თვალების წვა და სიმშრალე - REDMED
REDMED APP
Get on the Store

თვალების წვა და სიმშრალე

თვალების წვა და სიმშრალე

თვალების წვა და სიმშრალე

თვალების წვა და სიმშრალე თანამედროვე ადამიანების საკმაოდ დიდ რაოდენობას აწუხებს. კომპიუტერთან დროის ხანგრძლივად გატარება, მკვეთრი კლიმატური გარემოს ცვლილება, ავიტამინოზი, ეკოლოგიური დაბინძურება, მტვრიან გარემოში ყოფნა შესაძლოა გახდეს მშრალი თვალის სინდრომის მიზეზი.

რა არის მშრალი თვალის სინდრომი

მშრალი თვალის სინდრომი ეს არის პროცესი, რომელიც გამოწვეულია თვალის ზედაპირის ცრემლით არასაკმარისი დატენიანებით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცრემლის რაოდენობრივი ან ხარისხობრივი ცვლილება ან ორივე ერთად.

თვალის სიმშრალის გამომწვევი მიზეზები

თვალის გამოშრობის მიზეზებიდან ყველაზე გავრცელებული კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობაა. მხედველობის დაძაბვა, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, თვალის იშვიათი ხამხამი არღვევს ლორწოვანის ნორმალური დატენიანების პროცესს. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორებია: 

  • A ვიტამინის დეფიციტი;
  • თვალზე მშრალი, კონდიცირებული ჰაერის მუდმივი მოქმედება;
  • უძილობა;
  • ენდოკრინული ფონის ცვლილება;
  • უხარისხო კოსმეტიკის გამოყენება
  •  დაბალხარისხიანი კონტაქტური ლინზების ტარება;
  • ქრონიკული გადაღლა;
  • თამბაქოს კვამლი;
  • ორგანიზმში ზოგადი მინერალებისა და სითხის უკმარისობა

როგორ ავიცილოთ თავიდან მშრალი თვალის სინდრომის ჩამოყალიბება

სითხის საჭირო რაოდენობით მიღება და კვების რაციონი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მშრალი თვალის სინდრომი. ვინაიდან დღევანდელ დღეს მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის გატარებაა, რეკომენდებულია მუშოაბისას გარკვეული დროის ინტერვალების დაცვა, პარალელურად დამატენიანებელი წვეთების გამოყენება. 

როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ თვალი ხშირად გიწითლდებათ
  • გრძნობთ ჩხვლეტას და მასში უცხო სხეულის არსებობას
  •  გაწუხებთ ქავილი
  • მომატებული გაქვთ მგრძნობელობა სინათლის მიმართ 
  • გაწუხებთ ცრემლდენა 
  • გებინდებათ მხედველობა 

ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. 

შესაძლოა, დროის დეფიციტის გამო აქამდე ხშირად გიწევდათ ექიმთან ვიზიტის გადადება, მაგრამ როცა არსებობს ისეთი ინოვაციური სამედიცინო პლატფორმა, როგორიც REDMED, ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას, რადგან მისი მეშვეობით შეგიძლიათ დაგეგმოთ აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია თქვენს მიერ შერჩეულ ექიმთან ისე, რომ არ მოგიწიოთ საქმეების მიტოვება, საცობში დგომა და რიგებში ლოდინი. 

დიახ, თქვენთვის მოსახერხებელ დროს და ადგილას, გაივლით კონსულტაციას ექიმთან ონლაინ, მიიღებთ რჩევებს და რეკომენდაციებს და ექიმთან გასაუბრებიდან ერთი კვირის განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ გქონდეთ მასთან კონტაქტი ნებისმიერი კითხვაზე პასუხის მიღების, ანალიზების პასუხების გაცნობის თუ სხვა თემების განსახილველად.

თუ დაზღვეული ბრძანდებით, ექიმი დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას REDMED-ით გადმოგიგზავნით.

პლატფორმა აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან. მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი იზრუნებს თქვენს და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობაზე. 

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available