თირკმელების ტკივილი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა
თირკმლების ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ზურგის არეში ტკივილის გამომწვევი მიზეზებიდან მეორე ადგილს იკავებს. თირკმლის როგორც ქრონიკული, ისე მწვავე ტკივილის შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს დროული დიაგნოსტიკა, რაშიც REDMED-ის პლატფორმა და შესაბამის სპეციალისტთან აიდიო ან ვიდეო კონსულტაცია დაგეხმარებათ.
როგორ დავადგინოთ თირკმლის ტკივილი და განვასხვაოთ სხვა სახის ტკივილისგან?
თირკმელი არის ლობიოს ფორმის წყვილი ორგანო, რომელიც მდებარეობს ხერხემლის ორივე მხარეს, ნეკნების ქვედა კიდესთან. ვინაიდან თირკმლები ახლოს არიან ხერხემალთან, მათი ტკიბილი ხშირად ერევათ ძვალ-კუნთოვან ტკივილში. თირკმლისმიერი ტკივილი ჩვეულებრივ უფრო ღრმაა, ვიდრე ზურგის ტკივილი და მდებარეობს ზუსტად ნეკნების ქვედა კიდესთან, ზურგის ტკივილისგან განსხვავებით ნაკლებად ახასიათებს მოძრაობის დროს ტკივილის გაუარესება, გადაცემა ქვედა კიდურების ან ტერფების მიმართულებით და არ მცირდება მოსვენებით მდგომარეობაში გადასვლისას.
რა იწვევს თირკმელების ტკივილს?
თირკმლის ტკივილი შესაძლოა იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და მისი გამომწვევი მიზეზებიდან გამოვყოთ:
რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს თან თირკმლების ტკივილს?
როგორ მკუნრალობენ თირკმელების ტკივილს და როდის მივმართოთ სპეციალისტს?
პაციენტები ხშირად თვლიან, რომ თირკმლების არეში უეცრად წარმოშობილი ტკივილი გამოწვეულია კუნთის დაჭიმულობით ან გადაჭარბებული დატვირთვის შედეგად, რაც ხშირ შემთხვევაში, ასე არ არის. მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება აუცილებლად ხდება ექიმთან კონსულტაციის შედეგად და ცალსახად დამყარებულია გამომწვევ მიზეზზე. დიაგნოზის დაზუსტება ხდება მხოლოდ შესაბამისი სამედიცინო დიაგნოსტიკის შედეგად და არ არსებობს სანდო თვითგამოკვლევები ან ტესტები სახლის პირობებში.
თირკმლის ტკივილი წარმოადგენს იმ კატეგორიას, რომლის იგნორირებამ შესაძლებელია სერიოზულ პრობლემებამდე მიგვიყვანოს. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილგამაყუჩებლები, შესაძლოა იწვევდნენ ტკივილის მოკლევადიან შემსუბუქებას, მათ არ შეუძლიათ გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე დროის უქონლობის გამო ექიმთან დროული მიმართვიანობა შემცირებულია, რაც ხშირად ხდება მიზეზი დაგვიანებული მკურნალობისა და დაავადების შორსწასულ ფორმებში აღმოჩენის.
REDMED-ის პლატფორმის მეშვებით შესაძლებელია ექიმთან დროული მიმართვა, როგორც ონლაინ კონსულტაციით, ასევე მისი სახლში გამოძახებით.
ხელმისაწვდომი ექიმები
NEW
NEW >
ვებგვერდის ოპტიმიზაციისთვის ჩვენ ვიყენებთ "cookie" ფაილებს. გასააქტიურლებად დააჭირე ღილაკზე "ვეთანხმები" . დეტალური ინფორმაციის სანახავად გაეცანი მზა ჩანაწერების პოლიტიკას