სისხლდენა ან/და პროტრუზია.
Ბუასილის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ორსულობა სახელდება. Მართალია ჰემოროიდული დაავადება ორსულობის ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირია მეორე ან მესამე ტრიმესტრის შუაშია.
Მშობიარობის შემდეგ ბუასილი შეიძლება საერთოდ გაქრეს, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს. ამიტომ ექიმთან მისვლა რეკომენდებულია, რათა დროულად დაინიშნოს საჭირო მკუნალობა და ბუასილის გაუარესება თავიდან იქნას აცილებული.
Სტატისტიკურად, ბუასილით პაციენტი დიდი ხსნის განმავლობაში იტანჯება, სანამ გადაწყვეტს, რომ ექიმს მიმართოს. Მართალია, მსუბუქი სიმპტომები შეიძლება მკურნალობის გარეშე გაუმჯობესდეს, თუმცა ზოგჯერ მედიკამენტით მკურნალობა ან ქირურგიული ჩარევაა საჭირო. დროული დიაგნოსტიკა კი ეფექტური მკურნალობისთვის აუცილებელია.
Ნებისმიერი რექტალური სისხლდენის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს ბუასილის გარდა სხვა დაავადებების სიმპტომიც შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა საჭიროა, თუ დროთა განმავლობაში თქვენი სიმპტომები არ გაუმჯობესდა, გაქვთ ტკივილი და დისკომფორტი.
ექიმები დიაგნოსტიკისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული არის ფიზიკური გამოკვლევა - ინსპექცია და შეხებით გასინჯვა. გარდა ამისა, შეიძლება საჭირო იყოს ლაბორატორიული კვლევები, კოლონოსკოპია, პროქტო-ანოსკოპია და სხვა სახის პროქტოლოგიური გამოკვლევები.
21-ე საუკუნეში, საბედნიეროდ, ბასუალი მართვადი და, ზოგ შემთხვევაში, მორჩენადი დაავადებაა. დღესდღეობით ამ დაავადების მკურნალობის ბევრად უმტკივნეულო და სწრაფი მეთოდები არსებობს, ვიდრე წარსულში.
გარეგანი ბუასილის მკურნალობისთვის უმეტესად ქირურგიული ჩარევაა საჭირო, ხოლო შინაგანი ბუასილი, პირველ რიგში, ცხოვრების წესის შეცვლასა და გაჯანსაღებას საჭიროებს. თუმცა მკურნალობის როგორ კურსს დანიშნავს ექიმი, დაავადების ტიპის გარდა, მის ხარისხზე, პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
Ბუასილით დაავადების რისკის შემცირებისთვის სასურველია:
ამ დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია იმის გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. ბუასილი “მჯდომარე დაავადებადაც” მოიხსენიება. ამიტომაც თუ გაქვს მჯდომარე ცხოვრების წესი, აუცილებელია ამაზე მუშაობა და პერიოდულად ფეხზე დგომისა და გავლის ჩვევის გამომუშავება.
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას