თავბრუსხვევა ქალებში - REDMED
REDMED APP
Get on the Store

თავბრუსხვევა ქალებში

თავბრუსხვევა ქალებში

თავბრუსხვევის მიზეზიზთ ზრდასრული ადამიანები ძალიან ხშირად მიდიან ექიმთან კონსულტაციაზე. ცალკე აღებული განმეორებადი ან ხანგრძილივი თავბრუსხვევა დაავადება არ არის, თუმცა ორგანიზმში დაავადებას ან დარღვევას მიუთითებს. მისი მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე. აღსანიშნავია, რომ თავბრუსხვევის განვითარების რისკი ქალებში დაახლოებით ორჯერ მეტია.

თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზები:

თავბრუსხვევა ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელი არ არის და ზოგჯერ შეიძლება ისეთმა ფაქტორებმა გამოიწვიოს, როგორიცაა:

  • დეჰიდრატაცია
  • ალერგია
  • არტერიული წნევის სწარფი ვარდნა (მაგალითად, ფეხზე სწრაფად წამოდგომის შემთხვევაში)
  • სტრესი
  • გარკვეული მედიკამენტი

გარდა ამისა, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაც შეიძლება გახსდეს მისი გამომწვევი მიზეზი. ასეთ შემთხვევებში, თავბრუსხვევა ქალებში სულაც არ არის საგანგაშო. Საჭიროა ყოველდღიურად საჭირო რაოდენობით წყლის მიღება, დიეტის შეცვლა ან ალერგიის მკურნალობა თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზიდან გამომდინარე.

გარდა ამისა, მენოპაუზის დროს საკმაოდ ხშირია თავბრუსხვევა ქალებში. ამ პერიოდში, ჰორმონალურ დისბალანსთან ერთად მუდმივმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე თავრუსხვევა სისუსტესთან ერთად. 

თავბრუსხვევა ქალებში მენსტრუალური ციკლის დროს ნორმად ითვლება ჰორმონალური ცვლილბების გამო. თავბრუსხვევა, რომელიც ციკლს ახლავს თან, მისი დასრულებისთანავე ქრება და პაციენტის მდგომარეობაც უმჯობესდება.

ზოგადად, თავბრუსხვევა ქალებში შემოთხსენებული მიზეზების გარდა შეიძლება სხვადასხვა სიმძიმის დაავადებით ან პათოლოგიით იყოს გამოწვეული. მაგალითად, შაკიკი. შაკიკი განმეორებადი თავის ტკივილია, რომელიც ძირითადად თავის ერთ მხარეს ვლინდება და მისი ერთ-ერთი სიმპტომი სწორედ თავბრუსხვევაა. პაციენტს შესაძლოა თავბრუსხვევის სიმპტომი შაკიკის შეტევამდეც კი გამოუვლინდეს. 

თავბრუსხვევა ქალებში ასევე შეიძლება გამოწვიოს გულსისხლძარღვთა დაავადებებმა. ამ დროს პაციენტს თავბრუსხვევასთან ერთად აღენიშნება არარეგულარული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, მუდმივი ხველება, გულ-მკერდის არეში შებოჭილობა, გულისრევა და სხვა სიმპტომები.

თავბრუსხვევას ასევე იწვევს რკინის დეფიციტი, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის დაბალი დონე), შიგნითა ყურის აუტოიმუნური დაავადება და სხვა. 

თავბრუსხვევის სიმპტომები

პაციენტებს თავბრუსხვევასთან ერთად ხშირად აქვთ შემდეგი სიმტპომები:

  • სისუსტის შეგრძნება
  • წონასწარობის დაკარგვა
  • ტრიალის შეგრძნება
  • სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა
  • გულისრევა ან ღებინება
  • გონების დაკარგვა
  • ტინიტუსი
  • თვალის კაკლების უნიბლიე მოძრაობა

ეს სიმტპომები რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. იმის მიხედვით, რა იწვევს პაციენტში თავბრუსხვევას, სხვადასხვა სიმპტომი შეიძლება აწუხებდეს.

როდის უნდა მიმართო ექიმს?

როგორც უკვე ითქვა, თავბრუსხვევა ქალებში შეიძლება საკმაოდ მარტივად მოსაგვარებელი მიზეზით იყოს გამოწვეული. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლებელია ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის მანიშნებელიც იყოს. ამიტომაც აუცილებელია თავბრუსხვევაზე და მის თანმხლებ სიმპტომებზე დაკვირვება. 

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაეცით, გონება დაკარგეთ ან სიარული არ შეგიძლიათ. სასწორაფო სამედიცინო დახმარებაა აუცილებელი იმ შემთხვევაშიც, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • მაღალი ტემპერატურა
  • ტკივილი გულმკერდის არეში
  • არარეგულარული გულისცემა
  • ღებინება
  • ჰაერის უკმარისობა
  • კრუნჩხვები
  • სახის სისუსტე ან დაბუჟება
  • უეცარი ცვლილება მეტყველებაში ან მხედველობაში

დაუკავშირდი თერაპევტს სახლიდან გაუსვლელად REDMED-ის საშუალებით და მიიღე დროული კონსულტაცია.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available