თირკმლის ჭვალის გამომწვევი მიზეზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

თირკმლის ჭვალის გამომწვევი მიზეზები

თირკმლის ჭვალის გამომწვევი მიზეზები

თირკმლის ჭვალის გამომწვევი მიზეზები

თირკმლის ჭვალი არის უეცარი აუტანელი ტკივილი, რომელსაც იწვევს შარდსავალ გზებში არსებული კენჭის გადაადგილება. მას ახასიათებს ტკივილის ირადიაცია წელიდან საზარდულის მიმართულებით. მას ხშირად მშობიარობასა ან ძვლის მოტეხილობაზე მძაფრ ტკივილად ასახელებენ.

თირკმლის ჭვალის სიმპტომებიდან

თირკმლის ჭვალს ახასიათებს უეცარი დაწყება ძლიერი ტკივილით, რომელსაც თან სდევს შემცივნება და გულისრევა. იმ შემთხვევაში, თუ კენჭის გადაადგილების დროს მოხდა შარდსავალი გზების კედლების დაზიანება, შარდში გამოჩნდება სისხლის მინარევი. თუ შარდი ამღვრეულია ეს შესაძლოა მიუთითებდეს დაშლილი კენჭების არსებობასა ან ინფექციური პროცესის თან დართვაზე. მაღალი ტემპერატურა კი ანთებითი პროცესის მაუწყებელია, რასაც ხშირად შარდვის გახშირება და წვა ახლავს თან.

როგორც ვთქვით ტკივილს შეტევითი ხასიათი აქვს, ხოლო ხანგრძლივობა ხშირად 3-დან 18 საათამდე გრძელდება. ის ასევე გადაცემითია და უმეტესად ლოკალიზაცია ემთხვევა კენჭის მდებარეობას.

გამოყოფენ შეტევის სამ ფაზას :

• მწვავე (საწყისი) ფაზა – შეტევა იწყება მოულოდნელად, ხშირად ძილის დროს. ატარებს მუდმივ ხასიათს და ინტენსივობა თანდათან იმატებს. მწვავე ფაზის ხანგრძლივობა 30 წუთიდან 6 საათამდე გრძელდება

• კონსტანტური ფაზა – ტკივილი აღწევს პიკს და ხდება ერთი ინტენსიობის. მისი ხანგრძლივობა 1-დან 4 საათამდეა, თუმცა შესაძლოა 12 საათსაც გაგრძელდეს.

• კუპირების ფაზა – ტკივილის მოხსნის მომენტი ჩარევის გარეშე, მიიღწევა იმ შემთხვევაში თუ კენჭი გამოიდევნება. პაციენტი ამ დროს უეცარ შვებას გრძნობს.

როგორც წესი, ტკივილი იმდენად ძლიერ ხასიათს ატარებს, რომ რეცეპტით გაცემადი ტკივილგამაყუჩებლებით მისი მოხსნა ვერ ხერხდება. ამიტომ პაციენტები სასწრაფო დახმარებას იძახებენ, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რაც ბრიგადის ჩარევამდეც შესაძლოა გაითვალისწინოთ.

არსებული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ დაუყოვნებელი აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია REDMED-ის უროლოგებთან.

რა იწვევს თირკმლის ჭვალს?

როდესაც შარდში დიდი რაოდენობით გროვდება მინერალები, ისინი ერთმანეთს ეწებება და კენჭებს წარმოქმნის. მათი ზომაში გაზრდა ან შარდსავალ გზებში მოძრაობა თირკმლის ჭვალის გამომწვევი მიზეზი ხდება. საბოლოოდ შემდგარი წარმონაქმნი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და შემადგენლობისაა. პატარა კენჭმა შესაძლოა თავისით გაიაროს საშარდე გზები, რაც ნაკლებად მტკივნეული ან თუმდაც სრულიად უმტკივნეულო იყოს. დიდი კენჭი შესაძლოა საშარდე გზებში გაიჭედოს და სრულად შეაფერხოს შარდის დინება, რასაც საბოლოოდ თირკმლის შეშუპებასა და მისი ფუნქციის მოშლამდე მივყავართ.

შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ :

• კალციუმის კენჭებს;

• ცისტინის კენჭებს;

• შარდმჟავას კენჭებს;

• სტრუიტული კენჭები (ხშირი, განმეორებითი საშარდე ინფექციების ფონზე განვითარებული კენჭები).

კენჭები მათი შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვა სიმკვრივის შესაძლოა იყვნენ. მათი დაშლის და გამოდევნის პროცესიც სწორედ ამ ფაქტორზეა დამოკიდებული.

თირკმლის ჭვალის მკურნალობის მეთოდები

თირკმლის ჭვალის მწვავე ფაზის მკურნალობის პირველ ეტაპს წარმოადგენს პირველადი დახმარება, რაც ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების ინტრავენურ შეყვანით მიიღწევა.

თუ კენჭის ზომა 7 მმ-ზე მეტია, მიზანშეწონილად მიიჩნევა ქირურგიული ჩარევა. ქირურგიული მკურნალობა მიზნად ისახავს კენჭის ისეთ ზომებამდე დაშლას, რომელიც მის ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოსვლას გააადვილებს.

სამომავლოდ კენჭების მოძრაობამ შესაძლოა გამოიწვიოს შეხორცებითი პროცესები შარდსავალ გზებში. მათი გამოდევნის შემდეგ აუცილებლია სპეციალისტის მიერ დაკვირვების განხორციელება, რათა თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი გართულებები.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available