სიფილისი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

სიფილისი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

სიფილისი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

სიფილისი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

სიფილისი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ვრცელდება სქესობრივი კონტაქტით. დაავადება როგორც წესი იწყება უმტკივნეულო წყლულით სასქესო ორგანოებზე, სწორ ნაწლავზე ან პირის ღრუში. ის გადადის ადამიანიდან ადამიანზე კანის ან ლორწოვანი გარსის წყლულებთან კონტაქტით

მკურნალობის გარეშე სიფილისმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს გული, ტვინი ან სხვა ორგანოები და შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობებამდე მიგვიყვანოს.

სიფილისის გამომწვევი მიზეზები

სიფილისის გამომწვევი ბაქტერიაა Treponema pallidum. მისი გავრცელების ყველაზე გავრცელებული გზა არის ინფიცირებული ადამიანის წყლულთან კონტაქტი სქესობრივი აქტის დროს.

უფრო იშვიათად, სიფილისი შეიძლება გავრცელდეს აქტიურ დაზიანებასთან პირდაპირი კონტაქტით, მაგალითად, კოცნის დროს და გარდა ამისა დედიდან ახალშობილზე მშობიარობის დროს.

სიმპტომები სიფილისის დროს

სიფილისის სიმპტომები განსხვავდება მათი ტიპების მიხედვით

  • პირველადი სიფილისი - პირველი ნიშანი არის პატარა წყლული, რომელსაც ეწოდება შანკრი. წყლული ჩნდება იმ ადგილას, საიდანაც ბაქტერიამ შეაღწია ორგანიზმში. შანკრი ვითარდება ექსპოზიციიდან დაახლოებით სამი კვირის შემდეგ და ის შეუმჩნევლი რჩება, რადგან უმტკივნეულოა. 
  • მეორადი სიფილისი - შანკრის თავდაპირველი შეხორცებიდან რამდენიმე კვირაში შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი, რომელიც იწყება იგივე ადგილიდან, თუმცა საბოლოოდ ფარავს მთელ სხეულს - ხელისგულებს და ფეხის ძირებსაც კი.
  • ლატენტური სიფილისი - თუ არ ჩაიტარებთ მკურნალობას, დაავადება გადადის მეორადი სტადიიდან ფარულ (ლატენტურ) სტადიაზე, როდესაც არანაირი სიმპტომი არ ვლინდება.
  • მესამეული სიფილისი - სიფილისით ინფიცირებულთა დაახლოებით 15%-დან 30%-მდე, რომლთაც არ ჩაუტარებიათ მკურნალობა, უვითარდებათ გართულებები, რომლებიც ცნობილია როგორც მესამეული სიფილისი. ამ დროს დაავადებამ შეიძლება დააზიანოს ტვინი, ნერვები, თვალები, გული, სისხლძარღვები, ღვიძლი, ძვლები და სახსრები. 
  • თანდაყოლილი სიფილისი - სიფილისით დაავადებული დედებიდან ახალშობილები შეიძლება დაინფიცირდნენ პლაცენტის მეშვეობით ან მშობიარობის დროს. თანდაყოლილი სიფილისით დაავადებულ ახალშობილთა უმეტესობას არ აქვთ სიმპტომები, თუმცა ზოგიერთს აღენიშნება გამონაყარი ხელისგულებზე და ფეხის ძირებზე. მოგვიანებით ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სიყრუეს, კბილების დეფორმაციას და უნაგირა ცხვირს. და ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს ნაადრევი მშობიარობა ან მკვდრადშობადობა.

სიმპტომების აღმოჩენისთანავე მნიშვნელოვანია მიმართოთ ინფექციონისტს, რომელიც დაგეხმარებათ დროულ დიაგნსტიკასა და მკურნალობაში. ინფექციონისტთან დისტაცნიურ რეჟიმში კონსულტაციას შეძლებთ REDMED-ის აპლიკაციის ან ვებ-გვერდის საშუალებით.

სიფილისის დიაგნოსტიკა

სიფილისის დიაგნოსტიკა შემდეგნაირია:

  • სისხლის ტესტი - სიფილისის გამომწვევი ბაქტერიების ანტისხეულები თქვენს ორგანიზმში წლების განმავლობაში რჩება, ამიტომ ტესტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მიმდინარე ან წარსული ინფექციის დასადგენად.
  • ცერებროსპინალური სითხის ტესტირება - თუ აღინიშნება სიფილისის ნერვული სისტემის გართულებები, სპეციალისტმა შეიძლება მოითხოვოს ცერებროსპინალური სითხის ნიმუშის შეგროვება წელის პუნქციის მეშვეობით შემდგომი ტესტირებისთვის

სიფილისის მკურნალობის მეთოდები

ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკისა და მკურნალობისას სიფილისი ადილად განკურნებადია. ყველა ეტაპზე სასურველი მკურნალობის გზას წარმოადგენს პენიცილინი. თუ პენიცილინის მიმართ ალერგიული ხართ, ექიმმა შეიძლება შემოგთავაზოთ სხვა ანტიბიოტიკი ან გირჩიოთ პენიცილინის დესენსიბილიზაცია.

მკურნალობის პირველ დღეს შეიძლება განიცადოთ ის, რაც ცნობილია, როგორც იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია. ნიშნები და სიმპტომებია ცხელება, შემცივნება, გულისრევა, მტკივნეული ტკივილი და თავის ტკივილი. ეს რეაქცია ჩვეულებრივ არ გრძელდება ერთ დღეზე მეტ ხანს.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available