საკვებით მოწამვლა - REDMED
REDMED APP
Get on the Store

საკვებით მოწამვლა

საკვებით მოწამვლა

საკვებისმიერია დაავადება, რომელსაც ადამიანები იღებენ საჭმლის, ან სასმლისგან. მიზეზი კი არის მიკრობების, ან სხვა მავნე ნივთიერებების არსებობა მიღებულ საკვებსა და სასმელში.

კვებითი მოწამვლის სიმპტომები ხშირად მოიცავს დიარეას და ღებინებას. სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება საკვების მიღებიდან რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში. ადამიანთა უმეტესობას აქვთ მსუბუქი სიმპტომები და მდგომარეობა უმჯობესდება მკურნალობის გარეშე.

თუმცა ზოგჯერ მოწამვლა იწვევს მძიმე ავადმყოფობას, ან გართულებებს.

Სიმპტომები

სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა იწვევს დაავადებას. შეიძლება დაიწყოს რამდენიმე საათში, ან რამდენიმე კვირაში, მიზეზიდან გამომდინარე.

საერთო სიმპტომებია:

  • ღებინება;
  • დიარეა;
  • დიარეა სისხლიანი განავლით;
  • კუჭის ტკივილი და კრუნჩხვები;
  • ცხელება;
  • თავის ტკივილი.

იშვიათ შემთხვევებში საკვებით მოწამვლა გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე და შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება. 

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ბუნდოვან ხედვას;
  • თავის ტკივილს;
  • კიდურების მოძრაობის ძალის დაკარგვას;
  • ყლაპვის გაძნელებას;
  • კანის ჩხვლეტას, ან დაბუჟებას;
  • სისუსტეს;
  • ხმის ცვლილებებს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

  • ნერვული სისტემის სიმპტომები, როგორიცაა ბუნდოვანი ხედვა, კუნთების სისუსტე და კანის ჩხვლეტა;
  • ცვლილებები აზროვნებაში, ან ქცევაში;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ხშირი ღებინება;
  • დიარეა, რომელიც გრძელდება სამ დღეზე მეტ ხანს;
  • დეჰიდრატაციის სიმპტომები - გადაჭარბებული წყურვილი, პირის სიმშრალე, მცირე შარდვა, ძლიერი სისუსტე, ან თავბრუსხვევა.

Მიზეზები

ბევრმა მიკრობმა, ან მავნე ნივთიერებამ, რომელსაც დამაბინძურებლებს უწოდებენ, შეიძლება გამოიწვიოს საკვებით გამოწვეული დაავადებები. 

საკვები შეიძლება იყოს დაბინძურებული რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილით:

  • ბაქტერიები;
  • ვირუსები;
  • პარაზიტები, რომლებსაც შეუძლიათ ნაწლავებში ცხოვრება;
  • შხამები, რომლებსაც ასევე უწოდებენ ტოქსინებს;
  • ბაქტერიები, რომლებიც ატარებენ ან ქმნიან ტოქსინებს;

​​როგორ ხდება საკვების დაბინძურება

საკვები შეიძლება დაბინძურდეს ნებისმიერ დროს. პრობლემა შეიძლება დაიწყოს ზრდის, მოსავლის აღების, დამუშავების, შენახვის, გადაზიდვის, ან მომზადების დროს.

საკვები შეიძლება დაბინძურდეს ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სახლშიც, რისი მიზეზიცაა:

  • ხელების არასწორად/არასრულყოფილად დაბანა;
  • სამზარეულოს, ან კვების ადგილების დეზინფექციის არასწორად, ან არ ჩატარება. გაურეცხავი დანები, საჭრელი დაფები, ან სამზარეულოს სხვა ხელსაწყოები.
  • არასწორი შენახვის პირობები. ოთახის ტემპერატურაზე დიდი ხნის განმავლობაში დატოვებული საკვები შეიძლება დაბინძურდეს. მაცივარში დიდხანს შენახული საკვები შეიძლება გაფუჭდეს. ასევე, მაცივარში, ან საყინულეში შენახული საკვები, რომელიც ძალიან თბილია, შეიძლება გაფუჭდეს.

Პრევენცია

საკვებით მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, სახლში:

  • დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში. გააკეთეთ ეს საკვების მიღებამდე და მის შემდეგ.
  • ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ ჭამამადე, მომზადებამდე.
  • კარგად გარეცხეთ სამზარეულოს ჭურჭელი. უმ ხორცთან, ან გაურეცხავ ხილთან და ბოსტნეულთან კონტაქტის შემდეგ საჭრელი დაფები, დანები და სხვა ჭურჭელი გარეცხეთ საპნიანი წყლით.
  • არ მიირთვათ უმი, ან არასაკმარისად მოხარშული ხორცი, ან თევზი. 
  • ნარჩენები გააცივეთ ან გაყინეთ. მოათავსეთ მაცივარში, დახურულ კონტეინერებში, ჭამის შემდეგ. ნარჩენები შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 3-დან 4 დღემდე. 
  • გადააგდეთ საკვები, რომლის ვარგისიანობაშიც ეჭვი გეპარებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ საკვები კარგადაა მომზადებული, ან სწორი შენახვის პირობებში იმყოფებოდა, გადააგდეთ იგი. მაშინაც კი, თუ ის კარგად გამოიყურება და კარგი სუნი აქვს, შეიძლება არ იყოს უსაფრთხო საჭმელად.
  • გაასუფთავეთ მაცივარი. გაწმინდეთ მაცივრის შიდა ნაწილი რამდენიმე თვეში ერთხელ.


REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available