საკვები და ვიტამინები - REDMED
REDMED APP
Get on the Store

საკვები და ვიტამინები

საკვები და ვიტამინები

ჯანსაღი კვება თანამედროვე ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საკვები პროდუქტებისგან მიღებული შედეგების გააზრება ადამიანებს, საკუთარი ცხოვრების უკეთესად მართვაში და ჯანსაღად ცხოვრებაში ეხმარება. საკვებს ორგანიზმის ფუნქციონირებაში, ისეთივე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც ავტომობილისთვის საწვავს, რომლის გარეშეც მანქანა უბრალოდ ვერ იმუშავებს. ამიტომ, ყოველდღიური კვების რაციონის სწორად დაბალანსება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჯანსაღი პროდუქტების მოხმარების გარეშე შეუძლებელია.

ნახშირწყლებთან და ცილებთან ერთად, ვიტამინები ის მთავარი კომპონენტებია, რომლებსაც საკვები შეიცავს. ჩვენ გიამბობთ 5 ტიპის ვიტამინზე, რომელიც თქვენს ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა მოხვდეს.

1. A ვიტამინი

 დღის რაციონის ერთ-ერთი მიზანი A ვიტამინის მიღება უნდა იყოს. ეს ვიტამინი კბილებს გაჯანსაღებაში, ძვლებს გამაგრებაში, ფრჩხილებსა და თმას კი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება. A ვიტამინი შეგიძლია ბოსტნეულიდან მიიღო, გაითვალისწინე, რომ მათი მიღება დღის პირველ ნახევარშია რეკომენდირებული.

A ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია : 

  • სტაფილო;
  • ტკბილი პომიდორი;
  • გარგარი;
  • ზამთრის ხილი და სხვ.

2. B ვიტამინი

B-6, B-12 და B-9 ვიტამინები ადამიანის ორგანიზმისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებია, რომლებიც ნერვული სისტემის, დნმ-ისა და სისხლის უჯრედების ფორმირებაზე არიან პასუხისმგებლები. მათი დახმარებით ადამიანის ტვინის ფუნქციონირება უმჯობესდება, მეტაბოლიზმი აქტიურდება და ყველაფერთან ერთად, ადამიანს ანემიისგან იცავს.

მისი მიღება რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში, არაუგვიანეს საღამოს რვა საათისა.

B ვიტამინით მდიდარი პროდუქტები : 

  • ხორცი;
  • თევზი;
  • კვერცხი;
  • რძე;
  • ზღვის პროდუქტები;

3. C ვიტამინი

C ვიტამინი, იგივე ასკორბინის მჟავა ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც ორგანიზმის დამცველობითი ფუნქციები აქვს შეთავსებული. C ვიტამინი ადამიანს უჯრედების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება და ორგანიზმს რკინის გამოფიტვისგან იცავს. ამასთან, ვიტამინების ეს ტიპი ინფექციებთან საბრძოლველად გამოიყენება და იმუნიტეტს აუმჯობესებს.

C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები :

  • ციტრუსოვანი ხილი (გრეიფრუტი; კივი, ფორთოხალი და სხვა);
  • მარწყვი;
  • ბროკოლი;
  • ნესვი;
  • კომბოსტო

4. მაგნიუმი

მაგნიუმი აუცილებელი საკვები ნივთიერებაა, რომელიც ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნებაში გვეხმარება. ასევე, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაუმჯობესებასა და კალციუმის დეფიციტის პრევენციას. გარდა ამისა, მაგნიუმის მიღება უზრუნველყოფს:

  1. ნერვული სისტემის დამშვიდებას და სტრესის მოხსნას;
  2. ენერგიის მატებასა და ჰორმონების ბალანსს;
  3. ძილის პრობლემების მოგვარებას;
  4. კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფუნქციონირებას;
  5. ძვლების გამაგრებასა და სხვა.

მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია :

  • შავი შოკოლადი;
  • ავოკადო;
  • კაკალი;
  • პარკოსანი მცენარეები;
  • მარცვლეული;
  • ბანანი და სხვა.

5. D ვიტამინი

D ვიტამინის მიღება ორგანიზმს როგორც საკვებისგან, ისე მზის სხივებისგან შეუძლია, თუმცა მთავარი წყარო მაინც ის საკვები პროდუქტებია, რომლებიც მას შეიცავენ. სხვა ვიტამინების მსგავსად, ისიც ეხმარება იმუნურ სისტემას მოძლიერებაში, ამაგრებს ძვლებს და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. კიბოს ეროვნული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, D ვიტამინი ამცირებს კიბოს განვითარების რისკსაც.

D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია :

  • რძე;
  • კვერცხი;
  • ზღვის პროდუქტები;
  • სოკო და სხვა.

თუ გსურს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები შეამცირო, იყო ენერგიული და გამოიყურებოდე კარგად, მაშინ უნდა იზრუნო შენი დღის კვების რაციონის ვიტამინებით გამდიდრებაზე და მათ დაბალანსებაზე. ასე აირიდებ სეზონურ გრიპებს და მარტივად დაამარცხებ სხვა დაავადებებს.

REDMEDS-SERVICES

tbc-insurance-doctors
video-consultation
doctor-online-consultation
300-specialists
book-a-visit-to-the-clinic
30-clinics-300-doctors
doctor-at-home
pediatrician-therapist

NEW

nurse-at-home
book-nurse-at-home
laboratory-tests
house-or-lab
doctors-abroad
secondary-opinion

BLOG-OTHER

see-all
რატომ სჭირდებათ ქალებს გინეკოლოგთან კონსულტაცია?
გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტები მნიშვნელოვანია ქალების ჯანმრთელობის ყველა ეტაპზე.
რატომ სჭირდებათ მამაკაცებს უროლოგის კონსულტაცია
ასაკის მატებასთან ერთად, მამაკაცთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ხდება. შესაბამისად, უმჯობესია, რომ სამედიცინო პრობლემები გამოვლინდეს ადრეულ ეტაპზე, არ დარჩეს შეუმჩნეველი და მოხდეს მათი პრევენცია.
მამაკაცებისთვის რეკომენდირებული სკრინინგები
მამაკაცებმა უნდა გაითვალისწინონ ჯანმრთელობის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტი - ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.
მაღალი წნევის კონტროლის 10 გზა მედიკამენტების გარეშე
ცხოვრების წესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაღალი წნევის მკურნალობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესით არტერიული წნევის კონტროლმა, შესაძლოა თავიდან აგარიდოთ, შეაფერხოს, ან შეამციროს მედიკამენტების საჭიროება.
რა არის დიაბეტი?
შაქრიანი დიაბეტი მოიცავს დაავადებათა ჯგუფს, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ხდება ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის ათვისება. გლუკოზა არის ენერგიის მნიშვნელოვანი წყარო უჯრედებისთვის, რომლებიც ქმნიან კუნთებსა და ქსოვილებს. ის ასევე არის ტვინის კვების მთავარი წყარო.
find-out-more-information
a-small-description-of-what-type-of-information-a-blog-can-contain

DOWNLOAD-THE-REDMED-APP

download-the-redmed-app-available