ექიმის ონლაინ კონსულტაცია | REDMED - ექიმი შენთან
REDMED APP
Get on the Store
რეგისტრაცია

თინეიჯერების დეპრესია

თინეიჯერების დეპრესია

თინეიჯერული ასაკი რთულია მშობლებისთვისაც და მოზარდებისთვისაც. ამ ასაკში ინტენსიური ჰორმონალური ცვლილებების ფონზე იცვლება მოზარდის გარეგნობა, ხასიათი, შეხედულებები, ურთიერთობებიც განსხვავებული ხდება. 

თინეიჯერებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დეპრესია. დეპრესიის დროს მოზარდი მუდმივად სევდიანია, კარგავს ინტერესს სხვადასხვა აქტივობების მიმართ, აღარ აინტერესებს მანამდე საყვარელი საქმიანობა. დეპრესია მოქმედებს და ცვლის მის გრძნობებს, ქცევას, ემოციებს.

თინეიჯერების დეპრესია სიმტოპმებით შეიძლება განსხვავდებოდეს მოზრდილთა დეპრესიისაგან, მაგრამ მკურნალობა მათთთვისაც აუცილებელია, იქნება ეს მედიკამენტები თუ ფსიქოლოგიური კონსულტირება.

სიმპტომები

დეპრესიის სიმტომები ხშირად გამოიხატება ჩვეული ქცევის შეცვლით, რაც პრობლემებს ქმნის სკოლაში, სახლში და სხვა ადგილებში, სადაც ბავშვს უხდება ყოფნა.

დეპრესიის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული სიმძიმის იყოს, თუმცა ძირითადად შემდეგნაირადაა გამოხატული:

ემოციური ცვლილებები

  • წუხილი და სევდა, უმიზეზო, ან უმნიშვნელო მიზეზით ტირილი
  • ფლუსტრაცია ან ბრაზი, გამოწვეული უმნიშვნელო მიზეზით
  • სიცარიელის და უიმედობის განცდა
  • ჩვეული საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა
  • ოჯახთან და მეგობრებთან კომფლიქტი, ან მათთან ურთიერთობის ინტერესის დაკარგვა
  • დაბალი თვითშეფასება
  • დანაშაულის გრძნობა
  • გამოკვეთილი მგრძნობიარობა მარცხზე,
  • კონცეტრირების, ფიქრის, გადაწყვეტილების მიღების და მეხსიერების პრობლემები
  • მუდმივი შეგრძნება, რომ ცხოვრება და მომავალი არის პირქუში და ბნელი
  • ფიქრები სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე

ქცევითი ცვლილებები

  • დაღლილობა და უენერგიობა
  • ინსომნია (უძილობა) ან ზედმეტი ძილი
  • მადის ცვლილება - დაქვეითება და წონის კლება ან პირიქით, მკვეთრი გაძლიერება და წონის მატება
  • ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება
  • აჟიტირება ან მოუსვენრობა, მაგალითად, არ შეუძლია მშვიდად ჯდომა, მუდმივად დაკავებული აქვს ხელები რაიმე ნივთის თამაშით, ცქმუტავს.
  • შენელებული საუბარი, ფიქრი ან მოძრაობა
  • ხშირი სამედიცინო ჩივილები, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი და სხვა, სკოლის ექთანთან/ექიმთან ხშირი ვიზიტები
  • სოციალური იზოლაცია
  • სკოლაში დაბალი აკადემიური მოსწრება და ხშირი გაცდენები
  • პირადი ჰიგიენისადმი ნაკლები ყურადღება
  • სარისკო ქცევა, ბრაზის აფეთქებები, ან სხვა, ნორმის ფარგლებიდან გამოსული ქცევა
  • თვითდაზიანება, მაგალითად დამწვრობები, გაჭრა, ან ინტენსიური პირსინგები და ტატუირებები
  • თვითმკვლელობის გეგმის შედგენა ან თვითმკვლელობის მცდელობა

რა არის ნორმა და რა არა?

თინეიჯერულ ასაკში ქცევა და ემოციების იცვლება და ეს ყოველთვის დეპრესიას არ ნიშნავს, დაელეპარაკეთ მოზარდს, ჰკითხეთ, რას ფიქრობს, შეეცადეთ, მასთან ერთად შეაფასოთ, რამდენად აქვს შეცვლილ შეგრძნებებთან და ემოციებთან გამკლავების უნარი, იმედიანად თუ უყურებს ცხოვრებას.

როდის მივმართოთ ექიმს?

თუ დეპრესიის ნიშნები გამოხატულია და გრძლედება, გავლენას ახდენს თინეიჯერის ცხოვრებაზე, თუ შიშობთ მის უსაფრთხოებაზე, თუ არის თვითმკვლელობის მუქარა ან თქვენ ეჭვობთ, რომ შეიძლება მოზარდი სუიციდზე ფიქრობდეს, აუცილებლად მიმართეთ ფსიქიატრს ან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტს, რომელიც ტრენირებულია და აქვს თინეიჯერებთან მუშაობის პრაქტიკა.

დეპრესია თავისით არ გაუმჯობესდება. ჩვეულებრივ, სიმპტომები, თუ არ დავეხმარეთ, უარესდება და სხვა პრობლემების მიზეზიც ხდება. ყველაზე სარისკო კი თვითმკვლელობაა, რომლის სიხშირეც თინეიჯერულ ასაკში მაღალია.

თუ შენ თინეიჯერი ხარ და ფიქრობ, რომ გაქვს დეპრესია, ან შენს მეგობარს ამჩნევ დეპრესიის ნიშნება, მოითხოვე დახმარება. შეიძლება ფიქრობ, რომ მშობლებს და სხვა ახლობლებს შენი არ ესმით, ვერ იგებენ შენს პრობლემებს, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ მათ ძალიან უყვარხართ და აუცილებლად დაგეხმარებიან.

მიმართე დახმარებისთვის მშობლებს, მეგობრებს, მასწავლებელს, რომელთანაც სიახლოვეს გრძნობს, სკოლის ექიმს ან ფსიქოლოგს.

როდისაა საჭირო გადაუდებელი დახმარება?

თუ მოზარდი ფიქრობს, გეგმავს ან აქვს სუიციდის მცდელობა აუცილებლად და გადაუდებლად მიმართეთ ფსიქიატრს, ფსიქოლოგს ან თქვენს ოჯახის ექიმს

სთხოვეთ დახმარება მის ახლობლებს - მეგობრებს, შეყვარებულს, მისთვის ავტორიტეტულ მოზრდილს.

მიზეზები

დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ზუსტად არავინ იცის, თუმცა ბევრი რგოლია ჩართული, მაგალითად:

  • თავის ტვინის ქიმია - ნიროგადამცემები არის თავის ტვინის ქიმიური აგენტები, რომლებსაც გადააქვს სიგნალები ტვინიდან სხეულის სხვა ნაწილებამდე. მათი ნაკლებობა ან დაზიანება, ან ნერვული რეცეპტორების ცვლილება შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს.
  • ჰორმონები - ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის ცვლილება შეიძლება დეპრესიის გამშვებ მექანიზმად მოგვევლინოს
  • მემკვიდრეობა - დეპრესია უფრო ხშირია ისეთ პირებში, რომლის სისხლით ნათესავებსაც აღენიშნებათ ეს დაავადება
  • ადრეული ასაკის ტრავმა - ბავშვობაში ძლიერი ფიზიკური ან ემოციური ტრავმა, შესაძლოა, მოზარდობის პერიოდში დეპრესიის მიზეზი გახდეს. მაგალითად ძალადობა ბავშვზე ან მშობლის დაკარგვა, მშობლების მტკივნეული, მტრული განქორწინება შეიძლება ტვინში ცვლილების მიზეზი გახდეს, რაც მოგვიანებით საფუძველს ქმნის დეპრესიის განვითარებისთვის
  • დასწავლილი უმწეობა - თინეიჯერული დეპრესია შეიძლება უკავშირდებოდეს დასწავლილ უმწეობას, როდესაც ნაცვლად პრობლემის გადაჭრის გზიების ძიებისა და ცხოვრებისეულ პრობლემებთან თავად გამკლავებისა ბავშვებს ასწავლიან, რომ ისინი ამას ვერ შეძლებენ და მათ ნაცვლად მოზრდილი აგვარებს პრობლემას.

რისკ-ფაქტორები

ბევრი ფაქტორი ზრდის თინეიჯერულ ასაკში დეპრესიის განვითარებას, მათ შორის:

  • ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თვითშეფასებაზე, მაგალითად, ჭარბი წონა, პრობლემები თანატოლებთან, დაბალი აკადემიური მოსწრება, ბულინგი
  • ბავშვზე ფიზიკური, ემოციური ან სექსუალური ძალადობა
  • სხვა მენტალური პრობლემები, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, შფოთვითი აშლილობა, ან კვებითი აშლილობები - ბულიმია ან ანორექსია
  • სწავლის სირთულეები ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი
  • ქრონიკული დაავადება ან მიმდინარე ტკივილი რაიმე მიზეზით
  • ალკოჰოლის, ნიკოტიკის და ნარკოტიკების მოხმარება
  • ხასიათის თავისებურება, როგორიცაა პესიმიზმი, თვითკრიტიკულობა, დაბალი თვითშეფასება
  • სექსუალური ორიენტაცია

რა შეიძლება გავაკეთოთ თინეიჯერული დეპრესიის პრევენციისთვის?

დადასტურებული მეთოდები, რომ ავირიდოთ თიენიჯერული დეპრესია, სამწუხაროდ არ არსებობს, თუმცა არის მრავალი სტრატეგია/რეკომენდაცია, რომ შევამციროთ დეპრესიის რისკი. აკონტროლეთ სტრესი. გაზარდეთ გამძლეობა, აამაღლეთ თვითშეფასება, რომ მოზარდმა შეძლოს პრობლემის გადაჭრა. მნიშვნელოვანია შექება კარგ საქციელზე, გადაწყვეტილებაზე, ბავშვისთვის აუცილებელია ცოდნა, მშობელი/მზრუნველი აფასებს მას და სჯერა მისი შესაძლებლობების.

მეგობრები და სოციალური მხარდაჭერა - ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისათვის, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში ყურადღებით იყავით, რომ თუ დეპრესია განვითარდა, დასაწყისშივე შეამჩნიოთ სიმპტომები და დროულად დაეხმაროთ.

თუ სპეციალისტმა დაგინიშნათ მკურნალობა, იქნება ეს მედიკამენტური მკურნალობა, ფსიქოთერაპია თუ სხვა, მიყევით რჩევებს, ნუ შეწყვეტთ მკურნალობას თვითნებურად, თუნდაც დეპრესიის სიმპტომების ალაგების შემდეგ.

არის თუ არა რაიმე ტესტი დეპრესიის დასადგენად?

სპეციალური ინსტრუმენტული, ან ლაბორატორიული გამოკვლევა დეპრესიის დიაგნოზის დასადასტურებლად არ არსებობს, თუმცა არის კითხვარები, გასაუბრების მოდელები, რაც იძლევა დეპრესიის დიაგნოსტირების საშუალებას.

ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს რაიმე ლაბორატორიული ტესტის ჩატარებაც, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი ან თირეოიდმასტიმულირებლელი ჰორმონი ფიზიკური ჯანმრთელობის შესაფასებლად, დეპრესიის დიაგნოზი კი ფსიქოლოგიური შეფასებით ისმება.

მკურნალობა

დეპრესიის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე, სიმძიმეზე, თანმხლებ დაავადებებზე. კომბინირებული თერაპია - ფსიქოთერაპია და მედიკამენტური თერაპია რიგ შემთხვევებში შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლის/მზრუნველის მხარდაჭერა. თქვენ თქვენი შვილის საუკეთესო დამცველი ხართ და მკურნალობასთან ერთად, ბევრის გაკეთება შეგიძლიათ:

მიადევნეთ თვალყური, რომ თინეიჯერმა შეასრულოს მკურნალობის დანიშნული კურსი, იაროს ფსიქოთერაპიის სეანსებზე, მიიღოს დანიშნული მედიკამენტი. გაითვალისიწინეთ, რომ დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტების ერთბაშად შეწყვეტა არ შეიძლება.

გაეცანით ინფორამციას დეპრესიაზე და გაანათლეთ თქვენი თინეიჯერი შვილიც. განათლება კარგი მოტივატორია მკურნალობის გეგმის შესასრულებლად, ასევე, სწორი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

გქონდეთ ურთიერთობა მოზარდთან, ესაუბრეთ ცვლილებებზე, რასაც ამჩნევთ, იცოდეს, რომ თქვენ ყოველთვის დაეხმარებით, აუცილებლად გაუსვით ხაზი ყველა პოზიტიურ ცვლილებას. შექმენით გარემო, როდესაც თქვენი თინეიჯერი თავისუფლად გიზიარებთ თავის შეხედულებებს და იცის, რომ ყოველთვის მოუსმენთ.

თქვენ იცოდეთ, როდის სჭირდება ბავშვს მეტი მხარდაჭერა, როდის მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ, სთხოვეთ მხარდაჭერა ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მიაქციეთ ყურადღება ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ დაგრჩეთ შეუმჩნეველი ალკოჰოლის, ნიკოტინის და ნარკოტიკების გამოყენება, შექმენით უსაფრთხო გარემო და მოარიდეთ ისეთი საგნები, რითაც თვითდაზიანება შეუძლია. იყავით მხარდამჭერი და მეგობრული.

როგორ მოვემზადოთ ექიმთან ვიზიტისთვის?

როგორც ზემოთ ვთქვით, დეპრესიის დაიგნოზი კონსულტირებით ისმება, ამიტომ მზად იყავით, რომ ექიმს მოუყვეთ:

ყველა სიმტომი და ცვლილება, რასაც მოზარს ამჩნევთ, თუნდაც ფიქრობდეთ, რომ არ არის კავშირში დეპრესიასთან მოზარდის და ოჯახის შესახებ სრული ინფორმაცია, ნებისმიერი სავარაუდოდ სტრესული ფაქტის ან ცვლილების ჩათვლით ყველა მედიკამენტის ჩამონათვალი, რასაც მოზარდი იღებს, მულტივიტამინების და საკვები დანამატების ჩათვლით

მოამზადეთ შეკითხვების ჩამონათვალი, რომელზეც პასუხი ექიმმა უნდა გაგცეთ, მაგალითად:

  • არის თუ არა დეპრესია სიმპტომების ყველაზე სავარაუდო მიზეზი ?
  • სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს?
  • რაიმე გამოკვლევა თუა საჭირო?
  • რა სახის მკურნალობა იქნება ოპტიმალური?
  • რა გვერდითი მოქმედება შეიძლება ჰქონდეს მკურნალობას?
  • როგორ უნდა შევაფასოთ პროგრესი?
  • რამდენ ხანს გაგრძელდება მკურნალობა?
  • რა ნიშნებს მივაქციო ყურადღება, რა დროს დამჭირდება თქვენთან სასწრაფოდ დაკავშირება?
  • რაიმე რეკომენდაცია ხომ არ იქნება დიეტის, ვარჯიშის ან სხვა ყოველდღიური აქტივობის შესახებ?
  • რაიმე წყაროს ხომ არ გირჩევთ ექიმი დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად?
  • მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებზე რა აზრის არის?

გამოყენებული ლიტერატურა

მეიოს კლინიკის პაციენტის საინფორმაციო მასალა

ᲠᲔᲓᲛᲔᲓᲘᲡ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

თიბისი დაზღვევის ექიმები
ვიდეო კონსულტაცია
ექიმის ონლაინ კონსულტაცია
300+ წამყვანი სპეციალისტი
კლინიკაში ჩაწერა
30+ კლინიკა, 300+ ექიმი
ექიმი სახლში
პედიატრი, თერაპევტი, ნევრ

ᲐᲮᲐᲚᲘ

ექთანი სახლში
ინექცია, გადასხმა, ჭრილობ
ლაბორატორიული ანალიზები
სახლში გამოძახება ან ლაბშ
ექიმები საზღვარგარეთ
მეორეული აზრი და კონსულტა

ᲡᲮᲕᲐ ᲑᲚᲝᲒᲔᲑᲘ

გაიგე მეტი ინფორმაცია
პატარა ახწერა რა ტიპის ინფორმაციას შეიძლება შეიცავდეს ბლოგი

ᲒᲐᲓᲛᲝᲬᲔᲠᲔ ᲠᲔᲓᲛᲔᲓᲘᲡ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ

აპლიკაციის გადმოსაწერად დაასკანერე QR კოდი

qr