ექიმის ონლაინ კონსულტაცია | REDMED - ექიმი შენთან
REDMED APP
Get on the Store
რეგისტრაცია

თირკმლის კისტა - სიმპტომები და მკურნალობა

თირკმლის კისტა - სიმპტომები და მკურნალობა

თირკმლის კისტა - სიმპტომები და მკურნალობა

თირკმლის კისტა წარმოადგენს კეთილთვისებიან, მრგვალი ფორმის, სითხით სავსე წარმონაქმნს თირკმელზე ან თირკმლის სიღრმეში. მარტივი კისტები არ უნდა შეგვეშალოს თირკმლის პოლიკისტოზის დიაგნოზში, რადგან ეტიოლოგია და მიმდინარეობა განსხვავდება.

ხშირად თირკმლის კისტის აღმოჩენა ხდება შემთხვევით, ექოსკოპიური გამოკვლევის დროს, რადგან ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობა.

მორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით კისტა შესაძლოა იყოს ერთკამერიანი, მრავალკამერიანი ან დერმოიდული, რაც ემბრიონული განვითარების ანომალიას წარმოადგენს და მისი შიგთავსი ხშირად შეიცავს თმას, ფრჩხილებს ან ძვლოვან ქსოვილს. 

თრკმლის კისტის სიმპტომები

თირკმლის კისტის არსებობა ხშირად არ დგინდება იქამდე, სანამ შემთხვევით არ მოხდება ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს აღმოჩენა. სიმპტომების გამოვლენა ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ზომა გამოიწვევს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას.

 სიმპტომები შესაძლოა გამოიხატებოდეს შემდეგნაირად: 

  • ყრუ ტკივილის შეგრძნება წელის, ფერდის ან მუცლის ზედა მიდამოში
  • ცხელება, შემცივნება და სხვა ინფექციის ნიშნები
  • თირკმლისმიერი ჰიპერტენზია - დიასტოლური წნევის (ქვედა მაჩვენებლის) მაღალი მაჩვენებელი
  • სისხლის არსებობა შარდში

რა იწვევს თირკმლის კირტის გაჩენას? 

კისტის ჩამოყალიბების ეტიოლოგია ხშირად უცნობია, თუმცა გამოყოფენ თანდაყოლილ და შეძენილ სახეებს და აქვე უნდა აღინიშნოს რომ მათი წარმოქმნა უმეტესად მამაკაცებში ხდება, რადგან ქალებს გააჩნიათ დამცველობითი ფაქტორი ესტროგენების სახით, თუმცა ეს სტატისტიკა ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ თანაბრდება.  

განვითარების მიზეზებიდან ცნობილია:

  • მემკვიდრეობითი ფაქტორები
  • ქრონიკული დაავადებები
  • გადატანილი ინფექციები
  • თირკმლის ტრავმა და გადაციება

რატომ არის საშიში? 

სიმპტომების უგულებელყოფამ შესაძლოა მარტივად მიგვიყვანოს ისეთ გართულებებამდე როგორიცაა: 

  • ინფიცირებული კისტა - კისტის ანთების ჩამოყალიბების შემთხვევაში არსებულ სიპტომებს ემატება მაღალი ტემპერატურა და ტკივილის გამწვავება
  • კისტის გასკდომა - უეცარი, შეტევითი ხასიათის ტკივილით გამოიხატება
  • საშარდე გზების ობსტრუქცია - შარდის დინების შეფერხებას, რაც თირკმლის შეშუპებას იწვევს (ჰიდრონეფროზი) 
  • თირკმლის უკმარისობა - კისტის მიერ თირკმლის პარენქიმის ფართო მასშტაბით დაკავების ხარჯზე მისი ფუნქციის შესუსტება

თირკმლის კისტის მკურნალობა

იმ შემთხვევაში, თუ თირკმლის კისტა 5სმ-ზე ნაკლები დიამეტრისაა, არ არღვევს თირკმლის სისხლის მიმოქცევას და ორგანოდან შარდის გამოყოფის პროცესს, მაშინ მიმართავენ წარმონაქმნზე დინამიკაში დაკვირვების ტაქტიკას. 

ზომაში გაზრდის შემთხვევაში, როდესაც კისტა ახდენს მეზობელ ორგანოებზე ზეწოლას, დგება ქირურგიული ჩარევის საჭიროება - მოხდეს ცისტის პუნქცია და სითხის დრენირება (შემდგომში ალკოჰოლით ჩანაცვლებით, რაც იწვევს მის დაჩუტვას) ან მისი ქირურგიული მოცილება. 

მთავარი ტაქტიკა, რაც გართულებების პრევენციაში გვეხმარება არის დინამიკაში დაკვირვება. სპეციალისტთან პერიოდული ვიზიტი საწინდარია იმისა, რომ თავი ვიგრძნოთ მშვიდად და უსაფრთხოდ. REDMED-ის ერაპევტები, ყოველთვის მზად არიან თქვენთვის სასურველ დროს დაგეხმარონ დიაგნოსტიკასა და დაავადების კონტროლში.

ᲠᲔᲓᲛᲔᲓᲘᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

თიბისი დაზღვევის ექიმები
ვიდეო კონსულტაცია
ექიმის ონლაინ კონსულტაცია
300+ წამყვანი სპეციალისტი
კლინიკაში ჩაწერა
30+ კლინიკა, 300+ ექიმი
ექიმი სახლში
პედიატრი, თერაპევტი, ნევრ

ᲐᲮᲐᲚᲘ

ექთანი სახლში
ინექცია, გადასხმა, ჭრილობ
ლაბორატორიული ანალიზები
სახლში გამოძახება ან ლაბშ
ექიმები საზღვარგარეთ
მეორეული აზრი და კონსულტა

ᲡᲮᲕᲐ ᲑᲚᲝᲒᲔᲑᲘ

გაიგე მეტი ინფორმაცია
პატარა ახწერა რა ტიპის ინფორმაციას შეიძლება შეიცავდეს ბლოგი

ᲒᲐᲓᲛᲝᲬᲔᲠᲔ ᲠᲔᲓᲛᲔᲓᲘᲡ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ

აპლიკაციის გადმოსაწერად დაასკანერე QR კოდი

qr