სეფსისი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

სეფსისი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

სეფსისი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

სეფსისი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

თანამედროვე განმარტებით, სეფსისი გენერალიზებული ინფექციური პროცესია, რომელიც არასდროს სრულდება თვითგანკურნებით და რომლისგანაც სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი იღუპება.

რა იწვევს სეფსისს

სეფსისის განვითარების მიზეზი ინფექციაა, თუმცა გამომწვევი მიზეზების მიხედვით იყოფა სხვადასხვა სახეებად, ესენია:

• სამეანო-გინეკოლოგიური;

• ოტოგენური (ყურიდან განვითარებული);

• ქირურგიული ჩარევის შემდგომი;

• დიაგნოსტიკური მანიპულაციით ინდუცირებული;

• ორალური (ტონზილური და ოდონტოგენური);

• ენდოგენური – ორგანიზმის შიდა კერიდან ინფექციის სისხლის გარემოში მოხვედრა.

სეფსისს სხვადასხვა მიკროორგანიზმი იწვევს, უმეტესად - ბაქტერიები: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი, მენინგოკოკი, ენტეროკოკი, სალმონელა, ეშერიხია და სხვა; არსებობს სოკოვანი ინფექციით გამოწვეული კანდიდოზური სეფსისი. ვირუსული გენეზის დროს ძირითადად ჰერპესის ჯგუფის ცალკეული წარმომადგენლები არიან. ასევე - უმარტივესებით განპირობებული ინფექცია, კერძოდ, ტოქსოპლაზმოზის გენერალიზებული ფორმა. არის შემთხვევებიც, როცა პირველადი ანთებითი კერის დადგენა საერთოდ ვერ ხერხდება.

სეფსისის სიმპტომები

სეფსისის სიმპტომებს მიეკუთვნებიან :

• სხეულის ტემპერატურის 39-40° – მდე აწევა, პერიოდული ნორმალიზებით;

• ციება;

• მოყვითალო, უფერული კანი;

• პულსის გახშირება;

• არტერიული წნევის დაქვეითება;

• გამონაყარი კანზე;

• სისხლჩაქცევები სკლერასა და პირის ლორწოვან გარსებზე;

• ჭარბი ოფლიანობა.

სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში REDMED-ის ინფექციონისტები დაგეხმარებიან ვიდეო ან აუდიო კონსულტაციის მეშვეობით იპოვოთ გამოსავალი. ხოლო თუ ექიმის ბინაზე გამოძახება გახდა საჭირო ჩვენი პლატფორმის მოსახერხებელი ფორმატი საშუალებას მოგცემთ მარტივად განახორციელოთ ეს პროცესი.

სეფსისი ბავშვებში

სეფსისის სხვა რისკ-ფაქტორები და გამომწვევები მიზეზები დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის განვითარდება სეფსისი - დაბადებიდან პირველი 5 დღის მანძილზე (ადრეული სეფსისი) თუ დაბადებიდან 7 ან მეტი დღის შემდეგ (მოგვიანებითი სეფსისი).

ადრეული სეფსისის რისკ-ფაქტორები მოიცავს შემდეგს:

• ნაყოფის გარშემო არსებული სითხით სავსე გარსების ნაადრევი და გახანგრძლივებული რღვევა;

• დედის ინფექცია;

• დედის ორგანიზმში B ჯგუფის სტრეპტოკოკის არსებობა (GBS).

გვიანი სეფსისის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია:

• კათეტერების ხანგრძლივი გამოყენება;

• ცხვირის ან პირის (ენდოტრაქეალური) სასუნთქი მილისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება სუნთქვის მხარდაჭერისთვის;

• გახანგრძლივებული ჰოსპიტალიზაცია.

სეფსისის სიმპტომები ჩვილებში შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს. ისინი ძირითადად არიან მივარდნილები, ვერ იკვებებიან კარგად და ხშირად აქვთ სხეულის დაბალი ტემპერატურა. სხვა სიმპტომები შესაძლოა იყოს სუნთქვითი პაუზა (აპნოე), ცხელება, ფერმკრთალი კანი, დარღვეული მიკროცირკულაცია, ცივი კიდურები, მუცლის შებერილობა, ღებინება, დიარეა, კრუნჩხვები, კანკალი და სიყვითლე.

სეფსისის მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის დაწყებამდე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სეფსისის გამომწვევ მიზეზს. ასევე გასათვალისწინებელია დაავადების სტადია, ავადმყოფის ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებანი, თანმხლები დაავადებები და გენეტიკური ფაქტორები. შორსწასულ შემთხვევებში რეანიმაცია - შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ხელოვნური სუნთქვის აპარატის ჩართვაა საჭირო.

ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად სეფსისის მკურნალობაში ყოველთვის ჩართულია ანტიკოაგულანტებიც. იმ შემთხვევებში, თუ ავადმყოფს ანტიბიოტიკების ყველა ჯგუფის მიმართ რეზისტენტობა აქვს, სეფსისის მკურნალობა რთულდება, თუმცა არსებობს ისეთი სარეზერვო საშუალებები, როგორებიცაა პლაზმაფერეზი და იმუნოსტიმულაცია.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available