თრომბოზი - ყველაფერი რაც მის შესახებ უნდა იცოდე
თრომბოზი ეწოდება პროცესს, როდესაც ვენასა ან არტერიაში თრომბის ფორმირების შემდგომ ხდება მისი მოწყვეტა და დახშობა ორგანიზმის კონკრეტულ ნაწილში. ეს შესაძლოა იყოს გულის მკვებავი არტერიები (კორონარები), ფილტვის არტერია, თავის ტვინის სისხლძარღვები, ზედა და ქვედა კიდურების არტერიები, ბადურის სისხლძარღვები და ნებისმიერი ორგანო. ამ პროცესის ჩამოყალიბებას მრავალი მიზეზი შესაძლოა უძღოდეს წინ ან თუნდაც მიზეზი დარჩეს ამოუცნობი.
სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილმდებარეობის მიხედვით და მათ მიეკუთვნება:
რამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოზი?
ვენური თრომბოზის გამომწვევი მიზეზებია:
არტერიული თრომბოზი შეიძლება გამოწვეული იყოს არტერიების გამკვრივებით, რომელსაც ეწოდება ათეროსკლეროზი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ცხიმოვანი ან კალციუმის დეპოზიტები იწვევეევნ არტერიების კედლების გასქელებას, რაც ძირითადად ცხოვრების არაჯანსაღი წესითაა განპირობებული.
არტერიული თრომბოზი ყველაზე ხშირად ვითარდება იმ არტერიებში, რომლებიც სისხლით ამარაგებენ გულის კუნთს (კორონარული არტერიები). მას ასევე უწოდებენ გულის შეტევას, იგივე ინფარქტს. როდესაც არტერიული თრომბოზი თავის ტვინის სისხლძარღვში ვითარდება, ამ დიაგნოზს ეწოდება ინსულტი. თრომბოზული ეტიოლოგიის შემთხვევაში ის არის იშემიური ტიპის, რადგან თრომბოზისას ხდება სისხლძარღვის დახშობა და თავის ტვინის ქსოვილების სისხლის მომარაგების გარეშე დატოვება.
თრომბოზის მკურნალობა
არსებობს მკურნალობის რამდენიმე გზა, მათ შორის:
არტერიული ან ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციასა და ხარისხზე. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.
ზოგჯერ ანტიკოაგულაციური მედიკამენტების მიღება საჭიროა თვეების ან წლების განმავლობაში, რათა მოვახდინოთ თრომბის განმეორების თავიდან აცილება.
პრევენციის გზები
თრომბოზის განვითარების რისკის შესამცირებლად პრევენციული გზებია:
თუ ხართ არტერიული თრომბოზის რისკის ქვეშ, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მედიკამენტების მიღება ქოლესტერინის და არტერიული წნევის შესამცირებლად.
იმისათვის რომ მიიღოთ თქვენზე მორგებული რეკომენდაციები აუცილებელია მიმართოთ კვალიფიციურ სპეციალისტს, რაშიც REDMED-ის აპლიკაცია ან ვებ-გვერდი დაგეხმარებათ.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას