შემცირებული მენსტრუაცია - მიზეზები და მკურნალობის გზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

შემცირებული მენსტრუაცია - მიზეზები და მკურნალობის გზები

შემცირებული მენსტრუაცია - მიზეზები და მკურნალობის გზები

შემცირებული მენსტრუაცია - მიზეზები და მკურნალობის გზები

ხშირად ქალებისთვის მენსტრუალური ციკლის დარღვევა ასოცირდება მხოლოდ მის გადაცილებასა, მტკივნეულობასა ან სისხლის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან. შემცირებულ მენსტრუაციას მედიცინაში ჰიპომენორეას უწოდებენ და ის მიეკუთვნება პათოლოგიას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც რეგულარული მენსტრუაციის დროს გამოყოფილი სისხლის რაოდენობა არ აღემატება 30 მლ-ს და პერიოდის ხანგრძლივობა 2 დღეს. 

მისი გამომწვევი მიზეზები მრავალგვარია და ასევეა მკურნალობის გზებიც. გამომდინარე იქიდან, რომ მენსტრუალური ციკლის რეგულაცია რამდენიმე ორგანოს გამართულ და ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული, მისი ნებისმიერი ტიპის დარღვევა აუცილებლად მოითხოვს სპეციალისტის ჩარევას. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს შემცირებული მენსტრუაცია

რამდენადაც დიდ პირად კომფორტს არ უნდა გვიქმნიდეს შემცირებული მენსტრუაცია, მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა დროულად არის აუცილებელი. მისი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს: 

  • ორსულობა - ექტოპიური ორსულობის დროს (როდესაც განაყოფიერება ხდება საშივლოსნოს გარეთ, მაგალითად ფალოპის მილში) შესაძლოა აღინიშნებოდეს ჰიპომენორეა. ექტოპიური ორსულობა სახიფათო მდგომარეობას წარმოადგენს, რადგან საშვილოსნოს გარდა არცერთი სხვა ორგანო არ არის ადაპტირებული ნაყოფის ზრდასა და კვებაზე. ამიტომ დროთა განმავლობაში ნაყოფის ზრდას მოყვება ორგანოს გახეთქვა და სისხლდენა, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა. 
  • წონაში უეცარი კლება ან მომატება - იწვევს ჰორმონული ბალანსის დარღვევას, რაც აისახება მენსტრუალური სისხლისხლდენის რაოდენობაზე. 
  • ჰიპოთირეოიდიზმი - ჰიპომენორეის ყველაზე ხშირი გამომწვევია;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბები - ხშირად იწვევენ ჰიპომენორეას და მუქ, შესაძლოა კოლტებიან გამონადენს, რაც ნორმას წამოადგენს; 
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) - გინეკოლოგიური პათოლოგიების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომლის თანმდევი სიმპტომიც ჰიპომენორეაა;
  • კუშინგის სინდრომი - რომლის დროსაც კორტიზოლის მაღალი რაოდენობა ხელს უწყობს ჰიპომენორეის ჩამოყალიბებას;
  • მენოპაუზა - ჰიპომენორეა ამ შემთხვევაში ნორმას წამოადგენს;
  • აშერმანის სინდრომი - გამოწვეულია ოპერაციული ჩარევების შემდგომი მდგომარეობით, როდესაც მენჯის ღრუს ორგანოებში ვითარდება შეხორცებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპომენორეა. 

გარდა ჩამოთვლილისა გამომწვევ ფაქტორებს შესაძლოა მიეკუთვნებოდეს კვების დარღვევები, ფიზიკური დატვირთვა, დიაბეტი, გენეტიკური ფაქტორები, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და სიმსუქნე. 

შემცირებული მენსტრუაციის მკურნალობის გზები

როგორც ყოველთვის, მკურნალობის ტაქტიკის შემუშავება დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე და ინდივიდუალურია. მკურნალობის გზები შესაძლოა მოიცავდეს ფონური დაავადების მკურნალობას, ჰორმონოთერაპიას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. 

ხშირად ისეთი ნუტრიენტებით შევსება როგორიცაა ცინკი, ომეგა 3 და რკინა, ჰიპომენორეის მკურნალობის მარტივ და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. ასევე ყოველდღიური მედიტაცია და იოგა გინეკოლოგიური ორგანოების გამართული ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. 

დროულად მიმართეს სპეციალისტს, რათა თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ და გაიგოთ, წარმოადგენენ თუ არა თქვენი ჩივილები საგანგაშო მდგომარეობის ნიშანს. დაგეგმეთ დისტანციური კონსულტაცია ექიმთან რათა დაზოგოთ დრო და რესურსები REDMED-თან ერთად. 



REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available