საშვილოსნოს დაწევა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

საშვილოსნოს დაწევა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

საშვილოსნოს დაწევა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

საშვილოსნოს დაწევა – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

საშვილოსნო წარმოადგენს მენჯის ღრუში მდებარე ქალის რეპროდუქციულ ორგანოს, რომელიც გარშემორტყმულია მენჯის კუნთებით და იოგებით. როდესაც მენჯის კუნთები და იოგები სუსტდება, ისინი ვეღარ ახერხებენ საშვილოსნოს შეკავებას, რაც იწვევს მის დაწევას, ანუ პროლაფსს.

საშვილოსნოს პროლაფსი შეიძლება იყოს არასრული ან სრული. არასრული პროლაფსი ხდება მაშინ, როდესაც საშვილოსნო მხოლოდ ნაწილობრივ გამოდის საშოდან. სრული პროლაფსი ხდება მაშინ, როდესაც საშვილოსნო იმდენად იწევს, რომ ქსოვილების დანახვა შესაძლებელია საშოს გარეთ. თუმცა, უფრო კონკრეტულად ის შესაძლოა ოთხ სტადიად დავყოთ:

I სტადია - საშვილოსნო ჯერ კიდევ მდებარეობს ვაგინის ზედა ნახევარში;

II სტადია - საშვილოსნო აღწევს ვაგინის შესავალს;

III სტადია - საშვილოსნო ნაწილობრივ გამოსულია ვაგინიდან;

IV სტადია - საშვილოსნო სრულად გამოვარდნილია ვაგინიდან.

მსუბუქი ხარისხის დაწევის დროს შესაძლოა არ აღინიშნებოდეს რაიმე სახის სიმპტომები, თუმცა საშუალო და მძიმე ხარისხის პროლაფსის დროს გამოხატულია : 

  • არამენსტრუალური ვაგინალური სისხლდენა;
  • სიმძიმის და ზეწოლის შეგრძნება მენჯის ღრუში;
  • ქსოვილების შეგრძნება შეხების დროს ვაგინის შესავალში;
  • შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები - შარდის შეუკავებლობა;
  • ნაწლავის მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები - ყაბზობა;
  • უცხო სხეულის შეგრძნება ვაგინის სიღრმეში ჯდომის დროს;
  • სქესობრივი ჩივილები – მგრძნობელობის დაკარგვა.

ჩივილები დღის მანძილზე ზრდადი ინტენსივობისაა - მსუბუქია დილით და მძიმდება დღის მატებასთან ერთად.

მსგავს სიმპტომებს პაციენტები როგორც წესი სხვა პრობლემებს უკავშირებენ, რადგან ისინი არასპეციფიურია. ეს ყველაფერი დაგვიანებული დიაგნოსტიკის მიზეზი ხდება. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ სტადიების დამძიმება, აუცილებელია დროულად მივმართოთ სპეციალისტს.

REDMED-ის აპლიკაციისა და ვებ-გვერდის მოხერხებული ფორმატი დისტანციურად გვაძლევს საშუალებას დროულად გავიაროთ ექიმთან კონსულტაცია აუდიო ან ვიდეო ზარის მეშვეობით. 

საშვილოსნოს დაწევის გამომწვევი მიზეზები

საშვილოსნოს დაწევის გამომწვევი ძირითადი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მენჯის ფუძის კუნთების და იოგების დასუსტებაა, ამ პროცესს კი წინ უძღვის რიგი მიზეზები : 

  • დიდი ზომის ნაყოფით მშობიარობა;
  • მშობიარობის დროს მიღებული ტრავმა;
  • სიმსუქნე;
  • ორსულობა;
  • ესტროგენის დაბალი დონე მენოპაუზის დადგომის შემდგომ;
  • ქრონიკული ხველა;
  • მძიმე საგნების განმეორებითი აწევა.

საშვილოსნოს დაწევის მკურნალობა

მკურნალობა და მისი მეთოდის შერჩევა ყოველთვის დამოკიდებულია საშვილოსნოს დაწევის სტადიაზე, თუმცა მკურნალობის გზებიდან გამოყოფენ ქირურგიულ და არაქირურგიულ მეთოდებს. 

არაქირურგიული მეთოდი გამოიყენება მსუბუქი ფორმების დროს და მოიცავს : 

  • წონაში დაკლება (თუკი გამომწვევი მიზეზი ჭარბი წონაა);
  • მძიმე საგნების აწევა;
  • კეგელის ვარჯიშებს – სპეციფიური ვარჯიშების ტიპი, რომელიც გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთების გასამაგრებლად
  • პესარი – იგივე საშვილოსნოს რგოლი (ბეჭედი), როგორც წესი რეზინისა ან პლასტმასისგან დამზადებული მოწყობილობა, რომელიც იდგმევა ვაგინაში და ახდენს გარშემო ქსოვილებზე ზეწოლით მისი კედლების გამაგრებას

ქირურგიული მეთოდის არჩევაზე რეკომენდაციის გაცემა ხდება თქვენი ექიმის მიერ  ინდივიდუალურად – ასაკის, სტადიის და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ის მოიცავს ლაპაროსკოპიულ (მინიინვაზიურ) ან ღია წესით მიდგომას. 

  • საშვილოსნოს კუნთების ქირურგიული გამაგრებას;
  • საშვილოსნოს ამოკვეთას (ჰისტერექტომია).

იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი გეგმავს სამომავლოდ ბავშვის ყოლას, არჩევანი ყოველთვის კეთდება კუნთების ქირურგიულ გამაგრებაზე. 


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available